სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართულმა ავტობიზნესმა პაკისტანშიც ჩააღწია
ქართულმა ავტობიზნესმა პაკისტანშიც ჩააღწია

აზერ­ბა­ი­ჯან­ში "ევრო 4"-ის სტან­დარტთან და­კავ­ში­რე­ბით და­წე­სე­ბუ­ლი აკ­რძალ­ვის შემ­დეგ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რე­ექ­სპორ­ტი, შე­საძ­ლოა, პა­კის­ტა­ნი­სა და ირა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დეს. რო­გორც გზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ამ მხრივ გა­ცი­ლე­ბით მეტი პო­ტენ­ცი­ა­ლი გვაქვს პა­კის­ტან­ში, სა­დაც რე­ექ­სპორ­ტის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა უკვე აღი­ნუს­ხა. ქარ­თველ­მა იმ­პორ­ტი­ო­რებ­მა ამ ბა­ზარ­ზე შეღ­წე­ვა და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ა­ხერ­ხეს. თუკი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­და­ნაც იქ­ნე­ბა მხარ­და­ჭე­რა და აღ­ნიშ­ნულ ქვეყ­ნებ­თან სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მარ­ტივ­დე­ბა, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბა­ზარს, შე­საძ­ლოა, ეშ­ვე­ლოს კი­დეც.

ჯერ­ჯე­რო­ბით ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რე­ექ­სპორ­ტში მდგო­მა­რე­ო­ბა სა­სი­კე­თოდ არ შეც­ვლი­ლა. ეს სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­თაც დას­ტურ­დე­ბა. ბოლო 2 წე­ლი­წად­ში მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რე­ექ­სპორ­ტმა 35-40%-ით იკლო. ამ მხრივ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა აზერ­ბა­ი­ჯან­ში "ევრო 4"-ის სტან­დარ­ტის და­წე­სე­ბამ, რის გა­მოც ქვე­ყა­ნა­ში 2005 წლამ­დე გა­მოშ­ვე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბის იმ­პორ­ტი აიკ­რძა­ლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2014 წლის აპ­რი­ლამ­დე აზერ­ბა­ი­ჯა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ექ­სპორ­ტის ერთ-ერთ უმ­თავ­რეს ბაზ­რად მი­იჩ­ნე­ო­და. სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მით, 2013 წელს სა­ქარ­თვე­ლო­დან ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლი იყო 703,9 მლნ აშშ დო­ლა­რის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­ი­და­ნაც ნა­ხე­ვარ­ზე მეტი, და­ახ­ლო­ე­ბით, 380 მლნ დო­ლა­რი აზერ­ბა­ი­ჯან­ში ექ­სპორტზე მო­დი­ო­და. უკვე 2015 წელს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რე­ექ­სპორ­ტი 179,6 მლნ აშშ დო­ლა­რამ­დე და­ვი­და. 2014 წელს კი ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 517,7 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს უტოლ­დე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა წლე­ვან­დელ მო­ნა­ცე­მებს, 2016 წლის იან­ვარ-აპ­რილ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რე­ექ­სპორ­ტი 48,375.4 დო­ლა­რია, რაც მთლი­ა­ნი ექ­სპორ­ტის 9%-ს შე­ად­გენს.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის "ევრო 4"-ის სტან­დარტზე გა­დას­ვლამ ქარ­თვე­ლი ავ­ტო­იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი იმ­დე­ნად და­ზაფ­რა, რომ დღემ­დე ვერ იკ­რე­ბენ ძა­ლას. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ აკ­რძალ­ვა ზოგ შემ­თხვე­ვა­ში 2011 წელს ქვე­მოთ გა­მოშ­ვე­ბულ მან­ქა­ნებ­საც ეხე­ბა, რე­ექ­სპორ­ტი კვლავ სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხის წი­ნა­შეა.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ბაზ­რე­ბის მო­ძი­ე­ბას ურ­ჩე­ვენ. ერთ-ერთ პო­ტენ­ცი­ურ ქვეყ­ნად შე­იძ­ლე­ბა მიჩ­ნე­ულ იქ­ნეს პა­კის­ტა­ნი, სა­დაც ქარ­თველ­მა იმ­პორ­ტი­ო­რებ­მა ნი­ა­და­გი უკვე მო­სინ­ჯეს.

"ეკო ტრან­სპორტ ცენ­ტრის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის ვასო ურუ­შა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი­მე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შემ­თხვე­ვაა, როცა სა­ქარ­თვე­ლო­დან ავ­ტო­მო­ბი­ლი რე­ექ­სპორტზე პა­კის­ტან­შიც გა­დის. ასე­თი­ვე პო­ტენ­ცი­უ­რი მო­კავ­ში­რე შე­იძ­ლე­ბა იყოს ირა­ნი, ყა­ტა­რი და რამ­დე­ნი­მე სხვა ქვე­ყა­ნა, რაც იმ­პორ­ტი­ო­რებს პო­ზი­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს.

გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ქართულმა ავტობიზნესმა პაკისტანშიც ჩააღწია

ქართულმა ავტობიზნესმა პაკისტანშიც ჩააღწია

აზერბაიჯანში "ევრო 4"-ის სტანდარტთან დაკავშირებით დაწესებული აკრძალვის შემდეგ ავტომობილების რეექსპორტი, შესაძლოა, პაკისტანისა და ირანის მიმართულებით განხორციელდეს. როგორც გზეთი "რეზონანსი" წერს, ამ მხრივ გაცილებით მეტი პოტენციალი გვაქვს პაკისტანში, სადაც რეექსპორტის რამდენიმე შემთხვევა უკვე აღინუსხა. ქართველმა იმპორტიორებმა ამ ბაზარზე შეღწევა დამოუკიდებლად მოახერხეს. თუკი სახელმწიფოს მხრიდანაც იქნება მხარდაჭერა და აღნიშნულ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობა გამარტივდება, საავტომობილო ბაზარს, შესაძლოა, ეშველოს კიდეც.

ჯერჯერობით ავტომობილების რეექსპორტში მდგომარეობა სასიკეთოდ არ შეცვლილა. ეს სტატისტიკური მონაცემებითაც დასტურდება. ბოლო 2 წელიწადში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 35-40%-ით იკლო. ამ მხრივ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აზერბაიჯანში "ევრო 4"-ის სტანდარტის დაწესებამ, რის გამოც ქვეყანაში 2005 წლამდე გამოშვებული მანქანების იმპორტი აიკრძალა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის აპრილამდე აზერბაიჯანი საქართველოსთვის ავტომობილების ექსპორტის ერთ-ერთ უმთავრეს ბაზრად მიიჩნეოდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, 2013 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 703,9 მლნ აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილი, საიდანაც ნახევარზე მეტი, დაახლოებით, 380 მლნ დოლარი აზერბაიჯანში ექსპორტზე მოდიოდა. უკვე 2015 წელს ავტომობილების რეექსპორტი 179,6 მლნ აშშ დოლარამდე დავიდა. 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 517,7 მილიონ აშშ დოლარს უტოლდებოდა.

რაც შეეხება წლევანდელ მონაცემებს, 2016 წლის იანვარ-აპრილში ავტომობილების რეექსპორტი 48,375.4 დოლარია, რაც მთლიანი ექსპორტის 9%-ს შეადგენს.

აზერბაიჯანის "ევრო 4"-ის სტანდარტზე გადასვლამ ქართველი ავტოიმპორტიორები იმდენად დაზაფრა, რომ დღემდე ვერ იკრებენ ძალას. თუ გავითვალისწინებთ, რომ აკრძალვა ზოგ შემთხვევაში 2011 წელს ქვემოთ გამოშვებულ მანქანებსაც ეხება, რეექსპორტი კვლავ სერიოზული საფრთხის წინაშეა.

სპეციალისტები სახელმწიფოს ალტერნატიული ბაზრების მოძიებას ურჩევენ. ერთ-ერთ პოტენციურ ქვეყნად შეიძლება მიჩნეულ იქნეს პაკისტანი, სადაც ქართველმა იმპორტიორებმა ნიადაგი უკვე მოსინჯეს.

"ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის ვასო ურუშაძის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში რამდენიმე ინდივიდუალური შემთხვევაა, როცა საქართველოდან ავტომობილი რეექსპორტზე პაკისტანშიც გადის. ასეთივე პოტენციური მოკავშირე შეიძლება იყოს ირანი, ყატარი და რამდენიმე სხვა ქვეყანა, რაც იმპორტიორებს პოზიციის გაუმჯობესების საშუალებას მისცემს.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი