სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილების "ვალენტინობა" და საჩუქრები მეუღლისგან
ცნობილების "ვალენტინობა" და საჩუქრები მეუღლისგან

ვა­ლენ­ტი­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვე­ნამ­დე ბევ­რმა ლე­გენ­დამ მო­აღ­წია. დიდი ხა­ნია, ყო­ველ 14 თე­ბერ­ვალს, უცხო­ე­ლე­ბი ამ დღე­სას­წა­ულს ზე­ი­მო­ბენ, ხოლო სა­ქარ­თვე­ლო­ში "შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის დღეს" ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, აღ­ნიშ­ნა­ვენ.

მაკა ზამ­ბა­ხი­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

- ვერ ვი­ტყვი, რომ ვა­ლენ­ტი­ნო­ბას მე და ვახო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­ვნიშ­ნავთ. არც ისე ხდე­ბა, რომ ვინ­მეს და­ვურ­ე­კო და მი­ვუ­ლო­ცო.

- ამ დღეს მე­უღ­ლე უსა­ჩუქ­როდ გტო­ვებს?

- სუ­ნა­მოს ან სამ­კა­ულს მჩუქ­ნის და მეც ვცდი­ლობ, გა­ვა­ხა­რო. ამ დღეს უსა­ჩუქ­როდ არას­დროს ჩა­უვ­ლია, მაგ­რამ ესეც თუ არ მოხ­დე­ბა, პრობ­ლე­მა არ არის.

- რო­მან­ტიზ­მი რა დო­ზი­თაა თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში?

- ზო­მი­ე­რად. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვცდი­ლობთ, ერ­თმა­ნე­თი გა­ვა­ხა­როთ.

- ვა­ხოს­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე რო­მან­ტი­კუ­ლი დღე გა­იხ­სე­ნე.

- 2 წლის წინ, მე და ვახო ჩემს და­ბა­დე­ბის დღეს მარ­ტო წა­ვე­დით ყვარ­ლის ტბა­ზე და ის რო­მან­ტი­კუ­ლი სა­ღა­მო ჩემ­თვის სი­ურპრი­ზი იყო. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ვიდ­რე და­ვო­ჯახ­დე­ბო­დით, ახა­ლი წელი ახ­ლოვ­დე­ბო­და, პირ­ვე­ლად რომ მო­ვი­და ჩემ­თან და 2-მეტ­რი­ა­ნი ნაძ­ვის ხე მო­მი­ტა­ნა. ეს ნაძ­ვის ხე მეხ­სი­ე­რე­ბა­ში სულ მექ­ნე­ბა.

შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ვა­ხოს მო­წე­რილ მე­სი­ჯებს რვე­ულ­ში ვი­წერ­დი, ის რვე­უ­ლი კი, რა თქმა უნდა, შე­ნა­ხუ­ლი მაქვს (იცი­ნის) და რომ მო­ვინ­დო­მო, დიდი კრე­ბუ­ლი გა­მო­ი­ცე­მა. ლექ­სად მო­ძღვნი­ლი მე­სი­ჯე­ბი იყო და რო­მელ სა­ათ­ზე, რო­მელ წუთ­ზე მო­ვი­და, ამა­საც კი ვი­წერ­დი. ამას ვინ­მე ნორ­მა­ლუ­რი გა­ა­კე­თებ­და? ასე და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი წელი გრძელ­დე­ბო­და. მე­სი­ჯე­ბი ბო­ლოს და­ახ­ლო­ე­ბით, 2 წლის წინ წა­ვი­კი­თხე.

- ჩა­ნა­წე­რებს რომ აკე­თებ­დი, ვა­ხომ იცო­და?

- არა, ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვუ­თხა­რი და ესი­ა­მოვ­ნა.

***

მა­ნა­ნა კო­ზა­კო­ვა, მსა­ხი­ო­ბი:

- ვა­ლენ­ტი­ნო­ბა ახალ­გაზ­რდა წყვი­ლე­ბის დღეა. გული მწყდე­ბა, რომ ჩემს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში არ აღ­ვნიშ­ნავ­დით. დღე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდი პო­ზი­ტი­ვის მა­ტა­რე­ბე­ლია, რო­მე­ლიც სიყ­ვა­რუ­ლით, მზრუნ­ვე­ლო­ბი­თა და სით­ბო­თია გა­ჯე­რე­ბუ­ლი, რა­ტომ არ უნდა აღი­ნიშ­ნე­ბო­დეს? მე კე­თი­ლი ზღაპ­რე­ბის მჯე­რა.

- ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი რო­გო­რი მე­უღ­ლეა? რო­მან­ტი­კუ­ლი?

- რა თქმა უნდა!

- თქვენს გა­ო­ცე­ბას ხში­რად ახერ­ხებს?

- მზრუნ­ვე­ლი და ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია. სა­ჩუქ­რებს ყო­ველ­თვის დიდი მონ­დო­მე­ბით არ­ჩევს. ვცდი­ლობთ, ერ­თმა­ნე­თი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­ვა­ხა­როთ.

სა­ჩუქ­რის შე­ძე­ნა მთე­ლი რი­ტუ­ა­ლია. ლე­ვა­ნი მი­დის შე­სარ­ჩე­ვად, ღე­ლავს, ყი­დუ­ლობს, მერე მა­ლავს, გა­ნიც­დის და ნერ­ვი­უ­ლობს, - რომ არ მო­მე­წო­ნოს? განა, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­სა­ფა­სე­ბე­ლი არ არის? მახ­სოვს, თი­ნა­თი­ნი რომ გა­ვა­ჩი­ნე, მა­შინ პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით და რო­მელ მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი, როცა ზო­გა­დად ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი იყო! მა­შინ ლე­ვა­ნი გერ­მა­ნი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მისი მე­გობ­რე­ბი მიყ­ვე­ბოდ­ნენ, თი­ნა­თი­ნის­თვის ნა­ყი­დი ტან­საც­მე­ლი ოთახ­ში ლურ­სმნებ­ზე ჰქონ­და და­კი­დე­ბუ­ლი, უყუ­რებ­და, მერე ჩა­ა­ლა­გებ­და, ამო­ა­ლა­გებ­და, ჩა­ა­ლა­გებ­და, ისევ ამო­ა­ლა­გებ­დაო... გერ­მა­ნი­ი­დან კაბა ჩა­მო­მი­ტა­ნა: მა­შინ წო­ნა­ში ძა­ლი­ან მო­მა­ტე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ამ კა­ბას ჰქონ­და ძა­ლი­ან ბევ­რი "ზბო­რი" (იცი­ნის). თა­ვად რო­გორ­საც მხე­დავ­და, ისე­თი აღ­ნა­გო­ბის­თვის შე­მირ­ჩია. ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლია... ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რა­ღაც არ მომ­წო­ნე­ბია, მაგ­რამ მი­თა­მა­შია, რომ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი. ამას მოგ­ვი­ა­ნე­ბით მიმხვდა­რა, მაგ­რამ იმ წუთ­ში ჩემი სი­ხა­რუ­ლით ისიც ხომ ხა­რობ­და?! ამ­ბობს ხოლ­მე, - მე ვიცი, მა­ნა­ნას რა უნდა აჩუ­ქო. ეს სუ­ნა­მოა - ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში მო­გე­ბუ­ლი ხარო.

რო­დე­საც გას­ტროლ­ზე ვარ, მის­თვის სა­ჩუქ­რის შერ­ჩე­ვა არის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა. მარ­თლა დამ­ღლე­ლია მო­ნა­ხო ზუს­ტად ის, რაც გა­უ­ხარ­დე­ბა. ჩა­საც­მელ­ზე თუ ვა­კე­თებ არ­ჩე­ვანს, ხან ონი­სე ონი­ანს ვა­ზო­მებ, ხან - რო­ლანდ ოქ­რო­პი­რი­ძეს და მთე­ლი ამ­ბა­ვია. მინ­და, მის გე­მოვ­ნე­ბას და­ემ­თხვეს, გა­უ­ხარ­დეს. სა­ჩუქ­რებს ჩე­მო­დან­ში ზე­მო­დან ვა­ლა­გებ, რომ გახ­სნი­სას ად­ვი­ლად იპო­ვოს და არ ეძე­ბოს. ამ დე­ტა­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბი ისე­თი სის­წრა­ფით იჭ­რე­ბა, რომ ასე­თი წვრილ­მა­ნე­ბი არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს - ეს ხომ ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ცდის­თვი­საა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რა­საც ბედ­ნი­ე­რე­ბა ჰქვია. ურ­თი­ერ­თო­ბა­ში რო­მან­ტიზ­მი აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

- მუდ­მი­ვად რე­პე­ტი­ცი­ა­ზე, გას­ტროლ­ზე, სპექ­ტაკლზე ხართ. ყვე­ლა­სა და ყვე­ლაფ­რის­გან გან­მარ­ტო­ე­ბას, რო­მან­ტი­კუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბის მო­წყო­ბას ხში­რად ახერ­ხებთ?

- რა თქმა უნდა, იმ ყვე­ლაფ­რის მიღ­მა, რაც შენ ჩა­მოთ­ვა­ლე, არის ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა. ძა­ლი­ან გვსი­ა­მოვ­ნებს ბე­თა­ნი­ის აგა­რაკ­ზე ას­ვლა. წყვი­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, დრო­ის გარ­კვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თი გან­მარ­ტო­ე­ბით გა­ა­ტა­რონ. შე­საძ­ლოა, ერ­თად რა­ი­მე ფილ­მს უყუ­რონ ან სუ­ლაც, ჩუ­მად ის­ხდნენ. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სან­თლე­ბის შუქი, რეს­ტო­რა­ნი, გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრი და ა.შ. ჩვენ ერ­თმა­ნეთს წიგ­ნებ­საც ვუ­კი­თხავთ. ეს ურ­თი­ერ­თო­ბას აახ­ლებს და სხვაგ­ვარ ხიბლს სძენს.

წა­ი­კი­თხეთ სხვა ცნო­ბი­ლე­ბის ამ­ბე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ცნობილების "ვალენტინობა" და საჩუქრები მეუღლისგან

ცნობილების "ვალენტინობა" და საჩუქრები მეუღლისგან

ვალენტინობასთან დაკავშირებით, ჩვენამდე ბევრმა ლეგენდამ მოაღწია. დიდი ხანია, ყოველ 14 თებერვალს, უცხოელები ამ დღესასწაულს ზეიმობენ, ხოლო საქართველოში "შეყვარებულების დღეს" ბოლო რამდენიმე წელია, აღნიშნავენ.

მაკა ზამბახიძე, მომღერალი:

- ვერ ვიტყვი, რომ ვალენტინობას მე და ვახო განსაკუთრებულად აღვნიშნავთ. არც ისე ხდება, რომ ვინმეს დავურეკო და მივულოცო.

- ამ დღეს მეუღლე უსაჩუქროდ გტოვებს?

- სუნამოს ან სამკაულს მჩუქნის და მეც ვცდილობ, გავახარო. ამ დღეს უსაჩუქროდ არასდროს ჩაუვლია, მაგრამ ესეც თუ არ მოხდება, პრობლემა არ არის.

- რომანტიზმი რა დოზითაა თქვენს ურთიერთობაში?

- ზომიერად. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, ერთმანეთი გავახაროთ.

- ვახოსთან ერთად გატარებული ყველაზე რომანტიკული დღე გაიხსენე.

- 2 წლის წინ, მე და ვახო ჩემს დაბადების დღეს მარტო წავედით ყვარლის ტბაზე და ის რომანტიკული საღამო ჩემთვის სიურპრიზი იყო. რამდენიმე წლის წინ, ვიდრე დავოჯახდებოდით, ახალი წელი ახლოვდებოდა, პირველად რომ მოვიდა ჩემთან და 2-მეტრიანი ნაძვის ხე მომიტანა. ეს ნაძვის ხე მეხსიერებაში სულ მექნება.

შეყვარებულობის პერიოდში ვახოს მოწერილ მესიჯებს რვეულში ვიწერდი, ის რვეული კი, რა თქმა უნდა, შენახული მაქვს (იცინის) და რომ მოვინდომო, დიდი კრებული გამოიცემა. ლექსად მოძღვნილი მესიჯები იყო და რომელ საათზე, რომელ წუთზე მოვიდა, ამასაც კი ვიწერდი. ამას ვინმე ნორმალური გააკეთებდა? ასე დაახლოებით ნახევარი წელი გრძელდებოდა. მესიჯები ბოლოს დაახლოებით, 2 წლის წინ წავიკითხე.

- ჩანაწერებს რომ აკეთებდი, ვახომ იცოდა?

- არა, ეს მოგვიანებით ვუთხარი და ესიამოვნა.

***

მანანა კოზაკოვა, მსახიობი:

- ვალენტინობა ახალგაზრდა წყვილების დღეა. გული მწყდება, რომ ჩემს ახალგაზრდობაში არ აღვნიშნავდით. დღე, რომელიც ძალიან დიდი პოზიტივის მატარებელია, რომელიც სიყვარულით, მზრუნველობითა და სითბოთია გაჯერებული, რატომ არ უნდა აღინიშნებოდეს? მე კეთილი ზღაპრების მჯერა.

- ბატონი ლევანი როგორი მეუღლეა? რომანტიკული?

- რა თქმა უნდა!

- თქვენს გაოცებას ხშირად ახერხებს?

- მზრუნველი და ძალიან ყურადღებიანი ადამიანია. საჩუქრებს ყოველთვის დიდი მონდომებით არჩევს. ვცდილობთ, ერთმანეთი შეძლებისდაგვარად გავახაროთ.

საჩუქრის შეძენა მთელი რიტუალია. ლევანი მიდის შესარჩევად, ღელავს, ყიდულობს, მერე მალავს, განიცდის და ნერვიულობს, - რომ არ მომეწონოს? განა, ეს დამოკიდებულება დასაფასებელი არ არის? მახსოვს, თინათინი რომ გავაჩინე, მაშინ პატარები ვიყავით და რომელ მატერიალურ კეთილდღეობაზეა ლაპარაკი, როცა ზოგადად ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური ფონი იყო! მაშინ ლევანი გერმანიაში იმყოფებოდა. მოგვიანებით, მისი მეგობრები მიყვებოდნენ, თინათინისთვის ნაყიდი ტანსაცმელი ოთახში ლურსმნებზე ჰქონდა დაკიდებული, უყურებდა, მერე ჩაალაგებდა, ამოალაგებდა, ჩაალაგებდა, ისევ ამოალაგებდაო... გერმანიიდან კაბა ჩამომიტანა: მაშინ წონაში ძალიან მომატებული ვიყავი და ამ კაბას ჰქონდა ძალიან ბევრი "ზბორი" (იცინის). თავად როგორსაც მხედავდა, ისეთი აღნაგობისთვის შემირჩია. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან ღირებულია... ყოფილა შემთხვევა, რაღაც არ მომწონებია, მაგრამ მითამაშია, რომ აღფრთოვანებული დავრჩი. ამას მოგვიანებით მიმხვდარა, მაგრამ იმ წუთში ჩემი სიხარულით ისიც ხომ ხარობდა?! ამბობს ხოლმე, - მე ვიცი, მანანას რა უნდა აჩუქო. ეს სუნამოა - ყველა შემთხვევაში მოგებული ხარო.

როდესაც გასტროლზე ვარ, მისთვის საჩუქრის შერჩევა არის მთავარი ამოცანა. მართლა დამღლელია მონახო ზუსტად ის, რაც გაუხარდება. ჩასაცმელზე თუ ვაკეთებ არჩევანს, ხან ონისე ონიანს ვაზომებ, ხან - როლანდ ოქროპირიძეს და მთელი ამბავია. მინდა, მის გემოვნებას დაემთხვეს, გაუხარდეს. საჩუქრებს ჩემოდანში ზემოდან ვალაგებ, რომ გახსნისას ადვილად იპოვოს და არ ეძებოს. ამ დეტალებისგან შედგება ჩვენი ურთიერთობა. ჩვენს ცხოვრებაში ყოფითი პრობლემები ისეთი სისწრაფით იჭრება, რომ ასეთი წვრილმანები არ უნდა დაგვავიწყდეს - ეს ხომ ისეთი მნიშვნელოვანი განცდისთვისაა აუცილებელი, რასაც ბედნიერება ჰქვია. ურთიერთობაში რომანტიზმი აუცილებელია.

- მუდმივად რეპეტიციაზე, გასტროლზე, სპექტაკლზე ხართ. ყველასა და ყველაფრისგან განმარტოებას, რომანტიკული საღამოების მოწყობას ხშირად ახერხებთ?

- რა თქმა უნდა, იმ ყველაფრის მიღმა, რაც შენ ჩამოთვალე, არის ჩვენი ცხოვრება. ძალიან გვსიამოვნებს ბეთანიის აგარაკზე ასვლა. წყვილისთვის აუცილებელია, დროის გარკვეული მონაკვეთი განმარტოებით გაატარონ. შესაძლოა, ერთად რაიმე ფილმს უყურონ ან სულაც, ჩუმად ისხდნენ. არ არის აუცილებელი სანთლების შუქი, რესტორანი, გასართობი ცენტრი და ა.შ. ჩვენ ერთმანეთს წიგნებსაც ვუკითხავთ. ეს ურთიერთობას აახლებს და სხვაგვარ ხიბლს სძენს.

წაიკითხეთ სხვა ცნობილების ამბები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია