მალინი სტენბერგს და კლას ნილსონს გეტებორგიდან, სრული უფლება აქვთ იმისა, რომ თავიანთ თავს ყველაზე ბედნიერი წყვილი უწოდონ. ბავშვის დაბადება მათთვის ნამდვილ სასწაულად იქცა. სიტყვა "სასწაული" ამ შემთხვევაში არ იხმარება წინადადების "შესალამაზებლად".
მალინი და კლასი დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ და ძალიან უყვართ ერთმანეთი. მათ სრულ ბედნიერებას ხელს უშვილობა უშლიდა. მალინი დაავადებული იყო რაკიტან-კიუსტნერის სინდრომით. ეს თანდაყოლილი ანომალიაა, რომლის დროსაც გოგონა იბადება საშვილოსნოს გარეშე. ადრე ითვლებოდა, რომ ქალი, რომელსაც ასეთი დიაგნოზი ჰქონდა, ვერ შეძლებდა გამხდარიყო დედა. ერთადერთი გზა მათთვის იყო ხელოვნურად, სუროგატის მეშვეობით ბავშვის ყოლა. მაგრამ ახლახან ქალებს, რომელთაც მსგავსი დიაგნოზი აქვთ, შანსი მიეცათ, თავად გააჩინონ ბავშვი!
გეტებორგის უნივერსიტეტის გუნდმა გადაწყვიტა, ჩაეტარებინა თამამი ექსპერიმენტი. მათ შეარჩიეს 9 ქალი, რომელთაც არ ჰქონდათ საშვილოსნო. აქედან ზოგიერთს საშვილოსნო ამოკვეთილი ჰქონდა (საშვილოსნოს ყელის სიმსივნის ოპერაციის შედეგად), დანარჩენს კი დაბადებიდან ჰქონდა ეს დეფექტი.
განაგრძეთ კითხვა