მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...ეს იგივეა, ადამიანებს შინ ბომბი გავუგზავნოთ..."
"...ეს იგივეა, ადამიანებს შინ ბომბი გავუგზავნოთ..."

ბოლო დროს ერ­თმა პრობ­ლე­მამ იჩი­ნა თავი - რამ­დე­ნი­მე მომ­ხმა­რე­ბელ­მა შე­მოგვჩივ­ლა, რომ იმა­ვე მოხ­მა­რე­ბის პი­რო­ბებ­ში, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­და­სა­ხა­დი გა­ე­ზარ­დათ. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბის ნა­წილ­მა გათ­ბო­ბის სის­ტე­მე­ბიც შე­ა­მოწ­მე­ბი­ნა, თუმ­ცა ისი­ნი გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სად, გაჩ­ნდა ვერ­სი­ე­ბი, რომ ბუ­ნებ­რივ აირ­ში ჰა­ერს ან სხვა გაზს ურე­ვენ, რომ წნე­ვაა და­ბა­ლი ან მრი­ცხვე­ლე­ბი არ მუ­შა­ობს გა­მარ­თუ­ლად. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი კი რამ­დე­ნი­მე არ­სე­ბით გა­რე­მო­ე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, რაც არა მხო­ლოდ აბო­ნენ­ტე­ბის უფ­ლე­ბებს, არა­მედ მათ უსაფრ­თხო­ე­ბა­საც ეხე­ბა.

ლალი კა­კაშ­ვი­ლი, "ყა­ზტრანსგა­ზის" ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ფი­ზი­კურ-ქი­მი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი: "2009 წლი­დან, რაც ლა­ბო­რა­ტო­რია დაგ­ვი­ხუ­რეს, ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს ვას­წავ­ლი. გა­ზის თბო­უ­ნა­რი­ა­ნო­ბა რამ­დენ­ჯერ­მე გავ­ზო­მეთ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში და ის ნამ­დვი­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და სტან­დარტს, თუმ­ცა ეს, რა თქმა უნდა, სა­ერ­თო სუ­რათს ვერ მოგ­ვცემს. როცა ლა­ბო­რა­ტო­რია მოქ­მე­დებ­და, კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბიც გვიკ­ვეთ­დნენ კვლე­ვას, თბო­უ­ნა­რი­ა­ნო­ბის მი­ხედ­ვით ხარჯს ით­ვლიდ­ნენ და ამას პრო­დუქ­ცი­ის ფას­წარ­მოქ­მნა­ში ით­ვა­ლის­წი­ნებ­დნენ.

გა­ზის თბო­უ­ნა­რი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის გან­სა­ზღვრა მა­ში­ნაც არის სა­ჭი­რო, როცა გათ­ბო­ბის სის­ტე­მის და­სა­მონ­ტა­ჟებ­ლად საპ­რო­ექ­ტო გათ­ვლა კეთ­დე­ბა, რად­გან ხარ­ჯი გა­ზის კა­ლო­რი­უ­ლო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყა­როს არ­ქო­ნის გამო იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლებს ვენ­დოთ.

ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბაც: ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ოდო­რი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბელს, ანუ სუ­ნის ინ­ტენ­სი­ვო­ბა­საც ვა­მოწ­მებ­დით. სწო­რედ ოდო­რან­ტის, მძაფ­რი სუ­ნის მქო­ნე ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის და­მა­ტე­ბა აძ­ლევს გაზს იმ სუნს, რო­მე­ლიც ხალ­ხში "გა­ზის სუ­ნით" არის ცნო­ბი­ლი. ეს ნივ­თი­ე­რე­ბაც აირ­ში გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნი­ამ უნდა შე­უ­რი­ოს და აკე­თებს თუ არა ამას, შეგ­ვიძ­ლია მხო­ლოდ ვი­ვა­რა­უ­დოთ გა­ზის სუ­ნის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც ბოლო დროს არ იგ­რძნო­ბა. სა­ხელ­მწი­ფო და­ნა­შა­უ­ლი იყო ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გა­უქ­მე­ბა, რად­გან ფაქ­ტობ­რი­ვად ეს იგი­ვეა, ბომ­ბი გა­ვუგ­ზავ­ნოთ ადა­მი­ა­ნებს შინ".

მა­სა­ლა სრუ­ლად წა­ი­კი­თხეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" 15 თე­ბერ­ვლის ნო­მერ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"...ეს იგივეა, ადამიანებს შინ ბომბი გავუგზავნოთ..."

"...ეს იგივეა, ადამიანებს შინ ბომბი გავუგზავნოთ..."

ბოლო დროს ერთმა პრობლემამ იჩინა თავი - რამდენიმე მომხმარებელმა შემოგვჩივლა, რომ იმავე მოხმარების პირობებში, ბუნებრივი აირის გადასახადი გაეზარდათ. ჩვენი რესპონდენტების ნაწილმა გათბობის სისტემებიც შეამოწმებინა, თუმცა ისინი გამართულად მუშაობდნენ. შესაბამისად, გაჩნდა ვერსიები, რომ ბუნებრივ აირში ჰაერს ან სხვა გაზს ურევენ, რომ წნევაა დაბალი ან მრიცხველები არ მუშაობს გამართულად. სპეციალისტები კი რამდენიმე არსებით გარემოებაზე საუბრობენ, რაც არა მხოლოდ აბონენტების უფლებებს, არამედ მათ უსაფრთხოებასაც ეხება.

ლალი კაკაშვილი, "ყაზტრანსგაზის" ბუნებრივი გაზის ფიზიკურ-ქიმიური ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი: "2009 წლიდან, რაც ლაბორატორია დაგვიხურეს, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ვასწავლი. გაზის თბოუნარიანობა რამდენჯერმე გავზომეთ უნივერსიტეტის ლაბორატორიაში და ის ნამდვილად შეესაბამებოდა სტანდარტს, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, საერთო სურათს ვერ მოგვცემს. როცა ლაბორატორია მოქმედებდა, კერძო კომპანიებიც გვიკვეთდნენ კვლევას, თბოუნარიანობის მიხედვით ხარჯს ითვლიდნენ და ამას პროდუქციის ფასწარმოქმნაში ითვალისწინებდნენ.

გაზის თბოუნარიანობის მაჩვენებლების განსაზღვრა მაშინაც არის საჭირო, როცა გათბობის სისტემის დასამონტაჟებლად საპროექტო გათვლა კეთდება, რადგან ხარჯი გაზის კალორიულობაზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ალტერნატიული წყაროს არქონის გამო იძულებული ვართ, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მაჩვენებლებს ვენდოთ.

ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც: ლაბორატორიაში ბუნებრივი აირის ოდორიზაციის მაჩვენებელს, ანუ სუნის ინტენსივობასაც ვამოწმებდით. სწორედ ოდორანტის, მძაფრი სუნის მქონე ტოქსიკური ნივთიერების დამატება აძლევს გაზს იმ სუნს, რომელიც ხალხში "გაზის სუნით" არის ცნობილი. ეს ნივთიერებაც აირში გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ უნდა შეურიოს და აკეთებს თუ არა ამას, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ გაზის სუნის მიხედვით, რომელიც ბოლო დროს არ იგრძნობა. სახელმწიფო დანაშაული იყო ლაბორატორიის გაუქმება, რადგან ფაქტობრივად ეს იგივეა, ბომბი გავუგზავნოთ ადამიანებს შინ".

მასალა სრულად წაიკითხეთ "კვირის პალიტრის" 15 თებერვლის ნომერში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია