პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”აჭარის დღე” ასტანასა და ვილნიუსში გაიმართება
”აჭარის დღე” ასტანასა და ვილნიუსში გაიმართება

ვარ­შა­ვი­სა და მინ­სკის შემ­დეგ, აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა "აჭა­რის დღეს" ვარ­შა­ვა­ში უმას­პინ­ძლა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან აც­ნო­ბეს, არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ მი­ღე­ბა­ზე ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის, სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და ღვი­ნის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბას პო­ლო­ნუ­რი მე­დი­ის, ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის 100-მდე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ეს­წრე­ბო­და.

დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ღა­მოს მსვლე­ლო­ბი­სას სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი და­ე­გე­მოვ­ნე­ბი­ნათ და თვი­თო­ნაც მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი­სა და ხინ­კლის კუ­ლი­ნა­რი­ულ მას­ტერკლას­ში. ასე­ვე გას­ცნო­ბოდ­ნენ ქარ­თულ, ხალ­ხურ სიმ­ღე­რებ­სა და ცეკ­ვებს, რომ­ლე­ბიც მი­ღე­ბა­ზე წი­ნან­დლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ატ­მა, ქე­დის ფოლკ­ლო­რულ­მა გუნ­დმა "ელე­სა" და ან­სამ­ბლმა "და­ი­სი" წა­რად­გი­ნეს. სა­ღა­მოს მსვლე­ლო­ბი­სას წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფო­ტოპ­რე­ზენ­ტა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით, სტუმ­რე­ბი აჭა­რის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც ღე­ბუ­ლობ­დნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

"აჭა­რის დღე­ებს სა­მიზ­ნე ქვეყ­ნებ­ში წელს პირ­ვე­ლად ვმარ­თავთ. ჩვე­ნი მი­ზა­ნია სა­მიზ­ნე აუ­დო­ტო­რი­ას ვაჩ­ვე­ნოთ თუ რა დახ­ვდე­ბათ აჭა­რა­ში ჩა­მოს­ვლი­სას, რო­გო­რია ჩვე­ნი სამ­ზა­რე­უ­ლო, ფოლკ­ლო­რი და ღვი­ნო. ჩვენ უკვე ვუ­მას­პინ­ძლეთ სამ სა­ღა­მოს თელ-ავივ­ში, მინ­სკსა და ვარ­შა­ვა­ში და უკვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ აჭა­რის დღე­ებს ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და ტურ ოპე­რა­ტო­რებ­ში ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. და­ი­ბეჭ­და და მომ­ზად­და არა­ერ­თი მა­სა­ლა აჭა­რი­სა და მისი ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­სა­ხებ ონ­ლა­ინ, ბეჭ­დურ მე­დი­ა­სა და ტე­ლე­სივ­რცე­ში. ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი კი, აქ­ტი­უ­რად იწყე­ბენ აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი პა­კე­ტე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა­სა და ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის­თვის მზა­დე­ბას", - გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვარ­შა­ვის შემ­დეგ "აჭა­რის დღე­ებს" აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი დღეს ას­ტა­ნა­ში და 29 მა­ისს ვილ­ნი­უს­ში გა­მარ­თავს, რაც კი­დევ უფრო ხელს შე­უ­წყობს რე­გი­ო­ნის ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდას სა­მიზ­ნე ქვეყ­ნებ­ში.

"აჭა­რის დღე­ე­ბი" სა­მიზ­ნე ქვეყ­ნებ­ში აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით ტარ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

”აჭარის დღე” ასტანასა და ვილნიუსში გაიმართება

”აჭარის დღე” ასტანასა და ვილნიუსში გაიმართება

ვარშავისა და მინსკის შემდეგ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა "აჭარის დღეს" ვარშავაში უმასპინძლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, არაოფიციალურ მიღებაზე ქართული ფოლკლორის, სამზარეულოსა და ღვინის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას პოლონური მედიის, ტურისტული სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის 100-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, საღამოს მსვლელობისას სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ტრადიციული ქართული კერძები დაეგემოვნებინათ და თვითონაც მიეღოთ მონაწილეობა აჭარული ხაჭაპურისა და ხინკლის კულინარიულ მასტერკლასში. ასევე გასცნობოდნენ ქართულ, ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს, რომლებიც მიღებაზე წინანდლის პრემიის ლაურეატმა, ქედის ფოლკლორულმა გუნდმა "ელესა" და ანსამბლმა "დაისი" წარადგინეს. საღამოს მსვლელობისას წარმოდგენილი ფოტოპრეზენტაციის მეშვეობით, სტუმრები აჭარის ღირსშესანიშნაობებისა და კულტურული ძეგლების შესახებაც ღებულობდნენ ინფორმაციას.

"აჭარის დღეებს სამიზნე ქვეყნებში წელს პირველად ვმართავთ. ჩვენი მიზანია სამიზნე აუდოტორიას ვაჩვენოთ თუ რა დახვდებათ აჭარაში ჩამოსვლისას, როგორია ჩვენი სამზარეულო, ფოლკლორი და ღვინო. ჩვენ უკვე ვუმასპინძლეთ სამ საღამოს თელ-ავივში, მინსკსა და ვარშავაში და უკვე შეიძლება ითქვას, რომ აჭარის დღეებს ჟურნალისტებსა და ტურ ოპერატორებში ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. დაიბეჭდა და მომზადდა არაერთი მასალა აჭარისა და მისი ტურისტული პოტენციალის შესახებ ონლაინ, ბეჭდურ მედიასა და ტელესივრცეში. ტურისტული სააგენტოები კი, აქტიურად იწყებენ აჭარის ტურისტული პაკეტების დამუშავებასა და ტურისტული სეზონისთვის მზადებას", - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ვარშავის შემდეგ "აჭარის დღეებს" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი დღეს ასტანაში და 29 მაისს ვილნიუსში გამართავს, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს რეგიონის ცნობადობის გაზრდას სამიზნე ქვეყნებში.

"აჭარის დღეები" სამიზნე ქვეყნებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი