მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია განათლების გერმანული მოდელი, რომლითაც შესაძლოა ქართველმა სტუდენტებმა ისწავლონ - სპეციალისტები პრემიერის ინიციატივაზე
როგორია განათლების გერმანული მოდელი, რომლითაც შესაძლოა ქართველმა სტუდენტებმა ისწავლონ - სპეციალისტები პრემიერის ინიციატივაზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გერ­მა­ნუ­ლი მო­დე­ლის და­ნერგვა იგეგ­მე­ბა, რად­გან "ამ ქვე­ყა­ნამ და­უ­დო სა­თა­ვე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას". მი­სი­ვე თქმით, დღეს არ­სე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა შე­საც­ვლე­ლია.

უფრო ზუს­ტად კი, პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში რე­სურსს გა­ა­ნა­წი­ლებს კონ­კრე­ტუ­ლი ინ­დუსტრი­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და ეს არ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ახალ­გაზ­რდე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­მედ იმ კონ­კრე­ტუ­ლი სჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც 5-წლი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ქვე­ყა­ნა­ში იარ­სე­ბებს.

პრე­მი­ე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვის დე­ტა­ლებ­ზე AMBEBI.GE გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს, გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძეს ესა­უბ­რა.

- გერ­მა­ნულ მო­დელ­ში არ­სე­ბობს ე.წ. დუ­ა­ლუ­რი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც და­საქ­მე­ბამ­დე მი­სას­ვლე­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე გზაა. უფრო ზუს­ტად კი, დუ­ა­ლუ­რი სის­ტე­მა ნიშ­ნავს იმას, რომ კო­ლე­ჯის სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ უშუ­ა­ლოდ სა­მუ­შაო ად­გილ­ზე გა­ეც­ნონ თა­ვის მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ას, ანუ ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ ყვე­ლა სა­წარ­მოო პრო­ცეს­ში.

მა­გა­ლი­თად ავი­ღოთ პრო­ფე­სია მეღ­ვი­ნე-მე­ვე­ნა­ხე. ეს არის 3-წლი­ა­ნი, კო­ლე­ჯის დო­ნე­ზე არ­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მა ანუ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ციკ­ლი. პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან და­წყე­ბუ­ლი, ახალ­გაზ­რდას სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს გა­ეც­ნოს მთელ სა­წარ­მოო ციკლს - უნდა მუ­შა­ობ­დეს ვე­ნახ­ში, იცო­დეს ვა­ზის კულ­ტი­ვა­ცია, ტრაქ­ტო­რის მარ­თვა, ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­სუ­ქებ­თან. მთელ ამ ციკლს გა­დის იმ კომ­პა­ნი­ის ვე­ნახ­ში, რო­მე­ლიც ამ კონ­კრე­ტულ ფერ­მა­ზე მუ­შა­ობს. 3 წლის შემ­დეგ, სტუ­დენ­ტის და­საქ­მე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია იმი­ტომ, რომ ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში იძენს რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სი­ას. პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, ერთი წელი, ანუ მე­ო­თხე წელი შეჭ­რი­ლია უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში, ეს უკვე გა­მო­დის ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის დონე და სტუ­დენტს, რო­გორც მო­მა­ვალ მეღ­ვი­ნეს, ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ის­წავ­ლოს ქი­მია, ბი­ო­ლო­გია, გა­ა­კე­თო ღვი­ნის ანა­ლი­ზი და ა.შ.

დღემ­დე და­წყე­ბი­თი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მო­წყვე­ტი­ლი იყო უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას. ამ მო­დე­ლით კი, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბა და­საქ­მე­ბას და პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­საქ­მე­ბე­ლი შე­მო­დის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.

- თუმ­ცა, ამით ხომ არ შე­ი­ზღუ­დე­ბა ფა­კულ­ტე­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ან პო­ტენ­ცი­უ­რი სტუ­დენ­ტე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი?

- აქ სა­უ­ბა­რია არა ხე­ლოვ­ნურ შე­ზღუდ­ვა­ზე, არა­მედ იმა­ზე, რომ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის მწი­რი სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა, რაც პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის­თვის გა­მო­ი­ყო­ფა. დღეს უნდა და­ვი­წყოთ მუ­შა­ო­ბა იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვად მი­აჩ­ნია. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ჩა­ა­ტა­რა შრო­მის ბაზ­რის კვლე­ვა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს ანა­ლი­ზი გა­ვა­კე­თოთ, თუ რა­ზეა მო­თხოვ­ნა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ში. ეს გუ­ლის­ხმობს იმას, რომ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად უწყობ­დეს ხელს ერთი მხრივ, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას, მე­ო­რე მხრივ, მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გერ­მა­ნუ­ლი მო­დე­ლის და­ნერგვის ინი­ცი­ა­ტი­ვას უარ­ყო­ფი­თად აფა­სე­ბენ გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყო­ფი­ლი რექ­ტო­რის, გიგი თევ­ზა­ძის თქმით, გერ­მა­ნუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მო­დე­ლი დღეს არც ისე წარ­მა­ტე­ბუ­ლია და რო­გორც ის ამ­ბობს, სის­ტე­მის პრობ­ლე­მუ­რო­ბას თა­ვად გერ­მა­ნე­ლე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ.

"პირ­ველ რიგ­ში ის არის გა­სარ­კვე­ვი, რას გუ­ლის­ხმობს მთავ­რო­ბა გერ­მა­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მო­დელ­ში, მთლი­ა­ნად სის­ტე­მის გად­მო­ღე­ბას თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბის. გერ­მა­ნუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, დღეს არა­ნა­ი­რად არ არის წარ­მა­ტე­ბუ­ლი. ამ მო­დუ­ლის სა­ბო­ლოო გათ­ვლა არის ის, რომ ვი­ღა­ცას რა­ღა­ცას და­ვამ­თავ­რე­ბი­ნებ და 5 წე­ლი­წად­ში მი­ვი­ღებ სპე­ცი­ა­ლისტს. ჯერ ერთი, 4-5 წე­ლი­წად­ში ვე­რა­ნა­ირ სპე­ცი­ა­ლიტს ვერ მი­ი­ღებთ, ამას გარ­და, ვე­რა­ნა­ი­რად ვერ გათ­ვლი 5 წლის ბა­ზარ­ზე რო­მე­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო.

ამ სის­ტე­მის პირ­ვე­ლი და მთა­ვა­რი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე არის ის, რომ არაა წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ზედ­მე­ტად რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან. ამ მხრივ კარ­გი სის­ტე­მაა კა­ნა­დუ­რი, შვე­ი­ცა­რუ­ლი, ამე­რი­კუ­ლი, ბრი­ტა­ნუ­ლი, ია­პო­ნუ­რი. კარ­გი სის­ტე­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად დე­ლე­გი­რე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფოს­გან.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მი­ღე­ბუ­ლი, იძ­ლე­ო­და მაქ­სი­მა­ლურ თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ნე­ბის­მი­ერ უნი­ვერ­სი­ტეტს შე­ეძ­ლო გა­და­ე­წყვი­ტა, რო­მელ სის­ტე­მას მი­ყო­ლო­და. თუმ­ცა, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს და­ი­წყო და ახლა დიდი ინ­ტენ­სი­ვო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ცე­სი, კერ­ძოდ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა უფრო და უფრო იზღუ­დე­ბა და სა­ხელ­მწი­ფოს მარ­წუ­ხებ­ში ექ­ცე­ვა. ეს კარ­გს არა­ფერს მო­ი­ტანს, პი­რი­ქით, გა­მო­იწ­ვევს ხა­რის­ხის და­წე­ვას, გარ­კვე­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შე­მო­ღე­ბას და სა­ბო­ლოდ, ისევ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის კო­რუფ­ცი­ას", - ამ­ბობს გიგი თევ­ზა­ძე.

გა­ნათ­ლე­ბის ექ­სპერ­ტის, შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­დე­ლი რე­ა­ლურ წინსვლას არ იძ­ლე­ვა და მისი ქარ­თულ გა­ნათ­ლე­ბა­ში და­ნერგვა და­დე­ბით შე­დეგს ვერ მო­ი­ტანს. "იდე­ა­ში ეს არის უფრო მე­ტად პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მო­დე­ლი და მთა­ვა­რი არსი ის არის, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბა შრო­მის ბა­ზარს, ბიზ­ნესს და და­საქ­მე­ბის სექ­ტო­რებს. შე­საძ­ლე­ბე­ლია ბიზ­ნეს სექ­ტორ­მა და­ა­ფი­ნან­სოს პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი, რათა პრო­ფე­სი­ულ­მა სას­წავ­ლებ­ლებ­მა მო­ამ­ზა­დონ ხა­რის­ხი­ა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ბიზ­ნესს აქვს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­ზე მო­თხოვ­ნა.

რე­ა­ლუ­რად, ეს არის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და ბიზ­ნე­სის და­კავ­ში­რე­ბა. ამ მო­დე­ლის ძი­რი­თა­დი არსი არის ის, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი უნდა იყოს. ზო­გა­დად პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მო­დე­ლი ყო­ველ­თვის მიბ­მუ­ლია და­საქ­მე­ბა­სა და შრო­მის ბა­ზარ­ზე", - ამ­ბობს შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

როგორია განათლების გერმანული მოდელი, რომლითაც შესაძლოა ქართველმა სტუდენტებმა ისწავლონ - სპეციალისტები პრემიერის ინიციატივაზე

როგორია განათლების გერმანული მოდელი, რომლითაც შესაძლოა ქართველმა სტუდენტებმა ისწავლონ - სპეციალისტები პრემიერის ინიციატივაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უმაღლესი განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვა იგეგმება, რადგან "ამ ქვეყანამ დაუდო სათავე განათლების სისტემას". მისივე თქმით, დღეს არსებული უმაღლესი განათლების სისტემა შესაცვლელია.

უფრო ზუსტად კი, პრემიერის განცხადებით, სახელმწიფო უმაღლეს განათლებაში რესურსს გაანაწილებს კონკრეტული ინდუსტრიების მოთხოვნების გათვალისწინებით და ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდების მოთხოვნებიდან გამომდინარე, არამედ იმ კონკრეტული სჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც 5-წლიან პერსპექტივაში ქვეყანაში იარსებებს.

პრემიერის ინიციატივის დეტალებზე AMBEBI.GE განათლების მინისტრის მოადგილეს, გიორგი შარვაშიძეს ესაუბრა.

- გერმანულ მოდელში არსებობს ე.წ. დუალური სისტემა, რომელიც დასაქმებამდე მისასვლელი მაქსიმალურად მოკლე გზაა. უფრო ზუსტად კი, დუალური სისტემა ნიშნავს იმას, რომ კოლეჯის სტუდენტებს საშუალება აქვთ უშუალოდ სამუშაო ადგილზე გაეცნონ თავის მომავალ პროფესიას, ანუ ჩართულები იყვნენ ყველა საწარმოო პროცესში.

მაგალითად ავიღოთ პროფესია მეღვინე-მევენახე. ეს არის 3-წლიანი, კოლეჯის დონეზე არსებული პროგრამა ანუ პროფესიული განათლების ციკლი. პირველივე დღიდან დაწყებული, ახალგაზრდას საშუალება აქვს გაეცნოს მთელ საწარმოო ციკლს - უნდა მუშაობდეს ვენახში, იცოდეს ვაზის კულტივაცია, ტრაქტორის მართვა, ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია სასუქებთან. მთელ ამ ციკლს გადის იმ კომპანიის ვენახში, რომელიც ამ კონკრეტულ ფერმაზე მუშაობს. 3 წლის შემდეგ, სტუდენტის დასაქმების პერსპექტივა ძალიან მაღალია იმიტომ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში იძენს რამდენიმე პროფესიას. პროგრამის მიხედვით, ერთი წელი, ანუ მეოთხე წელი შეჭრილია უმაღლეს განათლებაში, ეს უკვე გამოდის ბაკალავრიატის დონე და სტუდენტს, როგორც მომავალ მეღვინეს, ექნება საშუალება ლაბორატორიაში ისწავლოს ქიმია, ბიოლოგია, გააკეთო ღვინის ანალიზი და ა.შ.

დღემდე დაწყებითი პროფესიული განათლება მოწყვეტილი იყო უმაღლეს განათლებას. ამ მოდელით კი, უმაღლესი განათლება უკავშირდება დასაქმებას და პოტენციური დამსაქმებელი შემოდის სასწავლო პროცესში.

- თუმცა, ამით ხომ არ შეიზღუდება ფაკულტეტების რაოდენობა ან პოტენციური სტუდენტების მოთხოვნები?

- აქ საუბარია არა ხელოვნურ შეზღუდვაზე, არამედ იმაზე, რომ რაციონალურად გამოვიყენოთ ის მწირი სახელმწიფო დაფინანსება, რაც პროფესიული განათლებისთვის გამოიყოფა. დღეს უნდა დავიწყოთ მუშაობა იმ მიმართულებით, რომელიც სახელმწიფოს ქვეყნის განვითარების პერსპექტივად მიაჩნია. ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატარა შრომის ბაზრის კვლევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ანალიზი გავაკეთოთ, თუ რაზეა მოთხოვნა ქვეყნის ეკონომიკაში. ეს გულისხმობს იმას, რომ უმაღლესი განათლება მაქსიმალურად უწყობდეს ხელს ერთი მხრივ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მეორე მხრივ, მეცნიერების განვითარებას.

უმაღლესი განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვის ინიციატივას უარყოფითად აფასებენ განათლების სფეროს წარმომადგენლები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, გიგი თევზაძის თქმით, გერმანული უმაღლესი განათლების მოდელი დღეს არც ისე წარმატებულია და როგორც ის ამბობს, სისტემის პრობლემურობას თავად გერმანელები ადასტურებენ.

"პირველ რიგში ის არის გასარკვევი, რას გულისხმობს მთავრობა გერმანული განათლების მოდელში, მთლიანად სისტემის გადმოღებას თუ კონკრეტულად რომელიმე მიმართულების. გერმანული უმაღლესი განათლების სისტემა, დღეს არანაირად არ არის წარმატებული. ამ მოდულის საბოლოო გათვლა არის ის, რომ ვიღაცას რაღაცას დავამთავრებინებ და 5 წელიწადში მივიღებ სპეციალისტს. ჯერ ერთი, 4-5 წელიწადში ვერანაირ სპეციალიტს ვერ მიიღებთ, ამას გარდა, ვერანაირად ვერ გათვლი 5 წლის ბაზარზე რომელი სპეციალობა იქნება საჭირო.

ამ სისტემის პირველი და მთავარი უარყოფითი მხარე არის ის, რომ არაა წარმატებული და ზედმეტად რეგულირებულია სახელმწიფოს მხრიდან. ამ მხრივ კარგი სისტემაა კანადური, შვეიცარული, ამერიკული, ბრიტანული, იაპონური. კარგი სისტემა მაქსიმალურად დელეგირებულია სახელმწიფოსგან.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ განათლების სისტემას, წინა ხელისუფლების დროს მიღებული, იძლეოდა მაქსიმალურ თავისუფლებას. ნებისმიერ უნივერსიტეტს შეეძლო გადაეწყვიტა, რომელ სისტემას მიყოლოდა. თუმცა, წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და ახლა დიდი ინტენსივობით მიმდინარეობს პროცესი, კერძოდ უმაღლესი განათლება უფრო და უფრო იზღუდება და სახელმწიფოს მარწუხებში ექცევა. ეს კარგს არაფერს მოიტანს, პირიქით, გამოიწვევს ხარისხის დაწევას, გარკვეული კრიტერიუმების შემოღებას და საბოლოდ, ისევ უმაღლესი განათლების კორუფციას", - ამბობს გიგი თევზაძე.

განათლების ექსპერტის, შალვა ტაბატაძის თქმით, აღნიშნული მოდელი რეალურ წინსვლას არ იძლევა და მისი ქართულ განათლებაში დანერგვა დადებით შედეგს ვერ მოიტანს. "იდეაში ეს არის უფრო მეტად პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებული მოდელი და მთავარი არსი ის არის, რომ პროფესიული განათლება უკავშირდება შრომის ბაზარს, ბიზნესს და დასაქმების სექტორებს. შესაძლებელია ბიზნეს სექტორმა დააფინანსოს პროფესიული სასწავლებლების გარკვეული ნაწილი, რათა პროფესიულმა სასწავლებლებმა მოამზადონ ხარისხიანი სპეციალისტები იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ბიზნესს აქვს სპეციალისტებზე მოთხოვნა.

რეალურად, ეს არის პროფესიული განათლებისა და ბიზნესის დაკავშირება. ამ მოდელის ძირითადი არსი არის ის, რომ პროფესიული განათლება სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს. ზოგადად პროფესიული განათლების მოდელი ყოველთვის მიბმულია დასაქმებასა და შრომის ბაზარზე", - ამბობს შალვა ტაბატაძე.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია