პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
30 ქართული ანდაზა, რომელსაც ყოველდღიურად ვამბობთ, მაგრამ არ ვითვალისწინებთ
30 ქართული ანდაზა, რომელსაც ყოველდღიურად ვამბობთ, მაგრამ არ ვითვალისწინებთ

ან­და­ზა ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბის ჟან­რია, ის რე­ა­ლო­ბას გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლუ­რი ფრა­ზით გან­სა­ზღვრავს. იუ­მო­რის­ტულ-სა­ტი­რუ­ლი ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას ზე­პი­რად გა­და­ე­ცე­მა, ყო­ველ­თვის რა­ღა­ცას გვას­წავ­ლის, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ან­და­ზის დამ­რი­გებ­ლუ­რი ხა­სი­ა­თი­სა, მცდა­რია მო­საზ­რე­ბა, თით­ქოს ან­და­ზა აუ­ცი­ლებ­ლად ხალ­ხუ­რი სიბ­რძნის ნი­მუ­შია, ან მო­რა­ლი­სა და ეთი­კის ნორ­მა.

ისე­თი ან­და­ზე­ბიც არ­სე­ბობს, როცა ისი­ნი უმე­ცარ აზრს ეფუძ­ნე­ბა, თუმ­ცა ხალ­ხში მყა­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ერ­თო მო­საზ­რე­ბაა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში ან­და­ზე­ბის ჩარ­თვა ახ­სნი­სა და და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ არის.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ადა­მი­ა­ნე­ბი ამა თუ იმ ფაქ­ტის, მოვ­ლე­ნის, ამ­ბის სა­პა­სუ­ხოდ, ან­და­ზებს მე­ტყვე­ლე­ბა­ში ხში­რად იყე­ნე­ბენ, მაგ­რამ მათ ცხოვ­რე­ბა­ში თით­ქმის არას­დროს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ. გვინ­და, მა­სობ­რი­ვად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი ან­და­ზე­ბი გა­გახ­სე­ნოთ, რომ­ლებ­საც სა­უ­ბარ­ში ამა თუ იმ შემ­თხვე­ვის სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ თუ და­სა­დას­ტუ­რებ­ლად ვამ­ბობთ ხოლ­მე:

ეგრე არ უნდა, თა­ყაო, შენ რომ მა­მუ­ლი გაჰ­ყაო.

ადრე ამ­დგარ­სა კურ­დღელ­სა, ვერ და­ე­წე­ვა მწე­ვა­რი.

ცუდი შემ­ნა­ხა­ვი ქურ­დზე უა­რე­სი­აო.

ავი ძაღ­ლი არც თვი­თონ შე­ჭამს, არც სხვას აჭ­მევ­სო.

ამი­რან გულ­ში მღე­რო­და - მთე­ბი ბანი მო­მე­ცი­თო.

ამ­ღვრე­ულ წყალ­ში თევზს ად­ვი­ლად იჭე­რე­ნო.

ან ვირი დარ­ჩე­ბა, ან ვი­რის პატ­რო­ნიო.

არ გა­თეთრდე­ბა ყო­რა­ნი, რაც გინ­და ხეხო ქვი­ში­თა.

არა მკი­თხე მო­ამ­ბეო, მი­ტყი­პეს და მი­აგ­დე­სო.

ას­ჯერ გა­ზო­მე და ერთხელ გა­ჭე­რიო.

აქ­ლე­მის და ნემ­სის ქურ­დი, ორი­ვე ქურ­დი­აო.

ენას ძვა­ლი არა აქ­ვსო.

რაც მო­გი­ვა და­ვი­თაო, ყვე­ლა შენი თა­ვი­თაო.

ერთი თხი­ლის გული ცხრა ძმამ გა­ი­ყოო.

ერთი მერ­ცხა­ლი გა­ზა­ფხულს ვერ მო­იყ­ვან­სო.

ერ­თმა ტა­ლა­ხი­ან­მა ღორ­მა ასი ღორი გას­ვა­რაო.

ეს ქვე­ყა­ნა კიბე არის: ზოგი ადის, ზოგი ჩა­მო­დი­სო.

ახა­ლი ცო­ცხი კარ­გად გვი­სო.

არა შეჯ­და მწყე­რი ხესა, არა იყო გვა­რი მი­სიო.

ბავ­შვის პი­რით ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ღა­ღა­დებ­სო.

ბავ­შვს ჰკი­თხეს, რად სტი­რი, გამ­დის და ვტი­რიო.

ბარი-ბარ­სა, თოხი-ტარ­საო.

კარ­გი ცხე­ნი მათ­რახს არ და­იკ­რავ­სო.

ბედი მო­მეც და სა­ნეხ­ვე­ზე გა­და­მაგ­დეო.

გამ­გო­ნი გა­ი­გო­ნებ­სო.

გამ­შვე­ლე­ბელს მეტი მოხ­ვდე­ბაო.

გა­რე­უ­ლი მო­ვი­და, ში­ნა­უ­რი გა­აგ­დოო.

გა­ჭირ­ვე­ბა მიჩ­ვე­ნე და გაქ­ცე­ვას გიჩ­ვე­ნე­ბო.

დე­დის წინ მარ­ბე­ნალ კვიცს, მგე­ლი შე­შ­ჭამს, ან მგლის­ფე­რი ტუ­რაო.

ამ ან­და­ზებ­ში ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა სა­კა­მა­თოც კი იყოს, არის თუ არა ჭკუ­ის­და­სა­რი­გე­ბე­ლი, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ თი­თო­ე­ულ მათ­განს ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ტყვე­ლე­ბა­ში ხში­რად იყე­ნე­ბენ.

რაც არ უნდა იყოს, ვფიქ­რობ, რომ ცხოვ­რე­ბა­ში (ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში) ამ ან­და­ზე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბო­და... იქ­ნებ ამ­დე­ნი შეც­დო­მაც არ დაგ­ვეშ­ვა?!

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

30 ქართული ანდაზა, რომელსაც ყოველდღიურად ვამბობთ, მაგრამ არ ვითვალისწინებთ

30 ქართული ანდაზა, რომელსაც ყოველდღიურად ვამბობთ, მაგრამ არ ვითვალისწინებთ

ანდაზა ზეპირსიტყვიერების ჟანრია, ის რეალობას გონებამახვილური ფრაზით განსაზღვრავს. იუმორისტულ-სატირული ნათქვამი, რომელიც თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემა, ყოველთვის რაღაცას გვასწავლის, მაგრამ მიუხედავად ანდაზის დამრიგებლური ხასიათისა, მცდარია მოსაზრება, თითქოს ანდაზა აუცილებლად ხალხური სიბრძნის ნიმუშია, ან მორალისა და ეთიკის ნორმა.

ისეთი ანდაზებიც არსებობს, როცა ისინი უმეცარ აზრს ეფუძნება, თუმცა ხალხში მყარად გავრცელებული საერთო მოსაზრებაა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ბავშვების აღზრდაში ანდაზების ჩართვა ახსნისა და დასაბუთების გარეშე გამართლებული არ არის.

მიუხედავად ამისა, ადამიანები ამა თუ იმ ფაქტის, მოვლენის, ამბის საპასუხოდ, ანდაზებს მეტყველებაში ხშირად იყენებენ, მაგრამ მათ ცხოვრებაში თითქმის არასდროს ითვალისწინებენ. გვინდა, მასობრივად გავრცელებული ცნობილი ქართული ანდაზები გაგახსენოთ, რომლებსაც საუბარში ამა თუ იმ შემთხვევის საილუსტრაციოდ თუ დასადასტურებლად ვამბობთ ხოლმე:

ეგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო.

ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ დაეწევა მწევარი.

ცუდი შემნახავი ქურდზე უარესიაო.

ავი ძაღლი არც თვითონ შეჭამს, არც სხვას აჭმევსო.

ამირან გულში მღეროდა - მთები ბანი მომეცითო.

ამღვრეულ წყალში თევზს ადვილად იჭერენო.

ან ვირი დარჩება, ან ვირის პატრონიო.

არ გათეთრდება ყორანი, რაც გინდა ხეხო ქვიშითა.

არა მკითხე მოამბეო, მიტყიპეს და მიაგდესო.

ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო.

აქლემის და ნემსის ქურდი, ორივე ქურდიაო.

ენას ძვალი არა აქვსო.

რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო.

ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო.

ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო.

ერთმა ტალახიანმა ღორმა ასი ღორი გასვარაო.

ეს ქვეყანა კიბე არის: ზოგი ადის, ზოგი ჩამოდისო.

ახალი ცოცხი კარგად გვისო.

არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო.

ბავშვის პირით ჭეშმარიტება ღაღადებსო.

ბავშვს ჰკითხეს, რად სტირი, გამდის და ვტირიო.

ბარი-ბარსა, თოხი-ტარსაო.

კარგი ცხენი მათრახს არ დაიკრავსო.

ბედი მომეც და სანეხვეზე გადამაგდეო.

გამგონი გაიგონებსო.

გამშველებელს მეტი მოხვდებაო.

გარეული მოვიდა, შინაური გააგდოო.

გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო.

დედის წინ მარბენალ კვიცს, მგელი შეშჭამს, ან მგლისფერი ტურაო.

ამ ანდაზებში ზოგიერთი შეიძლება საკამათოც კი იყოს, არის თუ არა ჭკუისდასარიგებელი, მაგრამ ფაქტია, რომ თითოეულ მათგანს ადამიანები მეტყველებაში ხშირად იყენებენ.

რაც არ უნდა იყოს, ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში (ნებისმიერ შემთხვევაში) ამ ანდაზების გათვალისწინება სასარგებლო იქნებოდა... იქნებ ამდენი შეცდომაც არ დაგვეშვა?!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სემეკში „ბათუმის წყალთან“ შეხვედრა გაიმართა

გახდება თუ არა საჭირო ვაქცინის მესამე დოზის მიღება? - ამირან გამყრელიძის კომენტარი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტს შეხვდა