ცნობილი ანდაზა - "ადამიანი არის ის, რასაც მიირთმევს", მეცნიერულად დამტკიცდა. Psychology Today-ს ბოლოდროინდელი კვლევა ადასტურებს, რომ ტვინის მუშაობა გაგიუმჯობესდებათ, თუ სწორი პროდუქტების ჭამას დაიწყებთ.
1. ჟოლო
ნევროლოგი ჯეიმს ჯოზეფი ამბობს, რომ ნებისმიერი კენკრის წყალობით ტვინი უკეთ მუშაობს, მაგრამ ჟოლოს კონკურენტი არ ჰყავს. იგი ტვინს დაბერების საშუალებას არ აძლევს.
2. ნიგოზი და ავოკადო
ამ ორი პროდუქტის ჭამის შემდეგ ტვინი ისევე აქტიურად მუშაობს, როგორც ბავშვებისა.
3 კვერცხი
შეიცავს ქოლინს, რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას და ტვინის მუშაობას ააქტიურებს.
4. ორაგული
შეიცას ომეგა 3-ს, რკინას, ვიტამინების კომპლექსს, განსაკუთრებით საჭიროს ტვინისთვის. მისი რეგულარული ჭამა აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, შემოქმედებით აზროვნებას, აგრეთვე, გეხმარებათ კონცენტრაციაში.
5. ბადრიჯანი
აუმჯობესებს ტვინის უჯრედების კავშირს. შედეგად, ადამიანი სწრაფად რეაგირებს მოვლენებზე, ადვილად იმახსოვრებს ახალ ინფორმაციას.
6. კოფეინი
განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც კომპიუტერთან მუშაობს. ყავა მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ამინომჟავებით, რომლებიც ტვინს მთელი დღის განმავლობაში აფხიზლებს.
7. შავი შოკოლადი
ენდორფინის - ბედნიერების ჰორმონის წყაროა. აუმჯობესებს კონცენტრაციას, მეხსიერებას.
8. მწვანე ჩაი
ასტაბილურებს ნერვულ სისტემას.