სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ღვინის სადღეგრძელო" - Wall Street Journal-ი ქართული მეღვინეობით დაინტერესდა
"ქართული ღვინის სადღეგრძელო" - Wall Street Journal-ი ქართული მეღვინეობით დაინტერესდა

"ქარ­თუ­ლი ღვი­ნის სა­დღეგ­რძე­ლო", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას Wall Street Journal. სტა­ტი­ა­ში ბი­ო­მეღვნე­ო­ბის ექ­სპერ­ტი ელის ფა­ი­რინ­გი თა­ვი­სი ახა­ლი წიგ­ნის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს, რო­მელ­საც ეწო­დე­ბა "ღვი­ნის სიყ­ვა­რუ­ლით: ჩემი ოდი­სეა მსოფ­ლი­ოს უძ­ვე­ლე­სი მეღ­ვი­ნე­ო­ბის კულ­ტუ­რა­ში".

"ბი­ო­მეღვნე­ო­ბის ექ­სპერ­ტი ელის ფა­ი­რინ­გი არც საქ­მეს უფრთხის და არც ემო­ცი­ე­ბის შე­ნიღბვა უც­დია ოდეს­მე. ნიუ-იორ­კის მკვიდ­რი ექ­სპერ­ტის ეს ორი­ვე თვი­სე­ბა სრუ­ლად გა­მომ­ჟღავ­ნდა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ო­და და ბევ­რი შე­მო­სე­ვა აქვს გა­და­ტა­ნი­ლი. ქალ­ბა­ტო­ნი ფა­ი­რინ­გის ბოლო წიგ­ნი "ღვი­ნის სიყ­ვა­რუ­ლით: ჩემი ოდი­სეა მსოფ­ლი­ოს უძ­ვე­ლე­სი მეღ­ვი­ნე­ო­ბის კულ­ტუ­რა­ში" არის ნა­წი­ლობ­რივ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის გზამ­კვლე­ვი, ნა­წი­ლობ­რივ პო­ლე­მი­კუ­რი ნაშ­რო­მი მეღ­ვი­ნე­ო­ბის შე­სა­ხებ და ნა­წი­ლობ­რივ მეგ­ზუ­რი ქალ­ბა­ტო­ნი ფა­ი­რინ­გის გუ­ლის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე.

ორ­შა­ბათს, პო­ტო­მაკ ბუქ­სის მიერ ამ წიგ­ნის გა­მო­ცე­მამ­დე ერთი დღით ადრე, მე შევ­ხვდი ქალ­ბა­ტონ ფა­ი­რინგს ბარ "ან­ფო­რა­ში" და ვე­სა­უბ­რე წიგ­ნის შე­სა­ხებ. "ან­ფო­რა" არის ნიუ-იორკში არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ღვი­ნის რამ­დე­ნი­მე ცენ­ტრი­დან ერთ-ერთი, რო­მე­ლიც სა­ოც­რად ფარ­თო ასორ­ტი­მენტს სთა­ვა­ზობს სტუმ­რებს. "ან­ფო­რის" ერთ-ერთი კლი­ენ­ტი, ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლი დე­ვიდ ფოსი ამ­ბობს, რომ ბარ­ში ხში­რად და­დის "ღვი­ნის დამ­ფა­სე­ბელ­თა ჯგუ­ფი" მხო­ლოდ იმის­თვის, რომ ქარ­თუ­ლი ღვი­ნო და­ა­ჭაშ­ნი­კოს", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქალ­ბა­ტონ­მა ფა­ი­რინ­გმა შვიდ­ჯერ იმოგ­ზა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და 2011 წელს, ის სი­ტყვით გა­მო­ვი­და ალა­ვერ­დის მო­ნას­ტერ­ში ჩა­ტა­რე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უმ­ზე "ქვევ­რი". ქვევ­რი, ღვი­ნის და­სამ­ზა­დე­ბე­ლი თი­ხის დიდი ჭურ­ჭე­ლი, რო­მელ­საც ხში­რად მი­წა­ში მარ­ხავ­დნენ, იყო ქარ­თუ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბის კულ­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, სა­ნამ საბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში აქ­ცენ­ტი არ გა­კეთ­და მა­სობ­რივ ბა­ზარ­ზე, კო­მერ­ცი­ულ ღვი­ნო­ზე, რო­მე­ლიც, რო­გორც წესი, ავ­ზებ­ში მზად­დე­ბო­და. დღეს კი ჩვენ ვართ ქვევ­რის აღორ­ძი­ნე­ბის მოწ­მე­ნი, რო­მე­ლიც, რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი ფა­ი­რინ­გის წიგ­ნი გვამ­ცნობს, იუ­ნეს­კომ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­ში შე­ი­ტა­ნა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალ­ბა­ტონ ფა­ი­რინგს ხში­რად ახ­ლავს ენა­წყლი­ა­ნი მე­გო­ბა­რი და "ხოხ­ბის ცრემ­ლე­ბის" მფლო­ბე­ლი ჯონ ვურ­დე­მა­ნი, რო­მელ­მაც ფა­ი­რინგს მრა­ვა­ლი და­უ­ვი­წყა­რი ქარ­თუ­ლი ღვი­ნო და მეღ­ვი­ნე გა­აც­ნო", - წე­რია სტა­ტი­ა­ში.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ "ქარ­თვე­ლებს არ შე­უძ­ლი­ათ სტუმ­რის მი­ღე­ბა მრა­ვალ­სა­ა­თი­ა­ნი სუფ­რი­სა და სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბის გა­რე­შე". "ძა­ლი­ან ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნაა, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გად კი იკ­ვე­ბე­ბი­ან", - აღ­ნიშ­ნავს ქალ­ბა­ტო­ნი ფა­ი­რინ­გი.

სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით, წიგნ­ში მო­ცე­მუ­ლია ბევ­რი კერ­ძის რე­ცეპ­ტი, რომ­ლე­ბიც ქალ­ბა­ტონ­მა ფა­ი­რინ­გმა და­ა­გე­მოვ­ნა, ხა­ჭა­პუ­რის ჩათ­ვლით. "იმ დროს, როცა ქალ­ბა­ტო­ნი ფა­ი­რინ­გი ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ლა­ზა­თის შე­სა­ხებ აღ­მო­ჩე­ნებს აკე­თებ­და, მისი ძმა ენ­დრიუ კი­ბო­თი კვდე­ბო­და. ავ­ტო­რი აღი­ა­რებს, რომ გა­ნი­ხი­ლავ­და წიგ­ნი­დან ენ­დრი­უს ის­ტო­რი­ის ამო­ღე­ბის სა­კითხს, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც და­ტო­ვა, რად­გა­ნაც და­ი­ნა­ხა პა­რა­ლე­ლე­ბი თა­ვი­სი ძმის გა­სა­ჭირ­სა და მისი საყ­ვა­რე­ლი ქარ­თვე­ლი მეღ­ვი­ნე­ე­ბის გა­სა­ჭირს შო­რის. ენ­დრიუ ფა­ი­რინ­გი გარ­და­იც­ვა­ლა წიგ­ნის დას­რუ­ლე­ბამ­დე. ის ნამ­დვი­ლად ია­მა­ყებ­და თა­ვი­სი დის მიერ ქარ­თუ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბის კულ­ტუ­რი­სა და ცხოვ­რე­ბის წე­სის აღ­მო­ჩე­ნით და ამით გა­მოწ­ვე­უ­ლი უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლით", - აღ­ნიშ­ნუ­ლია Wall Street Journal-ის სტა­ტი­ა­ში.

იხი­ლეთ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ვერ­სია
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ქართული ღვინის სადღეგრძელო" - Wall Street Journal-ი ქართული მეღვინეობით დაინტერესდა

"ქართული ღვინის სადღეგრძელო" - Wall Street Journal-ი ქართული მეღვინეობით დაინტერესდა

"ქართული ღვინის სადღეგრძელო", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Wall Street Journal. სტატიაში ბიომეღვნეობის ექსპერტი ელის ფაირინგი თავისი ახალი წიგნის შესახებ საუბრობს, რომელსაც ეწოდება "ღვინის სიყვარულით: ჩემი ოდისეა მსოფლიოს უძველესი მეღვინეობის კულტურაში".

"ბიომეღვნეობის ექსპერტი ელის ფაირინგი არც საქმეს უფრთხის და არც ემოციების შენიღბვა უცდია ოდესმე. ნიუ-იორკის მკვიდრი ექსპერტის ეს ორივე თვისება სრულად გამომჟღავნდა საქართველოში, რომელიც წარსულში რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა და ბევრი შემოსევა აქვს გადატანილი. ქალბატონი ფაირინგის ბოლო წიგნი "ღვინის სიყვარულით: ჩემი ოდისეა მსოფლიოს უძველესი მეღვინეობის კულტურაში" არის ნაწილობრივ ქართული ღვინის გზამკვლევი, ნაწილობრივ პოლემიკური ნაშრომი მეღვინეობის შესახებ და ნაწილობრივ მეგზური ქალბატონი ფაირინგის გულისკენ მიმავალ გზაზე.

ორშაბათს, პოტომაკ ბუქსის მიერ ამ წიგნის გამოცემამდე ერთი დღით ადრე, მე შევხვდი ქალბატონ ფაირინგს ბარ "ანფორაში" და ვესაუბრე წიგნის შესახებ. "ანფორა" არის ნიუ-იორკში არსებული ქართული ღვინის რამდენიმე ცენტრიდან ერთ-ერთი, რომელიც საოცრად ფართო ასორტიმენტს სთავაზობს სტუმრებს. "ანფორის" ერთ-ერთი კლიენტი, ღვინის მოყვარული დევიდ ფოსი ამბობს, რომ ბარში ხშირად დადის "ღვინის დამფასებელთა ჯგუფი" მხოლოდ იმისთვის, რომ ქართული ღვინო დააჭაშნიკოს", - წერს სტატიის ავტორი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქალბატონმა ფაირინგმა შვიდჯერ იმოგზაურა საქართველოში.

"პირველი ვიზიტის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა 2011 წელს, ის სიტყვით გამოვიდა ალავერდის მონასტერში ჩატარებულ საერთაშორისო სიმპოზიუმზე "ქვევრი". ქვევრი, ღვინის დასამზადებელი თიხის დიდი ჭურჭელი, რომელსაც ხშირად მიწაში მარხავდნენ, იყო ქართული მეღვინეობის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, სანამ საბჭოთა ეპოქაში აქცენტი არ გაკეთდა მასობრივ ბაზარზე, კომერციულ ღვინოზე, რომელიც, როგორც წესი, ავზებში მზადდებოდა. დღეს კი ჩვენ ვართ ქვევრის აღორძინების მოწმენი, რომელიც, როგორც ქალბატონი ფაირინგის წიგნი გვამცნობს, იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

საქართველოში ქალბატონ ფაირინგს ხშირად ახლავს ენაწყლიანი მეგობარი და "ხოხბის ცრემლების" მფლობელი ჯონ ვურდემანი, რომელმაც ფაირინგს მრავალი დაუვიწყარი ქართული ღვინო და მეღვინე გააცნო", - წერია სტატიაში.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ "ქართველებს არ შეუძლიათ სტუმრის მიღება მრავალსაათიანი სუფრისა და სადღეგრძელოების გარეშე". "ძალიან ღარიბი ქვეყანაა, მაგრამ ძალიან კარგად კი იკვებებიან", - აღნიშნავს ქალბატონი ფაირინგი.

სტატიის მიხედვით, წიგნში მოცემულია ბევრი კერძის რეცეპტი, რომლებიც ქალბატონმა ფაირინგმა დააგემოვნა, ხაჭაპურის ჩათვლით. "იმ დროს, როცა ქალბატონი ფაირინგი ქართული ღვინის ლაზათის შესახებ აღმოჩენებს აკეთებდა, მისი ძმა ენდრიუ კიბოთი კვდებოდა. ავტორი აღიარებს, რომ განიხილავდა წიგნიდან ენდრიუს ისტორიის ამოღების საკითხს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დატოვა, რადგანაც დაინახა პარალელები თავისი ძმის გასაჭირსა და მისი საყვარელი ქართველი მეღვინეების გასაჭირს შორის. ენდრიუ ფაირინგი გარდაიცვალა წიგნის დასრულებამდე. ის ნამდვილად იამაყებდა თავისი დის მიერ ქართული მეღვინეობის კულტურისა და ცხოვრების წესის აღმოჩენით და ამით გამოწვეული უდიდესი სიხარულით", - აღნიშნულია Wall Street Journal-ის სტატიაში.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია