მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარჯვენასაჭიან მანქანებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა - რა პროგნოზს აკეთებენ იმპორტიორები
მარჯვენასაჭიან მანქანებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა - რა პროგნოზს აკეთებენ იმპორტიორები

ბოლო დროს მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ან ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე მო­თხოვ­ნამ ისევ მკვეთ­რად მო­ი­მა­ტა. მომ­ხმა­რე­ბე­ლი ცდი­ლობს, მან­ქა­ნის შე­ძე­ნა კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ამოქ­მე­დე­ბამ­დე მო­ას­წროს. იმ­პორ­ტი­ო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეკ­ვე­თის მეტი წილი ამ ეტაპ­ზეც მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნებ­ზეა. ისი­ნი ში­შო­ბენ, რომ აკ­რძალ­ვის და­წე­სე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში იაფი მან­ქა­ნის ხანა დას­რულ­დე­ბა და ხალ­ხს მან­ქა­ნის ყიდ­ვა ზო­გა­დად გა­უ­ჭირ­დე­ბა.

ამ ეტაპ­ზე მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნე­ბი და­ახ­ლო­ე­ით 10-15%-ით გაძ­ვირ­და. უკვე მო­მა­ვა­ლი წლი­დან მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ა­ნის ფა­სიც მო­ი­მა­ტებს, რად­გან მხო­ლოდ მათ­ზე იქ­ნე­ბა მო­თხოვ­ნა. ავ­ტო­დი­ლე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ტენ­დენ­ცია დიდ­ხანს არ შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა და ფა­სიც ნელ-ნელა და­რე­გუ­ლირ­დე­ბა.

ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტი გა­ი­ზარ­და და თით­ქმის 50%-ს მი­აღ­წია. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2013 წელს და­რე­გის­ტრირ­და 71 182 მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ა­ნი და 12 542 მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მან­ქა­ნა. 2014 წელს - 67 515 მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ა­ნი და 34 000 მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი, 2015 წელს კი - 47 672 მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ა­ნი და 32 025 მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლი.

შსს-ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ დი­ნა­მი­კა სა­გან­გა­შო ზღვარს უახ­ლოვ­დე­ბა, რის გა­მოც მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის აკ­რძალ­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის შეც­ვლა.

რუს­თა­ვის ავ­ტო­ბაზ­რო­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იმ­პორ­ტის ზრდას ადას­ტუ­რე­ბენ. მო­სა­ლოდ­ნე­ლი აკ­რძალ­ვის გამო, ხალ­ხი ინ­ტენ­სი­უ­რად ცდი­ლობს, რომ მო­ას­წროს სა­სურ­ვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნა, რაც გა­ყიდ­ვა­ზეც აი­სა­ხე­ბა.

"მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნე­ბის იმ­პორ­ტმა ბოლო პე­რი­ოდ­ში საგ­რძნობ­ლად მო­ი­მა­ტა. შეკ­ვე­თე­ბის უმე­ტე­სო­ბა კვლა­ვაც ასეთ მან­ქა­ნებ­ზე მო­დის. ცხა­დია, ეს გა­მოწ­ვე­უ­ლია შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ფა­სით. ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი მა­ღა­ლი მსყიდ­ვე­ლუ­ნა­რი­ა­ნო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, ამი­ტომ არ­ჩე­ვანს ფა­სის შე­სა­ბა­მი­სად აკე­თებს.

ტენ­დენ­ცია, ალ­ბათ, მომ­დევ­ნო წლამ­დე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. იმ­პორ­ტი­ო­რებს სამ­ზა­დი­სის­თვის საკ­მა­ოდ იდი დრო აქვთ იმის­თვის, რომ სა­მო­მავ­ლოდ არ და­ზა­რალ­დნენ, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის სწო­რად გან­სა­ზღვრა მო­უ­წევთ", - აცხა­დე­ბენ რუს­თა­ვის ატ­ვო­ბაზ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

მარჯვენასაჭიან მანქანებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა - რა პროგნოზს აკეთებენ იმპორტიორები

მარჯვენასაჭიან მანქანებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა - რა პროგნოზს აკეთებენ იმპორტიორები

ბოლო დროს მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე მოთხოვნამ ისევ მკვეთრად მოიმატა. მომხმარებელი ცდილობს, მანქანის შეძენა კანონმდებლობის ამოქმედებამდე მოასწროს. იმპორტიორების ინფორმაციით, შეკვეთის მეტი წილი ამ ეტაპზეც მარჯვენასაჭიანებზეა. ისინი შიშობენ, რომ აკრძალვის დაწესებით საქართველოში იაფი მანქანის ხანა დასრულდება და ხალხს მანქანის ყიდვა ზოგადად გაუჭირდება.

ამ ეტაპზე მარჯვენასაჭიანები დაახლოეით 10-15%-ით გაძვირდა. უკვე მომავალი წლიდან მარცხენასაჭიანის ფასიც მოიმატებს, რადგან მხოლოდ მათზე იქნება მოთხოვნა. ავტოდილერები ვარაუდობენ, რომ ტენდენცია დიდხანს არ შენარჩუნდება და ფასიც ნელ-ნელა დარეგულირდება.

ბოლო პერიოდში საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი გაიზარდა და თითქმის 50%-ს მიაღწია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს დარეგისტრირდა 71 182 მარცხენასაჭიანი და 12 542 მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა. 2014 წელს - 67 515 მარცხენასაჭიანი და 34 000 მარჯვენასაჭიანი, 2015 წელს კი - 47 672 მარცხენასაჭიანი და 32 025 მარჯვენასაჭიანი ავტომობილი.

შსს-ში განმარტავენ, რომ დინამიკა საგანგაშო ზღვარს უახლოვდება, რის გამოც მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში აუცილებელი გახდება მოძრაობის მიმართულების შეცვლა.

რუსთავის ავტობაზრობის თანამშრომლები იმპორტის ზრდას ადასტურებენ. მოსალოდნელი აკრძალვის გამო, ხალხი ინტენსიურად ცდილობს, რომ მოასწროს სასურველი ავტომობილის შეძენა, რაც გაყიდვაზეც აისახება.

"მარჯვენასაჭიანების იმპორტმა ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა. შეკვეთების უმეტესობა კვლავაც ასეთ მანქანებზე მოდის. ცხადია, ეს გამოწვეულია შედარებით დაბალი ფასით. ქართველი მომხმარებელი მაღალი მსყიდველუნარიანობით არ გამოირჩევა, ამიტომ არჩევანს ფასის შესაბამისად აკეთებს.

ტენდენცია, ალბათ, მომდევნო წლამდე შენარჩუნდება. იმპორტიორებს სამზადისისთვის საკმაოდ იდი დრო აქვთ იმისთვის, რომ სამომავლოდ არ დაზარალდნენ, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა მოუწევთ", - აცხადებენ რუსთავის ატვობაზრობის წარმომადგენლები.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია