კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის 18 წლის ბიჭი, რომელმაც მიუნხენის სავაჭრო ცენტრში 9 ადამიანი ჩაცხრილა
ვინ არის 18 წლის ბიჭი, რომელმაც მიუნხენის სავაჭრო ცენტრში 9 ადამიანი ჩაცხრილა

მი­უნ­ხე­ნის სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში გუ­შინ მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის მო­ტი­ვი უც­ნო­ბია. ამის შე­სა­ხებ "ბი­ბი­სის" ცნო­ბით, გერ­მა­ნი­ის პო­ლი­ცია იტყო­ბი­ნე­ბა. თავ­დას­ხმა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი 18 წლის პი­რია, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ირა­ნე­ლია და მი­უნ­ხენ­ში ცხოვ­რობ­და. მან ცე­ცხლი ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 18:00 სა­ათ­ზე გახ­სნა. შე­დე­გად და­ი­ღუ­პა 9 ადა­მი­ა­ნი. 16 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, მათ შო­რის სა­მის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, თავ­დამ­სხმელ­მა ცე­ცხლი თავ­და­პირ­ვე­ლად სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტში მყოფ ადა­მი­ა­ნებს გა­უხ­სნა, შემ­დეგ კი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ Olympia-სკენ და­იძ­რა.

მომ­ხდა­რის გამო მი­უნ­ხენ­ში სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბა შე­ფერ­ხდა. ცენ­ტრა­ლუ­რი რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რი­დან ადა­მი­ა­ნე­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. მოძ­რა­ო­ბა სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში აღ­დგა.

იხი­ლეთ ვი­დეო

თავ­და­პირ­ვე­ლად პო­ლი­ცია ვა­რა­უ­დობ­და, რომ თავ­დას­ხმა­ში სამი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ თავ­დამ­სხმე­ლი მარ­ტო მოქ­მე­დებ­და. იგი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კი­ლო­მეტრში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა ვა­რა­უ­დით, მან თავი მო­იკ­ლა.

მი­უნ­ხე­ნის პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა გა­ნა­ხა­და, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ამ დრომ­დე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი არ იყო. ჯერ­ჯე­რო­ბით არ იკ­ვე­თე­ბა მისი ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბებ­თან კავ­ში­რი. მომ­ხდარ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ვინ არის 18 წლის ბიჭი, რომელმაც მიუნხენის სავაჭრო ცენტრში 9 ადამიანი ჩაცხრილა

ვინ არის 18 წლის ბიჭი, რომელმაც მიუნხენის სავაჭრო ცენტრში 9 ადამიანი ჩაცხრილა

მიუნხენის სავაჭრო ცენტრში გუშინ მომხდარი თავდასხმის მოტივი უცნობია. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, გერმანიის პოლიცია იტყობინება. თავდასხმაში ეჭვმიტანილი 18 წლის პირია, რომელიც წარმოშობით ირანელია და მიუნხენში ცხოვრობდა. მან ცეცხლი ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გახსნა. შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი. 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამის მდგომარეობა კრიტიკულია. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა ცეცხლი თავდაპირველად სწრაფი კვების ობიექტში მყოფ ადამიანებს გაუხსნა, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრ Olympia-სკენ დაიძრა.

მომხდარის გამო მიუნხენში სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხდა. ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. მოძრაობა სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათში აღდგა.

იხილეთ ვიდეო

თავდაპირველად პოლიცია ვარაუდობდა, რომ თავდასხმაში სამი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. იგი რამდენიმე საათის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცველთა ვარაუდით, მან თავი მოიკლა.

მიუნხენის პოლიციის ხელმძღვანელმა განახადა, რომ ეჭვმიტანილი ამ დრომდე სამართალდამცავი უწყებებისთვის ცნობილი არ იყო. ჯერჯერობით არ იკვეთება მისი ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა