პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება..." - მარგველაშვილის ნაშრომი, რომელიც თოფაძემ პრეზიდენტს პარლამენტში გაუხსენა
"ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება..." - მარგველაშვილის ნაშრომი, რომელიც თოფაძემ პრეზიდენტს პარლამენტში გაუხსენა

"თქვე­ნი ყვე­ლა წი­ნა­და­და­დე­ბა, სი­ტყვა, ბგე­რა ანა­ლიზ­დე­ბა. მინ­და მო­გახ­სე­ნოთ თქვე­ნი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი ქარ­თველ ხალ­ხზე, ქარ­თველ ერზე - თქვენ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და­უ­ნებს შე­ა­და­რეთ. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, თუ თქვენ ასე აფა­სებთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას. მა­შინ, ალ­ბათ, არც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტო­ბა უნდა გე­კად­რათ", - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა გოგი თო­ფა­ძემ პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს.

დე­პუ­ტატ­მა ქვეყ­ნის პირ­ველ პირს სა­ვა­რა­უ­დოდ ის ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ნაშ­რო­მი გა­უხ­სე­ნა, რო­მე­ლიც მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა 2001 წელს გა­მოს­ცა. პრე­ზი­დენ­ტი მა­შინ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტის რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და. ფი­ლო­სო­ფი­ურ წე­რილ­ში სა­ხელ­წო­დე­ბით "ნი­ჩურ­ტა" მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ქარ­თვე­ლი ერის და­ხა­სი­ა­თე­ბას ცდი­ლობს. გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე ამო­ნა­რიდს "ნი­ჩურ­ტა­დან":

"ერი, რო­მე­ლიც ყვე­ლას უყ­ვარს და ყვე­ლას ეცო­დე­ბა... მაგ­რამ, რო­მელ­საც ვერ შვე­ლი­ან სა­კუ­თა­რი სი­სუ­ლე­ლის, სი­ჯი­უ­ტი­სა და სიჩ­ლუნ­გის გამო. დი­აგ­ნო­ზი ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია: გო­ნებ­რი­ვი სი­სუს­ტე, მსუ­ბუ­ქი დე­ბი­ლო­ბის ფორ­მით ანუ ფაქ­ტობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა ჩერ­დე­ბა გარ­კვე­ულ ად­რე­ულ ეტაპ­ზე და არ აღ­წევს ზრდას­რულ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე. ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის ტანი და სუს­ტი, ად­რე­უ­ლი ასა­კის­თვის შე­სა­ფე­რი­სი აზ­როვ­ნე­ბა - აი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის, ქარ­თვე­ლი ერის დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. . ."

"რა არის ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, თუ არა სა­ხელ­მწი­ფო­ბა­ნას თა­მა­ში, რო­მე­ლიც ბავ­შვე­ბის თა­მა­შის ძი­რი­თად წესს ეფუძ­ნე­ბა: "არა­უ­შავს", "მა­პა­ტიე, რა", "არ მინ­დო­და" და ა. შ. თუმ­ცა ამ სა­ხელ­მწი­ფო­ში ბევ­რი ისე­თი რამ ხდე­ბა, რაც არ უნდა ხდე­ბო­დეს: ერ­თნი მდიდ­რდე­ბი­ან, მე­ო­რე­ნი ღა­ტაკ­დე­ბი­ან… ეს დის­ბა­ლან­სია, რომ­ლის გა­მოს­წო­რე­ბას უნდა ცდი­ლობ­დეს ერი… მაგ­რამ ამას არ იქმს, დის­ბა­ლან­სი არ იც­ვლე­ბა, რად­გან ერთი "ჟილ­კო­ბით" იგებს, მე­ო­რე კი არ ცდი­ლობს, ეს "ჟილ­კო­ბა" დაგ­მოს, არა­მედ ცდი­ლობს, თვი­თო­ნაც იხე­ი­როს სხვა­თა ხარ­ჯზე…";

"მოკ­ლედ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო "პამ­პუ­ლო­ბის" თა­მაშს ჰგავს: თუ წა­გარ­თმე­ვენ ბურთს, შენ ხარ პამ­პუ­ლა, თუ შენ წა­არ­თვი – სხვა. მაგ­რამ ბურ­თი არ­სად მი­დის, იგი მო­თა­მა­ში­დან მო­თა­მა­შეს­თან გა­და­დის. დღეს შენ გა­პამ­პუ­ლებს, ხვალ შენ გაქვს ბურ­თი. ხოლო თუ თა­მა­ში­სას ერ­თმა მე­ო­რეს ფეხი წა­მოს­დო, ეტყვის: მა­პა­ტიე რა, არ მინ­დო­და. და სხვე­ბიც ეტყვი­ან: "არა უშავს, თა­მა­შია, რა…"

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: 15 უმ­თავ­რე­სი მე­სი­ჯი პარ­ლა­მენ­ტში პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლი­დან

ვი­დეო: გოგი თო­ფა­ძის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი პრე­ზი­დენ­ტის კრი­ტი­კის შემ­დეგ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება..." - მარგველაშვილის ნაშრომი, რომელიც თოფაძემ პრეზიდენტს პარლამენტში გაუხსენა

"ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება..." - მარგველაშვილის ნაშრომი, რომელიც თოფაძემ პრეზიდენტს პარლამენტში გაუხსენა

"თქვენი ყველა წინადადადება, სიტყვა, ბგერა ანალიზდება. მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე - თქვენ ქართველი ხალხი დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას. მაშინ, ალბათ, არც საქართველოს პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ", - ამ სიტყვებით მიმართა გოგი თოფაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტს.

დეპუტატმა ქვეყნის პირველ პირს სავარაუდოდ ის ფილოსოფიური ნაშრომი გაუხსენა, რომელიც მარგველაშვილმა 2001 წელს გამოსცა. პრეზიდენტი მაშინ საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორის თანამდებობას იკავებდა. ფილოსოფიურ წერილში სახელწოდებით "ნიჩურტა" მარგველაშვილი ქართველი ერის დახასიათებას ცდილობს. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს "ნიჩურტადან":

"ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება... მაგრამ, რომელსაც ვერ შველიან საკუთარი სისულელის, სიჯიუტისა და სიჩლუნგის გამო. დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე. ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება - აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა. . ."

"რა არის ქართული სახელმწიფო, თუ არა სახელმწიფობანას თამაში, რომელიც ბავშვების თამაშის ძირითად წესს ეფუძნება: "არაუშავს", "მაპატიე, რა", "არ მინდოდა" და ა. შ. თუმცა ამ სახელმწიფოში ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს: ერთნი მდიდრდებიან, მეორენი ღატაკდებიან… ეს დისბალანსია, რომლის გამოსწორებას უნდა ცდილობდეს ერი… მაგრამ ამას არ იქმს, დისბალანსი არ იცვლება, რადგან ერთი "ჟილკობით" იგებს, მეორე კი არ ცდილობს, ეს "ჟილკობა" დაგმოს, არამედ ცდილობს, თვითონაც იხეიროს სხვათა ხარჯზე…";

"მოკლედ, საქართველოს სახელმწიფო "პამპულობის" თამაშს ჰგავს: თუ წაგართმევენ ბურთს, შენ ხარ პამპულა, თუ შენ წაართვი – სხვა. მაგრამ ბურთი არსად მიდის, იგი მოთამაშიდან მოთამაშესთან გადადის. დღეს შენ გაპამპულებს, ხვალ შენ გაქვს ბურთი. ხოლო თუ თამაშისას ერთმა მეორეს ფეხი წამოსდო, ეტყვის: მაპატიე რა, არ მინდოდა. და სხვებიც ეტყვიან: "არა უშავს, თამაშია, რა…"

ასევე წაიკითხეთ: 15 უმთავრესი მესიჯი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლიდან

ვიდეო: გოგი თოფაძის პირველი კომენტარი პრეზიდენტის კრიტიკის შემდეგ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"