სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა­საც მო­გიყ­ვე­ბით, გა­მო­ნა­გო­ნი არ არის"- ლანჩხუთელი ჟორდანიების ტრაგიკული ამბავი
"რა­საც მო­გიყ­ვე­ბით, გა­მო­ნა­გო­ნი არ არის"- ლანჩხუთელი ჟორდანიების ტრაგიკული ამბავი

ერთ ავ­ბე­დით ღა­მეს, ლან­ჩხუთ­ში, ჟორ­და­ნი­ე­ბის ოჯახ­ში და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუმ­რე­ბი მი­ვიდ­ნენ. სახ­ლი­დან გა­იყ­ვა­ნეს ოჯა­ხის უფ­რო­სი - კო­კი ჟორ­და­ნია და მი­სი მე­უღ­ლე ვან­და ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი. შვი­ლე­ბი: 3 წლის გი­ზო და 8 თვის ნა­ნა 90 წლის მო­ხუც­თან და­ტო­ვეს. ძაღ­ლი, რო­მე­ლიც ეზო­ში და­დი­ო­და, მო­წამ­ლეს. მე­ზობ­ლებ­მა კა­რე­ბი ჩა­რა­ზეს, სი­ნათ­ლე ჩა­აქ­რეს, რად­გან შე­ე­შინ­დათ... მძი­მე სტრე­სის ფონ­ზე, მო­ხუც­მა გო­ნე­ბა და­კარ­გა. ეს ყვე­ლა­ფე­რი 1937 წელს ხდე­ბო­და.

მცი­რეწ­ლო­ვან ბავ­შ­ვებს ახ­ლობ­ლებ­მა უპატ­რო­ნეს. ის 3 წლის ბი­ჭი, დღეს ყვე­ლას­თ­ვის ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი, გი­ზო ჟორ­და­ნია გახ­ლავთ. ამ ამ­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის შემ­დეგ, ბა­ტო­ნი გი­ზოს დამ - ნა­ნამ პი­ე­სა და­წე­რა. სპექ­ტაკ­ლი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რ­ში, გი­ზო ჟორ­და­ნი­ას რე­ჟი­სო­რო­ბით და­იდ­გა და დღე­საც რე­პერ­ტუ­არ­შია.

"რა­საც მო­გიყ­ვე­ბით, გა­მო­ნა­გო­ნი არ არის, ზღა­პარს წა­ა­გავს, მაგ­რამ ზღა­პა­რი არ გე­გო­ნოთ. ნამ­დ­ვილ ამ­ბავს გა­ვი­თა­მა­შებთ", - ამ სიტყ­ვე­ბით იწყე­ბა "თეთ­რი იასა­მა­ნი"; სპექ­ტაკ­ლი, რომ­ლის მსვლე­ლო­ბი­სას დარ­ბაზ­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი ტი­რის, სცე­ნა­ზე კი მთა­ვა­რი დე­კო­რა­ცია დახ­ვ­რე­ტი­ლი ვა­გო­ნია.

ნა­ნა ჟორ­და­ნია:

- რეპ­რე­სი­ე­ბის პე­რი­ოდ­ში ჩე­მი გვა­რით ცხოვ­რე­ბა ად­ვი­ლი არ იყო. რად­გან ნოე ჟორ­და­ნი­ას ნა­თე­სა­ვე­ბი ვი­ყა­ვით, გვდევ­ნიდ­ნენ. ამ­ბავ­ზე, რო­მე­ლიც ჩვენს ოჯახს თავს გა­დახ­და, პი­ე­სა დავ­წე­რე. თურ­მე, იმ პე­რი­ოდ­ში ჩე­მი ძმაც წერ­და და არ ვი­ცო­დი. ამ თე­მა­ზე აქ­ტი­უ­რად ლა­პა­რა­კი პირ­ველ­მა მე და­ვი­წყე. მინ­დო­და, ეს ამ­ბა­ვი სცე­ნა­ზე დად­გ­მუ­ლი­ყო და მხო­ლოდ ჩვე­ნი ოჯა­ხის თა­რო­ზე არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. მქონ­და სურ­ვი­ლი, სხვა­საც გა­ე­გო, მო­ეს­მი­ნა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის დი­დი პრო­ცენ­ტი ამ რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვერ­პ­ლია. დევ­ნა ხომ მას­შ­ტა­ბუ­რი იყო და ბევ­რს შე­ე­ხო.

- მა­მათ­ქ­ვე­ნის და­პა­ტიმ­რე­ბა რო­გორ მოხ­და?

- მა­მა ლან­ჩხუ­თის სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს გამ­გე იყო. რა­ი­ონ­ში ცნო­ბი­ლი პი­რი გახ­ლ­დათ. რო­გორც გად­მო­ცე­მით ვი­ცი, ერთ დღეს სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს­თან ახ­ლოს, ბე­რი­ას ჩა­უვ­ლია, მან­ქა­ნა გა­უ­ჩე­რე­ბია და და­რა­ჯის­თ­ვის უკი­თხავს, - რო­გორ კარ­გად მოვ­ლი­ლია. ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ვინ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­სო? და­რაჯს მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი და გვა­რი უთ­ქ­ვამს. ბე­რი­ას უკ­მა­ყო­ფი­ლოდ ჩა­უ­ლა­პა­რა­კია: აღარ უნ­და დამ­თავ­რ­დეს ამ გვა­რის თა­რე­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიო? მორ­ჩა, მე­ტი მი­ზე­ზი რა­ღა უნ­დო­დათ?! ამ ამ­ბი­დან ძა­ლი­ან მა­ლე, ერთ ავ­ბე­დით ღა­მეს, სახ­ლ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­მო­ვიდ­ნენ. მა­მა და დე­და წა­იყ­ვა­ნეს, მე მა­შინ 8 თვის ვი­ყა­ვი, გი­ზო - 3 წლის. 90 წლის ბე­ბი­ას­თან დაგ­ვ­ტო­ვეს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გო­რი სას­ტი­კე­ბი იყ­ვ­ნენ, ძაღ­ლიც კი მოგ­ვიწ­ამ­ლეს. ბე­ბი­ამ დი­დი სტრე­სის ფონ­ზე გო­ნე­ბა და­კარ­გა. ამ დროს მე­ზობ­ლებს კა­რე­ბი ჩა­უ­რა­ზავთ, სახ­ლე­ბი­დან სი­ნათ­ლე აღარ გა­მო­დი­ო­და. ყვე­ლა შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო.

- მე­ო­რე დღი­დან თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა რო­გორ გაგ­რ­ძელ­და?

- სახ­ლ­ში ჩუმ-ჩუ­მად შე­მო­სულ ნა­თე­სა­ვებს ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა დახ­ვ­დათ: 3 წლის ბი­ჭი ცალ­კე ტი­რო­და, მე - 8 თვი­სას, ალ­ბათ, ტი­რი­ლის თა­ვიც აღარ მქონ­და, თან მში­ე­რი ვი­ყა­ვი. აღ­მოჩ­ნ­და, რომ "ბა­ტო­ნე­ბიც" მქონ­და. რად­გან დე­დას ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე ვყავ­დი, რამ­დე­ნი­მე დღე მი­ლი­ცი­ა­ში და­მა­ტა­რებ­დ­ნენ და იქ მას მცი­რე ხნით მახ­ვედ­რებ­დ­ნენ. მე­რე ბი­ძამ და ბი­ცო­ლამ თბი­ლის­ში წა­მო­მიყ­ვა­ნეს, გი­ზო კი მა­მი­დამ წა­იყ­ვა­ნა. გი­ზო მა­ინც აზ­რ­ზე იყო, დედ-მა­მას ცნობ­და და იცო­და, რომ მა­მი­და ზრდი­და, მე კი ბი­ცო­ლას "დე­დას" ვე­ძახ­დი, ბი­ძას - "მა­მას".

- და-ძმა ერ­თ­მა­ნეთს ხვდე­ბო­დით?

- ვხვდე­ბო­დით, რო­გორც ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი. სა­ნა­თე­სა­ვო­ში ჩვე­ნი თა­ნა­ტო­ლი სხვა ბავ­შ­ვე­ბიც იყ­ვ­ნენ. რო­ცა

ყვე­ლა­ნი ერ­თად ვიკ­რი­ბე­ბო­დით, გი­ზო­სად­მი გა­მორ­ჩე­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და. ყვე­ლას­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, ში­ნა­გა­ნი სით­ბო მო­დი­ო­და. ჩე­მი გამ­ზ­რ­დე­ლი დე­და - ანა იოსა­ვა 50 წლამ­დე იყო, თა­ვად შვი­ლი არ ჰყავ­და.

- თქვენს და­პა­ტიმ­რე­ბულ მშობ­ლებს რა ბე­დი ეწი­ათ? გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"რა­საც მო­გიყ­ვე­ბით, გა­მო­ნა­გო­ნი არ არის"- ლანჩხუთელი ჟორდანიების ტრაგიკული ამბავი

"რა­საც მო­გიყ­ვე­ბით, გა­მო­ნა­გო­ნი არ არის"- ლანჩხუთელი ჟორდანიების ტრაგიკული ამბავი

ერთ ავ­ბე­დით ღა­მეს, ლან­ჩხუთ­ში, ჟორ­და­ნი­ე­ბის ოჯახ­ში და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუმ­რე­ბი მი­ვიდ­ნენ. სახ­ლი­დან გა­იყ­ვა­ნეს ოჯა­ხის უფ­რო­სი - კო­კი ჟორ­და­ნია და მი­სი მე­უღ­ლე ვან­და ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი. შვი­ლე­ბი: 3 წლის გი­ზო და 8 თვის ნა­ნა 90 წლის მო­ხუც­თან და­ტო­ვეს. ძაღ­ლი, რო­მე­ლიც ეზო­ში და­დი­ო­და, მო­წამ­ლეს. მე­ზობ­ლებ­მა კა­რე­ბი ჩა­რა­ზეს, სი­ნათ­ლე ჩა­აქ­რეს, რად­გან შე­ე­შინ­დათ... მძი­მე სტრე­სის ფონ­ზე, მო­ხუც­მა გო­ნე­ბა და­კარ­გა. ეს ყვე­ლა­ფე­რი 1937 წელს ხდე­ბო­და.

მცი­რეწ­ლო­ვან ბავ­შ­ვებს ახ­ლობ­ლებ­მა უპატ­რო­ნეს. ის 3 წლის ბი­ჭი, დღეს ყვე­ლას­თ­ვის ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი, გი­ზო ჟორ­და­ნია გახ­ლავთ. ამ ამ­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის შემ­დეგ, ბა­ტო­ნი გი­ზოს დამ - ნა­ნამ პი­ე­სა და­წე­რა. სპექ­ტაკ­ლი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რ­ში, გი­ზო ჟორ­და­ნი­ას რე­ჟი­სო­რო­ბით და­იდ­გა და დღე­საც რე­პერ­ტუ­არ­შია.

"რა­საც მო­გიყ­ვე­ბით, გა­მო­ნა­გო­ნი არ არის, ზღა­პარს წა­ა­გავს, მაგ­რამ ზღა­პა­რი არ გე­გო­ნოთ. ნამ­დ­ვილ ამ­ბავს გა­ვი­თა­მა­შებთ", - ამ სიტყ­ვე­ბით იწყე­ბა "თეთ­რი იასა­მა­ნი"; სპექ­ტაკ­ლი, რომ­ლის მსვლე­ლო­ბი­სას დარ­ბაზ­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი ტი­რის, სცე­ნა­ზე კი მთა­ვა­რი დე­კო­რა­ცია დახ­ვ­რე­ტი­ლი ვა­გო­ნია.

ნა­ნა ჟორ­და­ნია:

- რეპ­რე­სი­ე­ბის პე­რი­ოდ­ში ჩე­მი გვა­რით ცხოვ­რე­ბა ად­ვი­ლი არ იყო. რად­გან ნოე ჟორ­და­ნი­ას ნა­თე­სა­ვე­ბი ვი­ყა­ვით, გვდევ­ნიდ­ნენ. ამ­ბავ­ზე, რო­მე­ლიც ჩვენს ოჯახს თავს გა­დახ­და, პი­ე­სა დავ­წე­რე. თურ­მე, იმ პე­რი­ოდ­ში ჩე­მი ძმაც წერ­და და არ ვი­ცო­დი. ამ თე­მა­ზე აქ­ტი­უ­რად ლა­პა­რა­კი პირ­ველ­მა მე და­ვიწყე. მინ­დო­და, ეს ამ­ბა­ვი სცე­ნა­ზე დად­გ­მუ­ლი­ყო და მხო­ლოდ ჩვე­ნი ოჯა­ხის თა­რო­ზე არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. მქონ­და სურ­ვი­ლი, სხვა­საც გა­ე­გო, მო­ეს­მი­ნა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის დი­დი პრო­ცენ­ტი ამ რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვერ­პ­ლია. დევ­ნა ხომ მას­შ­ტა­ბუ­რი იყო და ბევრს შე­ე­ხო.

- მა­მათ­ქ­ვე­ნის და­პა­ტიმ­რე­ბა რო­გორ მოხ­და?

- მა­მა ლან­ჩხუ­თის სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს გამ­გე იყო. რა­ი­ონ­ში ცნო­ბი­ლი პი­რი გახ­ლ­დათ. რო­გორც გად­მო­ცე­მით ვი­ცი, ერთ დღეს სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს­თან ახ­ლოს, ბე­რი­ას ჩა­უვ­ლია, მან­ქა­ნა გა­უ­ჩე­რე­ბია და და­რა­ჯის­თ­ვის უკითხავს, - რო­გორ კარ­გად მოვ­ლი­ლია. ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ვინ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­სო? და­რაჯს მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი და გვა­რი უთ­ქ­ვამს. ბე­რი­ას უკ­მა­ყო­ფი­ლოდ ჩა­უ­ლა­პა­რა­კია: აღარ უნ­და დამ­თავ­რ­დეს ამ გვა­რის თა­რე­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიო? მორ­ჩა, მე­ტი მი­ზე­ზი რა­ღა უნ­დო­დათ?! ამ ამ­ბი­დან ძა­ლი­ან მა­ლე, ერთ ავ­ბე­დით ღა­მეს, სახ­ლ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­მო­ვიდ­ნენ. მა­მა და დე­და წა­იყ­ვა­ნეს, მე მა­შინ 8 თვის ვი­ყა­ვი, გი­ზო - 3 წლის. 90 წლის ბე­ბი­ას­თან დაგ­ვ­ტო­ვეს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გო­რი სას­ტი­კე­ბი იყ­ვ­ნენ, ძაღ­ლიც კი მოგ­ვიწ­ამ­ლეს. ბე­ბი­ამ დი­დი სტრე­სის ფონ­ზე გო­ნე­ბა და­კარ­გა. ამ დროს მე­ზობ­ლებს კა­რე­ბი ჩა­უ­რა­ზავთ, სახ­ლე­ბი­დან სი­ნათ­ლე აღარ გა­მო­დი­ო­და. ყვე­ლა შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო.

- მე­ო­რე დღი­დან თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა რო­გორ გაგ­რ­ძელ­და?

- სახ­ლ­ში ჩუმ-ჩუ­მად შე­მო­სულ ნა­თე­სა­ვებს ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა დახ­ვ­დათ: 3 წლის ბი­ჭი ცალ­კე ტი­რო­და, მე - 8 თვი­სას, ალ­ბათ, ტი­რი­ლის თა­ვიც აღარ მქონ­და, თან მში­ე­რი ვი­ყა­ვი. აღ­მოჩ­ნ­და, რომ "ბა­ტო­ნე­ბიც" მქონ­და. რად­გან დე­დას ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე ვყავ­დი, რამ­დე­ნი­მე დღე მი­ლი­ცი­ა­ში და­მა­ტა­რებ­დ­ნენ და იქ მას მცი­რე ხნით მახ­ვედ­რებ­დ­ნენ. მე­რე ბი­ძამ და ბი­ცო­ლამ თბი­ლის­ში წა­მო­მიყ­ვა­ნეს, გი­ზო კი მა­მი­დამ წა­იყ­ვა­ნა. გი­ზო მა­ინც აზ­რ­ზე იყო, დედ-მა­მას ცნობ­და და იცო­და, რომ მა­მი­და ზრდი­და, მე კი ბი­ცო­ლას "დე­დას" ვე­ძახ­დი, ბი­ძას - "მა­მას".

- და-ძმა ერ­თ­მა­ნეთს ხვდე­ბო­დით?

- ვხვდე­ბო­დით, რო­გორც ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი. სა­ნა­თე­სა­ვო­ში ჩვე­ნი თა­ნა­ტო­ლი სხვა ბავ­შ­ვე­ბიც იყ­ვ­ნენ. რო­ცა

ყვე­ლა­ნი ერ­თად ვიკ­რი­ბე­ბო­დით, გი­ზო­სად­მი გა­მორ­ჩე­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და. ყვე­ლას­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, ში­ნა­გა­ნი სით­ბო მო­დი­ო­და. ჩე­მი გამ­ზ­რ­დე­ლი დე­და - ანა იოსა­ვა 50 წლამ­დე იყო, თა­ვად შვი­ლი არ ჰყავ­და.

- თქვენს და­პა­ტიმ­რე­ბულ მშობ­ლებს რა ბე­დი ეწი­ათ? განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია