სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან ექიმები, რომლებმაც ევა ბარბაქაძის სიცოცხლე გადაარჩინეს
ვინ არიან ექიმები, რომლებმაც ევა ბარბაქაძის სიცოცხლე გადაარჩინეს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო ერთი გო­გო­ნას ამ­ბავ­მა შეძ­რა. 14 წლის ევა ბარ­ბა­ქა­ძე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის მე­ხუ­თე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­და. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო. სა­უბ­რობ­დნენ გო­გო­ნას სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი ხალ­ხის აზრი და ვერ­სია იყო. სა­ზო­გა­დო­ე­ბა დიდი მო­ლო­დი­ნით აკ­ვირ­დე­ბო­და და კი­თხუ­ლობ­და, თუ რა ხდე­ბო­და ევას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის სამ­წი­ნა­და­დე­ბი­ა­ნი პოს­ტე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა ახალ ამ­ბებს იგებ­და. ამა­სო­ბა­ში ევას ორი ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და დღეს მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ასე­თი დიდი ინ­ტე­რე­სი იმა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ეს გო­გო­ნა ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყავ­ნი­სა და მსა­ხი­ო­ბის, შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლავთ.

ევას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას უწყვეტ რე­ჟიმ­ში აწ­ვდიდ­ნენ.

ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გო­გო­ნას გა­და­სარ­ჩე­ნად თურ­ქე­თი­დან აპი­რებ­დნენ ნე­ი­რო­ქი­რურ­გე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნას, თუმ­ცა ეს სა­ჭი­რო აღარ გახ­და, რად­გან ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ექი­მებ­მა აი­ღეს. ორი­ვე ოპე­რა­ცია გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ჩა­ტარ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­დნენ, რომ ეს ქარ­თვე­ლი მე­დი­კო­სე­ბის კი­დევ ერთი გა­მარ­ჯვე­ბაა.

ამ­ბე­ბი.გე-ს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის პრეს­სამ­სა­ხურ­მა იმ ექი­მე­ბის სია მი­ა­წო­და, რომ­ლებ­მაც ევა ბარ­ბა­ქა­ძის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნეს.

"პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია 9 სა­ათს გაგ­რძელ­და, რო­მე­ლიც ნე­ი­რო­ქი­რურ­გმა ლადო წი­ქა­რიშ­ვილ­მა და ტრამ­ვა­ტო­ლოგ­მა ირაკ­ლი ვარ­ძუ­კაშ­ვი­ლი ჩა­ა­ტა­რეს.

მე­ო­რე ოპე­რა­ცია კი 4 სა­ათს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რო­მე­ლიც ტრამ­ვა­ტო­ლო­გებ­მა მე­რაბ ვარ­ძუ­კაშ­ვილ­მა და ზურა ბე­რუ­აშ­ვილ­მა ჩა­ა­ტა­რეს, სა­დაც ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი დალი ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი იყო.

ამ­ჟა­მად ევა ბარ­ბა­ქა­ძე მკურ­ნა­ლო­ბას კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტში აგ­რძე­ლებს.

პა­ცი­ენ­ტის ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბა გა­და­ტა­ნი­ლი ოპე­რა­ცი­ის სიმ­ძი­მეს. ამ ეტაპ­ზე სა­სი­ცო­ცხლო ფუნ­ქცი­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი მიმ­დი­ნა­რე­ობს", - აცხა­დე­ბენ იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, 14 წლის ევა ბარ­ბა­ქა­ძე მე­ხუ­თე სარ­თუ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩა­მო­ვარ­და. ის იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით შე­იყ­ვა­ნეს.

გია
0

უძლიერეს ტრამვატოლოგსა და ნერვო ქირურგთან შეხვედრა მინდა რომელ კლინიკაში შემიძლია მათი ნახვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ვინ არიან ექიმები, რომლებმაც ევა ბარბაქაძის სიცოცხლე გადაარჩინეს

ვინ არიან ექიმები, რომლებმაც ევა ბარბაქაძის სიცოცხლე გადაარჩინეს

რამდენიმე დღის წინ სრულიად საქართველო ერთი გოგონას ამბავმა შეძრა. 14 წლის ევა ბარბაქაძე საცხოვრებელი ბინის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო. საუბრობდნენ გოგონას სიცოცხლისთვის შეუთავსებელ მდგომარეობაზე. ეს ყველაფერი ხალხის აზრი და ვერსია იყო. საზოგადოება დიდი მოლოდინით აკვირდებოდა და კითხულობდა, თუ რა ხდებოდა ევას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლების სამწინადადებიანი პოსტებით საზოგადოება ახალ ამბებს იგებდა. ამასობაში ევას ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და დღეს მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საზოგადოების ასეთი დიდი ინტერესი იმანაც განაპირობა, რომ ეს გოგონა ცნობილი ტელეწამყავნისა და მსახიობის, შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი გახლავთ.

ევას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტოები საზოგადოებას უწყვეტ რეჟიმში აწვდიდნენ.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გოგონას გადასარჩენად თურქეთიდან აპირებდნენ ნეიროქირურგების ჩამოყვანას, თუმცა ეს საჭირო აღარ გახდა, რადგან ურთულესი ოპერაციების ჩატარება საკუთარ თავზე იაშვილის კლინიკის ექიმებმა აიღეს. ორივე ოპერაცია გართულებების გარეშე ჩატარდა. სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ეს ქართველი მედიკოსების კიდევ ერთი გამარჯვებაა.

ამბები.გე-ს იაშვილის კლინიკის პრესსამსახურმა იმ ექიმების სია მიაწოდა, რომლებმაც ევა ბარბაქაძის სიცოცხლე გადაარჩინეს.

"პირველი ოპერაცია 9 საათს გაგრძელდა, რომელიც ნეიროქირურგმა ლადო წიქარიშვილმა და ტრამვატოლოგმა ირაკლი ვარძუკაშვილი ჩაატარეს.

მეორე ოპერაცია კი 4 საათს მიმდინარეობდა, რომელიც ტრამვატოლოგებმა მერაბ ვარძუკაშვილმა და ზურა ბერუაშვილმა ჩაატარეს, სადაც ანესთეზიოლოგი დალი ჟორჟოლიანი იყო.

ამჟამად ევა ბარბაქაძე მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში აგრძელებს.

პაციენტის ზოგადი მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს. ამ ეტაპზე სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი მიმდინარეობს", - აცხადებენ იაშვილის კლინიკაში.

შეგახსენებთ, 14 წლის ევა ბარბაქაძე მეხუთე სართულიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვარდა. ის იაშვილის კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანეს.

ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები "იმედის" თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ

"ბარსელონას" ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ - "პაციენტებისთვის ის ყოველთვის თავდადებული იყო"

ჰაერის ტემპერატურა თბილისში 3 გრადუსამდე დაეცემა - 25 ნოემბრამდე საქართველოში ცივი ამინდია მოსალოდნელი