სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქრთამის აღებაში ეჭვმიტანილი სამგორის გამგეობის თანამშრომელი დაკავებისას გაიქცა და ავარიაში მოყვა
 ქრთამის აღებაში ეჭვმიტანილი სამგორის გამგეობის თანამშრომელი დაკავებისას გაიქცა და ავარიაში მოყვა

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე, თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სამ­გო­რის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი გი­ორ­გი გვე­ნე­ტა­ძე და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა, სამ­გო­რის გამ­გე­ო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე საკ­ვე­ბი ობი­ექ­ტის გან­თავ­სე­ბი­სა და გამ­გე­ო­ბის მხრი­დან მფარ­ვე­ლო­ბის გა­წე­ვის სა­ნაც­ვლოდ, მე­წარ­მე სუ­ბი­ექტს ქრთა­მის სა­ხით ყო­ველ­თვი­უ­რად მოს­თხო­ვა და გა­და­სა­ხა­დის სა­ხით, 300 ლა­რის გა­დახ­და და­უ­წე­სა.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა წი­ნას­წარ გა­მო­არ­თვა ყო­ველ­თვი­უ­რად გა­და­სახ­დე­ლი თან­ხის ნა­წი­ლი 150 ლარი.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბი­სას გი­ორ­გი გვე­ნე­ტა­ძე შე­ე­ცა­და გაქ­ცე­უ­ლი­ყო სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მარ­თვის ქვეშ მყო­ფი ავ­ტო­მო­ბი­ლით, დევ­ნის პრო­ცეს­ში მან ა. წუ­წუ­ნა­ვას ქუ­ჩა­ზე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა საჭე და შე­ე­ჯა­ხა რკი­ნის ბოძს.

იხი­ლეთ და­კა­ვე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 338-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 6-დან 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ქრთამის აღებაში ეჭვმიტანილი სამგორის გამგეობის თანამშრომელი დაკავებისას გაიქცა და ავარიაში მოყვა

 ქრთამის აღებაში ეჭვმიტანილი სამგორის გამგეობის თანამშრომელი დაკავებისას გაიქცა და ავარიაში მოყვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი გიორგი გვენეტაძე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, სამგორის გამგეობის ტერიტორიაზე საკვები ობიექტის განთავსებისა და გამგეობის მხრიდან მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, მეწარმე სუბიექტს ქრთამის სახით ყოველთვიურად მოსთხოვა და გადასახადის სახით, 300 ლარის გადახდა დაუწესა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა წინასწარ გამოართვა ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ნაწილი 150 ლარი.

საგამოძიებო უწყების ცნობით, დაკავებისას გიორგი გვენეტაძე შეეცადა გაქცეულიყო საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით, დევნის პროცესში მან ა. წუწუნავას ქუჩაზე ვერ დაიმორჩილა საჭე და შეეჯახა რკინის ბოძს.

იხილეთ დაკავების ამსახველი კადრები

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ