პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაჩუქეთ მე ეს ქალი" - რატომ დაუპირისპირდა ლავრენტი ბერია სანდრო ახმეტელს?
"მაჩუქეთ მე ეს ქალი" - რატომ დაუპირისპირდა ლავრენტი ბერია სანდრო ახმეტელს?

წლე­ბის წინ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზებ­ზე ჟურ­ნალ "გზას­თან" ცნო­ბი­ლი თე­ატრმ­ცოდ­ნე, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი, გუ­ბაზ მეგ­რე­ლი­ძეს სა­უბ­რობს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს სტა­ტი­ი­დან:

გუ­ბაზ მეგ­რე­ლი­ძე:

- რაც მეტი დრო გა­დის, მით უფრო იზ­რდე­ბა ინ­ტე­რე­სი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ. ამ ხნის მან­ძილ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ერ­თი ვერ­სია, ჭორი გავ­რცელ­და. ჩა­მო­ყა­ლიბ­და შე­ხე­დუ­ლე­ბა, თით­ქოს სან­დრო ახ­მე­ტე­ლის რეპ­რე­სი­რე­ბა აკა­კი ხო­რა­ვა­სა და აკა­კი ვა­სა­ძის ბრა­ლი იყო. ამ ვერ­სი­ას ახ­მე­ტე­ლის მე­უღ­ლე, თა­მარ წუ­ლუ­კი­ძე და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ავ­რცე­ლებ­დნენ. გამ­კი­თხა­ვიც არა­ვინ იყო, ვი­ნა­ი­დან "სუ­კის"არ­ქი­ვი მი­უწ­ვდო­მე­ლი გახ­ლდათ და დო­კუ­მენ­ტე­ბის გაც­ნო­ბა ვერ ხერ­ხდე­ბო­და. ბოლო 20 წლის მან­ძილ­ზე, ვი­თა­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. "სუ­კის"არ­ქი­ვის გახ­სნის შემ­დეგ, პირ­ველ­მა მო­ვა­ხერ­ხე, გავ­ცნო­ბო­დი "სან­დრო ახ­მე­ტე­ლის საქ­მეს"და სი­მარ­თლე და­მედ­გი­ნა.

...

- ამ კონ­ფლიქტს თა­ვი­სი წინა პი­რო­ბა ჰქონ­და. ხო­რა­ვა წერს, რომ ახ­მე­ტე­ლი­სა და წუ­ლუ­კი­ძის შე­უღ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვიდ­ნენ ახ­მე­ტე­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი, მაგ­რამ სა­შას თხოვ­ნის შემ­დეგ, - "მა­ჩუ­ქეთ მე ეს ქალი", იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, შეჰ­გუ­ე­ბოდ­ნენ ახ­მე­ტე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ამის შემ­დეგ, წუ­ლუ­კი­ძე ცდი­ლობ­და, ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ე­ფუ­ჭე­ბი­ნა ახ­მე­ტელ­სა და ხო­რა­ვას შო­რის. მან ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობ­თა ჯგუ­ფი შე­მო­იკ­რი­ბა და ცდი­ლობ­და, მე­უღ­ლე და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა, რომ ძი­რი­თა­დი მუ­შა­ო­ბა მათ­თან წა­რე­მარ­თა. ვი­თა­რე­ბა გამ­წვავ­და თე­ატ­რის 10 წლის სა­ი­უ­ბი­ლე­ო­დაც. აკა­კი ხო­რა­ვამ და აკა­კი ვა­სა­ძემ სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბე­ბი მი­ი­ღეს, წუ­ლუ­კი­ძე კი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტის წო­დე­ბის მი­ღე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო დარ­ჩა. ამა­ვე დროს, ახ­მე­ტელ­მა კრე­ბა მო­იწ­ვია, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­აკ­რი­ტი­კა თე­ატ­რი­სად­მი არა­საკ­მა­რი­სი ყუ­რა­დღე­ბის გამო, რომ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ აკა­კი ხო­რა­ვა გა­მო­ვი­და. ახ­მე­ტელს ისიც არ მოს­წონ­და, რომ წამ­ყვა­ნი მსა­ხი­ო­ბე­ბი­სად­მი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც ყუ­რა­დღე­ბას იჩენ­და. თე­ატ­რში შე­იქ­მნა ორი დაჯ­გუ­ფე­ბა და წუ­ლი­კი­ძის მომ­ხრე­ე­ბი სა­შას თით­ქოს, მისი ძვე­ლი მე­გობ­რე­ბის­გან (ხო­რა­ვა, ვა­სა­ძე, პა­ტა­რი­ძე, ტუს­კია, აღ­სა­ბა­ძე, გამ­რე­კე­ლი, აფხა­ი­ძე, სა­ღა­რა­ძე, ჯა­ფა­რი­ძე, ლა­ფა­ჩი, თუ­შიშ­ვი­ლი და სხვე­ბი) იცავ­დნენ, რის გა­მოც ინ­ტრი­გე­ბი ღრმავ­დე­ბო­და. ამ­დე­ნად, წუ­ლი­კი­ძემ მისი გა­რე­მოც­ვით მო­ა­ხერ­ხა, ერ­თგუ­ლი მე­გობ­რე­ბის­გან სა­შას იზო­ლი­რე­ბა.

ასეთ და­ძა­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში მო­უხ­და კო­ლექ­ტივს ბა­ქო­ში, სა­გას­ტრო­ლოდ გამ­გზავ­რე­ბა. ცხა­დია, "აფეთ­ქე­ბის­თვის"ნა­პერ­წკა­ლიც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და და ეს სა­ბე­დის­წე­რო დღე 22 ივ­ნისს, სპექ­ტაკლ "ლა­მა­რას"თა­მა­შის წინ დად­გა. სას­ტუმ­როს რეს­ტო­რან­ში ჩაის და­სა­ლე­ვად შე­სულ ხო­რა­ვას ძვე­ლი მე­გო­ბა­რი, ცნო­ბი­ლი სო­მე­ხი მსა­ხი­ო­ბი - აბე­ლი­ა­ნი დახ­ვდა და თა­ვის მა­გი­დას­თან მი­იწ­ვია. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"მაჩუქეთ მე ეს ქალი" - რატომ დაუპირისპირდა ლავრენტი ბერია სანდრო ახმეტელს?

"მაჩუქეთ მე ეს ქალი" - რატომ დაუპირისპირდა ლავრენტი ბერია სანდრო ახმეტელს?

წლების წინ რუსთაველის თეატრში მომხდარი კონფლიქტის მიზეზებზე ჟურნალ "გზასთან" ცნობილი თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გუბაზ მეგრელიძეს საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

გუბაზ მეგრელიძე:

- რაც მეტი დრო გადის, მით უფრო იზრდება ინტერესი რუსთაველის თეატრში მომხდარი კონფლიქტის შესახებ. ამ ხნის მანძილზე საზოგადოებაში არაერთი ვერსია, ჭორი გავრცელდა. ჩამოყალიბდა შეხედულება, თითქოს სანდრო ახმეტელის რეპრესირება აკაკი ხორავასა და აკაკი ვასაძის ბრალი იყო. ამ ვერსიას ახმეტელის მეუღლე, თამარ წულუკიძე და მისი მხარდამჭერები ავრცელებდნენ. გამკითხავიც არავინ იყო, ვინაიდან "სუკის"არქივი მიუწვდომელი გახლდათ და დოკუმენტების გაცნობა ვერ ხერხდებოდა. ბოლო 20 წლის მანძილზე, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. "სუკის"არქივის გახსნის შემდეგ, პირველმა მოვახერხე, გავცნობოდი "სანდრო ახმეტელის საქმეს"და სიმართლე დამედგინა.

...

- ამ კონფლიქტს თავისი წინა პირობა ჰქონდა. ხორავა წერს, რომ ახმეტელისა და წულუკიძის შეუღლების წინააღმდეგ წავიდნენ ახმეტელის უახლოესი მეგობრები, მაგრამ საშას თხოვნის შემდეგ, - "მაჩუქეთ მე ეს ქალი", იძულებული გახდნენ, შეჰგუებოდნენ ახმეტელის გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ, წულუკიძე ცდილობდა, ურთიერთობა გაეფუჭებინა ახმეტელსა და ხორავას შორის. მან ახალგაზრდა მსახიობთა ჯგუფი შემოიკრიბა და ცდილობდა, მეუღლე დაერწმუნებინა, რომ ძირითადი მუშაობა მათთან წარემართა. ვითარება გამწვავდა თეატრის 10 წლის საიუბილეოდაც. აკაკი ხორავამ და აკაკი ვასაძემ სახალხო არტისტის წოდებები მიიღეს, წულუკიძე კი დამსახურებული არტისტის წოდების მიღებით უკმაყოფილო დარჩა. ამავე დროს, ახმეტელმა კრება მოიწვია, სადაც ხელისუფლება გააკრიტიკა თეატრისადმი არასაკმარისი ყურადღების გამო, რომლის საწინააღმდეგოდ აკაკი ხორავა გამოვიდა. ახმეტელს ისიც არ მოსწონდა, რომ წამყვანი მსახიობებისადმი ხელისუფლებაც ყურადღებას იჩენდა. თეატრში შეიქმნა ორი დაჯგუფება და წულიკიძის მომხრეები საშას თითქოს, მისი ძველი მეგობრებისგან (ხორავა, ვასაძე, პატარიძე, ტუსკია, აღსაბაძე, გამრეკელი, აფხაიძე, საღარაძე, ჯაფარიძე, ლაფაჩი, თუშიშვილი და სხვები) იცავდნენ, რის გამოც ინტრიგები ღრმავდებოდა. ამდენად, წულიკიძემ მისი გარემოცვით მოახერხა, ერთგული მეგობრებისგან საშას იზოლირება.

ასეთ დაძაბულ ვითარებაში მოუხდა კოლექტივს ბაქოში, საგასტროლოდ გამგზავრება. ცხადია, "აფეთქებისთვის"ნაპერწკალიც საკმარისი იქნებოდა და ეს საბედისწერო დღე 22 ივნისს, სპექტაკლ "ლამარას"თამაშის წინ დადგა. სასტუმროს რესტორანში ჩაის დასალევად შესულ ხორავას ძველი მეგობარი, ცნობილი სომეხი მსახიობი - აბელიანი დახვდა და თავის მაგიდასთან მიიწვია. განაგრძეთ კითხვა

როგორ ვისარგებლოთ იპოთეკური სესხების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით?

იმერეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით საშუალო ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა

ვინ იყო ქუთაისში სასტიკად მოკლული 30 წლის ქალი