მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი პენსიონერი ქალი
მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი პენსიონერი ქალი

ბოლო 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ქალ­ბა­ტო­ნი საკ­რუ­ი­ზო ლა­ი­ნერ Crystal Serenity-ზე ცხოვ­რობს. მო­ხუ­ცი ქვრი­ვის­თვის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იოლი არ ყო­ფი­ლა - მან ფლო­რი­და­ში სა­კუ­თა­რი სახ­ლი გა­ყი­და, რათა ცხოვ­რე­ბის უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბი გა­ნუ­წყვე­ტელ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში გა­ა­ტა­როს.

86 წლის ლი ვაჰტ­სე­ტე­რი წე­ლი­წად­ში $164 ათასს ხარ­ჯავს, აქვს სა­კუ­თა­რი ლუქს-კლა­სის კა­ი­უ­ტა, აგე­მოვ­ნებს გე­მის რეს­ტორ­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო კერ­ძებს, სა­ღა­მო­ო­ბით კი სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბით ირ­თობს თავს. მას ხში­რად იწ­ვე­ვენ სა­დღე­სას­წა­უ­ლო ვახ­შმებ­ზე, და­დის გე­მის კი­ნო­თე­ატ­რში და ეს­წრე­ბა სხვა­დას­ხვა ლექ­ცი­ას.

"ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი ძა­ლას არ იშუ­რე­ბენ, რომ გა­მა­ბედ­ნი­ე­რონ. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ოჯა­ხის წევ­რი­ვი­თაა ჩემ­თვის. უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა სურ­ვილს მის­რუ­ლე­ბენ, ამის­თვის ხმე­ლეთ­ზე დიდი დრო­ის და­კარ­გვაც რომ დას­ჭირ­დეთ. ადრე ასე­თი ყუ­რა­დღე­ბა ჩემ­და­მი არა­ვის გა­მო­უ­ჩე­ნია", - ჰყვე­ბა ლი. ქალ­ბა­ტონს გემ­ზე ყვე­ლა მი­მარ­თავს რო­გორც "დედა ლი". ბლო­გე­რი პენი ჰო, რო­მელ­მაც მო­ხუ­ცი იტა­ლი­ა­ში კრუ­ი­ზის დროს გა­იც­ნო, ამ­ბობს, რომ ლი პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნია დე­და­მი­წის ზურ­გზე, რო­მელ­მაც და­ა­ნა­ხა, თუ რა არის ცხოვ­რე­ბით ტკბო­ბა.

დედა ლი Crystal Serenity-ზე 2008 წლი­დან ცხოვ­რობს. იგი ამ­ბობს, რომ ეს გემი კარ­გი სა­ცეკ­ვაო პროგ­რა­მის გამო შე­არ­ჩია. "მე და ჩემს მე­უღ­ლეს მოგ­ზა­უ­რო­ბა გვიყ­ვარ­და. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე, 1997 წელს მან მი­თხრა: "ლი, გა­ნაგ­რძე მოგ­ზა­უ­რო­ბა. არა­სო­დეს გა­ჩერ­დე"... და აი, ვაგ­რძე­ლებ კი­დეც".

"სა­ნამ ამ გემ­ზე და­ვი­წყებ­დი ცხოვ­რე­ბას, მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო ლა­ი­ნერ Holland America-ზე ვმოგ­ზა­უ­რობ­დი 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. შემ­დეგ მათ ცეკ­ვის კლა­სი და­ხუ­რეს და ამის გამო წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე. დიდი ხა­ნია ყო­ველ სა­ღა­მოს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ვცეკ­ვავ ინ­სტრუქ­ტორ­თან ერ­თად".

გარ­და ამი­სა, ბებო ჰყვე­ბა, რომ ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ასზე მეტი ქვე­ყა­ნა მო­ი­ა­რა. მისი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქი სტამ­ბო­ლია. "თავს ვერ ვი­კა­ვებ სტამ­ბო­ლის გრანდ ბა­ზარ­ში გა­სე­ირ­ნე­ბის­გან, სა­დაც ულა­მა­ზე­სი ფე­რა­დი და ბრჭყვი­ა­ლა კაბა იყი­დე­ბა, რო­მე­ლიც ჩემი ცეკ­ვე­ბის­თვის იდე­ა­ლუ­რია. ჩემს კა­ი­უ­ტა­ში დიდი ად­გი­ლი არ მაქვს, ამი­ტომ თა­ვის შე­კა­ვე­ბა მმარ­თებს ხოლ­მე. მაგ­რამ რო­დე­საც საქ­მე შო­პინგს ეხე­ბა, ხმე­ლეთ­ზე პირ­ვე­ლი ვხტე­ბი".

ამ­ჟა­მინ­დე­ლი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ სირ­თუ­ლედ ბედ­ნი­ე­რი პენ­სი­ო­ნე­რი იმ ფაქტს მი­იჩ­ნევს, რომ მისი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მა­ი­ა­მი­ში ცხოვ­რო­ბენ და მუდ­მი­ვად ენატ­რე­ბა ოჯა­ხის წევ­რე­ბი. თუმ­ცა, მათ­თან სკა­ი­პი­სა და ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მეშ­ვე­ო­ბით ხში­რად აქვს კონ­ტაქ­ტი.

დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი პენსიონერი ქალი

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი პენსიონერი ქალი

ბოლო 8 წლის განმავლობაში ეს ქალბატონი საკრუიზო ლაინერ Crystal Serenity-ზე ცხოვრობს. მოხუცი ქვრივისთვის ეს გადაწყვეტილება იოლი არ ყოფილა - მან ფლორიდაში საკუთარი სახლი გაყიდა, რათა ცხოვრების უკანასკნელი წლები განუწყვეტელ მოგზაურობაში გაატაროს.

86 წლის ლი ვაჰტსეტერი წელიწადში $164 ათასს ხარჯავს, აქვს საკუთარი ლუქს-კლასის კაიუტა, აგემოვნებს გემის რესტორნების საუკეთესო კერძებს, საღამოობით კი სამეჯლისო ცეკვებით ირთობს თავს. მას ხშირად იწვევენ სადღესასწაულო ვახშმებზე, დადის გემის კინოთეატრში და ესწრება სხვადასხვა ლექციას.

"ეკიპაჟის წევრები ძალას არ იშურებენ, რომ გამაბედნიერონ. ზოგიერთი მათგანი ოჯახის წევრივითაა ჩემთვის. უკლებლივ ყველა სურვილს მისრულებენ, ამისთვის ხმელეთზე დიდი დროის დაკარგვაც რომ დასჭირდეთ. ადრე ასეთი ყურადღება ჩემდამი არავის გამოუჩენია", - ჰყვება ლი. ქალბატონს გემზე ყველა მიმართავს როგორც "დედა ლი". ბლოგერი პენი ჰო, რომელმაც მოხუცი იტალიაში კრუიზის დროს გაიცნო, ამბობს, რომ ლი პირველი ადამიანია დედამიწის ზურგზე, რომელმაც დაანახა, თუ რა არის ცხოვრებით ტკბობა.

დედა ლი Crystal Serenity-ზე 2008 წლიდან ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ ეს გემი კარგი საცეკვაო პროგრამის გამო შეარჩია. "მე და ჩემს მეუღლეს მოგზაურობა გვიყვარდა. გარდაცვალებამდე, 1997 წელს მან მითხრა: "ლი, განაგრძე მოგზაურობა. არასოდეს გაჩერდე"... და აი, ვაგრძელებ კიდეც".

"სანამ ამ გემზე დავიწყებდი ცხოვრებას, მსოფლიოს გარშემო ლაინერ Holland America-ზე ვმოგზაურობდი 3 წლის განმავლობაში. შემდეგ მათ ცეკვის კლასი დახურეს და ამის გამო წასვლა გადავწყვიტე. დიდი ხანია ყოველ საღამოს რამდენიმე საათი ვცეკვავ ინსტრუქტორთან ერთად".

გარდა ამისა, ბებო ჰყვება, რომ ცხოვრების განმავლობაში ასზე მეტი ქვეყანა მოიარა. მისი საყვარელი ქალაქი სტამბოლია. "თავს ვერ ვიკავებ სტამბოლის გრანდ ბაზარში გასეირნებისგან, სადაც ულამაზესი ფერადი და ბრჭყვიალა კაბა იყიდება, რომელიც ჩემი ცეკვებისთვის იდეალურია. ჩემს კაიუტაში დიდი ადგილი არ მაქვს, ამიტომ თავის შეკავება მმართებს ხოლმე. მაგრამ როდესაც საქმე შოპინგს ეხება, ხმელეთზე პირველი ვხტები".

ამჟამინდელი ცხოვრების ყველაზე დიდ სირთულედ ბედნიერი პენსიონერი იმ ფაქტს მიიჩნევს, რომ მისი შვილები და შვილიშვილები მაიამიში ცხოვრობენ და მუდმივად ენატრება ოჯახის წევრები. თუმცა, მათთან სკაიპისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ხშირად აქვს კონტაქტი.

დუდანა ზაქარაია

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს