"რა, ქალბატონი თინა დღემდე თავდაცვის მინისტრია?" - ამ რეპლიკით უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ თინა ხიდაშელის კომენტარს, რომელმაც ასეთივე რიტორიკული კითხვით შეაფასა დეპუტატის სკანდალური გამოსვლა პარლამენტში - "რა, თოფაძე დღემდე პარლამენტშია?".
ბოლო დღეების ყველაზე ხმაურიანი პოლიტიკური სკანდალის ავტორი თოფაძე, ყოფილი კოლეგის გაკრიტიკებასაც არ მოერიდა. აი, რას ამბობს პარლამენტარი "საქართველო და მსოფლიოსთან" ინტერვიუში:
"წესით და რიგით, ხიდაშელმა, მინისტრის კაბინეტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს, რადგან შარშან, ოქტომბერში, საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და ამ საქმისთვის თავდაცვის სამინისტროს რესურსი გამოიყენა; ესეც არ იკმარა და ბიულეტენების დათვლაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ამ უმსგავსობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც განათავსა. დღემდე ვერ გამიგია, რასთან გვაქვს საქმე: სიბრიყვესთან თუ თავხედობასთან. ხიდაშელმა თავისი უკანონო ქმედებით მთელ კოალიციას თავი მოსჭრა და ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა".
ასევე წაიკითხეთ: