მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წესები იმოქმედებს საქართველოში უცხოელ ლტოლვილებზე - ცვლილებები კანონში
რა წესები იმოქმედებს საქართველოში უცხოელ ლტოლვილებზე - ცვლილებები კანონში

სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­სობ­რი­ვად შე­მო­სულ უცხო­ე­ლებს დრო­ე­ბი­თი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პი­რის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭე­ბათ. აღ­ნიშ­ნულს "ლტოლ­ვილ­თა შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მელ­ზეც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტრო მუ­შა­ობს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მი­ნის­ტრმა სო­ზარ სუ­ბარ­მა გა­ნუ­ცხა­და, დრო­ე­ბი­თი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პი­რის სტა­ტუ­სი უცხო­ელს ერთი წლის ვა­დით მი­ე­ნი­ჭე­ბა, ხოლო რო­გორც კი იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­ი­და­ნაც შე­მო­ვი­და, ვი­თა­რე­ბა დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა, მას თავი ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბა.

"ჩვენ, ჯერ კი­დევ შარ­შან, მოქ­მედ კა­ნონ­ში შე­ვი­ტა­ნეთ არა­ერ­თი ცვლი­ლე­ბა და ის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­ვი­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან. ასო­ცი­რე­ბის დღის წეს­რიგ­ში ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი იყო სწო­რედ თავ­შე­სა­ფარ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ სრუ­ლად და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლეთ ის მო­თხოვ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ევ­რო­კავ­ში­რი გვი­ყე­ნებ­და, თუმ­ცა, "ლტოლ­ვილ­თა შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის კი­დევ დახ­ვე­წა იყო სა­ჭი­რო და ამა­ზე დიდი სა­მუ­შაო ჩა­ტარ­და. ახა­ლი კა­ნო­ნი იქ­ნე­ბა თვი­სობ­რი­ვად ახა­ლი სი­ტყვა, რო­მე­ლიც სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან და ძა­ლი­ან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გა­ა­ად­ვი­ლებს მუ­შა­ო­ბას.

კა­ნონპ­რო­ექ­ტში იქ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე სი­ახ­ლე, რო­მე­ლიც აქამ­დე სა­ერ­თოდ არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. კერ­ძოდ, ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, მა­სობ­რი­ვად შე­მო­სულ უცხო­ე­ლებს დრო­ე­ბი­თი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პი­რის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭე­ბათ. დრო­ე­ბი­თი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პი­რის სტა­ტუსს კი სა­ხელ­მწი­ფო მი­ა­ნი­ჭებს იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში უცხო­ე­ლე­ბის მა­სობ­რი­ვი შე­მოს­ვლის დროს და­ფიქ­სირ­დე­ბა. სა­ხელ­მწი­ფოს შე­ეძ­ლე­ბა მათ მი­ა­ნი­ჭოს დრო­ე­ბი­თი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პი­რის სტა­ტუ­სი და არა ლტოლ­ვი­ლის ან ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სტა­ტუ­სი. დრო­ე­ბი­თი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პი­რის სტა­ტუ­სი უცხო­ელს ერთი წლის ვა­დით ენი­ჭე­ბა, თუმ­ცა შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ სტა­ტუ­სის გა­და­ხედ­ვა - რო­გორც კი იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­ი­და­ნაც პირი შე­მო­ვი­და, ვი­თა­რე­ბა დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა, უკვე სტა­ტუ­სის გაგ­რძე­ლე­ბა აღარ მოხ­დე­ბა და მათ ექ­ნე­ბათ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა დაბ­რუნ­დნენ თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში. ეს არის ერთი სი­ახ­ლე, რო­მე­ლიც შე­მო­აქვს კა­ნონს", - გა­ნა­ცხა­და სო­ზარ სუ­ბარ­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გარ­და, მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კა­ნონს შე­მო­აქვს კი­დევ ერთი სი­ახ­ლე, რაც ქვეყ­ნის შიგ­ნით "შიდა გა­და­ად­გი­ლე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვას" გუ­ლის­ხმობს.

"მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ უკ­რა­ი­ნა­ზე - ჩვენ შეგ­ვეძ­ლო უკ­რა­ი­ნი­დან არც ერთი ლტოლ­ვი­ლი არ მიგ­ვე­ღო, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ქვე­ყა­ნა­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და მათი გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის საკ­მა­რის დო­ნე­ზე უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, იმი­ტომ რომ მათ გა­აჩ­ნდათ შიდა გა­და­ად­გი­ლე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა კი­ევ­ში, ლვოვ­ში ან ხარ­კოვ­ში ანუ მათ არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბათ ქვეყ­ნის შიგ­ნით. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტით ჰქონ­და უფ­ლე­ბა უარი ეთ­ქვა მათ­ზე და ძა­ლი­ან ბევ­რი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის მი­მართ ჩვენ სწო­რედ ასეთ სტან­დარტს ვი­ყე­ნებთ. თუმ­ცა, ეს სტან­დარ­ტი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მო­დის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აშ­კა­რად არა­ნა­ირ დევ­ნას არ გა­ნიც­დის და ბო­რო­ტად იყე­ნებს თავ­შე­საფ­რის პრო­ცე­დუ­რებს, იმი­ტომ რომ ეს არის პრო­ცე­დუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სრუ­ლად თუ და­ი­ცავს ყვე­ლა­ფერს, მი­ნი­მუმ ერთი წელი მას ვერ გა­ა­ძე­ვებ ქვეყ­ნი­დან, არა­და 100%-ით იცი ლტოლ­ვი­ლი არ არის, არა­ფე­რი ემუქ­რე­ბა არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ რა­ღა­ცის გამო ეძებს თავ­შე­სა­ფარს. გავა ერთი წელი, მერე ჩავა სხვა ქვე­ყა­ნა­ში და იმ ქვეყ­ნის ხარ­ჯზე იცხოვ­რებს, ამა­სო­ბა­ში ქვე­ყა­ნა იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ ის არ­ჩი­ნო. ასე­თი შემ­თხვე­ვის­თვის შე­მო­ვი­და გან­ცხა­დე­ბის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გან­ხილ­ვა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ქვე­ყა­ნას, რომ ბევ­რად უფრო მცი­რე ვა­და­ში, მა­გა­ლი­თად ერთ თვე­ში გა­ნი­ხი­ლოს ასე­თი სა­კი­თხე­ბი და ადა­მი­ა­ნი გა­უშ­ვას იქ, სა­ი­და­ნაც შე­მო­ვი­და", - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

სო­ზარ სუ­ბა­რის თქმით, კა­ნონპ­რო­ექ­ტით ასე­ვე და­იხ­ვე­წა ოჯა­ხის წევრთა ცნე­ბაც და ბევ­რი სხვა სა­კი­თხი, რო­მე­ლიც გა­ე­რო-ს სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

"ცვლი­ლე­ბე­ბი დიდი ხა­ნია მუ­შავ­დე­ბა. გან­ხილ­ვებს მოვ­რჩით და ძა­ლი­ან მალე შევა მთავ­რო­ბა­ზე. მარ­ტის ბო­ლოს ვფიქ­რობთ პარ­ლა­მენ­ტში შე­ტა­ნას, რათა ამ მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტმა მო­ას­წროს კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა", - აღ­ნიშ­ნა სო­ზარ სუ­ბარ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

რა წესები იმოქმედებს საქართველოში უცხოელ ლტოლვილებზე - ცვლილებები კანონში

რა წესები იმოქმედებს საქართველოში უცხოელ ლტოლვილებზე - ცვლილებები კანონში

საქართველოში მასობრივად შემოსულ უცხოელებს დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი მიენიჭებათ. აღნიშნულს "ლტოლვილთა შესახებ" კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელზეც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო მუშაობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა, დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი უცხოელს ერთი წლის ვადით მიენიჭება, ხოლო როგორც კი იმ ქვეყანაში, საიდანაც შემოვიდა, ვითარება დასტაბილურდება, მას თავი ქვეყანაში დაბრუნების ვალდებულება ექნება.

"ჩვენ, ჯერ კიდევ შარშან, მოქმედ კანონში შევიტანეთ არაერთი ცვლილება და ის შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო სტანდარტებთან. ასოცირების დღის წესრიგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო სწორედ თავშესაფართან დაკავშირებული პროცედურები. შესაბამისად, ჩვენ სრულად დავაკმაყოფილეთ ის მოთხოვნები, რომლებსაც ევროკავშირი გვიყენებდა, თუმცა, "ლტოლვილთა შესახებ" კანონის კიდევ დახვეწა იყო საჭირო და ამაზე დიდი სამუშაო ჩატარდა. ახალი კანონი იქნება თვისობრივად ახალი სიტყვა, რომელიც სრულ შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან და ძალიან ხშირ შემთხვევაში გააადვილებს მუშაობას.

კანონპროექტში იქნება რამდენიმე სიახლე, რომელიც აქამდე საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, მასობრივად შემოსულ უცხოელებს დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი მიენიჭებათ. დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსს კი სახელმწიფო მიანიჭებს იმ ადამიანს, რომელიც ქვეყანაში უცხოელების მასობრივი შემოსვლის დროს დაფიქსირდება. სახელმწიფოს შეეძლება მათ მიანიჭოს დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი და არა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი. დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი უცხოელს ერთი წლის ვადით ენიჭება, თუმცა შემდეგ შესაძლებელია ამ სტატუსის გადახედვა - როგორც კი იმ ქვეყანაში, საიდანაც პირი შემოვიდა, ვითარება დასტაბილურდება, უკვე სტატუსის გაგრძელება აღარ მოხდება და მათ ექნებათ ვალდებულება დაბრუნდნენ თავის ქვეყანაში. ეს არის ერთი სიახლე, რომელიც შემოაქვს კანონს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

აღნიშნულის გარდა, მისივე განმარტებით, კანონს შემოაქვს კიდევ ერთი სიახლე, რაც ქვეყნის შიგნით "შიდა გადაადგილების ალტერნატივას" გულისხმობს.

"მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ უკრაინაზე - ჩვენ შეგვეძლო უკრაინიდან არც ერთი ლტოლვილი არ მიგვეღო, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში განხორციელდებოდა მათი გადაუდებელი საჭიროებების საკმარის დონეზე უზრუნველყოფა, იმიტომ რომ მათ გააჩნდათ შიდა გადაადგილების ალტერნატივა კიევში, ლვოვში ან ხარკოვში ანუ მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ ქვეყნის შიგნით. შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო სტანდარტით ჰქონდა უფლება უარი ეთქვა მათზე და ძალიან ბევრი ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩვენ სწორედ ასეთ სტანდარტს ვიყენებთ. თუმცა, ეს სტანდარტი კანონმდებლობით არ იყო გათვალისწინებული.

არის შემთხვევები, როდესაც მოდის ადამიანი, რომელიც აშკარად არანაირ დევნას არ განიცდის და ბოროტად იყენებს თავშესაფრის პროცედურებს, იმიტომ რომ ეს არის პროცედურები, რომლებიც სრულად თუ დაიცავს ყველაფერს, მინიმუმ ერთი წელი მას ვერ გააძევებ ქვეყნიდან, არადა 100%-ით იცი ლტოლვილი არ არის, არაფერი ემუქრება არცერთ ქვეყანაში, მაგრამ რაღაცის გამო ეძებს თავშესაფარს. გავა ერთი წელი, მერე ჩავა სხვა ქვეყანაში და იმ ქვეყნის ხარჯზე იცხოვრებს, ამასობაში ქვეყანა იძულებული ხარ ის არჩინო. ასეთი შემთხვევისთვის შემოვიდა განცხადების დაჩქარებული წესით განხილვა, რაც საშუალებას აძლევს ქვეყანას, რომ ბევრად უფრო მცირე ვადაში, მაგალითად ერთ თვეში განიხილოს ასეთი საკითხები და ადამიანი გაუშვას იქ, საიდანაც შემოვიდა", - აღნიშნა მინისტრმა.

სოზარ სუბარის თქმით, კანონპროექტით ასევე დაიხვეწა ოჯახის წევრთა ცნებაც და ბევრი სხვა საკითხი, რომელიც გაერო-ს სტანდარტების შესაბამისად განისაზღვრება.

"ცვლილებები დიდი ხანია მუშავდება. განხილვებს მოვრჩით და ძალიან მალე შევა მთავრობაზე. მარტის ბოლოს ვფიქრობთ პარლამენტში შეტანას, რათა ამ მოწვევის პარლამენტმა მოასწროს კანონპროექტის განხილვა", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია