პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტონგასთან თამაშის წინ საკითხავი - როცა რაგბი და გამარჯვება ერთია
ტონგასთან თამაშის წინ საკითხავი - როცა რაგბი და გამარჯვება ერთია

ჩვენ­ში, რაგ­ბი და გა­მარ­ჯვე­ბა დიდი ხა­ნია სი­ნო­ნი­მე­ბად არის ქცე­უ­ლი, თუმ­ცა ამ გა­მარ­ჯვე­ვებ­შიც არის ერთი ისე­თი, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი რაგ­ბი ახალ სი­მაღ­ლე­ზე აიყ­ვა­ნა. კი ბა­ტო­ნო, დიდი იყო რუს­თა პირ­ვე­ლი ძლე­ვა, არა­ნაკ­ლებ დიდი იყო რუს­თა ძლე­ვით მსოფ­ლიო თა­სის საგ­ზუ­რის მო­პო­ვე­ბა, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იყო 2007 წლის მსოფ­ლი­ოს თას­ზე პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა ნა­მი­ბი­ას­თან (თა­ნაც რო­გო­რი შთამ­ბეჭ­და­ვი 30-0), თუმ­ცა შარ­შან­დელ მსოფ­ლი­ო­ზე ტონ­გას და­მარ­ცხე­ბა მა­ინც ამათ­ზე მე­ტია. ეს ის გა­მარ­ჯვე­ბა იყო, რომ­ლის­თვი­საც თა­ო­ბე­ბი ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ და შედ­გა კი­დეც. მა­ნამ­დე ტონ­გას­თან სამ­ჯერ გვქონ­და ნა­თა­მა­შე­ბი და მო­გე­ბა­თა ნიხ­რი მათ სა­სარ­გებ­ლოდ იყო 1-2, მსოფ­ლიო თას­ზე გავ­თა­ნაბრდით (თუმ­ცა ვგო­ნებ ოდენ ქუ­ლე­ბით, თო­რემ მსოფ­ლი­ო­ზე მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გი გა­ცი­ლე­ბით დიდი, ვიდ­რე რა­გინ­და­რა ტეს­ტი). ხვალ ისევ ტონ­გაა (თბი­ლი­სის დრო­ით 04:45), მარ­თა­ლია თა­მა­ში ფი­ჯი­შია, თუმ­ცა ტონ­გელ­თათ­ვის მშობ­ლი­უ­რი წყნა­რი ოკე­ა­ნე იქა­ცაა.

რა გა­საკ­ვი­რია, რომ ტონ­გე­ლე­ბი რე­ვან­შის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. ამას არც მა­ლა­ვენ, მაგ­რამ იქვე აყო­ლე­ბენ, რომ იცი­ან, ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა. სირ­თუ­ლის სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ, წინა შა­ბათს, სა­მო­ას­თან გა­მარ­თუ­ლი მატ­ჩიც გა­მოდ­გე­ბა. მარ­თა­ლია, სა­მოა არ იყო სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით, მაგ­რამ თუ და­ნაკ­ლის­ზე ვი­სა­უბ­რებთ, ჩვენ უფრო მეტი და რაც მთა­ვა­რია, ჩვე­ნი გუნ­დის­თვის უფრო წო­ნი­ა­ნი მო­რაგ­ბე­ე­ბი გვაკ­ლდნენ. ჰოდა ამ სა­მო­ას­თან სტუმ­რად 19-19 და­ვას­რუ­ლეთ და იმ­დე­ნად ახ­ლოს ვი­ყა­ვით მო­გე­ბას­თან, რომ ფრე არა­სა­სურ­ველ შე­დე­გად ჩავ­თვა­ლეთ, არა­და 2013 წლის ნო­ემ­ბერ­ში თბი­ლის­ში სა­მო­ას­თან მო­გე­ბა მარ­თლა გმი­რო­ბა იყო, დღეს კი სტუმ­რად მიღ­წე­უ­ლი ფრე გვე­ცო­ტა­ვე­ბა. ასე­თი ფა­ტ­ქე­ბი ყვე­ლა­ზე კარ­გად წარ­მო­ა­ჩენს ჩვე­ნი გუნ­დის ზრდას, თო­რემ რუ­სეთ-ეს­პა­ნეთ­თან გა­მარ­ჯვე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­დაა ქცე­უ­ლი.

ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­მა პირ­ვე­ლი მატ­ჩი 1989 წელს გა­მარ­თეს, ხვალ 190-ე რკე­ნა იქ­ნე­ბა. ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია, გუნ­დის კა­პი­ტა­ნი შალ­ვა სუ­თი­აშ­ვი­ლი მე­თო­თხმე­ტედ გა­უ­ძღვე­ბა გუნდს და აქამ­დე გა­მარ­თუ­ლი თა­მა­შე­ბი­დან 12 მო­გე­ბა, ერთი ფრე და არ­ცერ­თი მარ­ცხი აქვს. იმე­დია, ხვა­ლინ­დე­ლი თა­მა­შიც გა­აგ­რძელბს ამ ლა­მაზ ტენ­დენ­ცი­ას.

ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის თა­მაშს მსოფ­ლიო რაგ­ბი გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შით უყუ­რებს. ხვალ კი­დევ ერთხელ უნდა და­ვამ­ტკი­ცოთ, რომ ჩვე­ნი ად­გი­ლი მსოფ­ლიო რაგ­ბის ელი­ტა­შია და არა იქ, სა­დაც ყო­ვე­ლი წლის თე­ბერ­ვალ-მარ­ტში გვა­თა­მა­შე­ბენ. კი ბა­ტო­ნო, დარ­ჩეს ის ტურ­ნი­რიც (ევ­რო­პის ერთა თასი), მაგ­რამ მოგ­ვცენ უფ­ლე­ბა და იქ სა­ქარ­თვე­ლოს ა ნაკ­რებ­მა იბურ­თა­ოს, ხოლო ეროვ­ნუ­ლი გუნ­დი ბო­ბო­ლებ­თან გვა­თა­მა­შონ. ამით პირ­ველ რიგ­ში, რაგ­ბი იხე­ი­რებს და სა­ნაკ­რე­ბოდ და­სა­წი­ნა­უ­რე­ბე­ლი ბი­ჭე­ბი­სათ­ვის მშვე­ნი­ე­რი გა­მოც­და იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი შო­რე­უ­ლი პერ­სპექ­ტი­ვაა, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ რე­ა­ლო­ბაა.

უკვე მე­ო­რე შა­ბა­თია გულ­შე­მატ­კივ­რებს დი­ლის ძილი არ გვაქვს, თუმ­ცა ეს ის შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ამის გამო არა­ვის ვსაყ­ვე­დუ­რობთ. ეგ კი არა მად­ლობ­ლე­ბიც ვართ, რომ ასე­თი კარ­გი მი­ზე­ზის გამო გვი­წევს გაღ­ვი­ძე­ბა. რო­გორც წესი, ახ­ლა­და­გაღ­ვი­ძე­ბულ­ნი ან ყა­ვას ან რა­ი­მე ენერ­გე­ტი­კულ სას­მელს სვა­მენ გა­მო­სა­ფხიზ­ლებ­ლად, მაგ­რამ ამ შა­ბათს ეს არ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, რად­გან რაგ­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის ქარ­თულ რაგბ­ზე ენერ­გი­უ­ლი არა­ფე­რია.

ასე რომ, შა­ბათ დი­ლას მა­გა­რი რაგ­ბია, რომ­ლის არ­ნახ­ვა და­ნა­შა­უ­ლი იქ­ნე­ბა ღვთი­სა და ერის წი­ნა­შე.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ტონგასთან თამაშის წინ საკითხავი - როცა რაგბი და გამარჯვება ერთია

ტონგასთან თამაშის წინ საკითხავი - როცა რაგბი და გამარჯვება ერთია

ჩვენში, რაგბი და გამარჯვება დიდი ხანია სინონიმებად არის ქცეული, თუმცა ამ გამარჯვევებშიც არის ერთი ისეთი, რომელმაც ქართული რაგბი ახალ სიმაღლეზე აიყვანა. კი ბატონო, დიდი იყო რუსთა პირველი ძლევა, არანაკლებ დიდი იყო რუსთა ძლევით მსოფლიო თასის საგზურის მოპოვება, უმნიშვნელოვანესი იყო 2007 წლის მსოფლიოს თასზე პირველი გამარჯვება ნამიბიასთან (თანაც როგორი შთამბეჭდავი 30-0), თუმცა შარშანდელ მსოფლიოზე ტონგას დამარცხება მაინც ამათზე მეტია. ეს ის გამარჯვება იყო, რომლისთვისაც თაობები ემზადებოდნენ და შედგა კიდეც. მანამდე ტონგასთან სამჯერ გვქონდა ნათამაშები და მოგებათა ნიხრი მათ სასარგებლოდ იყო 1-2, მსოფლიო თასზე გავთანაბრდით (თუმცა ვგონებ ოდენ ქულებით, თორემ მსოფლიოზე მიღწეული შედეგი გაცილებით დიდი, ვიდრე რაგინდარა ტესტი). ხვალ ისევ ტონგაა (თბილისის დროით 04:45), მართალია თამაში ფიჯიშია, თუმცა ტონგელთათვის მშობლიური წყნარი ოკეანე იქაცაა.

რა გასაკვირია, რომ ტონგელები რევანშისთვის ემზადებიან. ამას არც მალავენ, მაგრამ იქვე აყოლებენ, რომ იციან, ეს ძალიან რთული იქნება. სირთულის საილუსტრაციოდ, წინა შაბათს, სამოასთან გამართული მატჩიც გამოდგება. მართალია, სამოა არ იყო სრული შემადგენლობით, მაგრამ თუ დანაკლისზე ვისაუბრებთ, ჩვენ უფრო მეტი და რაც მთავარია, ჩვენი გუნდისთვის უფრო წონიანი მორაგბეები გვაკლდნენ. ჰოდა ამ სამოასთან სტუმრად 19-19 დავასრულეთ და იმდენად ახლოს ვიყავით მოგებასთან, რომ ფრე არასასურველ შედეგად ჩავთვალეთ, არადა 2013 წლის ნოემბერში თბილისში სამოასთან მოგება მართლა გმირობა იყო, დღეს კი სტუმრად მიღწეული ფრე გვეცოტავება. ასეთი ფატქები ყველაზე კარგად წარმოაჩენს ჩვენი გუნდის ზრდას, თორემ რუსეთ-ესპანეთთან გამარჯვება ყოველდღიურობადაა ქცეული.

ბორჯღალოსნებმა პირველი მატჩი 1989 წელს გამართეს, ხვალ 190-ე რკენა იქნება. ერთი საინტერესო ფაქტია, გუნდის კაპიტანი შალვა სუთიაშვილი მეთოთხმეტედ გაუძღვება გუნდს და აქამდე გამართული თამაშებიდან 12 მოგება, ერთი ფრე და არცერთი მარცხი აქვს. იმედია, ხვალინდელი თამაშიც გააგრძელბს ამ ლამაზ ტენდენციას.

ჩვენი ბიჭების თამაშს მსოფლიო რაგბი გამადიდებელი შუშით უყურებს. ხვალ კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ადგილი მსოფლიო რაგბის ელიტაშია და არა იქ, სადაც ყოველი წლის თებერვალ-მარტში გვათამაშებენ. კი ბატონო, დარჩეს ის ტურნირიც (ევროპის ერთა თასი), მაგრამ მოგვცენ უფლება და იქ საქართველოს ა ნაკრებმა იბურთაოს, ხოლო ეროვნული გუნდი ბობოლებთან გვათამაშონ. ამით პირველ რიგში, რაგბი იხეირებს და სანაკრებოდ დასაწინაურებელი ბიჭებისათვის მშვენიერი გამოცდა იქნება, თუმცა ეს ყველაფერი შორეული პერსპექტივაა, მაგრამ მთავარია, რომ რეალობაა.

უკვე მეორე შაბათია გულშემატკივრებს დილის ძილი არ გვაქვს, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამის გამო არავის ვსაყვედურობთ. ეგ კი არა მადლობლებიც ვართ, რომ ასეთი კარგი მიზეზის გამო გვიწევს გაღვიძება. როგორც წესი, ახლადაგაღვიძებულნი ან ყავას ან რაიმე ენერგეტიკულ სასმელს სვამენ გამოსაფხიზლებლად, მაგრამ ამ შაბათს ეს არ იქნება საჭირო, რადგან რაგბის მოყვარულთათვის ქართულ რაგბზე ენერგიული არაფერია.

ასე რომ, შაბათ დილას მაგარი რაგბია, რომლის არნახვა დანაშაული იქნება ღვთისა და ერის წინაშე.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი