სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თანამედროვე "სტუმარ-მასპინძელი" - როგორ გარდაისახა ანდრია გველესიანი ზვიადაურად "ცეკვავენ ვარსკვლავებში" სექსუალური ცეკვის შემდეგ
თანამედროვე "სტუმარ-მასპინძელი" - როგორ გარდაისახა ანდრია გველესიანი ზვიადაურად "ცეკვავენ ვარსკვლავებში" სექსუალური ცეკვის შემდეგ

სან­დრო ახ­მე­ტე­ლის სა­ხე­ლო­ბის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რში საპ­რე­მი­ე­რო დღე­ე­ბია. რე­ჟი­სორ­მა ირაკ­ლი გო­გი­ამ ქარ­თვე­ლი კლა­სი­კო­სი მწერ­ლის, ვაჟა-ფშა­ვე­ლას უკ­ვდა­ვი ნა­წარ­მო­ე­ბის "სტუ­მარ-მას­პინ­ძლის" ახ­ლე­ბუ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია წარ­მო­ად­გი­ნა, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ მო­ტი­ვებ­ზეა აგე­ბუ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე თე­ატ­რა­ლუ­რი ფორ­მე­ბით გა­აზ­რე­ბუ­ლი.

წარ­მოდ­გე­ნა წარ­მო­ა­ჩენს ქარ­თულ ცნო­ბი­ე­რე­ბას, მენ­ტა­ლო­ბას, ტრა­დი­ცი­ებს, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა­სა და ფოლკ­ლორს. ნა­მუ­შე­ვა­რი მუ­სი­კა­ლუ­რად ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი მუ­სი­კის მო­ტი­ვე­ბი­თაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი, მსა­ხი­ო­ბე­ბი ცო­ცხლად ას­რუ­ლე­ბენ და უკ­რა­ვენ საკ­რა­ვებ­ზე. მათ ქალ­თა ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლი "ქალ­დე­აც" ეხ­მა­რე­ბა (სპექ­ტაკ­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი ზვი­ად ბე­რი­აშ­ვი­ლია).

რე­ჟი­სორ­მა სპექ­ტაკლში ქორო შე­მო­იყ­ვა­ნა, რაც დად­გმას, რო­გორც ვი­ზუ­ა­ლურ, ასე­ვე ეს­თე­ტი­კუ­რად ან­ტი­კუ­რი თე­ატ­რის სა­თა­ვე­ებ­თან აახ­ლო­ვებს. სპექ­ტაკ­ლი ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის და­მა­არ­სე­ბელს, რე­ჟი­სორ ლერი პაქ­საშ­ვი­ლის ხსოვ­ნას ეძღვნე­ბა. 1981 წელს ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რი სწო­რედ ლერი პაქ­საშ­ვი­ლის მიერ "სტუ­მარ-მას­პინ­ძლის" მი­ხედ­ვით დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლით "მთა­ნი მა­ღალ­ნი" გა­იხ­სნა.

თა­ნა­მედ­რო­ვე "სტუ­მარ-მას­პინ­ძელ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი, გი­ორ­გი ცხა­და­ძე, გიგი მიგ­რი­ა­უ­ლი, თინა გვა­ზა­ვა, გვან­ცა კან­დე­ლა­კი, ნინო არე­ში­ძე, თაკო ფრი­დო­ნაშ­ვი­ლი.

სპექ­ტაკ­ლი შედ­გა, - მა­ყუ­რე­ბელ­მა თა­ნა­მედ­რო­ვე ზვი­ა­და­უ­რი და ჯო­ყო­ლა მი­ი­ღო და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა...

ირაკ­ლი გო­გია, რე­ჟი­სო­რი:

- ჩა­ნა­ფიქ­რი გვქონ­და, რომ გაგ­ვე­ცო­ცხლე­ბი­ნა რი­ტუ­ა­ლე­ბი და არა ტრა­ფა­რე­ტუ­ლი, პა­ჭი­ჭებ-ნა­ქარ­გე­ბი­ა­ნი ხევ­სუ­რე­ბი, რაც უკვე გვი­ან­დელ ხა­ნას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. ამი­ტომ, აქ­ცენ­ტი არ­ქა­ულ პე­რი­ოდ­ზე გა­ვა­კე­თეთ: თუ ვამ­ბობთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი 2 სა­უ­კუ­ნის წინ მოხ­და, მა­შინ პა­ტა­რა ის­ტო­რი­ას ვა­ღი­ა­რებთ, მაგ­რამ თუ ვამ­ბობთ იმას, რომ მწე­რალ­მა აღ­წე­რა ის ფი­ლო­სო­ფია, რო­მე­ლიც იყო, თუნ­დაც გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბამ­დე პე­რი­ოდ­ში, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი ხდე­ბა.

თვით­მი­ზა­ნი გახ­ლდათ, ხაზი არ გაგ­ვეს­ვა რე­ლი­გი­ის­თვის. ჩვენს ნა­მუ­შე­ვარ­ში მთა­ვა­რია, თვი­სე­ბე­ბი, რო­მელ­ზეც დღემ­დე ერის მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა დგას, ერი ჯერ კი­დევ აზ­როვ­ნებს და იმე­დი მაქვს, იაზ­როვ­ნებს რო­მე­ლი კა­ნო­ნი და სა­ფარ­ვე­ლიც არ უნდა მო­ახ­ვი­ონ მას, რად­გა­ნაც აწყო­ბი­ლია სო­ცი­ა­ლის­ტურ, გა­ყო­ფის ფი­ლო­სო­ფი­ა­ზე, უფრო მა­ღალ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე, ვიდ­რე კა­პი­ტა­ლიზ­მი და ბურ­ჟუ­ა­ზი­აა.

- პირ­ვე­ლად დად­გით ვაჟა-ფშა­ვე­ლას ნა­მუ­შე­ვა­რი?

- ჩემი პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა იყო ვა­ჟას­თან და სა­თუ­თად შე­ვე­ხეთ. მო­წო­დე­ბა არ გა­მო­მი­ვი­დეს და კარ­გია, თუ ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი ქარ­თულ დრა­მა­ტურ­გი­ა­სა და მწერ­ლო­ბა­ზე გა­და­ერ­თვე­ბა. რო­გორც ძრო­ხას არ აქვს დად­გმუ­ლი უნა­გი­რი, ისე არ მო­იხ­ვევს ერი ფსევ­დო­ევ­რო­პუ­ლო­ბას, რად­გა­ნაც ევ­რო­პუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა გო­ე­თე­სა და ლე­სინ­გის აზ­როვ­ნე­ბაა. ხოლო ის, რაც ჩვენ შე­მოგ­ვაქვს, რო­გორც ჩემი პე­და­გო­გი მე­დეა კუ­ჭუ­ხი­ძე იტყო­და, ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის კა­ნა­ლი­ზა­ცია გახ­ლავთ. დიახ, ონ­კა­ნე­ბი 25 წლის წინ აგ­ვე­რია და სა­ქარ­თვე­ლო­ში, დიდი რუ­დუ­ნე­ბით, ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის კა­ნა­ლი­ზა­ცია შე­მოგ­ვაქვს.

- მსა­ხი­ო­ბებ­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­ი­გეს თქვე­ნი ჩა­ნა­ფიქ­რი და უპ­რობ­ლე­მოდ წა­მოგ­ყვნენ?

- ის ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბე­ბი, ძველ თა­ო­ბას­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც ჩვენს თე­ატ­რში არი­ან, სა­უ­კე­თე­სო­ნი არი­ან.

ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი, ზვი­ა­და­უ­რის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი:

- პი­რა­დად ჩემ­თვის ურ­თუ­ლე­სი როლი იყო, რად­გა­ნაც ზო­გა­დად უდი­დე­სი პი­როვ­ნე­ბაა ზვი­ა­და­უ­რი და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ წი­ლად მხვდა ეს დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა და მი­სია, შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა ეს როლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მქონ­და ბევ­რი სათ­ქმე­ლი დღე­ის­თვის, ამ როლ­მა ამა­ში ხელი შე­მი­წყო. იმე­დია, ყვე­ლა მიხ­ვდა დად­გმი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის სათ­ქმელს იმ სა­გან­ძუ­რის მი­ხედ­ვით, რაც ვაჟა-ფშა­ვე­ლამ დაგ­ვი­ტო­ვა. ვფიქ­რობ, რომ ბედ­ნი­ე­რია ერი, რო­მელ­საც ეს სიმ­დიდ­რე და სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, სპექ­ტაკ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბა ამა­ზე ავა­წყოთ.

- იმის პა­რა­ლე­ლუ­რად, რომ ამ სპექ­ტაკლზე მუ­შა­ობ­დი და პრე­მი­ე­რის­თვის ინ­ტენ­სი­უ­რად ემ­ზა­დე­ბო­დი, ასე­ვე ჩარ­თუ­ლი ხარ არა­ნაკ­ლებ რთულ პრო­ექ­ტში - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი"... რო­გორ ანა­წი­ლებ ძა­ლებს? მით უფრო, რომ რო­გორც აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, მა­ყუ­რე­ბელს შენი ნა­მუ­შე­ვა­რი მო­ე­წო­ნა.

- ერ­თდრო­უ­ლად რთუ­ლია რამ­დე­ნი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მის გა­კე­თე­ბა, მით უფრო, რომ ხელს რა­საც ვკი­დებ, შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუმს ვდებ ხოლ­მე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ღამე მძი­ნავს თუ არა, ვის­ვე­ნებ თუ არა. თან, ისე და­ემ­თხვა, რომ ჯამ­რთე­ლო­ბის მხრივ ბოლო პე­რი­ო­დი ცუ­და­დაც ვი­ყა­ვი, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ალ­ბათ შევ­ძე­ლი, იმე­დი მაქვს, რომ სწო­რად გა­და­ვა­ნა­წი­ლე ორი­ვე მხა­რეს ძა­ლე­ბი და ენერ­გია.

- პრო­ექ­ტში რა მო­ლო­დი­ნი გაქვს?

- ისე, ამ დღე­ებ­ში იქი­თა მხა­რეს ოდ­ნავ კი შე­ე­ტყო ჩემი და­ძა­ბუ­ლი რე­ჟი­მი, საპ­რე­მი­ე­რო სამ­ზა­დი­სი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ პრო­ექ­ტშიც ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსა­ხი­ო­ბი ვარ და ცეკ­ვა მა­ინ­ცდა­მა­ინც ჩემი სფე­რო არ არის, რა­ტო­მაც არა, იქაც მაქ­სი­მა­ლუ­რად ვდებ ენერ­გი­ას და ვიბ­რძო­ლებ.

გიგი მიგ­რი­ა­უ­ლი, მუ­სას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი:

- სპექ­ტაკლში რამ­დე­ნი­მე როლი მაქვს, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად ვარ მუსა, ხე­ვის­ბე­რი, ქის­ტე­ბის ყვე­ლა ტრა­დი­ცი­ის მინ­დე­ვა­რი, სა­სუ­ლი­ე­რო პირი, დამ­ცვე­ლი, თუმ­ცა ვარ ქის­ტი ბი­ჭიც, როცა ბრძო­ლის­გან გა­პარ­ტა­ხე­ბულ, დან­გრე­ულ სო­ფელ­ში ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ ისევ ახა­ლი სი­ცო­ცხლე იწყე­ბა... ცოტა რთუ­ლი იყო ამ სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ სცე­ნა­ზე რო­მე­ო­საც ვთა­მა­შობ და სხვა მთა­ვა­რი რო­ლიც მაქვს, ეს პერ­სო­ნა­ჟი ჩემ­თან არა­ნა­ი­რად არ არის ახ­ლოს. ამი­ტომ დიდი გა­მოწ­ვე­ვა იყო, მე­ში­ნო­და კი­დეც და მაგ­რამ ირაკ­ლი გო­გია და­მეხ­მა­რა.

ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით ეს გე­ნი­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი, უმ­რავ­ლე­სო­ბამ მთა­ვა­რი და სა­კულ­ტო ფრა­ზე­ბი ზე­პი­რა­დაც, მაგ­რამ რო­დე­საც ნა­წარ­მო­ებ­ში ქექ­ვა და­ვი­წყეთ, რა­ღა­ცე­ბი სხვა­ნა­ი­რად აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. ვა­ჟას პო­ე­მი­დან ჩვე­ნე­ბუ­რად, ჩვე­ნი წარ­მო­სახ­ვით, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას დავ­სვით მძი­მე და აქ­ცენ­ტი. ამი­ტო­მაც გა­მო­ვი­და შე­და­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა. ეს არ არის მა­ინ­ცდა­მა­ინც ქის­ტებ­სა და ხევ­სუ­რებს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა, არა­მედ სპექ­ტაკ­ლი ადა­მი­ა­ნებ­ზეა. ჯო­ყო­ლა პი­როვ­ნე­ბაა, რო­მე­ლიც სულ შემ­თხვე­ვით და უნებ­ლი­ედ აღ­მოჩ­და იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ასე­ვე მისი მე­უღ­ლე, აღა­ზაც, - უპატ­რო­ნოდ დარ­ჩე­ნი­ლი ცხე­და­რი გა­ა­პა­ტი­ოს­ნა...

- სა­ერ­თოდ, ყვე­ლა პერ­სო­ნაჟს აქვს გა­მარ­თლე­ბა...

- კი და ჩემს შემ­თხვე­ვა­შიც, მუსა, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­ე­ბის მიმ­დე­ვა­რია, სუ­ლი­ე­რი წი­ნამ­ძღო­ლი, ვერ და­უშ­ვებ­და პრე­ცე­დენტს, რო­გო­რიც შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო. ყვე­ლას გა­სა­კე­თე­ბე­ლი თვი­თონ გა­ა­კე­თა... შემ­დეგ კი უკვე იწყე­ბა ახა­ლი სი­ცო­ცხლე...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

kitxva
0

და კაცის სექსუალური ცეკვა რას ნიშნავს, ან როგორ წარმოგიდგენია სტატიის პატივცემულო ავტორო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

თანამედროვე "სტუმარ-მასპინძელი" - როგორ გარდაისახა ანდრია გველესიანი ზვიადაურად "ცეკვავენ ვარსკვლავებში" სექსუალური ცეკვის შემდეგ

თანამედროვე "სტუმარ-მასპინძელი" - როგორ გარდაისახა ანდრია გველესიანი ზვიადაურად "ცეკვავენ ვარსკვლავებში" სექსუალური ცეკვის შემდეგ

სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრში საპრემიერო დღეებია. რეჟისორმა ირაკლი გოგიამ ქართველი კლასიკოსი მწერლის, ვაჟა-ფშაველას უკვდავი ნაწარმოების "სტუმარ-მასპინძლის" ახლებური ინტერპრეტაცია წარმოადგინა, რომელიც ეროვნულ მოტივებზეა აგებული და თანამედროვე თეატრალური ფორმებით გააზრებული.

წარმოდგენა წარმოაჩენს ქართულ ცნობიერებას, მენტალობას, ტრადიციებს, მსოფლმხედველობასა და ფოლკლორს. ნამუშევარი მუსიკალურად ქართული ტრადიციული მუსიკის მოტივებითაა გაფორმებული, მსახიობები ცოცხლად ასრულებენ და უკრავენ საკრავებზე. მათ ქალთა ფოლკლორული ანსამბლი "ქალდეაც" ეხმარება (სპექტაკლის მუსიკალური ხელმძღვანელი ზვიად ბერიაშვილია).

რეჟისორმა სპექტაკლში ქორო შემოიყვანა, რაც დადგმას, როგორც ვიზუალურ, ასევე ესთეტიკურად ანტიკური თეატრის სათავეებთან აახლოვებს. სპექტაკლი ახმეტელის თეატრის დამაარსებელს, რეჟისორ ლერი პაქსაშვილის ხსოვნას ეძღვნება. 1981 წელს ახმეტელის თეატრი სწორედ ლერი პაქსაშვილის მიერ "სტუმარ-მასპინძლის" მიხედვით დადგმული სპექტაკლით "მთანი მაღალნი" გაიხსნა.

თანამედროვე "სტუმარ-მასპინძელში" მონაწილეობენ: ანდრია გველესიანი, გიორგი ცხადაძე, გიგი მიგრიაული, თინა გვაზავა, გვანცა კანდელაკი, ნინო არეშიძე, თაკო ფრიდონაშვილი.

სპექტაკლი შედგა, - მაყურებელმა თანამედროვე ზვიადაური და ჯოყოლა მიიღო და შემოქმედებითი ჯგუფი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა...

ირაკლი გოგია, რეჟისორი:

- ჩანაფიქრი გვქონდა, რომ გაგვეცოცხლებინა რიტუალები და არა ტრაფარეტული, პაჭიჭებ-ნაქარგებიანი ხევსურები, რაც უკვე გვიანდელ ხანას განეკუთვნება. ამიტომ, აქცენტი არქაულ პერიოდზე გავაკეთეთ: თუ ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი 2 საუკუნის წინ მოხდა, მაშინ პატარა ისტორიას ვაღიარებთ, მაგრამ თუ ვამბობთ იმას, რომ მწერალმა აღწერა ის ფილოსოფია, რომელიც იყო, თუნდაც გაქრისტიანებამდე პერიოდში, მაშინ ყველაფერი ნათელი ხდება.

თვითმიზანი გახლდათ, ხაზი არ გაგვესვა რელიგიისთვის. ჩვენს ნამუშევარში მთავარია, თვისებები, რომელზეც დღემდე ერის მსოფლმხედველობა დგას, ერი ჯერ კიდევ აზროვნებს და იმედი მაქვს, იაზროვნებს რომელი კანონი და საფარველიც არ უნდა მოახვიონ მას, რადგანაც აწყობილია სოციალისტურ, გაყოფის ფილოსოფიაზე, უფრო მაღალ ფასეულობებზე, ვიდრე კაპიტალიზმი და ბურჟუაზიაა.

- პირველად დადგით ვაჟა-ფშაველას ნამუშევარი?

- ჩემი პირველი შეხება იყო ვაჟასთან და სათუთად შევეხეთ. მოწოდება არ გამომივიდეს და კარგია, თუ ქართული თეატრი ქართულ დრამატურგიასა და მწერლობაზე გადაერთვება. როგორც ძროხას არ აქვს დადგმული უნაგირი, ისე არ მოიხვევს ერი ფსევდოევროპულობას, რადგანაც ევროპული აზროვნება გოეთესა და ლესინგის აზროვნებაა. ხოლო ის, რაც ჩვენ შემოგვაქვს, როგორც ჩემი პედაგოგი მედეა კუჭუხიძე იტყოდა, ევროპული ცივილიზაციის კანალიზაცია გახლავთ. დიახ, ონკანები 25 წლის წინ აგვერია და საქართველოში, დიდი რუდუნებით, ევროპული ცივილიზაციის კანალიზაცია შემოგვაქვს.

- მსახიობებმა აბსოლუტურად გაიგეს თქვენი ჩანაფიქრი და უპრობლემოდ წამოგყვნენ?

- ის ახალგაზრდა მსახიობები, ძველ თაობასთან ერთად, რომლებიც ჩვენს თეატრში არიან, საუკეთესონი არიან.

ანდრია გველესიანი, ზვიადაურის როლის შემსრულებელი:

- პირადად ჩემთვის ურთულესი როლი იყო, რადგანაც ზოგადად უდიდესი პიროვნებაა ზვიადაური და ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა ეს დიდი სიამოვნება და მისია, შემესრულებინა ეს როლი. მნიშვნელოვანია, რომ მქონდა ბევრი სათქმელი დღეისთვის, ამ როლმა ამაში ხელი შემიწყო. იმედია, ყველა მიხვდა დადგმისა და შემოქმედების სათქმელს იმ საგანძურის მიხედვით, რაც ვაჟა-ფშაველამ დაგვიტოვა. ვფიქრობ, რომ ბედნიერია ერი, რომელსაც ეს სიმდიდრე და საშუალება აქვს, სპექტაკლი და შემოქმედება ამაზე ავაწყოთ.

- იმის პარალელურად, რომ ამ სპექტაკლზე მუშაობდი და პრემიერისთვის ინტენსიურად ემზადებოდი, ასევე ჩართული ხარ არანაკლებ რთულ პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები"... როგორ ანაწილებ ძალებს? მით უფრო, რომ როგორც აპლოდისმენტების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, მაყურებელს შენი ნამუშევარი მოეწონა.

- ერთდროულად რთულია რამდენიმე სერიოზული საქმის გაკეთება, მით უფრო, რომ ხელს რასაც ვკიდებ, შესაძლებლობის მაქსიმუმს ვდებ ხოლმე. მიუხედავად იმისა, ღამე მძინავს თუ არა, ვისვენებ თუ არა. თან, ისე დაემთხვა, რომ ჯამრთელობის მხრივ ბოლო პერიოდი ცუდადაც ვიყავი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ალბათ შევძელი, იმედი მაქვს, რომ სწორად გადავანაწილე ორივე მხარეს ძალები და ენერგია.

- პროექტში რა მოლოდინი გაქვს?

- ისე, ამ დღეებში იქითა მხარეს ოდნავ კი შეეტყო ჩემი დაძაბული რეჟიმი, საპრემიერო სამზადისი, მაგრამ ვფიქრობ, რომ პროექტშიც ყველაფერი კარგად იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ვარ და ცეკვა მაინცდამაინც ჩემი სფერო არ არის, რატომაც არა, იქაც მაქსიმალურად ვდებ ენერგიას და ვიბრძოლებ.

გიგი მიგრიაული, მუსას როლის შემსრულებელი:

- სპექტაკლში რამდენიმე როლი მაქვს, მაგრამ ძირითადად ვარ მუსა, ხევისბერი, ქისტების ყველა ტრადიციის მინდევარი, სასულიერო პირი, დამცველი, თუმცა ვარ ქისტი ბიჭიც, როცა ბრძოლისგან გაპარტახებულ, დანგრეულ სოფელში ამ ყველაფრის შემდეგ ისევ ახალი სიცოცხლე იწყება... ცოტა რთული იყო ამ სპექტაკლში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სცენაზე რომეოსაც ვთამაშობ და სხვა მთავარი როლიც მაქვს, ეს პერსონაჟი ჩემთან არანაირად არ არის ახლოს. ამიტომ დიდი გამოწვევა იყო, მეშინოდა კიდეც და მაგრამ ირაკლი გოგია დამეხმარა.

ყველამ კარგად ვიცით ეს გენიალური ნაწარმოები, უმრავლესობამ მთავარი და საკულტო ფრაზები ზეპირადაც, მაგრამ როდესაც ნაწარმოებში ქექვა დავიწყეთ, რაღაცები სხვანაირად აღმოვაჩინეთ. ვაჟას პოემიდან ჩვენებურად, ჩვენი წარმოსახვით, სხვადასხვა ადგილას დავსვით მძიმე და აქცენტი. ამიტომაც გამოვიდა შედარებით განსხვავებული წარმოდგენა. ეს არ არის მაინცდამაინც ქისტებსა და ხევსურებს შორის უთანხმოება, არამედ სპექტაკლი ადამიანებზეა. ჯოყოლა პიროვნებაა, რომელიც სულ შემთხვევით და უნებლიედ აღმოჩდა იმ სიტუაციაში, ასევე მისი მეუღლე, აღაზაც, - უპატრონოდ დარჩენილი ცხედარი გააპატიოსნა...

- საერთოდ, ყველა პერსონაჟს აქვს გამართლება...

- კი და ჩემს შემთხვევაშიც, მუსა, რომელიც ტრადიციების მიმდევარია, სულიერი წინამძღოლი, ვერ დაუშვებდა პრეცედენტს, როგორიც შეიძლებოდა მომხდარიყო. ყველას გასაკეთებელი თვითონ გააკეთა... შემდეგ კი უკვე იწყება ახალი სიცოცხლე...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

“მისის მსოფლიო“, რომელმაც "მისის შრი ლანკას" გვირგვინი წაართვა, დააკავეს - სილამაზის დედოფლების დრამა გრძელდება

მერაბ კოკოჩაშვილი მუშაობს ფილმზე, რომელშიც მონაწილეობას ჟერარ დეპარდიე და როზი დე პალმა მიიღებენ - რის შესახებაა კინოსურათი და რა როლები ექნებათ მსოფლიო დონის ვარსკვლავებს

"პატარა პრინცის მოლოდინში" - მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი ფეხმძიმე მეუღლის ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს