სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კვირიკაშვილი - პატივცემულო ელჩებო, ბედნიერი ადამიანები ხართ, რადგან წარმოადგენთ ქვეყანას, რომლითაც შეგიძლიათ იამაყოთ
გიორგი კვირიკაშვილი - პატივცემულო ელჩებო, ბედნიერი ადამიანები ხართ, რადგან წარმოადგენთ ქვეყანას, რომლითაც შეგიძლიათ იამაყოთ

პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თა შეხ­ვედ­რა - ე.წ. ამ­ბა­სა­დო­რი­ა­ლი გა­იხ­სნა.

დიპ­ლო­მატ­თა შეხ­ვედ­რა­ზე სი­ტყვით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, პრე­მი­ე­რი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე გა­მო­ვიდ­ნენ.

"ჩვე­ნო პა­ტივ­ცე­მუ­ლო ელ­ჩე­ბო, თქვენ ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ხართ, რად­გან წარ­მო­ად­გენთ ქვე­ყა­ნას, რომ­ლი­თაც შე­გიძ­ლი­ათ მხო­ლოდ ია­მა­ყოთ" - მი­მარ­თა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ამ­ბა­სა­დო­რი­ა­ლი 2016-ის მო­ნა­წი­ლე­ებს.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ჯონ კე­რის ვი­ზიტ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "ამან კი­დევ ერთხელ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი რჩე­ბა ჩვენს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მო­კავ­ში­რედ".

მი­სი­ვე თქმით, ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ხელ­მო­წე­რი­ლი მე­მო­რან­დუ­მი "სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს შო­რის თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის შე­სა­ხებ" ქმნის პარტნი­ო­რო­ბის სრუ­ლი­ად ახალ ჩარ­ჩოს და მო­ი­ცავს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის იმ სფე­რო­ებს, რომ­ლე­ბიც კრი­ტი­კუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ამაღ­ლე­ბი­სათ­ვის, მთლი­ა­ნო­ბა­ში, აშშ-თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

"ვფიქ­რობთ, მეტი სივ­რცე და შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მთე­ლი რიგი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით გან­მტკი­ცე­ბის­თვის, იქ­ნე­ბა ეს უსაფრ­თხო­ე­ბა, ეკო­ნო­მი­კა თუ ხალ­ხთა­შო­რი­სი კონ­ტაქ­ტე­ბი. ჩვე­ნი მთავ­რო­ბა გა­ა­კე­თებს ყვე­ლა­ფერს, რათა კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვოს და ახალ დო­ნე­ზე აიყ­ვა­ნოს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პრი­ო­რი­ტე­ტია მე­ზო­ბელ და რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებ­თან გაგ­რძელ­დეს მჭიდ­რო, ურ­თი­ერ­სა­სარ­გებ­ლო და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი პრო­ექ­ტე­ბი.

"სა­ქარ­თვე­ლო დიდ ინ­ვეს­ტი­ცი­ას დებს, რათა სრუ­ლად მო­ახ­დი­ნოს სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი და სატ­რან­ზი­ტო კვან­ძის ფუნ­ქცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცია და შე­ი­ძი­ნოს რე­გი­ო­ნუ­ლი ჰა­ბის როლი, რაც ეკო­ნო­მი­კურ სარ­გე­ბელ­თან ერ­თად, მეტ მშვი­დო­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას მო­უ­ტანს მთელს რე­გი­ონს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით კი­დევ უფრო მეტი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ძა­ლის­ხმე­ვის მი­მარ­თვაა სა­ჭი­რო", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა.

"იმ ფონ­ზე, როცა ქვეყ­ნის 20% რჩე­ბა ოკუ­პა­ცი­ის ქვეშ, როცა მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ახორ­ცი­ე­ლებს ჩვე­ნი გა­ნუ­ყო­ფე­ლი რე­გი­ო­ნე­ბის ფაქ­ტობ­რივ ანექ­სი­ას, ცხა­დია, შე­უძ­ლე­ბე­ლია მათ­თან რა­ი­მე პროგ­რეს­სა და მიღ­წე­ვა­ზე სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა შე­დე­გი, რაც რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ჩვენს პრაგ­მა­ტულ და გა­წო­ნას­წო­რე­ბულ პო­ლი­ტი­კას აქვს და რა­საც ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია, ეს არის ომი­სა და ღია შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, გა­ნუ­წყვე­ტე­ლი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის ფონ­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, ეს არის რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ და ამ რე­ა­ლო­ბის ცვლი­ლე­ბას სჭირ­დე­ბა სწო­რედ გრძელ­ვა­დი­ა­ნი, გო­ნივ­რუ­ლი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა ჩვე­ნი მხრი­დან", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, გარ­და ამი­სა, ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რა­საც ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი დღის წეს­რი­გი და აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის დე­რეფ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა ხსნის, შე­საძ­ლოა, და­მა­ტე­ბი­თი მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზე­ბით გა­ყო­ფილ მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის ჩარ­თუ­ლო­ბი­სა და კონ­ტაქ­ტე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

"ჩვე­ნი მხრივ, მთავ­რო­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რათა ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბი­სა და სხვა ინ­ტეგ­რა­ცი­ულ პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სარ­გე­ბე­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­დოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­თა­გა­ნი ძალ-ღო­ნეს არ და­ი­შუ­რებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა­ში. მე მინ­და გი­თხრათ, ჩვე­ნო პა­ტივ­ცე­მუ­ლო ელ­ჩე­ბო, რომ თქვენ ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ხართ, რად­გან წარ­მო­ად­გენთ ქვე­ყა­ნას, რომ­ლი­თაც შე­გიძ­ლი­ათ მხო­ლოდ ია­მა­ყოთ. დღეს სა­ქარ­თვე­ლო არის თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს ღირ­სე­უ­ლი წევ­რი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ის­ტო­რი­ი­თა და კულ­ტუ­რით, დე­მოკ­რა­ტი­ი­თა და სამ­შვი­დო­ბო პო­ლი­ტი­კით, ურ­თი­ერ­თსა­სარ­გებ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა­კენ სწრაფ­ვით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი და წარ­მო­ად­გენს მა­გა­ლითს ბევ­რი ქვეყ­ნი­სათ­ვის", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

გიორგი კვირიკაშვილი - პატივცემულო ელჩებო, ბედნიერი ადამიანები ხართ, რადგან წარმოადგენთ ქვეყანას, რომლითაც შეგიძლიათ იამაყოთ

გიორგი კვირიკაშვილი - პატივცემულო ელჩებო, ბედნიერი ადამიანები ხართ, რადგან წარმოადგენთ ქვეყანას, რომლითაც შეგიძლიათ იამაყოთ

პარლამენტის შენობაში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა - ე.წ. ამბასადორიალი გაიხსნა.

დიპლომატთა შეხვედრაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გამოვიდნენ.

"ჩვენო პატივცემულო ელჩებო, თქვენ ბედნიერი ადამიანები ხართ, რადგან წარმოადგენთ ქვეყანას, რომლითაც შეგიძლიათ მხოლოდ იამაყოთ" - მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბასადორიალი 2016-ის მონაწილეებს.

მთავრობის მეთაურმა საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ჩვენს უმნიშვნელოვანეს მოკავშირედ".

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი მემორანდუმი "საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ" ქმნის პარტნიორობის სრულიად ახალ ჩარჩოს და მოიცავს თანამშრომლობის იმ სფეროებს, რომლებიც კრიტიკულია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის, მთლიანობაში, აშშ-თან ურთიერთობაში.

"ვფიქრობთ, მეტი სივრცე და შესაძლებლობა არსებობს თანამშრომლობის მთელი რიგი მიმართულებებით განმტკიცებისთვის, იქნება ეს უსაფრთხოება, ეკონომიკა თუ ხალხთაშორისი კონტაქტები. ჩვენი მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა კიდევ უფრო გააღრმავოს და ახალ დონეზე აიყვანოს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრიორიტეტია მეზობელ და რეგიონის ქვეყნებთან გაგრძელდეს მჭიდრო, ურთიერსასარგებლო და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები და შესაბამისი პროექტები.

"საქართველო დიდ ინვესტიციას დებს, რათა სრულად მოახდინოს სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანზიტო კვანძის ფუნქციის რეალიზაცია და შეიძინოს რეგიონული ჰაბის როლი, რაც ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, მეტ მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს მთელს რეგიონს. ამ მიმართულებებით კიდევ უფრო მეტი დიპლომატიური ძალისხმევის მიმართვაა საჭირო", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა რუსეთთან ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა.

"იმ ფონზე, როცა ქვეყნის 20% რჩება ოკუპაციის ქვეშ, როცა მეზობელი სახელმწიფო ახორციელებს ჩვენი განუყოფელი რეგიონების ფაქტობრივ ანექსიას, ცხადია, შეუძლებელია მათთან რაიმე პროგრესსა და მიღწევაზე საუბარი, თუმცა შედეგი, რაც რუსეთთან მიმართებაში ჩვენს პრაგმატულ და გაწონასწორებულ პოლიტიკას აქვს და რასაც ალტერნატივა არ გააჩნია, ეს არის ომისა და ღია შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან აცილება, განუწყვეტელი პროვოკაციების ფონზე. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და ამ რეალობის ცვლილებას სჭირდება სწორედ გრძელვადიანი, გონივრული და თანმიმდევრული პოლიტიკა ჩვენი მხრიდან", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა ამისა, ის შესაძლებლობები, რასაც ჩვენი ევროპული დღის წესრიგი და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარება ხსნის, შესაძლოა, დამატებითი მყარი საფუძველი გახდეს საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ჩართულობისა და კონტაქტების გასაძლიერებლად.

"ჩვენი მხრივ, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და სხვა ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობის სარგებელი ხელმისაწვდომი გახადოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენთაგანი ძალ-ღონეს არ დაიშურებს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში. მე მინდა გითხრათ, ჩვენო პატივცემულო ელჩებო, რომ თქვენ ბედნიერი ადამიანები ხართ, რადგან წარმოადგენთ ქვეყანას, რომლითაც შეგიძლიათ მხოლოდ იამაყოთ. დღეს საქართველო არის თავისუფალი სამყაროს ღირსეული წევრი, რომელიც საკუთარი ისტორიითა და კულტურით, დემოკრატიითა და სამშვიდობო პოლიტიკით, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებისაკენ სწრაფვით არის გამორჩეული და წარმოადგენს მაგალითს ბევრი ქვეყნისათვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."