მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამოქალაქო ჟურნალისტიკის აღზევება
სამოქალაქო ჟურნალისტიკის აღზევება

სა­მო­ქა­ლა­ქო ჟურ­ნა­ლის­ტი­კა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით სულ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი და სა­ჭი­რო ხდე­ბა. სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის აღ­ზე­ვე­ბამ კი­დევ უფრო მო­თხოვ­ნა­დი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი გა­ხა­და ამ სფე­როს არ­სე­ბო­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტი­კა სა­მუ­და­მოდ შე­იც­ვა­ლა მას შემ­დეგ, რაც ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ, მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ინ­ტე­რაქ­ცი­ის, თა­ვი­ან­თი აზ­რის, პი­რა­დი ის­ტო­რი­ე­ბის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბის, ფო­ტო­ე­ბის და ვი­დე­ო­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის სწრა­ფი და მარ­ტი­ვი ხერ­ხი გა­მო­უჩ­ნდათ.

ამე­რი­კუ­ლი ტე­ლე­არ­ხმა CNN-მა სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნა და­ჯილ­დო­ე­ბა iReporters, რო­მე­ლიც უკვე მე­სა­მე წე­ლია ტარ­დე­ბა და წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­უ­კე­თე­სო სა­მო­ქა­ლა­ქო ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ნი­მუ­შებს და მათ ავ­ტო­რებს აჯილ­დო­ებს და მი­ა­გებს პა­ტივს. გა­მო­ცე­მა "ჰა­ფინგტონ პოს­ტი" რე­გუ­ლა­რუ­ლად აქ­ვეყ­ნებს სა­უ­კე­თე­სო სა­მო­ქა­ლა­ქო ჟურ­ნა­ლის­ტი­კის შე­დე­გებს და მათ ავ­ტო­რებს აც­ნობს მსოფ­ლი­ოს. წარ­მო­გიდ­გენთ გა­მო­ცე­მის მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ სა­უ­კე­თე­სო სა­მო­ქა­ლა­ქო ჟურ­ნა­ლის­ტი­კის 5 ნი­მუშს.

ჰუძო­ნის დას­ხდო­მა

კა­პი­ტან ჩეს­ლი სა­ლენ­ბერ­გის დრა­მა­ტუ­ლი დას­ხდო­მა ჰუძო­ნის მდი­ნა­რე­ზე 2009 წლის 15 იან­ვარს არა "ნიუ იორკ თა­იმსმა" ან "ვა­შინგტონ პოსტმა", არა­მედ ჩე­უ­ლებ­რივ­მა მო­ქა­ლა­ქემ გა­და­ი­ღო და გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­კუ­თარ "ტვი­ტე­რის" გვერ­დზე. ია­ნის კრამსმა სა­კუ­თა­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან დატ­ვი­ტა ფოტო, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენ­და სა­ლენ­ბერ­გის დას­ხდო­მის პირ­ველ ამ­სახ­ველ მა­სა­ლას და სწო­რედ ეს ფოტო ამ­შვე­ნებ­და ყვე­ლა პუბ­ლი­კა­ცი­ის გა­რე­კანს.

350.org

2009 წლის 24 ოქ­ტომ­ბერს 5 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა ნახ­შირ­ბა­დის რა­ო­დე­ნო­ბის ატ­მოს­ფე­რო­ში შემ­ცი­რე­ბის მო­თხოვ­ნით. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მო­ი­თხოვ­დნენ სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან აქ­ტი­ურ ქმე­დე­ბებს. აქ­ცია ონ­ლა­ინ და­ი­გეგ­მა და მისი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლა უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გა­ავ­რცე­ლეს, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მი­იქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა აქ­ცი­ამ მე­დი­ა­ში.

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა

გა­მო­ცე­მა "ჰა­ფინგტონ პოსტს" ჭირ­დე­ბო­და ადა­მი­ა­ნი, ვინც გა­ე­როს კლი­მა­ტის კონ­ფე­რენ­ცი­ას კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში გა­ა­შუ­ქებ­და. ამი­სათ­ვის მსურ­ვე­ლებს უნდა მო­ე­თხროთ სა­კუ­თა­რი ის­ტო­რია და აეტვირ­თათ "იუ­თუბ­ზე". გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი დე­ვიდ კრუდსმა გახ­და, რო­მე­ლიც კონ­ფე­რენ­ცი­ას და­ეს­წრო და რე­პორ­ტა­ჟის გა­კე­თე­ბის სა­ბა­ზი­სო დე­ტა­ლე­ბის შე­ი­მეც­ნა.

ირა­ნის აღ­ზე­ვე­ბა

რო­დე­საც მაჰ­მუდ აჰ­მა­დი­ნე­ჯად­მა ჰო­სე­ინ მუ­სავ­თან საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი მო­ი­გო, გან­რის­ხე­ბუ­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბი ქუ­ჩებ­ში გა­მო­ვიდ­ნენ. ტე­ლე­ფო­ნე­ბი ირა­ნე­ლებს და­უბ­ლო­კეს, ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მა კი შე­ი­ზღუ­და. სტუ­დენ­ტე­ბი ტვი­ტე­რის მეშ­ვე­ო­ბით აც­ნობ­დნენ მსოფ­ლი­ოს ირან­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. ეს იყო ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ჟურ­ნა­ლის­ტი­კის.

ოს­კარ გრან­ტის მკვლე­ლო­ბა

ნიუ იორკში პო­ლი­ცი­ის ოფი­ცერ­მა უია­რა­ღო ადა­მი­ა­ნი, ოს­კარ გრან­ტი მეტ­რო­ში მოკ­ლა. პო­ლი­ცი­ე­ლის გან­ცხა­დე­ბით, გრან­ტმა მას და­კა­ვე­ბი­სას გა­უ­წია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. ინ­ცი­დენ­ტის დროს მეტ­რო­ში მყოფ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა მო­ა­ხერ­ხეს მომ­ხდა­რის ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ღე­ბა და ეს მა­სა­ლა ყვე­ლა სა­ტე­ლე­ვი­ზიო და ონ­ლა­ინ მა­უ­წყებ­ლო­ბა­ზე გავ­რცელ­და, უდი­დე­სი პრო­ტეს­ტის ტალ­ღა გა­მო­იწ­ვია და პო­ლი­ცი­ის მო­რი­გი ბრუ­ტა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლი გა­ცხად­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

სამოქალაქო ჟურნალისტიკის აღზევება

სამოქალაქო ჟურნალისტიკის აღზევება

სამოქალაქო ჟურნალისტიკა მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო პოპულარული და საჭირო ხდება. სოციალური მედიის აღზევებამ კიდევ უფრო მოთხოვნადი და აუცილებელი გახადა ამ სფეროს არსებობა. ჟურნალისტიკა სამუდამოდ შეიცვალა მას შემდეგ, რაც ადამიანებს საშუალება მიეცათ, მედია ორგანიზაციებთან ინტერაქციის, თავიანთი აზრის, პირადი ისტორიების, მნიშვნელოვანი ამბების, ფოტოების და ვიდეოების გაზიარების სწრაფი და მარტივი ხერხი გამოუჩნდათ.

ამერიკული ტელეარხმა CNN-მა სპეციალურად შექმნა დაჯილდოება iReporters, რომელიც უკვე მესამე წელია ტარდება და წლის განმავლობაში საუკეთესო სამოქალაქო ჟურნალისტიკის ნიმუშებს და მათ ავტორებს აჯილდოებს და მიაგებს პატივს. გამოცემა ”ჰაფინგტონ პოსტი” რეგულარულად აქვეყნებს საუკეთესო სამოქალაქო ჟურნალისტიკის შედეგებს და მათ ავტორებს აცნობს მსოფლიოს. წარმოგიდგენთ გამოცემის მიერ დასახელებულ საუკეთესო სამოქალაქო ჟურნალისტიკის 5 ნიმუშს.

ჰუძონის დასხდომა

კაპიტან ჩესლი სალენბერგის დრამატული დასხდომა ჰუძონის მდინარეზე 2009 წლის 15 იანვარს არა ”ნიუ იორკ თაიმსმა” ან ”ვაშინგტონ პოსტმა”, არამედ ჩეულებრივმა მოქალაქემ გადაიღო და გამოაქვეყნა საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე. იანის კრამსმა საკუთარი ტელეფონიდან დატვიტა ფოტო, რომელიც წარმოადგენდა სალენბერგის დასხდომის პირველ ამსახველ მასალას და სწორედ ეს ფოტო ამშვენებდა ყველა პუბლიკაციის გარეკანს.

350.org

2009 წლის 24 ოქტომბერს 5 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა ნახშირბადის რაოდენობის ატმოსფეროში შემცირების მოთხოვნით. ორგანიზატორები მოითხოვდნენ სახელმწიფოს მხრიდან აქტიურ ქმედებებს. აქცია ონლაინ დაიგეგმა და მისი მიმდინარეობის ფოტო და ვიდეო მასალა უშუალოდ მონაწილეებმა გაავრცელეს, მხოლოდ ამის შემდეგ მიიქცია ყურადღება აქციამ მედიაში.

კლიმატის ცვლილება

გამოცემა ”ჰაფინგტონ პოსტს” ჭირდებოდა ადამიანი, ვინც გაეროს კლიმატის კონფერენციას კოპენჰაგენში გააშუქებდა. ამისათვის მსურველებს უნდა მოეთხროთ საკუთარი ისტორია და აეტვირთათ "იუთუბზე". გამარჯვებული დევიდ კრუდსმა გახდა, რომელიც კონფერენციას დაესწრო და რეპორტაჟის გაკეთების საბაზისო დეტალების შეიმეცნა.

ირანის აღზევება

როდესაც მაჰმუდ აჰმადინეჯადმა ჰოსეინ მუსავთან საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, განრისხებული ამომრჩევლები ქუჩებში გამოვიდნენ. ტელეფონები ირანელებს დაუბლოკეს, ინტერნეტთან  წვდომა კი შეიზღუდა. სტუდენტები ტვიტერის მეშვეობით აცნობდნენ მსოფლიოს ირანში მიმდინარე მოვლენებს. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში სამოქალაქო ჟურნალისტიკის.

ოსკარ გრანტის მკვლელობა

ნიუ იორკში პოლიციის ოფიცერმა უიარაღო ადამიანი, ოსკარ გრანტი მეტროში მოკლა. პოლიციელის განცხადებით, გრანტმა მას დაკავებისას გაუწია წინააღმდეგობა. ინციდენტის დროს მეტროში მყოფმა ადამიანებმა მოახერხეს მომხდარის ტელეფონით გადაღება და ეს მასალა ყველა სატელევიზიო და ონლაინ მაუწყებლობაზე გავრცელდა, უდიდესი პროტესტის ტალღა გამოიწვია და პოლიციის მორიგი ბრუტალური დანაშაული გაცხადდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს