სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან ემოციურად მიუდგა ქალბატონი მინისტრი ელემენტარულ კრიტიკას" - სესიაშვილი ხიდაშელზე
"ძალიან ემოციურად მიუდგა ქალბატონი მინისტრი ელემენტარულ კრიტიკას" - სესიაშვილი ხიდაშელზე

პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი ელე­მენ­ტა­რულ კრი­ტი­კას ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რად მი­უდ­გა. ასე შე­ა­ფა­სა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა თინა ხი­და­შე­ლის მიერ დღეს მისი მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცა­დე­ბა.

"მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რად მი­უდ­გა ქალ­ბა­ტო­ნი მი­ნის­ტრი ელე­მენ­ტა­რულ კრი­ტი­კას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ვიდ­რე ასეთ ძა­ლი­ან რთულ სა­კი­თხზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, უმ­ჯო­ბე­სია, რომ ერ­თგვა­რი დი­ა­ლო­გი, დის­კუ­სია გა­ი­მარ­თოს რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ყვე­ლა ხე­დავთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია არ არ­სე­ბობს. ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ სხვა­დას­ხვა ექ­სპერ­ტის, სამ­ხედ­რო­ე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი - აქ ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია არ არ­სე­ბობს, რაც თა­ვის­თა­ვად მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ეს სა­კი­თხი სა­ჭი­რო­ებს ფარ­თო დის­კუ­სი­ას და არა ცალ­მხრივ, ნაჩ­ქა­რევ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და სე­სი­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, სე­სი­აშ­ვილ­მა არა­ე­თი­კუ­რი უწო­და თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლის გან­ცხა­დე­ბას - 7 ლა­რად 18 წლის ბი­ჭის "ყა­რა­ულ­ში" დგო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"მე ვფიქ­რობ, რომ ეს ცოტა არა­ე­თი­კუ­რია მისი მხრი­დან იმი­ტომ, რომ მე აქ ვსა­უბ­რობ ღირ­სე­ულ სამ­სა­ხურ­ზე, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით", - აღ­ნიშ­ნა სე­სი­აშ­ვილ­მა.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბით, უმ­ჯო­ბე­სია პრობ­ლე­მე­ბის მო­ცი­ლე­ბის ნაც­ვლად, მი­ნის­ტრი მათი მოგ­ვა­რე­ბით და­კავ­დეს.

"მან ამ შემ­თხვე­ვა­ში და­ი­ნა­ხა რა წვე­ვამ­დელ­თა სის­ტე­მა­ში პრობ­ლე­მა, გაწ­ვე­ვის სის­ტე­მა მის უწყე­ბა­ში გა­ა­უქ­მა. არა­და თუ პრობ­ლე­მა იყო, მა­გა­ლი­თად, ხელ­ფა­სი, მას მარ­ტი­ვად შე­უძ­ლია ახ­ლაც ეს ბრძა­ნე­ბა შეც­ვა­ლოს და წვე­ვამ­დე­ლებს ხელ­ფა­სი გა­უ­ზარ­დოს. იგი­ვე წვე­ვამ­დე­ლე­ბი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლებ­სა და სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში 70 ლარს იღე­ბენ. რო­გორც ჩანს, სწო­რი ანა­ლი­ზი ვერ გა­კეთ­და და სა­მი­ნის­ტრომ პრობ­ლე­მის მო­ცი­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა, მისი მოგ­ვა­რე­ბის ნაც­ვლად", - გა­ნა­ცხა­და სე­სი­აშ­ვილ­მა.

ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა წვე­ვამ­დელ­თა სის­ტე­მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა რა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს არის ყვე­ლა­ზე ახლო კავ­ში­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ჯარს შო­რის.

"მე­ო­რე - წვე­ვამ­დელ­თა სის­ტე­მა ჩვენ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად გვაძ­ლევს სამ­ხედ­რო სა­რე­ზერ­ვო სამ­სა­ხუ­რის­თვის ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ასე­ვე დღეს სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­გავ­ლი­ლი ჯა­რის­კა­ცი გა­ცი­ლე­ბით უფრო წა­ად­გე­ბა ქვე­ყა­ნას სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვიდ­რე სახ­ლში მჯდო­მი რე­ზერ­ვის­ტი. ამი­ტომ ჩვენ­თვის წვე­ვამ­დელ­თა სამ­სა­ხუ­რი - ამ ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სამ­სა­ხუ­რი არის სწო­რედ ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­რან­ტი იმი­სა, რომ თუ ქვე­ყა­ნას რე­ზერ­ვი დას­ჭირ­და, ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი იქ­ნე­ბი­ან მი­ნი­მა­ლურ დო­ნე­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი. რა­ტომ მი­ნი­მა­ლურ­ზე და არა მაქ­სი­მა­ლურ­ზე, ამა­ზე უკვე შეგ­ვიძ­ლია კი­თხვე­ბი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­ვუს­ვათ, თუ რა­ტომ არ ხდე­ბა ამ წვე­ვამ­დე­ლე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი მომ­ზა­დე­ბა ისე­ვე, რო­გორც სხვა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის, რაც ჩემი მხრი­დან არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა კრი­ტი­კის სა­ფუძ­ვე­ლი", - გა­ნა­ცხა­და სე­სი­აშ­ვილ­მა.

თინა ხი­და­შელ­მა გუ­შინ ხელი მო­ა­წე­რა ბრძა­ნე­ბას, რომ­ლი­თაც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სამ­ხედ­რო-სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვას აღარ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გენ­ლის, მათ შო­რის, ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლის მხრი­დან კრი­ტი­კის სა­გა­ნი გახ­და. სე­სი­აშ­ვი­ლის სა­პა­სუ­ხოდ, თინა ხი­და­შელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი იმ ადა­მი­ა­ნებს ეკუთ­ვნის, ვი­საც მი­აჩ­ნია, რომ 18 წლის ბი­ჭის "ყა­რა­ულ­ში" დგო­მა 7 ლა­რად სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ღირ­სე­უ­ლი საქ­ცი­ე­ლია.

"სე­სი­აშ­ვილს აქვს ფი­ლო­სო­ფი­უ­რი პრობ­ლე­მა. ჩვენ გვაქვს ხედ­ვე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი არა­თან­ხვედ­რა. მას მი­აჩ­ნია, რომ მო­ნუ­რი შრო­მა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ნორ­მა­ლუ­რია. მე მი­მაჩ­ნია, რომ ეს არ არის ნორ­მა­ლუ­რი. სხვა­დას­ხვა მხა­რეს ვართ ამ ამ­ბის გა­გე­ბა­ში. მას არ ეს­მის, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რომ 7 ლა­რად არ ამუ­შა­ვო ახალ­გაზ­რდა კაცი "ყა­რა­ულ­ში", - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ძალიან ემოციურად მიუდგა ქალბატონი მინისტრი ელემენტარულ კრიტიკას" - სესიაშვილი ხიდაშელზე

"ძალიან ემოციურად მიუდგა ქალბატონი მინისტრი ელემენტარულ კრიტიკას" - სესიაშვილი ხიდაშელზე

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ელემენტარულ კრიტიკას ძალიან ემოციურად მიუდგა. ასე შეაფასა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა თინა ხიდაშელის მიერ დღეს მისი მისამართით გაკეთებული განცადება.

"მეჩვენება, რომ ძალიან ემოციურად მიუდგა ქალბატონი მინისტრი ელემენტარულ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიდრე ასეთ ძალიან რთულ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს, უმჯობესია, რომ ერთგვარი დიალოგი, დისკუსია გაიმართოს როგორც ხელისუფლებაში, ისე საზოგადოებაში. ყველა ხედავთ, რომ საზოგადოებაში ამ თემასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ არსებობს. ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა ექსპერტის, სამხედროების განცხადებები - აქ ერთიანი პოზიცია არ არსებობს, რაც თავისთავად მიანიშნებს, რომ ეს საკითხი საჭიროებს ფართო დისკუსიას და არა ცალმხრივ, ნაჩქარევ გადაწყვეტილებას", - განაცხადა სესიაშვილმა.

ამასთან, სესიაშვილმა არაეთიკური უწოდა თინათინ ხიდაშელის განცხადებას - 7 ლარად 18 წლის ბიჭის "ყარაულში" დგომასთან დაკავშირებით.

"მე ვფიქრობ, რომ ეს ცოტა არაეთიკურია მისი მხრიდან იმიტომ, რომ მე აქ ვსაუბრობ ღირსეულ სამსახურზე, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით", - აღნიშნა სესიაშვილმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, უმჯობესია პრობლემების მოცილების ნაცვლად, მინისტრი მათი მოგვარებით დაკავდეს.

"მან ამ შემთხვევაში დაინახა რა წვევამდელთა სისტემაში პრობლემა, გაწვევის სისტემა მის უწყებაში გააუქმა. არადა თუ პრობლემა იყო, მაგალითად, ხელფასი, მას მარტივად შეუძლია ახლაც ეს ბრძანება შეცვალოს და წვევამდელებს ხელფასი გაუზარდოს. იგივე წვევამდელები სასჯელაღსრულებსა და სახელმწიფო დაცვის სამსახურში 70 ლარს იღებენ. როგორც ჩანს, სწორი ანალიზი ვერ გაკეთდა და სამინისტრომ პრობლემის მოცილება გადაწყვიტა, მისი მოგვარების ნაცვლად", - განაცხადა სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილმა წვევამდელთა სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა რა აღნიშნა, რომ ეს არის ყველაზე ახლო კავშირი საზოგადოებასა და ჯარს შორის.

"მეორე - წვევამდელთა სისტემა ჩვენ გარანტირებულად გვაძლევს სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის ადამიანურ რესურსს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე დღეს სავალდებულო სამხედრო სამსახურგავლილი ჯარისკაცი გაცილებით უფრო წაადგება ქვეყანას საჭიროების შემთხვევაში, ვიდრე სახლში მჯდომი რეზერვისტი. ამიტომ ჩვენთვის წვევამდელთა სამსახური - ამ ღირსეული ადამიანების სამსახური არის სწორედ ერთ-ერთი მთავარი გარანტი იმისა, რომ თუ ქვეყანას რეზერვი დასჭირდა, ჩვენი ჯარისკაცები იქნებიან მინიმალურ დონეზე მომზადებულები. რატომ მინიმალურზე და არა მაქსიმალურზე, ამაზე უკვე შეგვიძლია კითხვები თავდაცვის სამინისტროს დავუსვათ, თუ რატომ არ ხდება ამ წვევამდელების ადეკვატური მომზადება ისევე, როგორც სხვა პროფესიონალი ჯარისკაცების, რაც ჩემი მხრიდან არაერთხელ ყოფილა კრიტიკის საფუძველი", - განაცხადა სესიაშვილმა.

თინა ხიდაშელმა გუშინ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს, რაც ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის, მათ შორის, ირაკლი სესიაშვილის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. სესიაშვილის საპასუხოდ, თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ირაკლი სესიაშვილი იმ ადამიანებს ეკუთვნის, ვისაც მიაჩნია, რომ 18 წლის ბიჭის "ყარაულში" დგომა 7 ლარად სახელმწიფოს მხრიდან ღირსეული საქციელია.

"სესიაშვილს აქვს ფილოსოფიური პრობლემა. ჩვენ გვაქვს ხედვების აბსოლუტური არათანხვედრა. მას მიაჩნია, რომ მონური შრომა 21-ე საუკუნეში ნორმალურია. მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის ნორმალური. სხვადასხვა მხარეს ვართ ამ ამბის გაგებაში. მას არ ესმის, როგორ შეიძლება, რომ 7 ლარად არ ამუშავო ახალგაზრდა კაცი "ყარაულში", - განაცხადა ხიდაშელმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."