სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მოგდით "სითი პარკის" ჯარიმები თვეების დაგვიანებით და რა შემთხვევაში თავისუფლდებით გადახდისგან
რატომ მოგდით "სითი პარკის" ჯარიმები თვეების დაგვიანებით და რა შემთხვევაში თავისუფლდებით გადახდისგან

კომ­პა­ნია "სითი პარკს" ხში­რად საყ­ვე­დუ­რო­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ქა­ლაქ­ში პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლის სიმ­ცი­რის, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვი­სა თუ და­ჯა­რი­მე­ბის გამო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უკვე წლე­ბია თბი­ლის­ში კომ­პა­ნია პარ­კი­რე­ბის ექ­სკლუ­ზი­ურ უფ­ლე­ბას ფლობს.

ამ­ჯე­რად, "სითი პარ­კის" წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ტალ­ღა აგორ­და. კერ­ძოდ, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ რამ­დე­ნი­მე გა­და­უხ­დე­ლი ჯა­რი­მა, რო­მე­ლიც თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­როვ­და, სახ­ლში ერ­თი­ა­ნად მის­დით. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ეს ჯა­რი­მე­ბი ერთი წლის წინ არის გა­მო­წე­რი­ლი.

"სითი პარ­კის" 7 გა­და­უხ­დე­ლი ჯა­რი­მა მქონ­და, თუმ­ცა სახ­ლში არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არ მომ­სვლია. ვიცი, რომ ჯა­რი­მის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­მიძ­ლია არ გა­და­ვი­ხა­დო, თუ სახ­ლში არ მო­მი­ტანს აღ­ნიშ­ნულ ქვი­თარს კომ­პა­ნია. პირ­ვე­ლი ჯა­რი­მი­დან გა­ვი­და თით­ქმის ერთი წელი და და­ახ­ლო­ე­ბით 1 კვი­რის წინ ყვე­ლა ჯა­რი­მა ერ­თი­ა­ნად მო­მი­ტა­ნეს სახ­ლში. მე ამ­დე­ნი ჯა­რი­მის გა­დამ­ხდე­ლი არ ვარ და რა გა­ვა­კე­თო არ ვიცი" - ასე­თი პრობ­ლე­მით მო­მარ­თა AMBEBI.GE-ს რე­დაქ­ცი­ას თბი­ლი­სის ერთ-ერ­თმა მცხოვ­რებ­მა.

წა­ი­კი­თხეთ: რა შემ­თხვე­ვა­ში ჩა­მო­გარ­თმე­ვენ ავ­ტო­მო­ბილს, თუ "სითი პარ­კის" 10-ლა­რი­ან ჯა­რი­მას დრო­უ­ლად არ გა­და­იხ­დით

იმის გა­სარ­კვე­ვად, არის თუ არა ვალ­დე­ბუ­ლი კომ­პა­ნია დრო­უ­ლად შე­ა­ტყო­ბი­ნოს და მი­უ­ტა­ნოს ჯა­რი­მე­ბი სახ­ლში მო­ქა­ლა­ქე­ებს და ზო­გა­დად აქვს თუ არა აღ­ნიშ­ნულ ჯა­რი­მებს ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვადა, "სითი პარ­კის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურს და­ვუ­კავ­შირ­დით.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ლე­ვან ტა­ბი­ძემ გან­გვი­ცხა­და, ჯა­რი­მას ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვადა არ აქვს, უბ­რა­ლოდ, არ­სე­ბობს 6-თვი­ა­ნი ვადა, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯა­რი­მე­ბი თუ არ ჩა­ბარ­და მო­ქა­ლა­ქეს, მისი აღ­სრუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მი სა­ხელ­მწი­ფოს აღარ გა­აჩ­ნია.

- რა­ტომ მის­დით მო­ქა­ლა­ქე­ებს ჯა­რი­მის ქვით­რე­ბი სახ­ლში რამ­დე­ნი­მე თვის, ხში­რად 1 წლის შემ­დეგ, და­მე­თან­ხმე­ბით, ბევ­რის­თვის ძნე­ლია დაგ­რო­ვი­ლი ჯა­რი­მე­ბის ერ­თი­ა­ნად გა­დახ­და.

- რო­გორც წესი, ესე­თი რა­ღაც არ ხდე­ბა. თუმ­ცა, ჯა­რი­მე­ბის გვი­ან მის­ვლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი არის ის, რომ მო­ქა­ლა­ქე­თა ფაქ­ტობ­რი­ვი და იუ­რი­დი­უ­ლი მი­სა­მარ­თე­ბი ხში­რად გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან. გარ­და ამი­სა, ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც გზავ­ნი­ლი უკან ბრუნ­დე­ბა, რო­დე­საც სახ­ლში არ არის მო­ქა­ლა­ქე, ან თუ არის არას­რუ­ლი და­მი­სა­მარ­თე­ბა - მა­გა­ლი­თად, არის იტა­ლი­უ­რი ეზო, ან სხვა შემ­თხვე­ვა. ამ შემ­თხვე­ვებ­ში მი­ტა­ნის ვა­დე­ბი იწე­ლე­ბა.

ამის შემ­დეგ ხდე­ბა დაგ­რო­ვე­ბა, თუმ­ცა ადრე თუ გვი­ან, აუ­ცი­ლებ­ლად მი­დის ჯა­რი­მა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მო­ქა­ლა­ქეს და­უგ­როვ­და რამ­დე­ნი­მე ჯა­რი­მა და ეს ჯა­რი­მე­ბი ერ­თად მი­უ­ტა­ნეს, მან უნდა გა­და­ი­ხა­დოს ისი­ნი ჩა­ბა­რე­ბი­დან ერთი თვის ვა­და­ში. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გა­სუ­ლია ჯა­რი­მის ჩა­ბა­რე­ბის 6 თვე, მა­შინ მო­ქა­ლა­ქე და­წერს გან­ცხა­დე­ბას და დე­ტა­ლუ­რად მი­ი­ღებს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბას. მას შე­უძ­ლია ასე­ვე მობ­რძან­დეს კან­დე­ლა­კის 47 ნო­მერ­ში, სა­დაც დე­ტა­ლურ და ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღებს.

- არ­სე­ბობს თუ არა ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვადა ჯა­რი­მის გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში? ანუ თუ ერთი წლის წინ არის ჯა­რი­მა და­წე­რი­ლი და ჩა­ბარა მო­ქა­ლა­ქეს დღეს, რა ხდე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში?

- კომ­პა­ნი­ას აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ჯა­რი­მის შემ­თხვე­ვა­ში ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს მე­სა­კუთ­რეს, რომ მას აქვს ჯა­რი­მა. ეს ინ­ფორ­მა­ცია მათ აუ­ცი­ლებ­ლად მის­დით. უკეთ რომ გან­ვმარ­ტო, არ არ­სე­ბობს დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მი­ტა­ნა ჯა­რი­მის, ჯა­რი­მა არა­ნა­ი­რი პე­რი­ო­დის გას­ვლის შემ­დეგ არ უქ­მე­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, არ­სე­ბობს აღ­სრუ­ლე­ბის ვადა 6 თვე. ანუ თუ ჯა­რი­მა დარ­ღვე­ვი­დან 6 თვის შემ­დეგ ჩაგ­ბარ­დათ, არ იარ­სე­ბებს აღ­სრუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მი. მო­ქა­ლა­ქეს ჯა­რი­მა დარ­ჩე­ბა, თუმ­ცა მო­თხოვ­ნის მე­ქა­ნიზ­მი აღარ გვექ­ნე­ბა.

ტრან­სპორ­ტის და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლი არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სა­ვალს მხო­ლოდ ჯა­რი­მის მო­ქა­ლა­ქემ­დე ფოს­ტით მი­ტა­ნის სერ­ვი­სის თა­ნა­მედ­რო­ვე სის­ტე­მით ჩა­ნაც­ვლე­ბა­ში ხე­დავს: "პი­რა­დად მე არ მქო­ნია მსგავ­სი შემ­თხვე­ვა, თუმ­ცა ბევ­რის­გან გა­მი­გია, რომ მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნი­ათ. ეს სის­ტე­მა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია არა მარ­ტო "სითი პარკთან" მი­მარ­თე­ბა­ში, არა­მედ ზო­გა­დად. რა­ღაც თა­ნა­მედ­რო­ვე სის­ტე­მის და­ნერგვაა სა­ჭი­რო, რად­გან მუდ­მი­ვად არის აპე­ლი­რე­ბა, რომ მძღოლ­მა ან ვერ მი­ი­ღო ან სა­ერ­თოდ არ ჩა­ი­ბა­რა ჯა­რი­მა. ეს ძი­რი­თა­დად სა­ბო­ლო­ოდ სა­სა­მარ­თლოს გან­სჯის თემა ხდე­ბა ხოლ­მე. სამ­წუ­ხა­როდ სხვა ბერ­კე­ტი არ არ­სე­ბობს".

ჯონი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რო­გორ ინა­წი­ლე­ბენ "სითი პარ­კი" და მე­რია და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი მძღო­ლე­ბის ფულს - რა წე­რია ორ­მხრი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ პუნ­ქტებ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რატომ მოგდით "სითი პარკის" ჯარიმები თვეების დაგვიანებით და რა შემთხვევაში თავისუფლდებით გადახდისგან

რატომ მოგდით "სითი პარკის" ჯარიმები თვეების დაგვიანებით და რა შემთხვევაში თავისუფლდებით გადახდისგან

კომპანია "სითი პარკს" ხშირად საყვედურობენ მოქალაქეები ქალაქში პარკირების ადგილის სიმცირის, ავტომობილების ევაკუაციის წესების დარღვევისა თუ დაჯარიმების გამო. მიუხედავად ამისა, უკვე წლებია თბილისში კომპანია პარკირების ექსკლუზიურ უფლებას ფლობს.

ამჯერად, "სითი პარკის" წინააღმდეგ ახალი უკმაყოფილების ტალღა აგორდა. კერძოდ, მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ რამდენიმე გადაუხდელი ჯარიმა, რომელიც თვეების განმავლობაში დაგროვდა, სახლში ერთიანად მისდით. ხშირ შემთხვევაში, ეს ჯარიმები ერთი წლის წინ არის გამოწერილი.

"სითი პარკის" 7 გადაუხდელი ჯარიმა მქონდა, თუმცა სახლში არცერთი მათგანი არ მომსვლია. ვიცი, რომ ჯარიმის არსებობის შემთხვევაში, შემიძლია არ გადავიხადო, თუ სახლში არ მომიტანს აღნიშნულ ქვითარს კომპანია. პირველი ჯარიმიდან გავიდა თითქმის ერთი წელი და დაახლოებით 1 კვირის წინ ყველა ჯარიმა ერთიანად მომიტანეს სახლში. მე ამდენი ჯარიმის გადამხდელი არ ვარ და რა გავაკეთო არ ვიცი" - ასეთი პრობლემით მომართა AMBEBI.GE-ს რედაქციას თბილისის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

წაიკითხეთ: რა შემთხვევაში ჩამოგართმევენ ავტომობილს, თუ "სითი პარკის" 10-ლარიან ჯარიმას დროულად არ გადაიხდით

იმის გასარკვევად, არის თუ არა ვალდებული კომპანია დროულად შეატყობინოს და მიუტანოს ჯარიმები სახლში მოქალაქეებს და ზოგადად აქვს თუ არა აღნიშნულ ჯარიმებს ხანდაზმულობის ვადა, "სითი პარკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით.

როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ტაბიძემ განგვიცხადა, ჯარიმას ხანდაზმულობის ვადა არ აქვს, უბრალოდ, არსებობს 6-თვიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც აღნიშნული ჯარიმები თუ არ ჩაბარდა მოქალაქეს, მისი აღსრულების მექანიზმი სახელმწიფოს აღარ გააჩნია.

- რატომ მისდით მოქალაქეებს ჯარიმის ქვითრები სახლში რამდენიმე თვის, ხშირად 1 წლის შემდეგ, დამეთანხმებით, ბევრისთვის ძნელია დაგროვილი ჯარიმების ერთიანად გადახდა.

- როგორც წესი, ესეთი რაღაც არ ხდება. თუმცა, ჯარიმების გვიან მისვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ მოქალაქეთა ფაქტობრივი და იურიდიული მისამართები ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც გზავნილი უკან ბრუნდება, როდესაც სახლში არ არის მოქალაქე, ან თუ არის არასრული დამისამართება - მაგალითად, არის იტალიური ეზო, ან სხვა შემთხვევა. ამ შემთხვევებში მიტანის ვადები იწელება.

ამის შემდეგ ხდება დაგროვება, თუმცა ადრე თუ გვიან, აუცილებლად მიდის ჯარიმა დანიშნულების ადგილამდე. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს დაუგროვდა რამდენიმე ჯარიმა და ეს ჯარიმები ერთად მიუტანეს, მან უნდა გადაიხადოს ისინი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ გასულია ჯარიმის ჩაბარების 6 თვე, მაშინ მოქალაქე დაწერს განცხადებას და დეტალურად მიიღებს ახსნა-განმარტებას. მას შეუძლია ასევე მობრძანდეს კანდელაკის 47 ნომერში, სადაც დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს.

- არსებობს თუ არა ხანდაზმულობის ვადა ჯარიმის გადახდის შემთხვევაში? ანუ თუ ერთი წლის წინ არის ჯარიმა დაწერილი და ჩაბარა მოქალაქეს დღეს, რა ხდება ამ შემთხვევაში?

- კომპანიას აქვს ვალდებულება, ჯარიმის შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდოს მესაკუთრეს, რომ მას აქვს ჯარიმა. ეს ინფორმაცია მათ აუცილებლად მისდით. უკეთ რომ განვმარტო, არ არსებობს დაგვიანებული მიტანა ჯარიმის, ჯარიმა არანაირი პერიოდის გასვლის შემდეგ არ უქმედება. უბრალოდ, არსებობს აღსრულების ვადა 6 თვე. ანუ თუ ჯარიმა დარღვევიდან 6 თვის შემდეგ ჩაგბარდათ, არ იარსებებს აღსრულების მექანიზმი. მოქალაქეს ჯარიმა დარჩება, თუმცა მოთხოვნის მექანიზმი აღარ გვექნება.

ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი არსებული სიტუაციიდან გამოსავალს მხოლოდ ჯარიმის მოქალაქემდე ფოსტით მიტანის სერვისის თანამედროვე სისტემით ჩანაცვლებაში ხედავს: "პირადად მე არ მქონია მსგავსი შემთხვევა, თუმცა ბევრისგან გამიგია, რომ მსგავსი პრობლემები შექმნიათ. ეს სისტემა მოძველებულია არა მარტო "სითი პარკთან" მიმართებაში, არამედ ზოგადად. რაღაც თანამედროვე სისტემის დანერგვაა საჭირო, რადგან მუდმივად არის აპელირება, რომ მძღოლმა ან ვერ მიიღო ან საერთოდ არ ჩაიბარა ჯარიმა. ეს ძირითადად საბოლოოდ სასამართლოს განსჯის თემა ხდება ხოლმე. სამწუხაროდ სხვა ბერკეტი არ არსებობს".

ჯონი პატარკაციშვილი

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: როგორ ინაწილებენ "სითი პარკი" და მერია დაჯარიმებული მძღოლების ფულს - რა წერია ორმხრივი ხელშეკრულების გასაიდუმლოებულ პუნქტებში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი