პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დათოს ოჯახს ნამდვილად არ უჭირდა ისე, რომ 3 ათასი ლარის გამო 3 ადამიანი მოეკლა" - სასტიკი მკვლელობის დეტალები
"დათოს ოჯახს ნამდვილად არ უჭირდა ისე, რომ 3 ათასი ლარის გამო 3 ადამიანი მოეკლა" - სასტიკი მკვლელობის დეტალები

10 თე­ბერ­ვალს, ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ურ­თა­დან გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი სამი მა­მა­კა­ცის ძებ­ნა გა­მო­ცხად­და. ხო­ბე­ლი მე­რაბ აბე­სა­ძე, ზეს­ტა­ფო­ნე­ლე­ბი გი­ორ­გი ფირჩხა­ძე და პა­ა­ტა ჩუ­ბი­ნი­ძე მცი­რე მე­წარ­მე­ე­ბი გახ­ლდნენ და რო­გორც იჯა­ხის წევ­რე­ბი აცხა­დებ­დნენ, ისი­ნი სწო­რედ საქ­მი­ა­ნი შე­თა­ვა­ზე­ბის შემ­დეგ გა­ვიდ­ნენ სახ­ლი­დან. ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, მათ თან გარ­კვე­უ­ლი თან­ხა ჰქონ­დათ (არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ახ­ლო­ე­ბით 3000 ლარი), სწო­რედ ამი­ტომ ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ და­კარ­გუ­ლე­ბი შე­საძ­ლოა და­ე­ყა­ჩა­ღე­ბი­ნათ, თუმ­ცა ძნე­ლად წარ­მო­იდ­გენ­და ალ­ბათ ვინ­მე, რომ პო­ლი­ცია სა­მი­ვეს მოკ­ლულს იპოვ­ნი­და.

სა­მარ­თლა­დამ­ცა­ვებ­მა ჯერ და­კარ­გუ­ლე­ბის მი­ტო­ვე­ბულ "ფორ­დის" მარ­კის მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს მი­აგ­ნეს, შემ­დეგ მდი­ნა­რე უჩა­ღალ­ში ერთ-ერთი და­კარ­გუ­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი იპო­ვეს, ბო­ლოს კი სო­ფელ ნა­რა­ზენ­ში მათ ცხედ­რებს მი­აგ­ნეს. მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს მათ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლიც. სა­მარ­თლა­დამ­ცავ­თა მტკი­ცე­ბით, ეს ყო­ფი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი, ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­რა­ზე­ნის მკვიდ­რი და­ვით ბეჭ­ვა­ი­აა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 10 თე­ბერ­ვალს, ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აბას­თუ­მან­ში, ხე­ცე­რის უბან­ში, ან­გა­რე­ბის მიზ­ნით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით თა­ვი­სა და გულ­მკერ­დის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა 1970 წელს და­ბა­დე­ბულ პა­ა­ტა ჩუ­ბი­ნი­ძეს, 1984 წელს და­ბა­დე­ბულ გი­ორ­გი ფირჩხა­ძეს და 1964 წელს და­ბა­დე­ბულ მე­რაბ აბე­სა­ძესს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. სა­მი­ვე დაჭ­რი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ერთ-ერთი მოკ­ლუ­ლის პა­ა­ტა ჩუ­ბი­ნი­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, მათ პო­ლი­ცი­ას გა­დას­ცეს ის ნო­მე­რი, რომ­ლი­თაც უც­ნობ­მა პირ­მა პა­ა­ტა ჩუ­ბი­ნი­ძეს და­უ­რე­კა და რუხ­ში სა­ქონ­ლის შე­ძე­ნა შეს­თა­ვა­ზა.

ინ­ტერ­ნეტ­ში იძებ­ნე­ბა 2010 წლის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლის მი­ხედ­ვი­თაც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა მოხ­და ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცი­ის სა­გუ­შა­გო­ზე, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბულ სო­ფელ ოტო­ბა­ი­ას­თან მო­სა­ზღვრე ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გან­მუ­ხურ­ში მდე­ბა­რე­ობ­და. სრო­ლის შე­დე­გად კი მძი­მედ და­იჭ­რა ერთი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი და­ვით ბეჭ­ვა­ია. რო­გორც ირ­კვე­ვა, ეს სწო­რედ ის და­ვით ბეჭ­ვა­ი­ა­აა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სამი ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის­თვი­საა და­კა­ვე­ბუ­ლი.

ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ მას აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­და. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან და­ნა­შა­უ­ლი და­კა­ვე­ბის­თა­ნა­ვე აღი­ა­რა, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლო­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ უდა­ნა­შა­უ­ლოა. მისი თქმით, და­კა­ვე­ბი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან ბრა­ლი "ემო­ცი­ურ ფონ­ზე" აღი­ა­რა. ბრალ­დე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ უვა­დო შიმ­ში­ლო­ბას იწყებ­და.

გი­ორ­გი, ბრალ­დე­ბულ და­ვით ბეჭ­ვა­ი­ას მე­გო­ბა­რი:

- და­თოს ვინც იც­ნი­ობს, ამას ვერ იჯე­რებს. ის არ იყო ის კაცი, 3 ათა­სი ლა­რის გამო ეს გა­კე­თე­ბი­ნა და თუ სამ კაცს მოკ­ლავ­და, ამას რა­ღაც სხვა, გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო გა­ა­კე­თებ­და, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ არ და­ი­მა­ლე­ბო­და და არც აღი­ა­რე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"დათოს ოჯახს ნამდვილად არ უჭირდა ისე, რომ 3 ათასი ლარის გამო 3 ადამიანი მოეკლა" - სასტიკი მკვლელობის დეტალები

"დათოს ოჯახს ნამდვილად არ უჭირდა ისე, რომ 3 ათასი ლარის გამო 3 ადამიანი მოეკლა" - სასტიკი მკვლელობის დეტალები

10 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთადან გაუჩინარებული სამი მამაკაცის ძებნა გამოცხადდა. ხობელი მერაბ აბესაძე, ზესტაფონელები გიორგი ფირჩხაძე და პაატა ჩუბინიძე მცირე მეწარმეები გახლდნენ და როგორც იჯახის წევრები აცხადებდნენ, ისინი სწორედ საქმიანი შეთავაზების შემდეგ გავიდნენ სახლიდან. ახლობლების თქმით, მათ თან გარკვეული თანხა ჰქონდათ (არაოფიციალური ინფორმაციით, დაახლოებით 3000 ლარი), სწორედ ამიტომ ვარაუდობდნენ, რომ დაკარგულები შესაძლოა დაეყაჩაღებინათ, თუმცა ძნელად წარმოიდგენდა ალბათ ვინმე, რომ პოლიცია სამივეს მოკლულს იპოვნიდა.

სამართლადამცავებმა ჯერ დაკარგულების მიტოვებულ "ფორდის" მარკის მიკროავტობუსს მიაგნეს, შემდეგ მდინარე უჩაღალში ერთ-ერთი დაკარგულის მობილური ტელეფონი იპოვეს, ბოლოს კი სოფელ ნარაზენში მათ ცხედრებს მიაგნეს. მალევე დააკავეს მათ მკვლელობაში ბრალდებულიც. სამართლადამცავთა მტკიცებით, ეს ყოფილი სამართალდამცავი, ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის მკვიდრი დავით ბეჭვაიაა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში, ხეცერის უბანში, ანგარების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1970 წელს დაბადებულ პაატა ჩუბინიძეს, 1984 წელს დაბადებულ გიორგი ფირჩხაძეს და 1964 წელს დაბადებულ მერაბ აბესაძესს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.

ერთ-ერთი მოკლულის პაატა ჩუბინიძის ოჯახის წევრების თქმით, მათ პოლიციას გადასცეს ის ნომერი, რომლითაც უცნობმა პირმა პაატა ჩუბინიძეს დაურეკა და რუხში საქონლის შეძენა შესთავაზა.

ინტერნეტში იძებნება 2010 წლის ინფორმაცია, რომელის მიხედვითაც შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ქართული პოლიციის საგუშაგოზე, რომელიც ოკუპირებულ სოფელ ოტობაიასთან მოსაზღვრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მდებარეობდა. სროლის შედეგად კი მძიმედ დაიჭრა ერთი ქართველი პოლიციელი დავით ბეჭვაია. როგორც ირკვევა, ეს სწორედ ის დავით ბეჭვაიააა, რომელიც ამჟამად სამი ადამიანის მკვლელობისთვისაა დაკავებული.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. შსს-ს ინფორმაციით, მან დანაშაული დაკავებისთანავე აღიარა, თუმცა სასამართლოზე განაცხადა, რომ უდანაშაულოა. მისი თქმით, დაკავებისას სამართალდამცავებთან ბრალი "ემოციურ ფონზე" აღიარა. ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე ასევე განაცხადა, რომ უვადო შიმშილობას იწყებდა.

გიორგი, ბრალდებულ დავით ბეჭვაიას მეგობარი:

- დათოს ვინც იცნიობს, ამას ვერ იჯერებს. ის არ იყო ის კაცი, 3 ათასი ლარის გამო ეს გაკეთებინა და თუ სამ კაცს მოკლავდა, ამას რაღაც სხვა, გამოუვალი მდგომარეობის გამო გააკეთებდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ არ დაიმალებოდა და არც აღიარება გაუჭირდებოდა.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"