პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსუდანის ვერცხლის მონეტები იესო ქრისტეს გამოსახულებით
რუსუდანის ვერცხლის მონეტები იესო ქრისტეს გამოსახულებით

1223-1245 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­მა­რის ქა­ლიშ­ვი­ლი, რუ­სუ­და­ნი მე­ფობ­და. მისი მე­ფო­ბა უიღ­ბლო გა­მოდ­გა. ჯერ ჯა­ლალ ედ-დი­ნის, ხოლო შემ­დეგ მონ­ღოლ­თა შე­მო­სე­ვე­ბის სა­ხით სა­ქარ­თვე­ლოს თავს და­ა­ტყდა დიდი უბე­დუ­რე­ბა.

რუ­სუ­და­ნის სა­მო­ნე­ტო საქ­მი­ა­ნო­ბით ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო ქარ­თუ­ლი ნუ­მიზ­მა­ტი­კის ის­ტო­რი­ა­ში - შე­წყდა ე.წ. "უწე­სოდ" მოჭ­რი­ლი სპი­ლენ­ძის მო­ნე­ტე­ბის ემი­სია და კვლავ აღ­დგა ვერ­ცხლის ფუ­ლის გა­მოშ­ვე­ბა. რუ­სუ­დან­მა სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი წყვე­ტის შემ­დეგ, 1230 წელს გა­ნა­ახ­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ­ცხლის ფუ­ლის ემი­სია, რაც "ვერ­ცხლის კრი­ზი­სის" და­სას­რუ­ლის მა­უ­წყე­ბე­ლი იყო. გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მო­ნე­ტო რე­ფორ­მის შე­დე­გად მო­იჭ­რა ვერ­ცხლის ფული - დრა­მა; გაჩ­ნდა ქარ­თუ­ლი სა­მო­ნე­ტო ტერ­მი­ნი "თეთ­რი". ის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დახ­დის კა­ნო­ნი­ერ სა­შუ­ა­ლე­ბად და ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ზო­მად იქცა XIII-XVI სს-ში. 1235 წ-ს ტრა­პი­ზო­ნის სა­მე­ფო­შიც და­ი­წყო ვერ­ცხლის მო­ნე­ტე­ბის მოჭ­რა, აგ­რეთ­ვე წინა აზი­ის ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­შიც. ეს კი იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და მახ­ლო­ბე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებს შო­რის და­ი­დო სა­გან­გე­ბო შე­თან­ხმე­ბა ვერ­ცხლის მო­ნე­ტის ერთი სის­ტე­მით მოჭ­რის თა­ო­ბა­ზე.

რუ­სუ­და­ნის ვერ­ცხლის მო­ნე­ტე­ბი (რუ­სუ­და­ნის ვერ­ცხლის მო­ნე­ტე­ბი იესო ქრის­ტეს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით) კომ­პო­ზი­ცი­ით ახ­ლოს დგას ბი­ზან­ტი­ურ ნუ­მიზ­მა­ტი­კურ ძეგ­ლებ­თან, ხოლო წო­ნით ისე­თი­ვეა, რო­გორც სინ­ქრო­ნუ­ლი აღ­მო­სავ­ლუ­რი დირ­ჰე­მე­ბი და 2,35-2,70 გრამს შო­რის მერ­ყე­ობს.

ქრის­ტეს ბი­უს­ტის ტიპი აღე­ბუ­ლია ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტო­რის, ნი­კი­ფო­რე III ბო­ტა­ნი­ა­ტის (1078-1081 წწ.) ნო­მის­მი­დან. ამით აიხ­სნე­ბა ის ფაქ­ტი, რომ ქარ­თულ სი­გე­ლებ­ში რუ­სუ­და­ნის დრა­მებს "ბო­ტი­ნა­ტი" ან "ბო­ტი­ნა­უ­რი" ეწო­დე­ბა. ზოგ­ჯერ მას "ცხუ­მუ­რი თეთ­რი" ცვლის (თეთ­რი აქ სა­ან­გა­რი­შო ერ­თე­უ­ლია). გა­მოთ­ქმუ­ლია მო­საზ­რე­ბა, რომ რუ­სუ­და­ნის ვერ­ცხლი ცხუმ­ში მო­იჭ­რა. მარ­თლაც, თბი­ლი­სი ამ დროს ოკუ­პი­რე­ბუ­ლია ჯა­ლალ ედ-დი­ნის მიერ.

მრა­ვალ­ნა­ირ ვა­რი­ან­ტად წარ­მოდ­გე­ნი­ლი ეს მო­ნე­ტე­ბი სხა­დას­ხვა­ნა­ი­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბით გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თი­სა­გან.

აღ­წე­რილ ვერ­ცხლის მო­ნე­ტებს ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში დრა­მას უწო­დე­ბენ. ბევ­რად უფრო იშ­ვი­ა­თია ორი­ო­დე ცა­ლად ცნო­ბი­ლი დრა­მის წი­ლა­დი – ნა­ხე­ვარდრა­მი­ა­ნი, შე­სა­ბა­მი­სად მცი­რე ზო­მი­თა და წო­ნით (1,25-1,30 გრ.). გარ­და ამი­სა, მათ შუბლსა და ზურ­გზე მო­თავ­სე­ბუ­ლი არ არის გარ­შე­მოვ­ლე­ბუ­ლი ზედ­წე­რი­ლი.

ჯა­ლალ ედ-დი­ნის შე­მო­სე­ვე­ბი­დან მოკ­ლე ხან­ში ქვე­ყა­ნა­ში მონ­ღოლ­თა ჰე­გე­მო­ნია დამ­ყარ­და.

პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რის შეც­ვლამ წა­რუ­ხო­ცე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ნუ­მიზ­მა­ტი­კურ ძეგ­ლებ­ზე. მკვეთ­რად იც­ვლე­ბა მო­ნე­ტის გა­რეგ­ნუ­ლი სახე და ზედ­წე­რი­ლე­ბის ში­ნა­არ­სი. იმ­დრო­ინ­დე­ლი ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­მარ­თლით გად­მოგ­ვცემს XIII-XIV სა­უ­კუ­ნე­ებ­ში შექ­მნილ მძი­მე ვი­თა­რე­ბას.

რუ­სუ­და­ნის შემ­დგომ მოჭ­რი­ლი მო­ნე­ტე­ბი ორ ჯგუ­ფად იყო­ფა: 1. ქარ­თველ მე­ფე­თა მო­ნე­ტე­ბი XIII-XIV სა­უ­კუ­ნე­ებ­ში და 2. მონ­ღო­ლუ­რი სა­ო­კუ­პა­ციო მო­ნე­ტე­ბი.

რუსუდანის ვერცხლის მონეტები იესო ქრისტეს გამოსახულებით

რუსუდანის ვერცხლის მონეტები იესო ქრისტეს გამოსახულებით

1223-1245 წლებში საქართველოში თამარის ქალიშვილი, რუსუდანი მეფობდა. მისი მეფობა უიღბლო გამოდგა. ჯერ ჯალალ ედ-დინის, ხოლო შემდეგ მონღოლთა შემოსევების სახით საქართველოს თავს დაატყდა დიდი უბედურება.

რუსუდანის სამონეტო საქმიანობით ახალი ეტაპი დაიწყო ქართული ნუმიზმატიკის ისტორიაში - შეწყდა ე.წ. „უწესოდ“ მოჭრილი სპილენძის მონეტების ემისია და კვლავ აღდგა ვერცხლის ფულის გამოშვება. რუსუდანმა საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ, 1230 წელს განაახლა საქართველოში ვერცხლის ფულის ემისია, რაც „ვერცხლის კრიზისის“ დასასრულის მაუწყებელი იყო. გატარებული სამონეტო რეფორმის შედეგად მოიჭრა ვერცხლის ფული - დრამა; გაჩნდა ქართული სამონეტო ტერმინი „თეთრი“. ის საქართველოში გადახდის კანონიერ საშუალებად და ღირებულების საზომად იქცა XIII-XVI სს-ში. 1235 წ-ს ტრაპიზონის სამეფოშიც დაიწყო ვერცხლის მონეტების მოჭრა, აგრეთვე წინა აზიის ისლამურ სახელმწიფოებშიც. ეს კი იმის მანიშნებელი იყო, რომ საქართველოსა და მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის დაიდო საგანგებო შეთანხმება ვერცხლის მონეტის ერთი სისტემით მოჭრის თაობაზე.

რუსუდანის ვერცხლის მონეტები (რუსუდანის ვერცხლის მონეტები იესო ქრისტეს გამოსახულებით) კომპოზიციით ახლოს დგას ბიზანტიურ ნუმიზმატიკურ ძეგლებთან, ხოლო წონით ისეთივეა, როგორც სინქრონული აღმოსავლური დირჰემები და 2,35-2,70 გრამს შორის მერყეობს.

ქრისტეს ბიუსტის ტიპი აღებულია ბიზანტიის იმპერატორის, ნიკიფორე III ბოტანიატის (1078-1081 წწ.) ნომისმიდან. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ქართულ სიგელებში რუსუდანის დრამებს „ბოტინატი“ ან „ბოტინაური“ ეწოდება. ზოგჯერ მას „ცხუმური თეთრი“ ცვლის (თეთრი აქ საანგარიშო ერთეულია). გამოთქმულია მოსაზრება, რომ რუსუდანის ვერცხლი ცხუმში მოიჭრა. მართლაც, თბილისი ამ დროს ოკუპირებულია ჯალალ ედ-დინის მიერ.

მრავალნაირ ვარიანტად წარმოდგენილი ეს მონეტები სხადასხვანაირი მახასიათებელი ნიშნებით განსხვავდება ერთმანეთისაგან.

აღწერილ ვერცხლის მონეტებს ლიტერატურაში დრამას უწოდებენ. ბევრად უფრო იშვიათია ორიოდე ცალად ცნობილი დრამის წილადი – ნახევარდრამიანი, შესაბამისად მცირე ზომითა და წონით (1,25-1,30 გრ.). გარდა ამისა, მათ შუბლსა და ზურგზე მოთავსებული არ არის გარშემოვლებული ზედწერილი.

ჯალალ ედ-დინის შემოსევებიდან მოკლე ხანში ქვეყანაში მონღოლთა ჰეგემონია დამყარდა.

პოლიტიკური კონიუნქტურის შეცვლამ წარუხოცელი კვალი დატოვა საქართველოს ნუმიზმატიკურ ძეგლებზე. მკვეთრად იცვლება მონეტის გარეგნული სახე და ზედწერილების შინაარსი. იმდროინდელი ქართული მონეტები განსაკუთრებული სიმართლით გადმოგვცემს XIII-XIV საუკუნეებში შექმნილ მძიმე ვითარებას.

რუსუდანის შემდგომ მოჭრილი მონეტები ორ ჯგუფად იყოფა: 1. ქართველ მეფეთა მონეტები XIII-XIV საუკუნეებში და 2. მონღოლური საოკუპაციო მონეტები.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს