მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეპუტატების პენსია ხალხს მილიონები უჯდება
დეპუტატების პენსია ხალხს მილიონები უჯდება

ხალ­ხს პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის შე­ნახ­ვა წე­ლი­წად­ში 4,5 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი უჯ­დე­ბა. "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნან­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 560-ლა­რი­ან პენ­სი­ას 677 დე­პუ­ტა­ტი იღებს, მათი რა­ო­დე­ნო­ბა 4 წე­ლი­წად­ში ერთხელ მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხში­რად ჩნდე­ბა კი­თხვა და პრო­ტეს­ტი, რა­ტომ უნდა არ­ჩენ­დეს ხალ­ხი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 70%-ს, რო­დე­საც მათ პარ­ლა­მენ­ტი - და­სას­ვე­ნე­ბე­ლი, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი "უწე­სო" ად­გი­ლე­ბი ჰგო­ნი­ათ? დე­პუ­ტატ­თა დიდი ნა­წი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო ვა­დას ისე ას­რუ­ლებს, რომ სა­კუ­თარ ფუნ­ქცი­ა­ზე სა­უ­ბა­რიც კი არ შე­უძ­ლია.

ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის პენ­სია სა­ზო­გა­დო­ე­ბის რი­გი­თი წევ­რის პენ­სი­ას 250%-ით აღე­მა­ტე­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, იმის­თვის, რომ კო­რუფ­ცია გა­მო­ი­რი­ცხოს, დე­პუ­ტატს მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი და შემ­დეგ პენ­სია უნდა ჰქონ­დეს. ეს მსჯე­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა ლო­გი­კუ­რი იყოს, თუმ­ცა ამას­თა­ნა­ვე ჩნდე­ბა მე­ო­რე კი­თხვა, ვინ უფრო მეტ დოვ­ლათს ქმნის ქვეყ­ნის­თვის - მწე­რა­ლი (მა­გა­ლი­თად, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის პენ­სია 160 ლა­რია), მეც­ნი­ე­რი ან მი­წის მუშა, თუ დე­პუ­ტა­ტე­ბი, რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უც­ნო­ბია.

და­ვი­წყოთ თა­ვი­დან: დე­პუ­ტა­ტის ხელ­ფა­სი 2 ათა­სი ლა­რია. 2013 წლის 1-ლი იან­ვრი­დან სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის ყო­ველ­თვი­უ­რი სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი ასე გა­ნი­სა­ზღვრე­ბა: პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე - 3 905 ლარი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე - 3 570 ლარი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე - 5 505 ლარი. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რე­ბი, კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე - 2 705 ლარი, ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე - 2 635 ლარი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სხვა დრო­ე­ბი­თი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე - 2 105 ლარი, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რე­ბის მო­ად­გი­ლე­ე­ბი, კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე - 1 970 ლარი, კო­მი­ტე­ტი­სა და ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის მო­ად­გი­ლე­ე­ბი - 1 905 ლარი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი - 1 790 ლარი.

შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­დის, რომ დღე­ვან­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რის მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი 3 790 ლარს შე­ად­გენს. ესეც მა­შინ, თუ კა­ნონ­მდე­ბე­ლი არც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეა, არც თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, არც უმ­რავ­ლე­სო­ბის და არც უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რი, არც მა­ჟო­რი­ტა­რი, თა­ნამ­დე­ბო­ბის შე­სა­ბა­მი­სად ხელ­ფა­სი, და­ნა­მატ­თან ერ­თად, 3 905-დან 6 905 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

დეპუტატების პენსია ხალხს მილიონები უჯდება

დეპუტატების პენსია ხალხს მილიონები უჯდება

ხალხს პარლამენტის ყოფილი დეპუტატების შენახვა წელიწადში 4,5 მილიონ ლარზე მეტი უჯდება. "ბიზნეს-რეზონანსის" ინფორმაციით, 560-ლარიან პენსიას 677 დეპუტატი იღებს, მათი რაოდენობა 4 წელიწადში ერთხელ მუდმივად იზრდება. საზოგადოებაში ხშირად ჩნდება კითხვა და პროტესტი, რატომ უნდა არჩენდეს ხალხი პარლამენტის წევრების დაახლოებით 70%-ს, როდესაც მათ პარლამენტი - დასასვენებელი, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციები "უწესო" ადგილები ჰგონიათ? დეპუტატთა დიდი ნაწილი საპარლამენტო ვადას ისე ასრულებს, რომ საკუთარ ფუნქციაზე საუბარიც კი არ შეუძლია.

ყოფილი დეპუტატის პენსია საზოგადოების რიგითი წევრის პენსიას 250%-ით აღემატება. სპეციალისტების განცხადებით, იმისთვის, რომ კორუფცია გამოირიცხოს, დეპუტატს მაღალი ხელფასი და შემდეგ პენსია უნდა ჰქონდეს. ეს მსჯელობა შეიძლება ლოგიკური იყოს, თუმცა ამასთანავე ჩნდება მეორე კითხვა, ვინ უფრო მეტ დოვლათს ქმნის ქვეყნისთვის - მწერალი (მაგალითად, გურამ დოჩანაშვილის პენსია 160 ლარია), მეცნიერი ან მიწის მუშა, თუ დეპუტატები, რომელთა სახელები საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უცნობია.

დავიწყოთ თავიდან: დეპუტატის ხელფასი 2 ათასი ლარია. 2013 წლის 1-ლი იანვრიდან სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის ყოველთვიური სახელფასო დანამატი ასე განისაზღვრება: პარლამენტის თავმჯდომარე - 3 905 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - 3 570 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - 5 505 ლარი. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, კომიტეტის თავმჯდომარე - 2 705 ლარი, ფრაქციის თავმჯდომარე - 2 635 ლარი, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიის თავმჯდომარე - 2 105 ლარი, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - 1 970 ლარი, კომიტეტისა და ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეები - 1 905 ლარი, პარლამენტის წევრი - 1 790 ლარი.

შესაბამისად გამოდის, რომ დღევანდელი პარლამენტარის მინიმალური ხელფასი 3 790 ლარს შეადგენს. ესეც მაშინ, თუ კანონმდებელი არც პარლამენტის თავმჯდომარეა, არც თავმჯდომარის მოადგილე, არც უმრავლესობის და არც უმცირესობის ლიდერი, არც მაჟორიტარი, თანამდებობის შესაბამისად ხელფასი, დანამატთან ერთად, 3 905-დან 6 905 ლარამდე იზრდება.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."