კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოწყალების მთხოვნელი ქალის პროტესტი - "მე დავკარგე იმედი, მაგრამ თქვენ ნუ დაკარგავთ..."
მოწყალების მთხოვნელი ქალის პროტესტი - "მე დავკარგე იმედი, მაგრამ თქვენ ნუ დაკარგავთ..."

ამ­ჯე­რად, ტრა­დი­ცია და­ვარ­ღვიე და იმათ ნაც­ვლად, ვინც თა­ვად იჩენს პო­ლი­ტი­კა­ზე ლა­პა­რა­კის ინი­ცი­ა­ტი­ვას, ერთ-ერთ მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში მო­წყა­ლე­ბის მთხოვ­ნე­ლი ქა­ლის ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რე, რო­მე­ლიც ჩემ მი­მართ რა­ტომ­ღაც, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლია და ყო­ველ­თვის მე­სალ­მე­ბა, მო­მი­კი­თხავს. თუ ფიქ­რებ­ში გარ­თუ­ლი ვერ შე­ვამ­ჩნევ, ზურგს უკან მო­მა­ძა­ხებს ხოლ­მე: "რა იყო, შვი­ლო, გა­წყე­ნი­ნე რამე?" ქვე­ყა­ნა­ში რომ პრობ­ლე­მე­ბი ყო­ველ­თვის იყო, ახ­ლაც არის და მო­მა­ვალ­შიც იქ­ნე­ბა, ყვე­ლამ ვი­ცით, მაგ­რამ ქალ­ბა­ტო­ნი იზოს თქმით, - "დღეს ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა, როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბას სული უკვე კბი­ლით უჭი­რავს. აქამ­დე ყვე­ლა ჩი­ნოვ­ნი­კო­ბის მსურ­ვე­ლი თუ იმას გაჰ­ყვი­რო­და, მი­შას ხალ­ხმა ქვე­ყა­ნა უმუ­შე­ვა­რი ადა­მი­ა­ნე­ბით და მო­წყა­ლე­ბის მთხოვ­ნე­ლე­ბით გა­ავ­სო, ჩვენ კი შე­ვეც­დე­ბით, არა მარ­ტო აქ მყო­ფე­ბი და­ვა­საქ­მოთ, არა­მედ ემიგ­რან­ტებ­საც სამ­შობ­ლო­ში და­ვაბ­რუ­ნებ­თო, - ახლა გატ­რუ­ნუ­ლე­ბი არი­ან. "ოც­ნე­ბის" ყო­ვე­ლი და­პი­რე­ბა ისე­თი­ვე ფუჭი აღ­მოჩ­ნდა, რო­გო­რიც მათი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის. ამი­ტომ, სა­ერ­თოდ აღარ ვივ­ლი არ­ჩევ­ნებ­ზე! თუმ­ცა, მო­წყა­ლე­ბის მთხოვ­ნე­ლის სი­ტყვა და ხმა ვის რაში ანაღ­ვლებს?.."

- არ ვიცი, შვი­ლო, რა და­ვარ­ქვა მდგო­მა­რე­ო­ბას, როცა ადა­მი­ა­ნი სხვა გა­მო­სა­ვალს ვერ პო­უ­ლობს და სინ­დის-ნა­მუსს გვერ­დზე გა­და­დებს, ქუ­ჩა­ში ჩემ­სა­ვით, ხელ­გაწ­ვდი­ლი დაჯ­დე­ბა იმ იმე­დით, რომ ამ გზით ოჯახ­ში ფულს შე­ი­ტანს. ადრე მიკ­ვირ­და, ჩემ­ნა­ი­რებს რომ ვხე­დავ­დი, რად­გან ახალ­გაზ­რდა გახ­ლდით, სა­მუ­შა­ოც მქონ­და, ახლა კი ამით ვირ­ჩენ თავ­საც და ოჯახ­საც. ისეთ მო­წყა­ლე­ბის მთხოვ­ნელს, რო­მე­ლიც სა­ხეს მა­ლავ­და, ფულს არაფ­რით ჩა­ვუგ­დებ­დი, ახლა კი ვხვდე­ბი, ეს უბ­რა­ლოდ, თვით­გა­დარ­ჩე­ნის­თვის სჭირ­დე­ბათ ადა­მი­ა­ნებს. ნა­მუ­სი მაქვს, მრცხვე­ნია იმის, რა­საც ვა­კე­თებ და ამი­ტო­მაც ვი­ფა­რავ ხოლ­მე სა­ხეს. მხო­ლოდ მათ ვენ­დო­ბი და ვუჩ­ვე­ნებ ჩემს თვა­ლებს, ვის­გა­ნაც კე­თილ­გან­წყო­ბას ვგრძნობ. უფრო მე­ტად რომ გენ­დონ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ა­ნებს უჩ­ვე­ნო, რომ მათ შენც ენ­დო­ბი, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბამ მო­ი­ტა­ნა და მეც, ვი­ნიღ­ბე­ბი.

- სახ­ლი­და­ნაც ასე, შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი გა­მო­დი­ხართ?

- არა, სახ­ლი­დან სხვა ტა­ნი­სა­მო­სით გა­მოვ­დი­ვარ, მერე ამ ძონ­ძებს ერთ სა­კუჭ­ნა­ო­ში (იქ, სა­დაც ეზო­ე­ბის დამ­ლა­გებ­ლე­ბი ცო­ცხებს ინა­ხა­ვენ) გა­და­ვიც­ვამ ხოლ­მე და ეგაა. მერე, ვიდ­რე სახ­ლში წა­ვალ, ისევ მო­ვი­წეს­რი­გებ ხოლ­მე თავს. რა ვქნა, სხვა გზა არ მაქვს, შვი­ლებს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას ვერ შე­ვუ­ლა­ხავ.

- მო­წყა­ლე­ბის თხოვ­ნა ბევ­რს უკვე არც რცხვე­ნია... ის კი არა, ახალ­გაზ­რდე­ბიც სთხო­ვენ გამ­ვლე­ლებს დახ­მა­რე­ბას...

- მერე, ეგ მო­სა­წო­ნია? მეც მყავს კონ­კუ­რენ­ტე­ბი, თა­ნაც, ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ხეს არ იფა­რა­ვენ და მინ­და გი­თხრათ, მათ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ მე ასე ვე­რას­დროს მო­ვიქ­ცე­ვი. მად­ლო­ბე­ლი ვარ ყვე­ლა­სი, ვინც ხურ­დას მო­მაწ­ვდის და თი­თო­ე­ულს გუ­ლით ვლო­ცავ კი­დეც, მაგ­რამ სად­მე სხვა­გან რომ შემ­ხვდნენ და არა "ჩემს სა­მუ­შაო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე", მერე კი აბუ­ჩად ამიგ­დონ: ეს ხომ ის ქა­ლია, ამა და ამ ად­გი­ლას რომ მა­თხოვ­რობ­დაო, გული გა­მის­კდე­ბა ან სუ­ლაც, ჩემი შვი­ლე­ბის­კენ რომ გა­იშ­ვი­რონ ხელი, ამას ვერ ავი­ტან.

- თქვენ­მა შვი­ლებ­მა არ იცი­ან, ფულს რა გზით შო­უ­ლობთ?

- იცი­ან, რა­საც ვა­კე­თებ. თა­ვი­დან მე­ჩხუ­ბე­ბოდ­ნენ, არ გინ­დაო, მაგ­რამ შინ ფული რომ მი­ვი­ტა­ნე, მერე გა­უთ­ბათ გული და ენაც და­უტ­კბათ. რა ვქნა, თუ არც შვი­ლი მUუშა­ობს, არც - რძა­ლი და თან, ბავ­შვიც ჰყავთ შე­სა­ნა­ხი? ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

მოწყალების მთხოვნელი ქალის პროტესტი - "მე დავკარგე იმედი, მაგრამ თქვენ ნუ დაკარგავთ..."

მოწყალების მთხოვნელი ქალის პროტესტი - "მე დავკარგე იმედი, მაგრამ თქვენ ნუ დაკარგავთ..."

ამჯერად, ტრადიცია დავარღვიე და იმათ ნაცვლად, ვინც თავად იჩენს პოლიტიკაზე ლაპარაკის ინიციატივას, ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში მოწყალების მთხოვნელი ქალის ინტერვიუ ჩავწერე, რომელიც ჩემ მიმართ რატომღაც, კეთილგანწყობილია და ყოველთვის მესალმება, მომიკითხავს. თუ ფიქრებში გართული ვერ შევამჩნევ, ზურგს უკან მომაძახებს ხოლმე: "რა იყო, შვილო, გაწყენინე რამე?" ქვეყანაში რომ პრობლემები ყოველთვის იყო, ახლაც არის და მომავალშიც იქნება, ყველამ ვიცით, მაგრამ ქალბატონი იზოს თქმით, - "დღეს ისეთი სიტუაციაა, როცა საზოგადოებას სული უკვე კბილით უჭირავს. აქამდე ყველა ჩინოვნიკობის მსურველი თუ იმას გაჰყვიროდა, მიშას ხალხმა ქვეყანა უმუშევარი ადამიანებით და მოწყალების მთხოვნელებით გაავსო, ჩვენ კი შევეცდებით, არა მარტო აქ მყოფები დავასაქმოთ, არამედ ემიგრანტებსაც სამშობლოში დავაბრუნებთო, - ახლა გატრუნულები არიან. "ოცნების" ყოველი დაპირება ისეთივე ფუჭი აღმოჩნდა, როგორიც მათი წინამორბედების. ამიტომ, საერთოდ აღარ ვივლი არჩევნებზე! თუმცა, მოწყალების მთხოვნელის სიტყვა და ხმა ვის რაში ანაღვლებს?.."

- არ ვიცი, შვილო, რა დავარქვა მდგომარეობას, როცა ადამიანი სხვა გამოსავალს ვერ პოულობს და სინდის-ნამუსს გვერდზე გადადებს, ქუჩაში ჩემსავით, ხელგაწვდილი დაჯდება იმ იმედით, რომ ამ გზით ოჯახში ფულს შეიტანს. ადრე მიკვირდა, ჩემნაირებს რომ ვხედავდი, რადგან ახალგაზრდა გახლდით, სამუშაოც მქონდა, ახლა კი ამით ვირჩენ თავსაც და ოჯახსაც. ისეთ მოწყალების მთხოვნელს, რომელიც სახეს მალავდა, ფულს არაფრით ჩავუგდებდი, ახლა კი ვხვდები, ეს უბრალოდ, თვითგადარჩენისთვის სჭირდებათ ადამიანებს. ნამუსი მაქვს, მრცხვენია იმის, რასაც ვაკეთებ და ამიტომაც ვიფარავ ხოლმე სახეს. მხოლოდ მათ ვენდობი და ვუჩვენებ ჩემს თვალებს, ვისგანაც კეთილგანწყობას ვგრძნობ. უფრო მეტად რომ გენდონ, აუცილებელია, ადამიანებს უჩვენო, რომ მათ შენც ენდობი, მაგრამ ცხოვრებამ მოიტანა და მეც, ვინიღბები.

- სახლიდანაც ასე, შავებში ჩაცმული გამოდიხართ?

- არა, სახლიდან სხვა ტანისამოსით გამოვდივარ, მერე ამ ძონძებს ერთ საკუჭნაოში (იქ, სადაც ეზოების დამლაგებლები ცოცხებს ინახავენ) გადავიცვამ ხოლმე და ეგაა. მერე, ვიდრე სახლში წავალ, ისევ მოვიწესრიგებ ხოლმე თავს. რა ვქნა, სხვა გზა არ მაქვს, შვილებს თავმოყვარეობას ვერ შევულახავ.

- მოწყალების თხოვნა ბევრს უკვე არც რცხვენია... ის კი არა, ახალგაზრდებიც სთხოვენ გამვლელებს დახმარებას...

- მერე, ეგ მოსაწონია? მეც მყავს კონკურენტები, თანაც, ისეთები, რომლებიც სახეს არ იფარავენ და მინდა გითხრათ, მათ უფრო მეტი ადამიანი ეხმარება, მაგრამ მე ასე ვერასდროს მოვიქცევი. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ხურდას მომაწვდის და თითოეულს გულით ვლოცავ კიდეც, მაგრამ სადმე სხვაგან რომ შემხვდნენ და არა "ჩემს სამუშაო ტერიტორიაზე", მერე კი აბუჩად ამიგდონ: ეს ხომ ის ქალია, ამა და ამ ადგილას რომ მათხოვრობდაო, გული გამისკდება ან სულაც, ჩემი შვილებისკენ რომ გაიშვირონ ხელი, ამას ვერ ავიტან.

- თქვენმა შვილებმა არ იციან, ფულს რა გზით შოულობთ?

- იციან, რასაც ვაკეთებ. თავიდან მეჩხუბებოდნენ, არ გინდაო, მაგრამ შინ ფული რომ მივიტანე, მერე გაუთბათ გული და ენაც დაუტკბათ. რა ვქნა, თუ არც შვილი მUუშაობს, არც - რძალი და თან, ბავშვიც ჰყავთ შესანახი? ... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია