სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ბესელია – ნოდარ ებანოიძემ ბოდიში მოიხადა
ეკა ბესელია – ნოდარ ებანოიძემ ბოდიში მოიხადა

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, ეკა ბე­სე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, ის ბუ­ნე­ბით მიმ­ტე­ვე­ბე­ლია და მისი და "რეს­პუბ­ლი­კელ" ნო­დარ ება­ნო­ი­ძის შო­რის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბა უკვე და­ა­ვი­წყდა.

რო­გორც ბე­სე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, შე­ნიშ­ვნე­ბი, რომ­ლე­ბიც მის კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით სხდო­მა­ზე გა­მო­ით­ქვა, პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექ­სტში იყო ნათ­ქვა­მი.

"მე მგო­ნია, რომ ეს იყო გა­ურ­კვევ­ლო­ბა. არ მეს­მო­და ბა­ტო­ნი ნო­და­რი რას ამ­ბობ­და. მაგ­რამ როცა უკვე გა­ვი­გე, მე ჩავ­თვა­ლე, რომ არ იყო ეს მი­სა­ღე­ბი შე­ნიშ­ვნა და ამა­ვე დროს ჩან­და, რომ ცოტა ზედ­მე­ტად გა­ცხა­რე­ბუ­ლი და ჩემ­თვის არა­ბუ­ნებ­რი­ვად გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ით სა­უბ­რობ­და, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ჩემი მხრი­დან ცოტა სუს­ხი­ა­ნი რე­აქ­ცია. ცოტა ხნის წინ მო­ვი­და, ამიხ­სნა. მე ბუ­ნე­ბით ძა­ლი­ან მიმ­ტე­ვე­ბე­ლი ვარ. ასე, რომ წყე­ნა უკვე და­მა­ვი­წყდა.

მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ეს შე­ნიშ­ვნე­ბი პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექ­სტში იყო, რად­გან ვერ ავ­ხსე­ნი. დას­მუ­ლი იყო კი­თხვა და მე­სა­მე­დაც რომ და­ის­ვა, ვერ გა­ვი­გე რა­ტომ იყო სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ზი­ცია. ჩემი ლო­გი­კით ვერ ავ­ხსე­ნი. უეც­რად იმ­პულ­სუ­რად გა­ვი­ფიქ­რე, რომ ეს იყო პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ემო­ცია. ამი­ტომ იყო ჩემი ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად და ღიად ნათ­ქვა­მი ფრა­ზა. ახლა ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვა. მო­ვი­და უკვე ბო­დი­ში მო­ი­ხა­და. მე ვფიქ­რობ, ეს თემა ამო­წუ­რუ­ლია," - გა­ნა­ცხა­და ეკა ბე­სე­ლი­ამ.

ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევრ ეკა ბე­სე­ლი­ა­სა და "რეს­პუბ­ლი­კელ" დე­პუ­ტატ ნო­დარ ება­ნო­ი­ძეს შო­რის პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და.

"ბა­ტო­ნო ნო­დარ, ხე­ლებს ნუ იშ­ვერთ და ნუ ყვი­რი­ხართ – დღეს რა­ღაც მე­ტის­მე­ტად გა­ცხა­რე­ბუ­ლი ბრძან­დე­ბით, ამ რე­ფორ­მას ახლა პირ­ვე­ლად არ ის­მენთ, კა­ნონპ­რო­ექ­ტის არსს და­უბ­რუნ­დით და იმე­დია, პო­ლი­ტი­კურ ნო­ტა­ზე არ ხართ გა­და­სუ­ლი – და­ი­წყნა­რეთ ნერ­ვე­ბი და ხე­ლე­ბი სა­თა­ნა­დო მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მარ­თეთ", - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბით ბე­სე­ლი­ამ ება­ნო­ი­ძეს პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან მი­მარ­თა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ეკა ბესელია – ნოდარ ებანოიძემ ბოდიში მოიხადა

ეკა ბესელია – ნოდარ ებანოიძემ ბოდიში მოიხადა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ის ბუნებით მიმტევებელია და მისი და ,,რესპუბლიკელ" ნოდარ ებანოიძის შორის პლენარულ სხდომაზე მომხდარი დაპირისპირება უკვე დაავიწყდა.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შენიშვნები, რომლებიც მის კანონპროექტთან დაკავშირებით სხდომაზე გამოითქვა, პოლიტიკურ კონტექსტში იყო ნათქვამი.

,,მე მგონია, რომ ეს იყო გაურკვევლობა. არ მესმოდა ბატონი ნოდარი რას ამბობდა. მაგრამ როცა უკვე გავიგე, მე ჩავთვალე, რომ არ იყო ეს მისაღები შენიშვნა და ამავე დროს ჩანდა, რომ ცოტა ზედმეტად გაცხარებული და ჩემთვის არაბუნებრივად გაბრაზებული ჟესტიკულაციით საუბრობდა, რამაც გამოიწვია ჩემი მხრიდან ცოტა სუსხიანი რეაქცია. ცოტა ხნის წინ მოვიდა, ამიხსნა. მე ბუნებით ძალიან მიმტევებელი ვარ. ასე, რომ წყენა უკვე დამავიწყდა.

მომეჩვენა, რომ ეს შენიშვნები პოლიტიკურ კონტექსტში იყო, რადგან ვერ ავხსენი. დასმული იყო კითხვა და მესამედაც რომ დაისვა, ვერ გავიგე რატომ იყო საწინააღმდეგო პოზიცია. ჩემი ლოგიკით ვერ ავხსენი. უეცრად იმპულსურად გავიფიქრე, რომ ეს იყო პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე ემოცია. ამიტომ იყო ჩემი ძალიან გულწრფელად და ღიად ნათქვამი ფრაზა. ახლა ყველაფერი გაირკვა. მოვიდა უკვე ბოდიში მოიხადა. მე ვფიქრობ, ეს თემა ამოწურულია," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრ ეკა ბესელიასა და "რესპუბლიკელ" დეპუტატ ნოდარ ებანოიძეს შორის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

"ბატონო ნოდარ, ხელებს ნუ იშვერთ და ნუ ყვირიხართ – დღეს რაღაც მეტისმეტად გაცხარებული ბრძანდებით, ამ რეფორმას ახლა პირველად არ ისმენთ, კანონპროექტის არსს დაუბრუნდით და იმედია, პოლიტიკურ ნოტაზე არ ხართ გადასული – დაიწყნარეთ ნერვები და ხელები სათანადო მიმართულებით მიმართეთ", - აღნიშნული განცხადებით ბესელიამ ებანოიძეს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."