მეცნიერები დიდი ხანია საუბრობენ ტკბილეულის მავნებლობაზე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. შაქრის დიდი ოდენობით მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ დიაბეტი და სიმსუქნე, არამედ გულთან დაკავშირებული პრობლემები, კიბო და სხვა.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ტკბილი გაზიანი სასმელები ყოველწლიურად 184 000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზია.
თუმცა ახლა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შაქრის მოხმარებასა და ტვინის მუშაობის დარღვევას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს.
კვლევის ფარგლებში, რომელიც ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს, ლაბორატორიული ვირთხების ორი ჯგუფი სხვადასხვა გალიებში განათავსეს.