პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიკვდილის 3 ზონა - სად არის სამარხები, სადაც საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილები განისვენებენ...
სიკვდილის 3 ზონა - სად არის სამარხები, სადაც საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილები განისვენებენ...

ღა­მის სი­ჩუ­მეს სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნის ხმა არ­ღვევს. მან­ქა­ნა ჩე­კას სახ­ლის სარ­და­ფის კი­ბეს­თან ჩერ­დე­ბა. სა­ბარ­გულს გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი, ხე­ლებ­შეკ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით ტვირ­თა­ვენ და მან­ქა­ნა იმ გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ად­გი­ლი­სა­კენ მი­დის, სა­დაც სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩენს აღას­რუ­ლე­ბენ. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 20-იანი წლე­ბი­დან 40-ია­ნე­ბის მი­წუ­რუ­ლამ­დე ეს იმა­ზე ხში­რად ხდე­ბო­და, ვიდ­რე წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ხან­და­ხან ღა­მე­ში რამ­დენ­ჯერ­მეც კი. მა­შინ ამა­ზე არა­ვინ ლა­პა­რა­კობ­და...

სად არის სა­მარ­ხე­ბი, სა­დაც საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის მიერ დახ­ვრე­ტი­ლი ათე­ულ­ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­ნის­ვე­ნებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში საბ­ჭო­თა ტე­რო­რის კვალს ორ­გა­ნი­ზა­ცია "საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის კვლე­ვის ლა­ბო­რა­ტო­რია" ეძებს. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნი ამ ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მკვლე­ვა­რი გახ­ლავთ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რეპ­რე­სი­ე­ბის დროს დახ­ვრე­ტილ­თა საძ­მო სა­მარ­ხე­ბის სარ­წმ­უნო და და­ზუს­ტე­ბუ­ლი ად­გი­ლი არ გვა­ქვს.­ სულ თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი მემო­რ­ია­ლე­ბია, ისიც სიმ­ბო­ლუ­რად მო­ნიშ­ნულ­ ად­გი­ლას. არ არ­სე­ბობს დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­შიც დახ­ვრე­ტის ადგი­ლია მი­თი­თე­ბუ­ლი. ბევ­რს თა­ვი­სი წი­ნა­პა­რი უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ან გა­და­სახ­ლე­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი რომ ეგო­ნა, ახლა ვა­ტყო­ბი­ნებთ, რომ ის დიდი ტე­რო­რის დროს თბი­ლის­ში და­უხვრე­ტი­ათ და ამა­ვე ქა­ლაქ­ში, სა­დღაც, ძმა­თა საფ­ლავ­ში გა­ნის­ვე­ნებს.

ერ­თა­დერ­თი პრე­ცე­დენ­ტი დახ­ვრე­ტილ­თა საძ­მო საფ­ლა­ვის პოვ­ნი­სა 90-იან წლებ­ში იყო, რო­დე­საც ის­ტო­რი­კოს­მა გი­ორ­გი ცი­ციშ­ვილ­მა იპო­ვა ცნო­ბე­ბი 1937 წელს დახ­ვრე­ტილ­თა სა­მარ­ხე­ბის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ; 1955 წელს ბე­რი­ას გა­რე­მოც­ვის საჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დროს ერთ-ერ­თმა ყო­ფილ­მა ოფი­ცერ­მა გაკ­ვრით ახ­სე­ნა ად­გი­ლი, სა­დაც სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩენს აღას­რუ­ლებ­დნენ - მე-8 კი­ლო­მეტრზე სო­ღან­ლუ­ღი­და­ნო, ამ­ბობ­და იგი. თუმ­ცა ტე­რი­ტო­რი­ის შეს­წავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე 99% სი­ზუს­ტით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ეს მცდა­რი ორი­ენ­ტი­რია.

შინ­სა­ხკო­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. შსს არ­ქი­ვი, 1937 წელი

გა­ნა­ჩე­ნის აღ­სრუ­ლე­ბის აქ­ტე­ბი სრულ­ყო­ფი­ლად არის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი, სა­დაც ჩა­მოთ­ვლი­ლია ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფე­ბი - ხში­რად 10 ან 100-კა­ცი­ა­ნი. მათი დახ­ვრე­ტის ფაქ­ტი სა­ა­თე­ბის სი­ზუს­ტი­თაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ აკ­ლია ად­გი­ლის მი­თი­თე­ბა, მხო­ლოდ ქა­ლა­ქის სა­ხელ­წო­დე­ბაა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. ეს იმი­ტომ, რომ ინ­სტრუქ­ცი­ის მი­ხედ­ვით, რეპ­რე­სი­ე­ბი მკაც­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო. სა­ხელ­მწი­ფოს მტე­რი უკ­ვა­ლოდ უნდა გამ­ქრა­ლი­ყო. გა­მონ­აკ­ლისს 20-იანი წლე­ბი წარ­მო­ად­გენ­და, როცა დახ­ვრე­ტილ­თა სა­ხე­ლე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ცხად­დე­ბო­და პრე­სა­ში, რაც ში­შის და­ნერგვის ერთ-ერთი ია­რა­ღი იყო.

- რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც თქვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია მუ­შა­ობს?

- 2012 წლი­დან. ჩვე­ნი მი­ზა­ნია მოვ­ნიშ­ნოთ საბ­ჭო­თა ტე­რო­რის კვა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. მუ­შა­ო­ბის­ პირ­ვე­ლი ეტა­პი იყო სა­წყი­სი პუნ­ქტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, ად­გი­ლე­ბი, სა­ი­და­ნაც და­სახ­ვრე­ტად გაჰ­ყავ­დათ. ეს არის ჩე­კას სახ­ლე­ბი, სა­პა­ტიმ­რო­ე­ბი (მე­ტე­ხის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის იზო­ლა­ტო­რი და ორ­თა­ჭა­ლის ციხე), რომ­ლე­ბიც უკ­ვა­ლოდ გაქ­რა. შე­მორ­ჩე­ნი­ლია მხო­ლოდ ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩის #22-ში მდე­ბა­რე სახ­ლი (სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამი­ერ­კავ­კა­სი­ის სა­გან­გე­ბო კო­მი­სი­ე­ბის ყო­ფი­ლი შე­ნო­ბა), რომ­ლის პირ­ველ სარ­თულ­სა და სარ­დაფს­ 1921-34 წლებ­ში წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტო­რე­ბად იყენ­ებ­დნენ. რო­დე­საც კო­ლე­გია სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩენს გა­მო­ი­ტან­და, თუ მსხვერ­პლი ცი­ხე­ში იჯდა, წინა ღა­მით ჩე­კას სა­პა­ტიმ­რო სა­კან­ში გა­დაჰ­ყავ­დათ, იქი­დან კი დახ­ვრე­ტის ად­გილ­ზე.

- სიკ­ვდილ­მის­ჯი­ლე­ბი­ უკა­ნას­კნელ სა­ა­თებს ინ­გორ­ოყ­ვას #22-ში ატა­რებ­დნენ?

- ეს მკაც­რად გა­წერ­ილი მე­ქა­ნიზ­მის ნა­წი­ლი­ იყო. პა­ტიმ­რე­ბი, უხე­შად რომ ვთქვათ, ჯერ უნდა და­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნათ, მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის, რაც გუ­ლის­ხმობ­და მათ­თვის ტა­ნი­სა­მო­სის გახ­დას - და­სახ­ვრე­ტად მხო­ლოდ საც­ვლე­ბით გაჰ­ყავ­დათ, ხში­რად შიშ­ვლე­ბი. მათ­თვის უნდა შე­ეკ­რათ ხე­ლე­ბი, რათა დახ­ვრე­ტი­სას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­ე­წი­ათ და ჩა­ეს­ხათ სა­ბარ­გო მან­ქა­ნის ძა­რა­ზე. ეს ცნო­ბე­ბი მო­ვი­პო­ვეთ ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რე­ბის ან ამ პრო­ცე­სის შემ­სწრე­თა­გან - ისი­ნი ან თა­ნა­საკ­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ, ან უა­რე­სი - დახ­ვრე­ტის სი­მუ­ლა­ცი­ა­გა­და­ტა­ნი­ლე­ბი.

პა­ტი­მარს გა­ი­ძა­ხებ­დნენ, გახ­დიდ­ნენ, შე­უკ­რავ­დნენ ხე­ლებს, ჩას­ვამ­დნენ ავ­ტო­მო­ბილ­ში, სხვებ­თან ერ­თად გაჰ­ყავ­დათ იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ხალ­ხს ხვრეტ­დნენ და აყუ­რე­ბი­ნებ­დნენ სხვე­ბის დას­ჯას; ან მიჰ­ყავ­დათ საძ­მო სა­მარ­ხის პი­რას და ას­მე­ნი­ნებ­დნენ გას­რო­ლას. ხში­რად ამას ფსი­ქი­კურ აშ­ლი­ლო­ბამ­დე მიჰ­ყავ­და პა­ტი­მა­რი.

20-იან წლებ­ში იყო ასე­თი პრაქ­ტი­კა - რო­დე­საც მსხვერ­პლს ტა­ნი­სა­მოსს ხდიდ­ნენ, შემ­დეგ ეს სა­მო­სიც და ნივ­თე­ბის ნა­წი­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში ნივთმტკი­ცე­ბად რჩე­ბო­და, ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი კი ბარ­დე­ბო­და ჩე­კა­სა და ენ-კა-ვე-დეს ხა­ზი­ნა­ში. გა­ნა­ჩე­ნის აღ­სრუ­ლე­ბის შემ­დეგ ნივ­თებს თა­ვი­ანთ თა­ნამ­შრომ­ლებს უნა­წი­ლებ­დნენ. რო­დე­საც პა­ტიმ­რე­ბი ცი­ხის ზე­დამ­ხედ­ველს თა­ნა­საკ­ნე­ლის ტან­საც­მელ­ში გა­მო­წყო­ბილს და­ი­ნა­ხავ­დნენ, ხვდე­ბოდ­ნენ, რომ ის ცო­ცხა­ლი აღარ იყო წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

სიკვდილის 3 ზონა - სად არის სამარხები, სადაც საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილები განისვენებენ...

სიკვდილის 3 ზონა - სად არის სამარხები, სადაც საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილები განისვენებენ...

ღამის სიჩუმეს სატვირთო ავტომანქანის ხმა არღვევს. მანქანა ჩეკას სახლის სარდაფის კიბესთან ჩერდება. საბარგულს გაშიშვლებული, ხელებშეკრული ადამიანებით ტვირთავენ და მანქანა იმ გასაიდუმლოებული ადგილისაკენ მიდის, სადაც სასიკვდილო განაჩენს აღასრულებენ. გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან 40-იანების მიწურულამდე ეს იმაზე ხშირად ხდებოდა, ვიდრე წარმოგიდგენიათ, ხანდახან ღამეში რამდენჯერმეც კი. მაშინ ამაზე არავინ ლაპარაკობდა...

სად არის სამარხები, სადაც საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი ათეულათასობით ადამიანი განისვენებს. საქართველოში საბჭოთა ტერორის კვალს ორგანიზაცია "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია" ეძებს. ჩვენი რესპონდენტი ირაკლი ხვადაგიანი ამ ლაბორატორიის მკვლევარი გახლავთ.

- საქართველოში რეპრესიების დროს დახვრეტილთა საძმო სამარხების სარწმუნო და დაზუსტებული ადგილი არ გვაქვს. სულ თითზე ჩამოსათვლელი მემორიალებია, ისიც სიმბოლურად მონიშნულ ადგილას. არ არსებობს დოკუმენტი, რომელშიც დახვრეტის ადგილია მითითებული. ბევრს თავისი წინაპარი უგზო-უკვლოდ დაკარგული ან გადასახლებაში გარდაცვლილი რომ ეგონა, ახლა ვატყობინებთ, რომ ის დიდი ტერორის დროს თბილისში დაუხვრეტიათ და ამავე ქალაქში, სადღაც, ძმათა საფლავში განისვენებს.

ერთადერთი პრეცედენტი დახვრეტილთა საძმო საფლავის პოვნისა 90-იან წლებში იყო, როდესაც ისტორიკოსმა გიორგი ციციშვილმა იპოვა ცნობები 1937 წელს დახვრეტილთა სამარხების ადგილმდებარეობის შესახებ; 1955 წელს ბერიას გარემოცვის საჩვენებელი სასამართლო პროცესის დროს ერთ-ერთმა ყოფილმა ოფიცერმა გაკვრით ახსენა ადგილი, სადაც სასიკვდილო განაჩენს აღასრულებდნენ - მე-8 კილომეტრზე სოღანლუღიდანო, ამბობდა იგი. თუმცა ტერიტორიის შესწავლის საფუძველზე 99% სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მცდარი ორიენტირია.

შინსახკომის თანამშრომლები. შსს არქივი, 1937 წელი

განაჩენის აღსრულების აქტები სრულყოფილად არის შენარჩუნებული, სადაც ჩამოთვლილია ადამიანთა ჯგუფები - ხშირად 10 ან 100-კაციანი. მათი დახვრეტის ფაქტი საათების სიზუსტითაა დაფიქსირებული, მაგრამ აკლია ადგილის მითითება, მხოლოდ ქალაქის სახელწოდებაა მოხსენიებული. ეს იმიტომ, რომ ინსტრუქციის მიხედვით, რეპრესიები მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. სახელმწიფოს მტერი უკვალოდ უნდა გამქრალიყო. გამონაკლისს 20-იანი წლები წარმოადგენდა, როცა დახვრეტილთა სახელები ოფიციალურად ცხადდებოდა პრესაში, რაც შიშის დანერგვის ერთ-ერთი იარაღი იყო.

- რამდენი ხანია, რაც თქვენი ორგანიზაცია მუშაობს?

- 2012 წლიდან. ჩვენი მიზანია მოვნიშნოთ საბჭოთა ტერორის კვალი საქართველოში. მუშაობის პირველი ეტაპი იყო საწყისი პუნქტების გამოვლენა, ადგილები, საიდანაც დასახვრეტად გაჰყავდათ. ეს არის ჩეკას სახლები, საპატიმროები (მეტეხის სპეცდანიშნულების იზოლატორი და ორთაჭალის ციხე), რომლებიც უკვალოდ გაქრა. შემორჩენილია მხოლოდ ინგოროყვას ქუჩის #22-ში მდებარე სახლი (საქართველოსა და ამიერკავკასიის საგანგებო კომისიების ყოფილი შენობა), რომლის პირველ სართულსა და სარდაფს 1921-34 წლებში წინასწარი დაკავების იზოლატორებად იყენებდნენ. როდესაც კოლეგია სასიკვდილო განაჩენს გამოიტანდა, თუ მსხვერპლი ციხეში იჯდა, წინა ღამით ჩეკას საპატიმრო საკანში გადაჰყავდათ, იქიდან კი დახვრეტის ადგილზე.

- სიკვდილმისჯილები უკანასკნელ საათებს ინგოროყვას #22-ში ატარებდნენ?

- ეს მკაცრად გაწერილი მექანიზმის ნაწილი იყო. პატიმრები, უხეშად რომ ვთქვათ, ჯერ უნდა დაემუშავებინათ, მოემზადებინათ ტრანსპორტირებისთვის, რაც გულისხმობდა მათთვის ტანისამოსის გახდას - დასახვრეტად მხოლოდ საცვლებით გაჰყავდათ, ხშირად შიშვლები. მათთვის უნდა შეეკრათ ხელები, რათა დახვრეტისას წინააღმდეგობა არ გაეწიათ და ჩაესხათ საბარგო მანქანის ძარაზე. ეს ცნობები მოვიპოვეთ ყოფილი პატიმრების ან ამ პროცესის შემსწრეთაგან - ისინი ან თანასაკნელები იყვნენ, ან უარესი - დახვრეტის სიმულაციაგადატანილები.

პატიმარს გაიძახებდნენ, გახდიდნენ, შეუკრავდნენ ხელებს, ჩასვამდნენ ავტომობილში, სხვებთან ერთად გაჰყავდათ იმ ადგილებში, სადაც ხალხს ხვრეტდნენ და აყურებინებდნენ სხვების დასჯას; ან მიჰყავდათ საძმო სამარხის პირას და ასმენინებდნენ გასროლას. ხშირად ამას ფსიქიკურ აშლილობამდე მიჰყავდა პატიმარი.

20-იან წლებში იყო ასეთი პრაქტიკა - როდესაც მსხვერპლს ტანისამოსს ხდიდნენ, შემდეგ ეს სამოსიც და ნივთების ნაწილი სისხლის სამართლის საქმეში ნივთმტკიცებად რჩებოდა, ღირებული ნივთები კი ბარდებოდა ჩეკასა და ენ-კა-ვე-დეს ხაზინაში. განაჩენის აღსრულების შემდეგ ნივთებს თავიანთ თანამშრომლებს უნაწილებდნენ. როდესაც პატიმრები ციხის ზედამხედველს თანასაკნელის ტანსაცმელში გამოწყობილს დაინახავდნენ, ხვდებოდნენ, რომ ის ცოცხალი აღარ იყო წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი