მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოციალური დახმარება თუ დასაქმება?
სოციალური დახმარება თუ დასაქმება?

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 913 ლა­რია. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის­გან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბა და ექ­სპერტთა უმ­რავ­ლე­სო­ბაც მი­იჩ­ნევს, რომ ეს ციფ­რი ხე­ლოვ­ნუ­რა­დაა გაზ­რდი­ლი.

და­საქ­მე­ბულ­თა დიდ ნა­წილს ძა­ლი­ან მცი­რე შე­მო­სა­ვა­ლი აქვს. რიგ შემ­თხვე­ვა­ში ხელ­ფა­სი, რომ­ლი­თაც ადა­მი­ან­თა გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რია ოჯახს არ­ჩენს, მცი­რე­დით ან სუ­ლაც არ აღე­მა­ტე­ბა იმ სო­ცი­ა­ლურ შემ­წე­ო­ბას, რა­საც სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­ი­ღებ­და. და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა, შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­ულ კა­ტე­გო­რი­ას შე­საძ­ლოა, უჩენ­დეს სურ­ვილს, რომ იყოს და­უ­საქ­მე­ბე­ლი და სა­ხელ­მწი­ფო შემ­წე­ო­ბით დაკ­მა­ყო­ფილ­დეს. ამ და კი­დევ ბევ­რი სხვა მი­ზე­ზის გამო, წლი­დან წლამ­დე სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის მიმ­ღებ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მხო­ლოდ მცი­რე­დით იც­ვლე­ბა.

მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ნი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბით სარ­გებ­ლობს 469 600 პირი. მსურ­ვე­ლი კი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია. ყო­ველ­თვი­უ­რად სა­ხელ­წი­ფოს­გან და­ახ­ლო­ე­ბით 22 მი­ლი­ო­ნი ლა­რია გა­მო­ყო­ფი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.

სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლია. შემ­წე­ო­ბის მიმ­ღებ­თა მცი­რე ნა­წი­ლი თან­ხას ძვე­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ით იღებს და ის შე­ად­გენს ოჯა­ხის უფ­როს­ზე 60 ლარს, ხოლო ოჯა­ხის და­ნარ­ჩენ წევ­რებ­ზე - 48 ლარს. ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ით კი, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა გა­ი­ცე­მა მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით. კერ­ძოდ, 30 ათას ქუ­ლამ­დე ოჯა­ხის თი­თო­ე­ულ წევ­რზე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 60 ლარი, 30-დან 57 ათა­სამ­დე - 50 ლარი, 57-60 ათას ქუ­ლამ­დე 40 ლარი და 60-დან 65 ათა­სამ­დე 30 ლარი. მარ­ტი­ვად რომ ავ­ხსნათ, თუ ოჯახ­ში არის 7 წევ­რი და მათ­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ქულა არ აღე­მა­ტე­ბა 30 ათასს, ოჯა­ხი ყო­ველ­თვე მი­ი­ღებს 420 ლარს.

და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ უარ­ყო­ფი­თი კო­რე­ლა­ცია სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბა­სა და და­საქ­მე­ბი­სად­მი სტი­მუ­ლებს შო­რის არ­სე­ბობს. რაც უფო მა­ღა­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა და და­ბა­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დონე, მით უფრო ძლი­ე­რია ეს კო­რე­ლა­ცია. შე­სა­ბა­მი­სად, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის მო­ლო­დი­ნი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ბევრ შრო­მი­სუ­ნა­რი­ან მო­ქა­ლა­ქეს გა­მო­რი­ცხავს შრო­მი­თი ბა­ზი­დან.

ექ­სპერ­ტი სოსო არჩვა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ ცდუ­ნე­ბას უნდა და­უ­პი­რის­პირ­დეს ადა­მი­ა­ნის მენ­ტა­ლო­ბა და სურ­ვი­ლი, არ დაკ­მა­ყო­ფილ­დეს მცი­რე­დით.

წა­ი­კი­თხეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

სოციალური დახმარება თუ დასაქმება?

სოციალური დახმარება თუ დასაქმება?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ანაზღაურება 913 ლარია. ოფიციალური მონაცემები არსებული რეალობისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და ექსპერტთა უმრავლესობაც მიიჩნევს, რომ ეს ციფრი ხელოვნურადაა გაზრდილი.

დასაქმებულთა დიდ ნაწილს ძალიან მცირე შემოსავალი აქვს. რიგ შემთხვევაში ხელფასი, რომლითაც ადამიანთა გარკვეული კატეგორია ოჯახს არჩენს, მცირედით ან სულაც არ აღემატება იმ სოციალურ შემწეობას, რასაც სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში მიიღებდა. დაბალი შემოსავლის მიღების პერსპექტივა, შრომისუნარიანი მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას შესაძლოა, უჩენდეს სურვილს, რომ იყოს დაუსაქმებელი და სახელმწიფო შემწეობით დაკმაყოფილდეს. ამ და კიდევ ბევრი სხვა მიზეზის გამო, წლიდან წლამდე სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა მხოლოდ მცირედით იცვლება.

მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით, საქართველოში სოციალური დახმარებით სარგებლობს 469 600 პირი. მსურველი კი გაცილებით მეტია. ყოველთვიურად სახელწიფოსგან დაახლოებით 22 მილიონი ლარია გამოყოფილი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ადამიანებისთვის.

სოციალური დახმარება დიფერენცირებულია. შემწეობის მიმღებთა მცირე ნაწილი თანხას ძველი მეთოდოლოგიით იღებს და ის შეადგენს ოჯახის უფროსზე 60 ლარს, ხოლო ოჯახის დანარჩენ წევრებზე - 48 ლარს. ახალი მეთოდოლოგიით კი, სოციალური დახმარება გაიცემა მინიჭებული ქულების მიხედვით. კერძოდ, 30 ათას ქულამდე ოჯახის თითოეულ წევრზე გათვალისწინებულია 60 ლარი, 30-დან 57 ათასამდე - 50 ლარი, 57-60 ათას ქულამდე 40 ლარი და 60-დან 65 ათასამდე 30 ლარი. მარტივად რომ ავხსნათ, თუ ოჯახში არის 7 წევრი და მათთვის მინიჭებული ქულა არ აღემატება 30 ათასს, ოჯახი ყოველთვე მიიღებს 420 ლარს.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ უარყოფითი კორელაცია სოციალურ დახმარებასა და დასაქმებისადმი სტიმულებს შორის არსებობს. რაც უფო მაღალია სოციალური დახმარება და დაბალია საზოგადოების განვითარების დონე, მით უფრო ძლიერია ეს კორელაცია. შესაბამისად, სოციალური დახმარების მოლოდინი ხშირ შემთხვევაში, ბევრ შრომისუნარიან მოქალაქეს გამორიცხავს შრომითი ბაზიდან.

ექსპერტი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ ამ ცდუნებას უნდა დაუპირისპირდეს ადამიანის მენტალობა და სურვილი, არ დაკმაყოფილდეს მცირედით.

წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი