სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი შოთაძე - ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიებაში სიახლეებია
ირაკლი შოთაძე - ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიებაში სიახლეებია

ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის საქ­მე­ზე სი­ახ­ლე­ე­ბია, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მათ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვი­სა­უბ­რებ, - ამის შე­სა­ხებ მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა ირაკ­ლი შო­თა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც შო­თა­ძემ აღ­ნიშ­ნა, საქ­მე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა შსს-სთან და სუს-სთან ერ­თად ინ­ტენ­სი­ურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებს იმის­თვის, რომ დად­გინ­დეს პი­რე­ბი, ვინც ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ვი­დე­ო­ე­ბის ატ­ვირ­თვა მო­ახ­დი­ნა.

"რა თქმა უნდა, სი­ახ­ლე­ე­ბი არის, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ამ სი­ახ­ლე­ებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ, მაგ­რამ ჩვენ შე­სა­ბა­მის ეტაპ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვაწ­ვდით", - გა­ნა­ცხა­და შო­თა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში სხვა ქვეყ­ნე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას, შო­თა­ძე გან­მარ­ტავს, რომ მათი ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე ქარ­თულ მხა­რეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა.

"სხვა ქვეყ­ნე­ბი ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან, რად­გან ამ ვი­დე­ო­ფა­ი­ლე­ბის ატ­ვირ­თვა უცხო­ურ ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დებ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და. შე­სა­ბა­მი­სად, მათი ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს ვერ ჩა­ვა­ტა­რებ­დით. არა­ერ­თი სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბაა გაგ­ზავ­ნი­ლი სხვა ქვეყ­ნე­ბის კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებ­ში და, რა თქმა უნდა, მათი დახ­მა­რე­ბის დიდი იმე­დი გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და შო­თა­ძემ, თუმ­ცა რო­მე­ლი ქვეყ­ნის ორ­გა­ნო­ე­ბის მი­მარ­თა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია.

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რათა ამ "ამაზ­რზე­ნი და­ნა­შა­უ­ლის" ჩამ­დე­ნე­ბი კა­ნო­ნის სიმ­კაც­რით და­ი­სა­ჯონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ირაკლი შოთაძე - ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიებაში სიახლეებია

ირაკლი შოთაძე - ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიებაში სიახლეებია

ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე სიახლეებია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მათზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შოთაძემ აღნიშნა, საქმეზე საქართველოს პროკურატურა შსს-სთან და სუს-სთან ერთად ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს იმისთვის, რომ დადგინდეს პირები, ვინც ინტერნეტსივრცეში ვიდეოების ატვირთვა მოახდინა.

"რა თქმა უნდა, სიახლეები არის, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ სიახლეებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენ შესაბამის ეტაპზე საზოგადოებას გამოძიების მსვლელობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით", - განაცხადა შოთაძემ.

რაც შეეხება გამოძიების პროცესში სხვა ქვეყნების ჩართულობას, შოთაძე განმარტავს, რომ მათი ჩართულობის გარეშე ქართულ მხარეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება გაუჭირდება.

"სხვა ქვეყნები ჩართულები არიან, რადგან ამ ვიდეოფაილების ატვირთვა უცხოურ ინტერნეტგვერდებზე განხორციელდა. შესაბამისად, მათი ჩართულობის გარეშე საგამოძიებო მოქმედებებს ვერ ჩავატარებდით. არაერთი სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობაა გაგზავნილი სხვა ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებში და, რა თქმა უნდა, მათი დახმარების დიდი იმედი გვაქვს", - განაცხადა შოთაძემ, თუმცა რომელი ქვეყნის ორგანოების მიმართა პროკურატურამ, არ დაუკონკრეტებია.

მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებები ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით ყველაფერს აკეთებენ, რათა ამ "ამაზრზენი დანაშაულის" ჩამდენები კანონის სიმკაცრით დაისაჯონ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."