კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წყალდიდობის მოლოდინში ხუთჯერ ვადაგაგრძელებული პროექტი და წყალს გატანებული 137 000
წყალდიდობის მოლოდინში ხუთჯერ ვადაგაგრძელებული პროექტი და წყალს გატანებული 137 000

ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს 2013 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად და­ახ­ლო­ე­ბით 2.800.000 ლარი გა­მო­ე­ყო. ერთ-ერთი პრო­ექ­ტის სა­ხით მდი­ნა­რე ალა­ზან­ზე ნა­პირ­სა­მაგ­რი ნა­გე­ბო­ბის მო­წყო­ბა შე­ირ­ჩა. სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი იმა­ვე წლის 1 დე­კემ­ბრამ­დე უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა ეს ვადა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებლმა ისე გა­და­ა­ვა­და, სა­ნამ ნა­წი­ლობ­რივ გა­კე­თე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბა ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რემ არ წა­ი­ღო.

2013 წლის 28 ივ­ნისს ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბამ გა­მო­ა­ცხა­და ელექტრო­ნუ­ლი ტენ­დე­რი (SPA130014177) ქა­ლაქ ახ­მე­ტა­ში მდი­ნა­რე ალაზ­ნის ნა­პირ­სა­მაგ­რი ნა­გე­ბო­ბის მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბის სა­ხელ­წი­ფო შეს­ყიდ­ვის მიზ­ნით. პრო­ექ­ტის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­ად­გენ­და 262.300 ლარს.

სა­ტენ­დერო წი­ნა­და­დე­ბე­ბის მი­ღე­ბა და­ი­წყო 2013 წლის 17 ივ­ლისს და დას­რულ­და 22 ივ­ლისს. ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ხუთ­მა პრე­ტენ­დენ­ტმა მი­ი­ღო, მათ­გან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად კი გა­მო­ცხად­და შპს "MSHEN-GROUP მშენ-გრუ­პი" (სა­რე­გის­ტრა­ციო კოდი - 400028395), რომ­ლის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სა­ბო­ლოო ფასი 185.998 ლარს შე­ად­გენ­და.

2013 წლის 2 აგ­ვის­ტოს მხა­რე­ებს შო­რის გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა №232 სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვის შე­სა­ხებ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის მი­წო­დე­ბის ვადა 2013 წლის 1 დე­კემ­ბრამ­დე გა­ნი­სა­ზღვრა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მიმ­წო­დე­ბელს უნდა და­კის­რე­ბო­და პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს გა­დახ­და ყო­ველ ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბულ დღე­ზე 0,1%-ის ოდე­ნო­ბით.

2013 წლის 27 აგ­ვის­ტოს, სა­მუ­შა­ო­ე­ბის მი­ღე­ბის აქ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გამ­გე­ო­ბამ "მშენ-გრუპს" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა - 55.799 ლარი გა­და­უ­რი­ცხა.

ამის შემ­დეგ კი ორი­ვე მხა­რემ და­ი­წყო ისე­თი ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, მიზ­ნად პრო­ექ­ტის ჩა­ვარ­დნას ისა­ხავ­და. კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლურ­მა წყა­რომ, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში ახ­მე­ტის გამ­გე­ო­ბა­ში მუ­შა­ობ­და, სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრე­ბის ქსელს გა­ნუ­ცხა­და: "ერ­თიც და მე­ო­რეც გა­ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას ელოდ­ნენ, რად­გან მაგ დროს მა­ღა­ლია წყალ­დი­დო­ბის ალ­ბა­თო­ბა და სურ­დათ პრო­ექ­ტის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა სტი­ქი­ის­თვის და­ებ­რა­ლე­ბი­ნათ. სხვა­ნა­ი­რად რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას, რომ ობი­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის ვადა თით­ქმის 1 წლით გა­უგ­რძე­ლეს, მა­შინ როცა თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფე­რი კეთ­დე­ბო­და და ეს გამ­გე­ო­ბის პა­სუ­ხის­მგე­ბელ­მა პი­რებ­მა და­ნამ­დვი­ლე­ბით იცოდ­ნენ".

2013 წლის 26 ნო­ემ­ბერს შპს-ს დი­რექ­ტორ­მა გელა ძა­მი­აშ­ვილ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის ბექა ბა­ი­და­უ­რის სა­ხელ­ზე წა­რად­გი­ნა წე­რი­ლი, რომ­ლი­თაც ითხო­ვა სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ბა­რე­ბის ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბა იმა­ვე წლის 25 დე­კემ­ბრამ­დე, ვი­ნა­ი­დან სა­მუ­შა­ოს დას­რუ­ლე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა უა­მინ­დო­ბის (უხვი ნა­ლე­ქე­ბის) გამო. წე­რილს ერ­თვო­და გა­რე­მოს დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის გა­ცე­მუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი ცნო­ბა, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რომ 1 ოქ­ტომ­ბრი­დან 19 ნო­ემ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში, ანუ 50 დღე­ში, მხო­ლოდ 12 დღე იყო წვი­მი­ა­ნი.

იმა­ვე დღეს, ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის ბრძა­ნე­ბით შექ­მნილ­მა ინ­სპექ­ტი­რე­ბის მუდ­მივ­მოქ­მედ­მა ჯგუფ­მა და­დე­ბი­თი დას­კვნა წა­რად­გი­ნა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც 26 ნო­ემ­ბერსვე შედ­გა წე­რი­ლო­ბი­თი შე­თან­ხმე­ბა №232/1 და აღ­ნიშ­ნუ­ლი ვადა ერთი თვით, - 2013 წლის 25 დე­კემ­ბრამ­დე გაგ­რძელ­და.

ამას­თან, 2013 წლის 2 დე­კემ­ბერს გამ­გე­ო­ბამ "მშენ-გრუპს" კი­დევ ჩა­უ­რი­ცხა 54.063 ლარი.

მი­უ­ხე­და­ვად ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბი­სა, ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ - 30 დე­კემ­ბერს, შპს "მშენ-გრუპ­მა" გამ­გე­ო­ბი­სა­გან კი­დევ მო­ი­თხო­ვა თან­ხა 59.896 ლა­რის ოდე­ნო­ბით, თუმ­ცა ამ­ჯე­რად გამ­გე­ო­ბამ მას მხო­ლოდ მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხის ნა­წი­ლი - 27.267 ლარი გა­და­უ­რი­ცხა.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

წყალდიდობის მოლოდინში ხუთჯერ ვადაგაგრძელებული პროექტი და წყალს გატანებული 137 000

წყალდიდობის მოლოდინში ხუთჯერ ვადაგაგრძელებული პროექტი და წყალს გატანებული 137 000

ახმეტის მუნიციპალიტეტს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დაახლოებით 2.800.000 ლარი გამოეყო. ერთ-ერთი პროექტის სახით მდინარე ალაზანზე ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობა შეირჩა. სამშენებლო სამუშაოები იმავე წლის 1 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ვადა მუნიციპალიტეტის გამგებლმა ისე გადაავადა, სანამ ნაწილობრივ გაკეთებული ნაგებობა ადიდებულმა მდინარემ არ წაიღო.

2013 წლის 28 ივნისს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (SPA130014177) ქალაქ ახმეტაში მდინარე ალაზნის ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობის სამუშაოების სახელწიფო შესყიდვის მიზნით. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 262.300 ლარს.

სატენდერო წინადადებების მიღება დაიწყო 2013 წლის 17 ივლისს და დასრულდა 22 ივლისს. ტენდერში მონაწილეობა ხუთმა პრეტენდენტმა მიიღო, მათგან გამარჯვებულად კი გამოცხადდა შპს "MSHEN-GROUP მშენ-გრუპი" (სარეგისტრაციო კოდი - 400028395), რომლის შეთავაზებული საბოლოო ფასი 185.998 ლარს შეადგენდა.

2013 წლის 2 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება №232 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის მიხედვითაც შესრულებული სამუშაოების მიწოდების ვადა 2013 წლის 1 დეკემბრამდე განისაზღვრა. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-ის ოდენობით.

2013 წლის 27 აგვისტოს, სამუშაოების მიღების აქტების საფუძველზე, გამგეობამ „მშენ-გრუპს“ შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 55.799 ლარი გადაურიცხა.

ამის შემდეგ კი ორივე მხარემ დაიწყო ისეთი ქმედებების განხორციელება, რაც, მაღალი ალბათობით, მიზნად პროექტის ჩავარდნას ისახავდა. კონფიდენციალურმა წყარომ, რომელიც იმ პერიოდში ახმეტის გამგეობაში მუშაობდა, საინფორმაციო ცენტრების ქსელს განუცხადა: „ერთიც და მეორეც გაზაფხულის დადგომას ელოდნენ, რადგან მაგ დროს მაღალია წყალდიდობის ალბათობა და სურდათ პროექტის შეუსრულებლობა სტიქიისთვის დაებრალებინათ. სხვანაირად როგორ შეიძლება აიხსნას, რომ ობიექტის დასრულების ვადა თითქმის 1 წლით გაუგრძელეს, მაშინ როცა თვეების განმავლობაში არაფერი კეთდებოდა და ეს გამგეობის პასუხისმგებელმა პირებმა დანამდვილებით იცოდნენ“.

2013 წლის 26 ნოემბერს შპს-ს დირექტორმა გელა ძამიაშვილმა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბექა ბაიდაურის სახელზე წარადგინა წერილი, რომლითაც ითხოვა სამუშაოების ჩაბარების ვადის გაგრძელება იმავე წლის 25 დეკემბრამდე, ვინაიდან სამუშაოს დასრულება ვერ მოხერხდა უამინდობის (უხვი ნალექების) გამო. წერილს ერთვოდა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსის გაცემული შესაბამისი ცნობა, სადაც მითითებული იყო, რომ 1 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე პერიოდში, ანუ 50 დღეში, მხოლოდ 12 დღე იყო წვიმიანი.

იმავე დღეს, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილმა ინსპექტირების მუდმივმოქმედმა ჯგუფმა დადებითი დასკვნა წარადგინა, რის საფუძველზეც 26 ნოემბერსვე შედგა წერილობითი შეთანხმება №232/1 და აღნიშნული ვადა ერთი თვით, - 2013 წლის 25 დეკემბრამდე გაგრძელდა.

ამასთან, 2013 წლის 2 დეკემბერს გამგეობამ "მშენ-გრუპს" კიდევ ჩაურიცხა 54.063 ლარი.

მიუხედავად ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა, ვადის ამოწურვის შემდეგ - 30 დეკემბერს, შპს „მშენ-გრუპმა“ გამგეობისაგან კიდევ მოითხოვა თანხა 59.896 ლარის ოდენობით, თუმცა ამჯერად გამგეობამ მას მხოლოდ მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 27.267 ლარი გადაურიცხა.

წაიკითხეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა