სამხედრო
მოზაიკა
პოლიტიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაცვის მხარე "ქართული ოცნების" ლიდერების ფარული მოსმენების საქმეზე გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებს
დაცვის მხარე "ქართული ოცნების" ლიდერების ფარული მოსმენების საქმეზე გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებს

დაც­ვის მხა­რე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რე­ბის ფა­რუ­ლი მოს­მე­ნე­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩენს გა­ა­სა­ჩივ­რებს, - ამის შე­სა­ხებ ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა მა­მუ­კა ჭა­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნით არ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დაც­ვის მხა­რე და­მარ­ცხდა.

"ბუ­ნებ­რი­ვია, ნა­წი­ლობ­რივ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი მი­ვი­ღეთ ყვე­ლა­ზე მძი­მე მუხ­ლში და მთე­ლი ამ პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში ის გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რა­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ ხი­ზა­ნიშ­ვილ­მა ჩა­ი­დი­ნა, რომც და­დას­ტურ­დეს, იქ არ გვქონ­და გაფ­ლან­გვის მუხ­ლი. მო­სა­მარ­თლემ გა­ი­ზი­ა­რა ჩვე­ნი ეს მო­საზ­რე­ბა, თუმ­ცა არ დაგ­ვე­თან­ხმა, რომ სა­ერ­თოდ და­ნა­შა­უ­ლი არ იყო ჩა­დე­ნი­ლი და გა­და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბით. როცა და­სა­ბუ­თე­ბულ გა­ნა­ჩენს მი­ვი­ღებთ ალ­ბათ ამ ნა­წილ­შიც გა­ვა­სა­ჩივ­რებთ", - გა­ნა­ცხა­და ჭა­ბაშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ ორ­წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი სა­ჭი­რო არ იყო და ამა­ზე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ უნდა იმ­სჯე­ლოს.

თა­ვის მხრივ, საქ­მის პრო­კუ­რო­რი, ლე­ვან ადე­იშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი ყვე­ლა და­დას­ტურ­და, უბ­რა­ლოდ, მისი გან­მარ­ტე­ბით, ერთ-ერთ, გაფ­ლან­გვის ეპი­ზოდ­ში სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია, რომ კვა­ლი­ფი­კა­ცია არას­წო­რად იყო წარ­დგე­ნი­ლი.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რე­ბის უკა­ნო­ნო მოს­მე­ნე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლებს პა­ტიმ­რო­ბა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ შე­ე­ფარ­დათ.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ვაჟა ლე­ლუ­აშ­ვილს თა­ვი­სუფ­ლე­ბის 3 წლით, ლე­ვან ქარ­და­ვა­სა და შოთა ხი­ზა­ნიშ­ვილს კი 1 წლი­თა და 6 თვით აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრათ.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის გან­ხილ­ვა 24 ივ­ნისს დას­რულ­და, რის შემ­დე­გაც მო­სა­მარ­თლე ხა­თუ­ნა ხარ­ჩი­ლა­ვა სა­თათ­ბი­როდ გა­ვი­და. 24 ივ­ნისს გა­მარ­თულ სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, სა­ბო­ლოო სი­ტყვა წარ­მოთ­ქვეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს, შოთა ხი­ზა­ნიშ­ვილს, ლე­ვან ქარ­და­ვა­სა და ვაჟა ლე­ლუ­აშ­ვილს ბრა­ლად უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ვირუ­სე­ბის გზით ყო­ფი­ლი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბის უკა­ნო­ნო მოს­მე­ნე­ბი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ ბე­სიკ სურ­მა­ვა­ზე ზე­წო­ლა ედე­ბო­დათ.

საქ­მე ეხე­ბა 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რე­ბის სა­უბ­რე­ბის ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ვირუ­სის გზით მო­პო­ვე­ბა­სა და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

დაცვის მხარე "ქართული ოცნების" ლიდერების ფარული მოსმენების საქმეზე გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებს

დაცვის მხარე "ქართული ოცნების" ლიდერების ფარული მოსმენების საქმეზე გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებს

დაცვის მხარე "ქართული ოცნების" ლიდერების ფარული მოსმენების საქმეზე გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებს, - ამის შესახებ ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გამოტანილი განაჩენით არ შეიძლება ითქვას, რომ დაცვის მხარე დამარცხდა.

"ბუნებრივია, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი მივიღეთ ყველაზე მძიმე მუხლში და მთელი ამ პროცესის განმავლობაში ის გარემოებები, რასაც პროკურატურა გვეუბნებოდა, რომ ხიზანიშვილმა ჩაიდინა, რომც დადასტურდეს, იქ არ გვქონდა გაფლანგვის მუხლი. მოსამართლემ გაიზიარა ჩვენი ეს მოსაზრება, თუმცა არ დაგვეთანხმა, რომ საერთოდ დანაშაული არ იყო ჩადენილი და გადააკვალიფიცირა უფლებამოსილების გადამეტებით. როცა დასაბუთებულ განაჩენს მივიღებთ ალბათ ამ ნაწილშიც გავასაჩივრებთ", - განაცხადა ჭაბაშვილმა და დასძინა, რომ ორწლიანი სასჯელი საჭირო არ იყო და ამაზე სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

თავის მხრივ, საქმის პროკურორი, ლევან ადეიშვილი მიიჩნევს, რომ წარდგენილი ბრალდებები ყველა დადასტურდა, უბრალოდ, მისი განმარტებით, ერთ-ერთ, გაფლანგვის ეპიზოდში სასამართლომ მიიჩნია, რომ კვალიფიკაცია არასწორად იყო წარდგენილი.

"ქართული ოცნების" ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა რამდენიმე წუთის წინ შეეფარდათ.

უფრო კონკრეტულად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვაჟა ლელუაშვილს თავისუფლების 3 წლით, ლევან ქარდავასა და შოთა ხიზანიშვილს კი 1 წლითა და 6 თვით აღკვეთა განესაზღვრათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა 24 ივნისს დასრულდა, რის შემდეგაც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა სათათბიროდ გავიდა. 24 ივნისს გამართულ სხდომაზე ბრალდებულებმა, საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, შოთა ხიზანიშვილს, ლევან ქარდავასა და ვაჟა ლელუაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება, კომპიუტერული ვირუსების გზით ყოფილი ოპოზიციის ლიდერების უკანონო მოსმენები და ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომელ ბესიკ სურმავაზე ზეწოლა ედებოდათ.

საქმე ეხება 2012 წლის არჩევნებამდე „ქართული ოცნების" ლიდერების საუბრების ფარული ჩანაწერების კომპიუტერული ვირუსის გზით მოპოვებასა და გამოქვეყნებას.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ