ქართველი ნათელმხილველი ლელა კაკულია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე "რესპუბლიკელებისა" და გოგი თოფაძის შესახებ პოსტს აქვეყნებს:
"ბოლო პერიოდში კოალიცია "ქართული ოცნების" წევრებს შორის წარმოშობილი გარკვეული დაპირისპირება გრძელდება. საუბარია "მრეწველი" გოგი თოფაძის განცხადებაზე საქართველოს "რესპუბლიკელი" თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის წინააღმდეგ, რასაც შემდეგ ორივე პარტიის წევრთა მხრივ არაერთი კომენტარი და განმარტება მოჰყვა.
ამ ამბავს ჩვენი რედაქცია დაახლოებით ორი კვირაა, თქვენთან ერთად ადევნებს თვალს და საბოლოოდ გადაწყვიტა, გამოაქვეყნოს ქალბატონი ლელას მიერ წარსულში ჩაწერილი და გამოქვეყნებული მხოლოდ ორი წინასწარმეტყველება, რომლებშიც უშუალოდ ბატონ გოგი თოფაძესა და დღევანდელ ვითარებაზეა საუბარი.
1999 წელი, 6 მარტი:
«მეწარმეთა» ბედი უარყოფითია. თოფაძეს, ტყემალაძეს და ა.შ. ყველაფერი უკუღმა შეუბრუნდებათ, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან. მავანი მათთვის თითსაც კი არ გაანძრევს. დროა, ადგილი სხვებს დაუთმონ. დიდი შეხლა-შემოხლები იქნება, არეულობებს ვხედავ.
2001 წელი, 18 ივნისი.
ახალი პარტია, თოფაძე, ბანკირები და ა.შ. ვხედავ, ერთად ვერ მოძოვენ. ყველას გაუჩნდება პირველობის მანია. ეს ის პარტია არაა, რომელიც ვიწინასწარმეტყველე და ვხედავ მომავალში, მაგრამ მათი დასაწყისი ძლიერია და იმედიანი. ერთ მუშტად იკვრებიან, იმიტომ, რომ ცალკე ყოველ მათგანს უჭირს და რაც მოიფიქრეს - გაერთიანება - ეს არის ერთადერთი გამოსავალი მდგომარეობიდან. მაგრამ ისინი ძლიერნი, ასე ვთქვათ, ბიზნესში არიან, პოლიტიკაში კი არა და არა! თუ ეს პარტია ნამდვილ მრჩევლებს და პოლიტიკის ანალიტიკოსებს - ვიმეორებ: ანალიტიკოსებს! - არ დაიყენებს გვერდზე, საშუალო გაქანების პოლიტიკოსი გამოიყენებს მათ და ძალიან წამგებიანად დაიშლებიან. პირველ ეტაპზე მავანი გამოწურავს და მერე გვერდზე გაწევს მათ. იცის მათი პოლიტიკური "ბაგაჟი".