სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვეულებრივი ქართველი ვარ" -"ტიფლისისა" და "ქერჩის" რეჟისორის სიყვარული და რისკი
"ჩვეულებრივი ქართველი ვარ" -"ტიფლისისა" და "ქერჩის" რეჟისორის სიყვარული და რისკი

ქარ­თვე­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რის, სცე­ნა­რის­ტი­სა და ოპე­რა­ტო­რის ლე­ვან დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლის დე­ბი­უ­ტი ჯერ კი­დევ 2011 წელს "ანოს და ვა­ნოს თავ­გა­და­სავ­ლით" შედ­გა, თუმ­ცა ცნო­ბი­ლი სე­რი­ალ "ტიფ­ლი­სის" ტე­ლე­კომ­პა­ნია GDS-ის ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გახ­და. სე­რი­ალ­მა ერ­თბა­შად მო­ი­პო­ვა მა­ყუ­რებ­ლის სიმ­პა­თი­აც და სიყ­ვა­რუ­ლიც. შემ­დეგ იყო კი­დევ ერთი მა­ღალ­მხატ­ვრუ­ლად გა­და­ღე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლი "ქერ­ჩი". დღეს ჩვე­ნი სტუ­მა­რი ლე­ვან დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლია.

- ბა­ტო­ნო ლე­ვან, გვი­ამ­ბეთ თქვენ შე­სა­ხებ...

- ლე­ვან დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლი ვარ, პრო­ვინ­ცი­ე­ლი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქარ­თვე­ლი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს კინო და ემ­სა­ხუ­რე­ბა ამ საქ­მეს დიდი სიყ­ვა­რუ­ლით.

- თქვე­ნი სა­რე­ჟი­სო­რო დე­ბი­უ­ტი 2011 წელს "ანოს და ვა­ნოს თავ­გა­და­სავ­ლით" შედ­გა...

- ეს ფილ­მი იყო ჩემ­თვის პირ­ვე­ლი გა­მოწ­ვე­ვა, ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, რად­გან ამ სფე­რო­ში არა­ნა­ი­რი გა­ნათ­ლე­ბა არ მქონ­და, მოკ­ლედ, თვით­ნას­წავ­ლი ვი­ყა­ვი... მა­ინც გავ­რის­კე. გა­და­ღე­ბის დროს ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რად­გან 1984 წლის მერე სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ნა­ი­რი სა­ბავ­შვო პრო­ექ­ტი არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა, მი­თუ­მე­ტეს ზღა­პა­რი. ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან მე­ცი­ნე­ბა ამ პრო­ექ­ტზე, მაგ­რამ მა­შინ ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, თუმ­ცა მა­ყუ­რებ­ლი­დან ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი ემო­ცია წა­მო­ვი­და, ამან გა­მა­თა­მა­მა, და­ვი­წყე და და­ვი­წყე... რო­გორც ვიცი, იმ­ჟა­მად კი­ნო­თე­ატ­რებ­ში შე­მო­სავ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ამ ზღა­პარ­მა რე­კორ­დი მოხ­სნა. თუმ­ცა, გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა მა­ყუ­რე­ბელ­ში და არა მე­დი­ა­სივ­რცე­ში. სი­მარ­თლე გი­თხრათ ერთი ინ­ტერ­ვი­უც კი არა­ვის აუ­ღია (იღიმს).

- "ანოს და ვა­ნოს თავ­გა­და­სა­ვალ­მა" გა­გა­ბე­დი­ნათ, რომ სე­რი­ა­ლი "ტიფ­ლი­სი" გა­და­გე­ღოთ?

- სე­რი­ალ "ტიფ­ლი­სამ­დე" არა­ერ­თი პრო­ექ­ტი გა­ვა­კე­თე. "ტიფ­ლი­სი" ეს იყო ჩემი სა­ოც­ნე­ბო სამ­ყა­რო და ეპო­ქა. ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა იმ პე­რი­ო­დის დე­და­მი­წა, არა­მარ­ტო თბი­ლი­სი, არა­მედ ლონ­დო­ნი, პა­რი­ზი ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ქა­ლა­ქი. რო­გორც დამ­წყებ რე­ჟი­სორს, ამ სე­რი­ალ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მო­მი­ტა­ნა, დიახ, მე ახ­ლაც თავს დამ­წყებ რე­ჟი­სორს ვე­ძა­ხი და კი­დევ დიდ­ხანს და­ვუ­ძა­ხებ, მა­ნამ, ვიდ­რე ბევ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს არ გა­ვა­კე­თებ. ძა­ლი­ან დიდი შრო­მა ჩავ­დეთ ამ პრო­ექ­ტში, მაგ­რამ სე­რი­ალ­მა ეს დიდ სიყ­ვა­რუ­ლად დაგ­ვიბ­რუ­ნა. შეც­დო­მე­ბი იყო, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, რად­გან ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში და შეც­დო­მე­ბის გა­რე­შე წინ ვერ წა­ვალთ.

- რა­ტომ მა­ინც და მა­ინც მე-19 სა­უ­კუ­ნის ეპო­ქა და სა­ი­დან წა­მო­ვი­და ამ ფილ­მის შექ­მნის იდეა?

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ჩვეულებრივი ქართველი ვარ" -"ტიფლისისა" და "ქერჩის" რეჟისორის სიყვარული და რისკი

"ჩვეულებრივი ქართველი ვარ" -"ტიფლისისა" და "ქერჩის" რეჟისორის სიყვარული და რისკი

ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტისა და ოპერატორის ლევან დაბრუნდაშვილის დებიუტი ჯერ კიდევ 2011 წელს "ანოს და ვანოს თავგადასავლით" შედგა, თუმცა ცნობილი სერიალ "ტიფლისის" ტელეკომპანია GDS-ის ეკრანზე გამოჩენის შემდეგ გახდა. სერიალმა ერთბაშად მოიპოვა მაყურებლის სიმპათიაც და სიყვარულიც. შემდეგ იყო კიდევ ერთი მაღალმხატვრულად გადაღებული სერიალი "ქერჩი". დღეს ჩვენი სტუმარი ლევან დაბრუნდაშვილია.

- ბატონო ლევან, გვიამბეთ თქვენ შესახებ...

- ლევან დაბრუნდაშვილი ვარ, პროვინციელი, ჩვეულებრივი ქართველი, რომელსაც ძალიან უყვარს კინო და ემსახურება ამ საქმეს დიდი სიყვარულით.

- თქვენი სარეჟისორო დებიუტი 2011 წელს "ანოს და ვანოს თავგადასავლით" შედგა...

- ეს ფილმი იყო ჩემთვის პირველი გამოწვევა, ძალიან რთული იყო, რადგან ამ სფეროში არანაირი განათლება არ მქონდა, მოკლედ, თვითნასწავლი ვიყავი... მაინც გავრისკე. გადაღების დროს ძალიან ვნერვიულობდი, რადგან 1984 წლის მერე საქართველოში არანაირი საბავშვო პროექტი არ განხორციელებულა, მითუმეტეს ზღაპარი. ამ გადმოსახედიდან მეცინება ამ პროექტზე, მაგრამ მაშინ ძალიან განვიცადე, თუმცა მაყურებლიდან ძალიან დადებითი ემოცია წამოვიდა, ამან გამათამამა, დავიწყე და დავიწყე... როგორც ვიცი, იმჟამად კინოთეატრებში შემოსავლების თვალსაზრისით, ამ ზღაპარმა რეკორდი მოხსნა. თუმცა, გამოხმაურება მოჰყვა მაყურებელში და არა მედიასივრცეში. სიმართლე გითხრათ ერთი ინტერვიუც კი არავის აუღია (იღიმს).

- "ანოს და ვანოს თავგადასავალმა" გაგაბედინათ, რომ სერიალი "ტიფლისი" გადაგეღოთ?

- სერიალ "ტიფლისამდე" არაერთი პროექტი გავაკეთე. "ტიფლისი" ეს იყო ჩემი საოცნებო სამყარო და ეპოქა. ჩემთვის ძალიან საინტერესოა იმ პერიოდის დედამიწა, არამარტო თბილისი, არამედ ლონდონი, პარიზი ან ნებისმიერი სხვა ქალაქი. როგორც დამწყებ რეჟისორს, ამ სერიალმა ძალიან ბევრი რამ მომიტანა, დიახ, მე ახლაც თავს დამწყებ რეჟისორს ვეძახი და კიდევ დიდხანს დავუძახებ, მანამ, ვიდრე ბევრად მნიშვნელოვან საქმეს არ გავაკეთებ. ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ ამ პროექტში, მაგრამ სერიალმა ეს დიდ სიყვარულად დაგვიბრუნა. შეცდომები იყო, რაც ბუნებრივია, რადგან ეს მიმართულება, ფაქტობრივად, არ არსებობს ქვეყანაში და შეცდომების გარეშე წინ ვერ წავალთ.

- რატომ მაინც და მაინც მე-19 საუკუნის ეპოქა და საიდან წამოვიდა ამ ფილმის შექმნის იდეა?

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება