სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილს ვუთხარი, რომ ეს გოგო ხელიდან არ გაეშვა" - ზურა მანჯავიძე მამამთილი გახდა
"შვილს ვუთხარი, რომ ეს გოგო ხელიდან არ გაეშვა" - ზურა მანჯავიძე მამამთილი გახდა

მომ­ღე­რალ ზურა მან­ჯა­ვი­ძის ოჯახ­ში ბედ­ნი­ე­რი ცვლი­ლე­ბაა _ უფ­როს­მა ვაჟ­მა, გი­ორ­გიმ, ცოლი მო­იყ­ვა­ნა - 21 წლის ქეთა ბურ­ჯა­ნა­ძე, ყო­ფი­ლი მო­დე­ლი, ამ­ჟა­მად სტუ­დენ­ტი. პა­ტარ­ძა­ლი კი­დეც ცეკ­ვავს და კი­დეც მღე­რის. მოკ­ლედ, ისე­თია, მა­მამ­თი­ლის გულს რომ გა­უ­ხარ­დე­ბა, ამი­ტო­მაც იყო, როცა გი­ორ­გიმ ქე­თას სუ­რა­თე­ბი აჩ­ვე­ნა და მას­ზე უამ­ბო, შვილს უთხრა, მო­უფრ­თხილ­დი, არ და­კარ­გოო. ვაჟ­სა და რძალ­ზე ნაკ­ლე­ბად ბედ­ნი­ე­რი არც თვი­თონ არის და ახალ­გაზ­რდებს მხარ­ში დგო­მას ჰპირ­დე­ბა, ოღონდ კი მყა­რი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ოჯა­ხი შექ­მნან.

ახალ­გაზ­რდა წყვილ­მა ჯვა­რი თე­ბერ­ვალ­ში და­ი­წე­რა, ქორ­წი­ლის გა­დახ­დას კი ზა­ფხულ­ში გეგ­მა­ვენ. სიძე-პა­ტარ­ძა­ლი და ოჯა­ხის უფ­რო­სი ამ სა­სი­ხა­რუ­ლო მოვ­ლე­ნა­ზე "სარ­კეს­თან~ ყვე­ბი­ან.

- ბა­ტო­ნო ზურა, როცა გა­ი­გეთ, რომ თქვე­ნი ვაჟი ცო­ლის მოყ­ვა­ნას აპი­რებ­და, რა რე­აქ­ცია გქონ­დათ, რო­გორ შეხ­ვდით ამ ამ­ბავს?

ზურა: მე ცოლი 18 წლი­სამ შე­ვირ­თე. მამა გარ­დაც­ვლი­ლი მყავ­და, დე­დამ კი ხელი ძა­ლი­ან შე­მი­წყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ნა­ი­რი პი­რო­ბე­ბი არ მქონ­და, თუნ­დაც ის, რომ ცალ­კე გვე­ცხოვ­რა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ შემ­ხვედ­რია.

გი­ორ­გიმ ოჯა­ხის შექ­მნა უფრო და­დინ­ჯე­ბულ ასაკ­ში გა­და­წყვი­ტა, 23 წლის გახ­ლავთ. ნაჩ­ქა­რე­ვი ნა­ბი­ჯი არ იყო, მო­მა­ვალ რძალს ვიც­ნობ­დით. ასე რომ, წი­ნა­აღ­მდე­გი კი არა, ძა­ლი­ა­ნაც მომ­ხრე ვი­ყა­ვი.

არ მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბის ქება-დი­დე­ბა, ახალ რძალს ყო­ველ­თვის აქე­ბენ და მერე ლან­ძღვა­ზე გა­და­დი­ან, მაგ­რამ მა­ინც უნდა ვთქვა, ქეთა იმ­დე­ნად კარ­გი გო­გოა, რომ გი­ორ­გიმ რო­გოც კი გა­მაც­ნო, ვუ­თხა­რი, ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვა-მეთ­ქი. ეს ის ადა­მი­ა­ნია, ვის­თა­ნაც მინ­და, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ა­ტა­როს.

- ახალ­გაზ­რდე­ბი თქვენ­თან აპი­რე­ბენ ცხოვ­რე­ბას?

ზურა: ჯერ­ჯე­რო­ბით ერ­თად ვცხოვ­რობთ. მათ აქვთ ბინა, სა­დაც ბუ­ნებ­რი­ვი აი­რია შე­საყ­ვა­ნი და, რო­გორც კი ეს მო­წეს­რიგ­დე­ბა, ცალ­კე გა­დავ­ლენ. ჩვენს სახ­ლში ქე­თას და გი­ორ­გის თა­ვი­ან­თი კუ­თხე აქვთ და არა­ნა­ირ დის­კომ­ფორ­ტს ვუქ­მნით. სა­მო­მავ­ლოდ ცალ­კე ცხოვ­რე­ბა ურ­ჩევ­ნი­ათ, რა­საც მი­ვე­სალ­მე­ბი.

- იმ ბი­ნა­ში ხომ არ იცხოვ­რე­ბენ პრო­ექ­ტში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი~ რომ მო­ი­გეთ?

ზურა: არა, ის სახ­ლი გა­ვა­ქი­რა­ვე, თა­ნაც გა­დავ­წყვი­ტე, რომ ის ბინა გო­გო­ნას ვა­ჩუ­ქო. 2 წლის წინ შე­ვი­ძი­ნე სახ­ლი, სა­დაც გიო და ქეთა გა­დავ­ლენ.

ლიკა კიკ­ნა­ძე

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"შვილს ვუთხარი, რომ ეს გოგო ხელიდან არ გაეშვა" - ზურა მანჯავიძე მამამთილი გახდა

"შვილს ვუთხარი, რომ ეს გოგო ხელიდან არ გაეშვა" - ზურა მანჯავიძე მამამთილი გახდა

მომღერალ ზურა მანჯავიძის ოჯახში ბედნიერი ცვლილებაა _ უფროსმა ვაჟმა, გიორგიმ, ცოლი მოიყვანა - 21 წლის ქეთა ბურჯანაძე, ყოფილი მოდელი, ამჟამად სტუდენტი. პატარძალი კიდეც ცეკვავს და კიდეც მღერის. მოკლედ, ისეთია, მამამთილის გულს რომ გაუხარდება, ამიტომაც იყო, როცა გიორგიმ ქეთას სურათები აჩვენა და მასზე უამბო, შვილს უთხრა, მოუფრთხილდი, არ დაკარგოო. ვაჟსა და რძალზე ნაკლებად ბედნიერი არც თვითონ არის და ახალგაზრდებს მხარში დგომას ჰპირდება, ოღონდ კი მყარი და მოსიყვარულე ოჯახი შექმნან.

ახალგაზრდა წყვილმა ჯვარი თებერვალში დაიწერა, ქორწილის გადახდას კი ზაფხულში გეგმავენ. სიძე-პატარძალი და ოჯახის უფროსი ამ სასიხარულო მოვლენაზე `სარკესთან~ ყვებიან.

- ბატონო ზურა, როცა გაიგეთ, რომ თქვენი ვაჟი ცოლის მოყვანას აპირებდა, რა რეაქცია გქონდათ, როგორ შეხვდით ამ ამბავს?

ზურა: მე ცოლი 18 წლისამ შევირთე. მამა გარდაცვლილი მყავდა, დედამ კი ხელი ძალიან შემიწყო. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი პირობები არ მქონდა, თუნდაც ის, რომ ცალკე გვეცხოვრა, წინააღმდეგობა არ შემხვედრია.

გიორგიმ ოჯახის შექმნა უფრო დადინჯებულ ასაკში გადაწყვიტა, 23 წლის გახლავთ. ნაჩქარევი ნაბიჯი არ იყო, მომავალ რძალს ვიცნობდით. ასე რომ, წინააღმდეგი კი არა, ძალიანაც მომხრე ვიყავი.

არ მიყვარს ადამიანების ქება-დიდება, ახალ რძალს ყოველთვის აქებენ და მერე ლანძღვაზე გადადიან, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, ქეთა იმდენად კარგი გოგოა, რომ გიორგიმ როგოც კი გამაცნო, ვუთხარი, ხელიდან არ გაუშვა-მეთქი. ეს ის ადამიანია, ვისთანაც მინდა, რომ მთელი ცხოვრება გაატაროს.

- ახალგაზრდები თქვენთან აპირებენ ცხოვრებას?

ზურა: ჯერჯერობით ერთად ვცხოვრობთ. მათ აქვთ ბინა, სადაც ბუნებრივი აირია შესაყვანი და, როგორც კი ეს მოწესრიგდება, ცალკე გადავლენ. ჩვენს სახლში ქეთას და გიორგის თავიანთი კუთხე აქვთ და არანაირ დისკომფორტს ვუქმნით. სამომავლოდ ცალკე ცხოვრება ურჩევნიათ, რასაც მივესალმები.

- იმ ბინაში ხომ არ იცხოვრებენ პროექტში `ცეკვავენ ვარსკვლავები~ რომ მოიგეთ?

ზურა: არა, ის სახლი გავაქირავე, თანაც გადავწყვიტე, რომ ის ბინა გოგონას ვაჩუქო. 2 წლის წინ შევიძინე სახლი, სადაც გიო და ქეთა გადავლენ.

ლიკა კიკნაძე

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია