სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავტობანი თავიდან ბოლომდე ფასიანი უნდა ყოფილიყო" - ნოდარ ჯავახიშვილი
 "ავტობანი თავიდან ბოლომდე ფასიანი უნდა ყოფილიყო" - ნოდარ ჯავახიშვილი

"ჩვენ არ ვართ ის სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ჩი­ნეთს, ყა­ზა­ხეთს, უზ­ბე­კეთს, აზერ­ბა­ი­ჯანს, სომ­ხეთს თუ სხვებს ვუ­კე­თოთ უნი­კა­ლუ­რი გზე­ბი, მათ უნდა იხა­დონ ამ გზით სარ­გებ­ლო­ბის­თვის" - ამის შე­სა­ხებ რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, რა ეტაპ­ზეა ჩქა­როს­ნუ­ლი ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის რი­კო­თი-არ­გვე­თის მო­ნაკ­ვე­თის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტი, ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პირ­ველ მო­ნაკ­ვეთ­ზე დე­ტა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნის პრო­ექ­ტის­თვის ტენ­დე­რი უკვე გა­მო­ცხად­დე­ბა, ხოლო მა­ი­სის ბო­ლომ­დე ტენ­დერე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­ო­რე, მე­სა­მე და მე­ო­თხე მო­ნაკ­ვე­თებ­ზეც მოხ­დე­ბა.

მი­ნის­ტრი იმე­დოვ­ნებს, რომ მო­მა­ვა­ლი წლის და­სა­წყის­ში სრულ­ყო­ფი­ლი პრო­ექ­ტი მზად იქ­ნე­ბა და თი­თო­ე­ულ ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი გა­მოვ­ლინ­დე­ბი­ან.

"იმე­დია, რომ მო­მა­ვა­ლი წლის და­სა­წყის­ში გვექ­ნე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი პრო­ექ­ტი და გა­მო­ვავ­ლენთ გა­მარ­ჯვე­ბულ სამ­შე­ნებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს თი­თო­ე­ულ ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე, რომ­ლე­ბიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ მშე­ნებ­ლო­ბას. 2020 წლამ­დე ჩვენ არა მარ­ტო რი­კო­თის გვი­რა­ბი, არა­მედ მთლი­ა­ნად E-60, E-70 ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლი უნდა და­ვამ­თავ­როთ. რაც შე­ე­ხე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­ვას, ესეც პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩუ­მა­თე­ლე­თი­დან ხა­რა­გა­ულ­ზე და ზეს­ტა­ფონ­ში იქ­ნე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზა და დიდი ალ­ბა­თო­ბით, ამას მო­მა­ვა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­და­წყვეტს 3,5 წე­ლი­წა­დის მერე, თუ რა პი­რო­ბე­ბით იქ­ნე­ბა და იქ­ნე­ბა თუ არა ეს ფა­სი­ა­ნი", - გა­ნა­ცხა­და ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.

რო­გორც ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მისი, რო­გორც დღეს მოქ­მე­დი მი­ნის­ტრის აზ­რია, რომ ეს გზა აუ­ცი­ლებ­ლად ფა­სი­ა­ნი უნდა იყოს. "მე თუ მე­კი­თხე­ბით, რო­გორც დღეს მოქ­მედ მი­ნისტრს, გე­ტყვით, რომ ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს ფა­სი­ა­ნი და უფრო მეტ­საც გე­ტყვით, სა­ერ­თოდ ეს ავ­ტო­ბა­ნი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე უნდა ყო­ფი­ლი­ყო ფა­სი­ა­ნი და ეს ნუ აში­ნებს ქარ­თვე­ლებს, რად­გან ჩვენ აბ­რე­შუ­მის გზის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი ვართ. ამ ავ­ტო­ბა­ნით დიდ ნა­წილ­ში არა­ქარ­თვე­ლებ­მა უნდა ისარ­გებ­ლონ. ჩვენ არ ვართ ის სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ჩი­ნეთს, ყა­ზა­ხეთს, უზ­ბე­კეთს, აზერ­ბა­ი­ჯანს, სომ­ხეთს და სხვა­დას­ხვას ვუ­კე­თოთ უნი­კა­ლუ­რი გზე­ბი. მათ უნდა იხა­დონ ამ გზით სარ­გებ­ლო­ბის­თვის და უზარ­მა­ზა­რი ვა­ლის და­ფარ­ვის ერთ-ერთი წყა­რო, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს დარ­ჩე­ბა ამ გზი­დან, ესეც უნდა იყოს", - გა­ნა­ცხა­და ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"ავტობანი თავიდან ბოლომდე ფასიანი უნდა ყოფილიყო" - ნოდარ ჯავახიშვილი

 "ავტობანი თავიდან ბოლომდე ფასიანი უნდა ყოფილიყო" - ნოდარ ჯავახიშვილი

"ჩვენ არ ვართ ის სახელმწიფო, რომელმაც შეიძლება ჩინეთს, ყაზახეთს, უზბეკეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს თუ სხვებს ვუკეთოთ უნიკალური გზები, მათ უნდა იხადონ ამ გზით სარგებლობისთვის" - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, რა ეტაპზეა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთი-არგვეთის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი, ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ პირველ მონაკვეთზე დეტალური დიზაინის პროექტისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდება, ხოლო მაისის ბოლომდე ტენდერების გამოცხადება, სავარაუდოდ, მეორე, მესამე და მეოთხე მონაკვეთებზეც მოხდება.

მინისტრი იმედოვნებს, რომ მომავალი წლის დასაწყისში სრულყოფილი პროექტი მზად იქნება და თითოეულ ამ მონაკვეთზე გამარჯვებული სამშენებლო ორგანიზაციები გამოვლინდებიან.

"იმედია, რომ მომავალი წლის დასაწყისში გვექნება სრულყოფილი პროექტი და გამოვავლენთ გამარჯვებულ სამშენებლო ორგანიზაციებს თითოეულ ამ მონაკვეთზე, რომლებიც განახორციელებენ მშენებლობას. 2020 წლამდე ჩვენ არა მარტო რიკოთის გვირაბი, არამედ მთლიანად E-60, E-70 ავტომაგისტრალი უნდა დავამთავროთ. რაც შეეხება ალტერნატივას, ესეც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩუმათელეთიდან ხარაგაულზე და ზესტაფონში იქნება ალტერნატიული გზა და დიდი ალბათობით, ამას მომავალი ხელისუფლება გადაწყვეტს 3,5 წელიწადის მერე, თუ რა პირობებით იქნება და იქნება თუ არა ეს ფასიანი", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

როგორც ჯავახიშვილმა აღნიშნა, მისი, როგორც დღეს მოქმედი მინისტრის აზრია, რომ ეს გზა აუცილებლად ფასიანი უნდა იყოს. "მე თუ მეკითხებით, როგორც დღეს მოქმედ მინისტრს, გეტყვით, რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს ფასიანი და უფრო მეტსაც გეტყვით, საერთოდ ეს ავტობანი თავიდან ბოლომდე უნდა ყოფილიყო ფასიანი და ეს ნუ აშინებს ქართველებს, რადგან ჩვენ აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი ვართ. ამ ავტობანით დიდ ნაწილში არაქართველებმა უნდა ისარგებლონ. ჩვენ არ ვართ ის სახელმწიფო, რომელმაც შეიძლება ჩინეთს, ყაზახეთს, უზბეკეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს და სხვადასხვას ვუკეთოთ უნიკალური გზები. მათ უნდა იხადონ ამ გზით სარგებლობისთვის და უზარმაზარი ვალის დაფარვის ერთ-ერთი წყარო, რომელიც სახელმწიფოს დარჩება ამ გზიდან, ესეც უნდა იყოს", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."