სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპოზიტორი, რომელმაც საქართველოს პატრიარქს 20 სიმღერა მიუძღვნა
კომპოზიტორი, რომელმაც საქართველოს პატრიარქს 20 სიმღერა მიუძღვნა

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქი ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი იმე­დია. უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა მაქვს მის მი­მართ და ამი­ტო­მაც, ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 20 სიმ­ღე­რა მი­ვუ­ძღვე­ნი, ალ­ბო­მიც გა­მო­ვე­ცი", - კომ­პო­ზი­ტო­რი მაყ­ვა­ლა ხორ­ბა­ლა­ძე-ლაშ­ქა­რაშ­ვი­ლი თა­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის გზა­ზე გვი­ამ­ბობს.

- ჩემი ბავ­შვო­ბა მზი­ან დღე­ებს მა­გო­ნებს. ოთხი წლის ასა­კი­დან ვუკ­რავ­დი და ვმღე­რო­დი... ერ­თნა­ი­რად გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი რო­გორც კლა­სი­კუ­რი, ასე­ვე სა­ესტრა­დო მუ­სი­კით. კარ­გი პე­და­გო­გის ხელ­ში აღ­მოვ­ჩნდი - ბა­ტონ ნი­კო­ლოზ ბახ­ტა­ძის კლას­ში და გა­დავ­წყვი­ტე, მუ­სი­კო­სის პრო­ფე­სი­ას გავ­ყო­ლო­დი. თუმ­ცა, მშობ­ლე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნა იყო, რომ ექი­მი გავმხდა­რი­ყა­ვი. კონ­ცერ­ტებს არ ვტო­ვებ­დი, ყვე­ლა შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და გორ­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ხალ­ხს და­ვუ­ახ­ლოვ­დი... იქ სტუმ­რად ჩა­მო­დი­ოდ­ნენ: სულ­ხან ცინ­ცა­ძე, პეტ­რე გრუ­ზინ­სკი, თენ­გიზ მუშ­კუ­დი­ა­ნი და სხვა მრა­ვა­ლი მუ­სი­კო­სი... სულ­ხან ცინ­ცა­ძეს ძა­ლი­ან მოს­წონ­და ჩემ მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მისი სიმ­ღე­რე­ბი. ფილ­მე­ბი: "აბე­ზა­რა" და "ჭრი­ჭი­ნა" ახა­ლი გა­მო­სუ­ლი იყო, როცა ამ ფილ­მე­ბი­დან სიმ­ღე­რებს სმე­ნით ვუკ­რავ­დი, რაც ძა­ლი­ან სი­ა­მოვ­ნებ­და. მე მის ავ­ტოგ­რაფს დღემ­დე ვი­ნა­ხავ... ბა­ტო­ნი თენ­გიზ მუშ­კუ­დი­ა­ნი ხში­რად სტუმ­რობ­და გორს და ბედ­ნი­ე­რე­ბა მქონ­და, მის­თვის და­მეკ­რა "ღვი­ნო კა­ხუ­რო". ჩემ­თვის და­უ­ვი­წყა­რია გო­რის თე­ატ­რში, ბა­ტონ რე­ვაზ ლა­ღი­ძეს­თან შეხ­ვედ­რა. მახ­სოვს, სა­ღა­მო რომ მო­უ­წყვეს, თა­ვად სცე­ნა­ზე იჯდა. როცა გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ შეს­რულ­დე­ბო­და "ლე­ლას არია", გა­უკ­ვირ­და, - ამას ვინ შეძ­ლებ­სო? ჩემ­მა კო­ლე­გამ და მე­გო­ბარ­მა ვო­კა­ლის­ტმა, დი­ა­ნა როს­ტო­მაშ­ვილ­მა ჩემი კონ­ცერ­ტმა­ის­ტე­რო­ბით შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­ას­რუ­ლა არია და ბა­ტო­ნი რე­ვაზ ლა­ღი­ძის მად­ლო­ბაც და­ვიმ­სა­ხუ­რეთ. ასე­ვე, და­უ­ვი­წყა­რი იყო შეხ­ვედ­რა: გი­ორ­გი ცა­ბა­ძეს­თან, ბათუ კრა­ვე­იშ­ვილ­თან, პეტ­რე გრუ­ზინ­სკის­თან, ნანი ბრეგ­ვა­ძეს­თან და სხვა ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან... სამ­წუ­ხა­როდ, გი­ორ­გი ცა­ბა­ძეს­თან შეხ­ვედ­რა დიდი ტრა­გე­დი­ით დამ­თავ­რდა: იგი გო­რის სცე­ნა­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, მი­სი­ვე სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ...

- სიმ­ღე­რე­ბის წერა რო­დის და­ი­წყეთ?

- სიმ­ღე­რის წე­რამ ძა­ლი­ან ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს შე­მახ­ვედ­რა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო მე­დეა ძი­ძი­გუ­რი... პირ­ვე­ლად რომ დავ­წე­რე სიმ­ღე­რა, მე­რი­დე­ბო­და და ვერ ვბე­დავ­დი, ვინ­მეს­თვის მე­თხო­ვა, მო­ის­მი­ნეთ-მეთ­ქი. ბო­ლოს გა­დავ­წყვი­ტე, რუ­სუ­დან სე­ფის­კვე­რა­ძეს მო­ეს­მი­ნა. მან მი­თხრა, - ამ სიმ­ღე­რა­ში მე­დი­კოს ხმას ვხე­და­ვო. მერე თა­ვის მან­ქა­ნა­ში ჩამ­სვა და მე­დი­კოს სახ­ლში წა­მიყ­ვა­ნა... ძი­ძი­გურს სიმ­ღე­რა იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნა, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­წე­რა ფო­ნოგ­რა­მა და თუ ვინ­მე ნაც­ნო­ბი ჰყავ­და, ყვე­ლას ას­მე­ნი­ნებ­და. შემ­დეგ მე­ო­რე სიმ­ღე­რაც და­მა­წე­რი­ნა - "სიყ­ვა­რულ­ზე ღი­ღი­ნი"... მე­დეა ძი­ძი­გუ­რის გარ­და, ჩემი სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლა ტრიო "ჰან­გმა", თე­მურ წიკ­ლა­ურ­მა... 2000 წელს ნუნუ გა­ბუ­ნი­ამ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო მო­მი­წყო. ამ სა­ღა­მოს შემ­დეგ, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ბრძა­ნე­ბით, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით და­მა­ჯილ­დო­ეს. დღემ­დე აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ გო­რი­სა და თბი­ლი­სის კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ში. ვმე­გობ­რობ იტა­ლი­ელ ტე­ნორ­თან, პაოლ ოლე­ვან­ტი­ლოს­თან და მას­თან ერ­თად ვმო­ნა­წი­ლე­ობ საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტში. ჩემს სიმ­ღე­რებს უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი ას­რუ­ლებს, რო­გორც სა­ო­პე­რო, ისე სა­ესტრა­დო სფე­რო­დან.

- რო­გორც ვიცი, ქარ­თველ კომ­პო­ზი­ტო­რებს შო­რის, ყვე­ლა­ზე მეტი სიმ­ღე­რა სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქს თქვენ მი­უ­ძღვე­ნით...

- უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა მაქვს მის მი­მართ. ამი­ტო­მაც, ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 20 სიმ­ღე­რა მი­ვუ­ძღვე­ნი და ალ­ბო­მიც გა­მო­ვე­ცი. შარ­შან პატ­რი­არ­ქმა მიგ­ვი­ღო, ჩემი სიმ­ღე­რე­ბი შე­ვუს­რუ­ლეთ მე და ქარ­თველ­მა სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალ­მა მზია და­ვი­თაშ­ვილ­მა... ჩემ­მა მო­წა­ფემ, ზუ­რი­კო ხო­მა­სუ­რი­ძემ პატ­რი­არ­ქზე და­წე­რი­ლი სიმ­ღე­რა მარ­მა­რი­სის კონ­კურ­სზე შე­ას­რუ­ლა და გა­ი­მარ­ჯვა კი­დეც. ამ ბავ­შვზე დიდი ამა­გი მაქვს, მე ავამ­ღე­რე! 2008 წელს, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დროს, მას მამა მო­უკ­ლეს. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია და მეჯვრის­ხევ­ში ცხოვ­რობს. მე "ქალ­თა საბ­ჭოს" წევ­რი ვარ და ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით, ბავ­შვს პი­ა­ნი­ნო ვუ­ყი­დეთ, მეჯვრის­ხევ­ში ავუ­ტა­ნეთ. ჰოდა, შარ­შან პა­ტა­რა ზუ­რი­კო მარ­მა­რი­სის კონ­კურ­სი­დან დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბით დაბ­რუნ­და, მის სი­გელს ათი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მუ­სი­კო­სი აწერს ხელს! მეც, რო­გორც პე­და­გო­გი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კა­ტით და­მა­ჯილ­დო­ეს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

კომპოზიტორი, რომელმაც საქართველოს პატრიარქს 20 სიმღერა მიუძღვნა

კომპოზიტორი, რომელმაც საქართველოს პატრიარქს 20 სიმღერა მიუძღვნა

"მოგეხსენებათ, საქართველოს პატრიარქი ჩვენი ყველაზე დიდი იმედია. უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მაქვს მის მიმართ და ამიტომაც, ბოლო ორი წლის განმავლობაში 20 სიმღერა მივუძღვენი, ალბომიც გამოვეცი", - კომპოზიტორი მაყვალა ხორბალაძე-ლაშქარაშვილი თავის საინტერესო ცხოვრების გზაზე გვიამბობს.

- ჩემი ბავშვობა მზიან დღეებს მაგონებს. ოთხი წლის ასაკიდან ვუკრავდი და ვმღეროდი... ერთნაირად გატაცებული ვიყავი როგორც კლასიკური, ასევე საესტრადო მუსიკით. კარგი პედაგოგის ხელში აღმოვჩნდი - ბატონ ნიკოლოზ ბახტაძის კლასში და გადავწყვიტე, მუსიკოსის პროფესიას გავყოლოდი. თუმცა, მშობლების დაჟინებული თხოვნა იყო, რომ ექიმი გავმხდარიყავი. კონცერტებს არ ვტოვებდი, ყველა შემოთავაზებულ ღონისძიებაში ვმონაწილეობდი და გორში ძალიან საინტერესო ხალხს დავუახლოვდი... იქ სტუმრად ჩამოდიოდნენ: სულხან ცინცაძე, პეტრე გრუზინსკი, თენგიზ მუშკუდიანი და სხვა მრავალი მუსიკოსი... სულხან ცინცაძეს ძალიან მოსწონდა ჩემ მიერ შესრულებული მისი სიმღერები. ფილმები: "აბეზარა" და "ჭრიჭინა" ახალი გამოსული იყო, როცა ამ ფილმებიდან სიმღერებს სმენით ვუკრავდი, რაც ძალიან სიამოვნებდა. მე მის ავტოგრაფს დღემდე ვინახავ... ბატონი თენგიზ მუშკუდიანი ხშირად სტუმრობდა გორს და ბედნიერება მქონდა, მისთვის დამეკრა "ღვინო კახურო". ჩემთვის დაუვიწყარია გორის თეატრში, ბატონ რევაზ ლაღიძესთან შეხვედრა. მახსოვს, საღამო რომ მოუწყვეს, თავად სცენაზე იჯდა. როცა გამოაცხადეს, რომ შესრულდებოდა "ლელას არია", გაუკვირდა, - ამას ვინ შეძლებსო? ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა ვოკალისტმა, დიანა როსტომაშვილმა ჩემი კონცერტმაისტერობით შესანიშნავად შეასრულა არია და ბატონი რევაზ ლაღიძის მადლობაც დავიმსახურეთ. ასევე, დაუვიწყარი იყო შეხვედრა: გიორგი ცაბაძესთან, ბათუ კრავეიშვილთან, პეტრე გრუზინსკისთან, ნანი ბრეგვაძესთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან... სამწუხაროდ, გიორგი ცაბაძესთან შეხვედრა დიდი ტრაგედიით დამთავრდა: იგი გორის სცენაზე გარდაიცვალა, მისივე სიმღერის შესრულების შემდეგ...

- სიმღერების წერა როდის დაიწყეთ?

- სიმღერის წერამ ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შემახვედრა. განსაკუთრებული იყო მედეა ძიძიგური... პირველად რომ დავწერე სიმღერა, მერიდებოდა და ვერ ვბედავდი, ვინმესთვის მეთხოვა, მოისმინეთ-მეთქი. ბოლოს გადავწყვიტე, რუსუდან სეფისკვერაძეს მოესმინა. მან მითხრა, - ამ სიმღერაში მედიკოს ხმას ვხედავო. მერე თავის მანქანაში ჩამსვა და მედიკოს სახლში წამიყვანა... ძიძიგურს სიმღერა იმდენად მოეწონა, რომ დაუყოვნებლივ ჩაწერა ფონოგრამა და თუ ვინმე ნაცნობი ჰყავდა, ყველას ასმენინებდა. შემდეგ მეორე სიმღერაც დამაწერინა - "სიყვარულზე ღიღინი"... მედეა ძიძიგურის გარდა, ჩემი სიმღერა შეასრულა ტრიო "ჰანგმა", თემურ წიკლაურმა... 2000 წელს ნუნუ გაბუნიამ შემოქმედებითი საღამო მომიწყო. ამ საღამოს შემდეგ, ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით, ღირსების ორდენით დამაჯილდოეს. დღემდე აქტიურად ვმონაწილეობ გორისა და თბილისის კულტურულ ცხოვრებაში. ვმეგობრობ იტალიელ ტენორთან, პაოლ ოლევანტილოსთან და მასთან ერთად ვმონაწილეობ საქველმოქმედო კონცერტში. ჩემს სიმღერებს უამრავი ცნობილი მომღერალი ასრულებს, როგორც საოპერო, ისე საესტრადო სფეროდან.

- როგორც ვიცი, ქართველ კომპოზიტორებს შორის, ყველაზე მეტი სიმღერა საქართველოს პატრიარქს თქვენ მიუძღვენით...

- უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მაქვს მის მიმართ. ამიტომაც, ბოლო ორი წლის განმავლობაში 20 სიმღერა მივუძღვენი და ალბომიც გამოვეცი. შარშან პატრიარქმა მიგვიღო, ჩემი სიმღერები შევუსრულეთ მე და ქართველმა საოპერო მომღერალმა მზია დავითაშვილმა... ჩემმა მოწაფემ, ზურიკო ხომასურიძემ პატრიარქზე დაწერილი სიმღერა მარმარისის კონკურსზე შეასრულა და გაიმარჯვა კიდეც. ამ ბავშვზე დიდი ამაგი მაქვს, მე ავამღერე! 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მას მამა მოუკლეს. სოციალურად დაუცველია და მეჯვრისხევში ცხოვრობს. მე "ქალთა საბჭოს" წევრი ვარ და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ბავშვს პიანინო ვუყიდეთ, მეჯვრისხევში ავუტანეთ. ჰოდა, შარშან პატარა ზურიკო მარმარისის კონკურსიდან დიდი წარმატებებით დაბრუნდა, მის სიგელს ათი ქვეყნის წარმომადგენელი მუსიკოსი აწერს ხელს! მეც, როგორც პედაგოგი, საერთაშორისო სერტიფიკატით დამაჯილდოეს... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი