მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მშობლების ნაწილი პორნოგრაფიული საიტების დაბლოკვას მოითხოვს
 მშობლების ნაწილი პორნოგრაფიული საიტების დაბლოკვას მოითხოვს

მო­ქა­ლა­ქე­თა ჯგუ­ფი პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ი­ტე­ბის დაბ­ლოკ­ვას მო­ი­თხოვს. მათ გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს კან­ცე­ლა­რი­ა­ში შე­ი­ტა­ნეს. მათი გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი არც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ან რა­ი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წევ­რე­ბი არ არი­ან. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი მო­ი­თხოვს, "და­იბ­ლო­კოს პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ი­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდ ზი­ანს აყე­ნებს მო­ზარ­დის ფსი­ქო­ლო­გი­ას".

"ჩვენ წარ­მო­ვად­გენთ მო­ქა­ლა­ქე­ებს, მშობ­ლებს. ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვაა, რომ თხოვ­ნით მივ­მარ­თოთ სა­პატ­რი­არ­ქოს, რათა გვი­შუ­ამ­დგომ­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ი­ტე­ბი, ვებგ­ვერ­დე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი არ იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის­თვის, ვი­ნა­ი­დან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და პატ­რი­არ­ქი ერის ზნე­ო­ბი­სა და სუ­ლი­ე­რე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე დგა­ნან. მგო­ნია, რომ მათ ექ­ნე­ბათ ძალა და ბერ­კე­ტე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად შე­თან­ხმდნენ და მო­ი­ფიქ­რონ რა­ი­მე, რათა პრობ­ლე­მა ცო­ტა­თი მა­ინც მო­იხ­სნას", - გა­ნა­ცხა­და მი­მარ­თვის ერთ-ერ­თმა ავ­ტორ­მა მაკო გო­მარ­თელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

მშობლების ნაწილი პორნოგრაფიული საიტების დაბლოკვას მოითხოვს

 მშობლების ნაწილი პორნოგრაფიული საიტების დაბლოკვას მოითხოვს

მოქალაქეთა ჯგუფი პორნოგრაფიული საიტების დაბლოკვას მოითხოვს. მათ განცხადება საქართველოს საპატრიარქოს კანცელარიაში შეიტანეს. მათი განცხადებით, ისინი არც ერთი პოლიტიკური ან რაიმე ორგანიზაციის გაერთიანების წევრები არ არიან. მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი მოითხოვს, "დაიბლოკოს პორნოგრაფიული საიტები, რომლებიც დიდ ზიანს აყენებს მოზარდის ფსიქოლოგიას".

"ჩვენ წარმოვადგენთ მოქალაქეებს, მშობლებს. ჩვენი ინიციატივაა, რომ თხოვნით მივმართოთ საპატრიარქოს, რათა გვიშუამდგომლოს ხელისუფლებასთან და პორნოგრაფიული საიტები, ვებგვერდები და ვიდეოები არ იყოს ხელმისაწვდომი არასრულწლოვნებისთვის, ვინაიდან სასულიერო პირები და პატრიარქი ერის ზნეობისა და სულიერების სადარაჯოზე დგანან. მგონია, რომ მათ ექნებათ ძალა და ბერკეტები ხელისუფლებასთან ერთად შეთანხმდნენ და მოიფიქრონ რაიმე, რათა პრობლემა ცოტათი მაინც მოიხსნას", - განაცხადა მიმართვის ერთ-ერთმა ავტორმა მაკო გომართელმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია