სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ხუთ რეგიონში ახალწვეულებმა ერთდროულად დადეს სამხედრო ფიცი
საქართველოს ხუთ რეგიონში ახალწვეულებმა ერთდროულად დადეს სამხედრო ფიცი

სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, პირ­ვე­ლად სამ­ხედ­რო ფი­ცის და­დე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი თბი­ლი­სის გარ­და სა­ქარ­თვე­ლოს ხუთ რე­გი­ონ­ში გა­ი­მარ­თა.

იხი­ლეთ ვი­დეო| ახალ­წვე­უ­ლე­ბის სამ­ხედ­რო ფი­ცის და­დე­ბის ცე­რე­მო­ნია ერ­თდრო­უ­ლად ხუთ რე­გი­ონ­ში - ემო­ცი­უ­რი კად­რე­ბი!

თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ცე­რე­მო­ნი­ა­ლე­ბი მო­ე­წყო კა­ხეთ­ში, სა­მეგ­რე­ლო­ში, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, იმე­რეთ­სა და აჭა­რა­ში. დე­და­ქა­ლაქ­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე წვე­ვამ­დე­ლე­ბის სამ­ხედ­რო ფიცი მთა­ვარ­სარ­დალ­მა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ჩა­ი­ბა­რა.

ცე­რე­მო­ნი­ალს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლი, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს წევ­რე­ბი, მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი და­ეს­წრნენ.

თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლია სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა, მათ შო­რის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა, მთა­ვა­რი საბ­რძო­ლო ტან­კი "აბ­რამ­სი" და ქვე­ით­თა საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა "ბრედ­ლი".

ფი­ცის და­დე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ში, წელს პირ­ვე­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის სამ­ხედ­რო-საჩ­ვე­ნე­ბელ ორ­კესტრთან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­პა­რა­შუ­ტო-სა­დე­სან­ტო პოლ­კის ორ­კესტრმა, ლატ­ვი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ეროვ­ნულ­მა ორ­კესტრმა და აშშ-ის სა­ერ­თო ძა­ლე­ბის ორ­კესტრმა. თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე გა­და­იფ­რი­ნა ოთხმა ვერ­ტმფრენ­მა სა­ხელ­მწი­ფო დრო­შე­ბით.

სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა ასე­ვე გა­მო­ი­ფი­ნა თე­ლავ­ში, მარ­ნე­ულ­ში, მცხე­თა­ში, გორ­ში, ახალ­ცი­ხე­ში, ფოთ­ში, ზუგ­დიდ­სა და ბა­თუმ­ში. ხოლო რუს­თავ­ში ფეხ­ბურ­თის სტა­დი­ონ­ზე სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის გა­მო­ფე­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად მო­სახ­ლე­ო­ბას შე­საძ­ლე­ბო­ბა აქვს ბრი­ტა­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ავი­ა­შოუ ნა­ხოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

საქართველოს ხუთ რეგიონში ახალწვეულებმა ერთდროულად დადეს სამხედრო ფიცი

საქართველოს ხუთ რეგიონში ახალწვეულებმა ერთდროულად დადეს სამხედრო ფიცი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პირველად სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი თბილისის გარდა საქართველოს ხუთ რეგიონში გაიმართა.

იხილეთ ვიდეო| ახალწვეულების სამხედრო ფიცის დადების ცერემონია ერთდროულად ხუთ რეგიონში - ემოციური კადრები!

თავისუფლების მოედნის ღონისძიების პარალელურად ცერემონიალები მოეწყო კახეთში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში. დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე წვევამდელების სამხედრო ფიცი მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა ჩაიბარა.

ცერემონიალს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლები, საკანონმდებლო ორგანოს წევრები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თავისუფლების მოედანზე განლაგებულია სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა, მთავარი საბრძოლო ტანკი "აბრამსი" და ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ბრედლი".

ფიცის დადების ცერემონიალში, წელს პირველად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად მონაწილეობა მიიღო დიდი ბრიტანეთის საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ორკესტრმა, ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნულმა ორკესტრმა და აშშ-ის საერთო ძალების ორკესტრმა. თავისუფლების მოედანზე გადაიფრინა ოთხმა ვერტმფრენმა სახელმწიფო დროშებით.

სამხედრო ტექნიკა ასევე გამოიფინა თელავში, მარნეულში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ფოთში, ზუგდიდსა და ბათუმში. ხოლო რუსთავში ფეხბურთის სტადიონზე სამხედრო ტექნიკის გამოფენის პარალელურად მოსახლეობას შესაძლებობა აქვს ბრიტანელი სამხედროების ავიაშოუ ნახოს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია