სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი სესიაშვილი - ეჭვი მაქვს, ძალიან ბევრს ეშინია, რომ ეს საქმე გამოვიძიოთ
ირაკლი სესიაშვილი - ეჭვი მაქვს, ძალიან ბევრს ეშინია, რომ ეს საქმე გამოვიძიოთ

ეჭვი მაქვს, ძა­ლი­ან ბევ­რს ეში­ნია, რომ ეს საქ­მე გა­მო­ვი­ძი­ოთ, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც სე­სი­აშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­კენ ქვე­ბის სრო­ლა, სწო­რედ ის მი­ზა­ნია, რაც გუ­შინ­დე­ლი კად­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბელს ჰქონ­და.

"ნე­ბის­მი­ერს ვი­საც ამ ვი­თა­რე­ბა­ში პრო­ტეს­ტი აქვს, ვურ­ჩევ, რომ მი­სა­მარ­თი კარ­გად გან­სა­ზღვრონ, ვის­თან აქვთ საპ­რო­ტეს­ტე­ბე­ლი. ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით ვისი პო­ლი­ტი­კუ­რი მრწამ­სი იყო ამ სა­ხით მმარ­თვე­ლო­ბა. შან­ტა­ჟით, მო­სახ­ლე­ო­ბის ტე­რო­რით მარ­თვა ვისი სტი­ლიც იყო, ვინც შე­უკ­ვე­თა თა­ვის დრო­ზე ასე­თი ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბა, ვინც მო­ამ­ზა­და, შე­ი­ნა­ხა, გა­მო­ი­ყე­ნა და გა­ავ­რცე­ლა - ამ ადა­მი­ა­ნებ­თან მი­ვიდ­ნენ და გა­აპ­რო­ტეს­ტონ. თუ ვინ­მეს უნდა, რომ უბ­რა­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­კენ ქვე­ბი ის­რო­ლოს - დიახ, ეს ის მი­ზა­ნია, რაც ამოძ­რა­ვებ­და ჩემი აზ­რით, ამ შემ­თხვე­ვა­ში, გუ­შინ­დე­ლი ფი­რის გა­მავ­რცე­ლე­ბელს. მი­ზა­ნი არის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა და­ზაფ­როს და მე ვხე­დავ უკვე გარ­კვე­ულ, პო­ლი­ტი­კურ, მი­ზან­მი­მარ­თულ კამ­პა­ნი­ას. ვინც ამ კამ­პა­ნი­ა­ში ვერ და­ი­ნა­ხავს, რე­ა­ლუ­რად ვინ იყო დამ­ნა­შა­ვე და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, მე ჩავ­თვლი, რომ ისი­ნი არი­ან მარ­თუ­ლე­ბი და ამ კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლი", - გა­ნა­ცხა­და სე­სი­აშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით პრო­ტეს­ტი, ხომ არ არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იმ გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბით, რო­მე­ლიც აქამ­დე მოხ­და, პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რდა მიდ­გო­მა, რომ თით­ქოს ასე­თი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა მარ­ტი­ვია.

"ზო­გა­დად არის საქ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უბ­რა­ლოდ ტექ­ნი­კუ­რა­დაც ძა­ლი­ან რთუ­ლია, რომ გა­მო­ი­ძიო. ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში რა­ი­მეს გავ­რცე­ლე­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში სირ­თუ­ლეს არ წარ­მო­ად­გენს. ეს არის ოკე­ა­ნე­ში ერთი წვე­თის ძებ­ნა. ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და ე.წ. ექ­სპერ­ტებ­ში ძა­ლი­ან ამა­ყად დამ­კვიდ­რდა ასე­თი მიდ­გო­მა - მი­დით და გა­მო­ძი­ეთ. რა­ტომ არ იძი­ებთ? თით­ქოს ასე­თი ზე-მარ­ტი­ვი საქ­მეა და თა­ვად, რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ 2 წუთ­ში გა­მო­ი­ძი­ებ­დნენ. ასე, რომ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ, ცოტა კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ. მე ეჭვი მაქვს, ძა­ლი­ან ბევ­რს ეში­ნია, რომ ეს საქ­მე გა­მო­ვი­ძი­ოთ, იმი­ტომ რომ ამის უკან რას აღ­მო­ვა­ჩენთ, მე შე­მიძ­ლია ამა­ზე ჩემი წარ­მოდ­გე­ნე­ბი მქონ­დეს", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ირაკლი სესიაშვილი - ეჭვი მაქვს, ძალიან ბევრს ეშინია, რომ ეს საქმე გამოვიძიოთ

ირაკლი სესიაშვილი - ეჭვი მაქვს, ძალიან ბევრს ეშინია, რომ ეს საქმე გამოვიძიოთ

ეჭვი მაქვს, ძალიან ბევრს ეშინია, რომ ეს საქმე გამოვიძიოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც სესიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ხელისუფლებისკენ ქვების სროლა, სწორედ ის მიზანია, რაც გუშინდელი კადრების გამავრცელებელს ჰქონდა.

"ნებისმიერს ვისაც ამ ვითარებაში პროტესტი აქვს, ვურჩევ, რომ მისამართი კარგად განსაზღვრონ, ვისთან აქვთ საპროტესტებელი. ყველამ კარგად ვიცით ვისი პოლიტიკური მრწამსი იყო ამ სახით მმართველობა. შანტაჟით, მოსახლეობის ტერორით მართვა ვისი სტილიც იყო, ვინც შეუკვეთა თავის დროზე ასეთი ვიდეო ჩანაწერების გაკეთება, ვინც მოამზადა, შეინახა, გამოიყენა და გაავრცელა - ამ ადამიანებთან მივიდნენ და გააპროტესტონ. თუ ვინმეს უნდა, რომ უბრალოდ ხელისუფლებისკენ ქვები ისროლოს - დიახ, ეს ის მიზანია, რაც ამოძრავებდა ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში, გუშინდელი ფირის გამავრცელებელს. მიზანი არის, რომ მოსახლეობა დაზაფროს და მე ვხედავ უკვე გარკვეულ, პოლიტიკურ, მიზანმიმართულ კამპანიას. ვინც ამ კამპანიაში ვერ დაინახავს, რეალურად ვინ იყო დამნაშავე და პასუხისმგებელი, მე ჩავთვლი, რომ ისინი არიან მართულები და ამ კამპანიის ნაწილი", - განაცხადა სესიაშვილმა.

კითხვაზე, ხელისუფლების მისამართით პროტესტი, ხომ არ არის განპირობებული იმ გამოუძიებელი, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით, რომელიც აქამდე მოხდა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საზოგადოებაში დამკვიდრდა მიდგომა, რომ თითქოს ასეთი საქმეების გამოძიება მარტივია.

"ზოგადად არის საქმეები, რომლებიც უბრალოდ ტექნიკურადაც ძალიან რთულია, რომ გამოიძიო. ინტერნეტსივრცეში რაიმეს გავრცელება 21-ე საუკუნეში სირთულეს არ წარმოადგენს. ეს არის ოკეანეში ერთი წვეთის ძებნა. ჩვენს საზოგადოებაში და ე.წ. ექსპერტებში ძალიან ამაყად დამკვიდრდა ასეთი მიდგომა - მიდით და გამოძიეთ. რატომ არ იძიებთ? თითქოს ასეთი ზე-მარტივი საქმეა და თავად, რომ ყოფილიყვნენ 2 წუთში გამოიძიებდნენ. ასე, რომ ერთმანეთის მიმართ, ცოტა კონსოლიდირებულები უნდა ვიყოთ. მე ეჭვი მაქვს, ძალიან ბევრს ეშინია, რომ ეს საქმე გამოვიძიოთ, იმიტომ რომ ამის უკან რას აღმოვაჩენთ, მე შემიძლია ამაზე ჩემი წარმოდგენები მქონდეს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ირაკლი სესიაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ