სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თანამედროვე "კონკიები", რომლებმაც ცნობილი მამაკაცების გულები დაიპყრეს
თანამედროვე "კონკიები", რომლებმაც ცნობილი მამაკაცების გულები დაიპყრეს

ალ­ბათ ბევრ გო­გო­ნას სურს პო­პუ­ლა­რულ მსა­ხი­ობ­ზე გა­თხო­ვე­ბა, ამ ქა­ლებს კი შე­საძ­ლოა სუ­ლაც არ უოც­ნე­ბი­ათ, რომ ოდეს­მე პო­პუ­ლა­რულ და ბევ­რი ქა­ლის­თვის სა­ოც­ნე­ბო მა­მა­კაცს გაყ­ვე­ბოდ­ნენ ცო­ლად... წარ­მო­გიდ­გენთ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც თა­ვის დრო­ზე არაფ­რით იყ­ვნენ კავ­შირ­ში შო­უ­ბიზ­ნეს­თან და წი­თელ ხა­ლი­ჩას­თან, მიმ­ტა­ნე­ბად, მაკ­ლე­რე­ბად და ბარ­მე­ნე­ბად მუ­შა­ობ­დნენ, დღეს კი წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ცნო­ბილ მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად პო­ზი­რე­ბენ:

ივ მავ­რა­კი­სი და იუენ მა­კგ­რე­გო­რი

ფრან­გმა გო­გო­ნამ და ცნო­ბილ­მა მსა­ხი­ობ­მა ერ­თმა­ნე­თი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­იც­ნეს. მავ­რა­კი­სი მხატ­ვარ-დე­კო­რა­ტო­რად მუ­შა­ობ­და. გაც­ნო­ბის დღი­დან წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს არ და­შო­რე­ბია. მათ ოთხი შვი­ლი ყავთ.

ელის კიმი და ნი­კო­ლას კე­ი­ჯი

ელის კი­მის და ნი­კო­ლას კე­ი­ჯის შეხ­ვედ­რა ზღა­პარს გავს. გო­გო­ნა რეს­ტო­რან­ში მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და. ერთხელ ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ცნო­ბილ­მა მსა­ხი­ობ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლა. მას გო­გო­ნა ერთი ნახ­ვით შე­უყ­ვარ­და და ჰო­ლი­ვუდ­ში თა­ვის­თან წა­იყ­ვა­ნა. წყვი­ლი უკვე 11 წე­ლია ერ­თა­დაა.

ლუ­სი­ა­ნა ბა­რო­ზო და მეთ დე­ი­მო­ნი

ქმარ­თან შეხ­ვედ­რამ­დე ლუ­სი­ა­ნა ბა­რო­ზო არც ფილ­მებ­ში გა­და­უ­ღი­ათ და არც წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე გა­უვ­ლია. ის ბარ­მე­ნად მუ­შა­ობ­და ღა­მის კლუბ­ში, სა­დაც ერთხელ მეთ დე­ი­მონ­მა შე­ი­ხე­და. გო­გო­ნამ ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობ­თან აღი­ა­რა, რომ მისი ფილ­მე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. მსა­ხი­ობს მო­ე­წო­ნა გო­გო­ნა, წყვი­ლი 2005 წლი­დან ერ­თა­დაა და ოთხი ქა­ლიშ­ვი­ლი ყავთ.

რე­ბე­კა გლი­სო­ნი და ერიკ ბანა

რე­ბე­კა გლი­სო­ნი არც მომ­ღე­რა­ლია, არც მსა­ხი­ო­ბი, სა­მა­გი­ე­როდ პუბ­ლი­ცის­ტად მუ­შა­ობ­და ერთ-ერთ არხზე და ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი მო­სა­მარ­თლის შვი­ლია. რე­ბე­კა და ერი­კი ერ­თმა­ნეთს 1997 წელს შეხ­ვდნენ და იმის შემ­დეგ გა­ნუყ­რე­ლე­ბი არი­ან.

კა­ი­ლა უე­ბე­რი და ვინს ვონი

რო­დე­საც წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი გა­იც­ნო, კა­ი­ლა მაკ­ლე­რად მუ­შა­ობ­და კა­ნა­დურ ფირ­მა­ში. 2010 წელს ვინსმა გო­გო­ნას ხელი თხო­ვა. მას შემ­დეგ წყვი­ლი ერ­თად ცხოვ­რობს და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბიც არი­ან.

ტარა უილ­სო­ნი და კრის ნოტი

ყვე­ლა ქა­ლის­თვის, ვი­საც სა­კულ­ტო სე­რი­ა­ლი "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში" ერთხელ მა­ინც უნა­ხავს, მის­ტერ ბიგი სა­ოც­ნე­ბო მა­მა­კა­ცია. ქა­ლე­ბის გულ­თამ­პყრობ­ლის გული კი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ერ­თა­დერ­თმა ქალ­მა მო­ი­ნა­დი­რა: ტარა უილ­სო­ნი მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და, როცა მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს შეხ­ვდა. გო­გო­ნა 8 წელი ელო­და თით­ქმის 30 წლით უფ­რო­სი კრის ნო­ტის­გან ხე­ლი­სა და გუ­ლის შე­თა­ვა­ზე­ბას და 2012 წელს ეს დღეც დად­გა. წყვილს ერთი შვი­ლი ჰყავს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია adme.ru-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

თანამედროვე "კონკიები", რომლებმაც ცნობილი მამაკაცების გულები დაიპყრეს

თანამედროვე "კონკიები", რომლებმაც ცნობილი მამაკაცების გულები დაიპყრეს

ალბათ ბევრ გოგონას სურს პოპულარულ მსახიობზე გათხოვება, ამ ქალებს კი შესაძლოა სულაც არ უოცნებიათ, რომ ოდესმე პოპულარულ და ბევრი ქალისთვის საოცნებო მამაკაცს გაყვებოდნენ ცოლად... წარმოგიდგენთ ქალებს, რომლებიც თავის დროზე არაფრით იყვნენ კავშირში შოუბიზნესთან და წითელ ხალიჩასთან, მიმტანებად, მაკლერებად და ბარმენებად მუშაობდნენ, დღეს კი წითელ ხალიჩაზე ცნობილ მეუღლეებთან ერთად პოზირებენ:

ივ მავრაკისი და იუენ მაკგრეგორი

ფრანგმა გოგონამ და ცნობილმა მსახიობმა ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. მავრაკისი მხატვარ-დეკორატორად მუშაობდა. გაცნობის დღიდან წყვილი ერთმანეთს არ დაშორებია. მათ ოთხი შვილი ყავთ.

ელის კიმი და ნიკოლას კეიჯი

ელის კიმის და ნიკოლას კეიჯის შეხვედრა ზღაპარს გავს. გოგონა რესტორანში მიმტანად მუშაობდა. ერთხელ ეს დაწესებულება ცნობილმა მსახიობმა მოინახულა. მას გოგონა ერთი ნახვით შეუყვარდა და ჰოლივუდში თავისთან წაიყვანა. წყვილი უკვე 11 წელია ერთადაა.

ლუსიანა ბაროზო და მეთ დეიმონი

ქმართან შეხვედრამდე ლუსიანა ბაროზო არც ფილმებში გადაუღიათ და არც წითელ ხალიჩაზე გაუვლია. ის ბარმენად მუშაობდა ღამის კლუბში, სადაც ერთხელ მეთ დეიმონმა შეიხედა. გოგონამ ახალგაზრდა მსახიობთან აღიარა, რომ მისი ფილმები ძალიან უყვარდა. მსახიობს მოეწონა გოგონა, წყვილი 2005 წლიდან ერთადაა და ოთხი ქალიშვილი ყავთ.

რებეკა გლისონი და ერიკ ბანა

რებეკა გლისონი არც მომღერალია, არც მსახიობი, სამაგიეროდ პუბლიცისტად მუშაობდა ერთ-ერთ არხზე და ქვეყნის უმაღლესი მოსამართლის შვილია. რებეკა და ერიკი ერთმანეთს 1997 წელს შეხვდნენ და იმის შემდეგ განუყრელები არიან.

კაილა უებერი და ვინს ვონი

როდესაც წყვილმა ერთმანეთი გაიცნო, კაილა მაკლერად მუშაობდა კანადურ ფირმაში. 2010 წელს ვინსმა გოგონას ხელი თხოვა. მას შემდეგ წყვილი ერთად ცხოვრობს და ძალიან ბედნიერებიც არიან.

ტარა უილსონი და კრის ნოტი

ყველა ქალისთვის, ვისაც საკულტო სერიალი "სექსი დიდ ქალაქში" ერთხელ მაინც უნახავს, მისტერ ბიგი საოცნებო მამაკაცია. ქალების გულთამპყრობლის გული კი რეალურ ცხოვრებაში ერთადერთმა ქალმა მოინადირა: ტარა უილსონი მიმტანად მუშაობდა, როცა მომავალ მეუღლეს შეხვდა. გოგონა 8 წელი ელოდა თითქმის 30 წლით უფროსი კრის ნოტისგან ხელისა და გულის შეთავაზებას და 2012 წელს ეს დღეც დადგა. წყვილს ერთი შვილი ჰყავს.

მომზადებულია adme.ru-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება