სამხედრო
მოზაიკა
პოლიტიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალების" საგანგებო განცხადება - "ივანიშვილი ოდესაში სააკაშვილის წინააღმდეგ ორგანიზებულ ჯგუფებს აფინანსებს"
"ნაციონალების" საგანგებო განცხადება - "ივანიშვილი ოდესაში სააკაშვილის წინააღმდეგ ორგანიზებულ ჯგუფებს აფინანსებს"

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ, უკ­რა­ი­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბულ ჯგუ­ფებს აგ­ზავ­ნის, რათა მათ ად­გილ­ზე დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნონ. ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

"რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის დაკ­ვე­თით ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი ახ­დენს და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის რეკ­რუ­ტი­რე­ბას და ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ უკ­რა­ი­ნა­ში, კერ­ძოდ, ოდე­სა­ში აგ­ზავ­ნის ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­თაც ევა­ლე­ბათ აქ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბა და რუ­სულ ტე­ლე­არ­ხე­ბის თოქ-შო­უ­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ერ­თგზი­საა შემ­ჩნე­უ­ლი რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მათი მხრი­დან რუსი ჯა­შუ­შე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში და თუნ­დაც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ზურგს უკან "გა­ზპ­რომ­თან" მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და ხერ­ხე­უ­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მა­შინ, რო­დე­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტე­ბი ფრონ­ტის ხაზ­ზე იცა­ვენ უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრებს, ხოლო მე­ო­რე ნა­წი­ლი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა­ზე, ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი ცდი­ლობს ჩვე­ნი ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვას და თა­ნამ­შრომ­ლობს არა უკ­რა­ი­ნუ­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცველ ხალ­ხთან, არა­მედ ორი­ვე ქვეყ­ნის ოკუ­პან­ტთან.

"რუ­სუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სა­თა­ვე­ში უდ­გას ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ესაა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მუ­შა­ობ­და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან" და ფაქ­ტე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ას ახ­დენ­და. შემ­დეგ კი, სწო­რედ ამ დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის ეს ადა­მი­ა­ნი შსს-ს გე­ნინ­სპექ­ცი­ა­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ნეს. მას­თან ერ­თად და­ი­ნიშ­ნა ვარ­ლამ ხათ­რი­ძეც, რაც კი­თხვებს აჩენს - რა დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის მოხ­ვდა ის ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და ხერ­ხე­უ­ლი­ძემ.

რო­გორც ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ნაც­ვლად იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვა­ზე ზრუ­ნავ­დეს, ისი­ნი ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ქმე­დე­ბას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ და რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხერხეულიძეს!
0

ეკა ამბობენ, დასაფინანსებლად ორი საათი გადაუგზავნიაო. ეს ხომ არ გადაგიმოწმებია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"ნაციონალების" საგანგებო განცხადება - "ივანიშვილი ოდესაში სააკაშვილის წინააღმდეგ ორგანიზებულ ჯგუფებს აფინანსებს"

"ნაციონალების" საგანგებო განცხადება - "ივანიშვილი ოდესაში სააკაშვილის წინააღმდეგ ორგანიზებულ ჯგუფებს აფინანსებს"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება გარკვეული თანხის სანაცვლოდ, უკრაინაში სპეციალურად მომზადებულ ჯგუფებს აგზავნის, რათა მათ ადგილზე დესტაბილიზაცია მოახდინონ. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

იხილეთ ვიდეო

"რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით ივანიშვილის რეჟიმი ახდენს დაქირავებული ორგანიზებული ჯგუფების რეკრუტირებას და ანაზღაურების სანაცვლოდ უკრაინაში, კერძოდ, ოდესაში აგზავნის ადამიანებს, რომლებთაც ევალებათ აქციების მოწყობა და რუსულ ტელეარხების თოქ-შოუებში მონაწილეობა ოდესის გუბერნატორის წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლება არაერთგზისაა შემჩნეული რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში, რაც გამოიხატება მათი მხრიდან რუსი ჯაშუშების გათავისუფლებაში და თუნდაც ქართველი ხალხის ზურგს უკან "გაზპრომთან" მოლაპარაკებაში", - განაცხადა ხერხეულიძემ.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის პატრიოტები ფრონტის ხაზზე იცავენ უკრაინის საზღვრებს, ხოლო მეორე ნაწილი აქტიურად მუშაობს რეფორმების გატარებაზე, ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის შელახვას და თანამშრომლობს არა უკრაინული ხალხის ინტერესების დამცველ ხალხთან, არამედ ორივე ქვეყნის ოკუპანტთან.

"რუსული პროექტის განხორციელებას სათავეში უდგას ადამიანი, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. ესაა ადამიანი, რომელიც ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით მუშაობდა "ქართულ ოცნებასთან" და ფაქტების ფალსიფიკაციას ახდენდა. შემდეგ კი, სწორედ ამ დამსახურებისთვის ეს ადამიანი შსს-ს გენინსპექციაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს. მასთან ერთად დაინიშნა ვარლამ ხათრიძეც, რაც კითხვებს აჩენს - რა დამსახურებისთვის მოხვდა ის ამ თანამდებობაზე", - განაცხადა ხერხეულიძემ.

როგორც ეკა ხერხეულიძემ აღნიშნა, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევაზე ზრუნავდეს, ისინი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ახორციელებენ და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ.

"მე მომეჩვენა, რომ ბატონი ბიძინა ჩემი კაბინეტის რამოდენიმე მინისტრს მართავდა" - გიორგი გახარია

"თქვენგან განსხვავებით, ჩვენი ქვეყნისთვის არცერთი კაპიკი არ მომიპარავს - ნუ ყვირიხართ, დამამთავრებინეთ ბიჭო, მე თუ რამეს მივაღწიე, მივაღწიე მხოლოდ ჩემი შრომით" - პრემიერი ოპოზიციას

ირაკლი ღარიბაშვილი ოპონენტებს - გამოვიყვანთ გახელაძეს, ბებუას და ყველას! ეს არის ჩემი პასუხი!