პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგი თოფაძე გიორგი მარგველაშვილს: "ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა"
გოგი თოფაძე გიორგი მარგველაშვილს: "ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა"

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა გოგი თო­ფა­ძემ პრე­ზი­დენ­ტის ყო­ველ­წლი­უ­რი მოხ­სე­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი გა­აკ­რი­ტი­კა და მისი მი­სა­მარ­თით პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა:

"ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, მინ­და თქვენს მი­მართ რამ­დე­ნი­მე კრი­ტი­კა გა­მოვ­თქვა. თქვენ ხართ პირ­ვე­ლი კაცი სა­ქარ­თვე­ლო­ში. თქვე­ნი ყვე­ლა წი­ნა­და­და­დე­ბა, სი­ტყვა, ბგე­რა ანა­ლიზ­დე­ბა. მინ­და მო­გახ­სე­ნოთ თქვე­ნი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი ქარ­თველ ხალ­ხზე, ქარ­თველ ერზე - თქვენ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და­უ­ნებს შე­ა­და­რეთ. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, თუ თქვენ ასე აფა­სებთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სა­ხე­ლო­ბას. მა­შინ, ალ­ბათ, არც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტო­ბა უნდა გე­კად­რათ. ისიც უნდა გი­თხრათ, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტი, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი კაცი ლა­პა­რა­კობს და ამ­ბობს, იმას ყვე­ლა უს­მენს და მისი თი­თო­ე­უ­ლი სი­ტყვა კონ­ტროლ­დე­ბა, ანა­ლიზს უკე­თე­ბენ. თქვენ გა­მო­ა­ცხა­დეთ, რომ მე არ შე­ვალ იმ სა­ძა­გელ სა­სახ­ლე­შიო, სა­დაც თქვენ დღეს ხართ. ამის გან­ცხა­დე­ბის მერე, თქვენ და­გა­ვი­წყდათ, რომ ნათ­ქვა­მი გქონ­დათ და ხალ­ხმა და­ი­ჯე­რა, რომ თქვენ იქ არ შეხ­ვი­დო­დით", - გა­ნა­ცხა­და თო­ფა­ძემ.

დე­პუ­ტატ­მა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის ფარ­გლებ­ში აშშ-ში ვი­ზი­ტის გა­მოც გა­აკ­რი­ტი­კა და აღ­ნიშ­ნა, რომ ქვეყ­ნის იმიჯს უცხო­ე­თის ერთ ქვე­ყა­ნა­ში ორი ხელ­მძღვა­ნე­ლის ერ­თად სი­ა­რუ­ლი არ წა­ად­გა.

თო­ფა­ძემ პრე­ზი­დენ­ტი უმა­დუ­რო­ბის გა­მოც გა­აკ­რი­ტი­კა: "ქარ­თველ ხალ­ხს ერთი ძა­ლი­ან კარ­გი თვი­სე­ბა ახა­სი­ა­თებს - მად­ლი­ე­რე­ბა. თქვენ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მოხ­ვდით, ალ­ბათ, არც გქონ­დათ გა­აზ­რე­ბუ­ლი - პარ­ლა­მენ­ტში მარ­ცხე­ნა ფლანგზე რომ ზის, ამათ­მა გა­გიყ­ვა­ნეს თქვენ. რა თქმა უნდა, კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იყო ამის ინი­ცი­ა­ტო­რი და უნდა გი­თხრათ, რომ ეს თქვენ ნამ­დვი­ლად არ გქონ­დათ მო­აზ­რე­ბუ­ლი. ამის შემ­დეგ, ალ­ბათ, არ გა­სუ­ლა ერთი თვე, როცა თქვენ უც­ნა­უ­რი პო­ზი­ცია და­ი­ჭი­რეთ, და­ი­წყეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კა, ეს კი არ ახა­სი­ა­თებს ქარ­თველ კაცს. მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბა არის ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი და სა­ქე­ბი", - დას­ძი­ნა თო­ფა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო: თო­ფა­ძის ბრალ­დე­ბა პრე­ზი­დენტს და მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მი­მი­კა

წა­ი­კი­თხეთ: "ერი, რო­მე­ლიც ყვე­ლას უყ­ვარს და ყვე­ლას ეცო­დე­ბა..." - მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ნაშ­რო­მი, რო­მე­ლიც თო­ფა­ძემ პრე­ზი­დენტს პარ­ლა­მენ­ტში გა­უხ­სე­ნა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გოგი თოფაძე გიორგი მარგველაშვილს: "ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა"

გოგი თოფაძე გიორგი მარგველაშვილს: "ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დასრულების შემდეგ, ქვეყნის პირველი პირი გააკრიტიკა და მისი მისამართით პარლამენტის ტრიბუნიდან დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა:

"ბატონო პრეზიდენტო, მინდა თქვენს მიმართ რამდენიმე კრიტიკა გამოვთქვა. თქვენ ხართ პირველი კაცი საქართველოში. თქვენი ყველა წინადადადება, სიტყვა, ბგერა ანალიზდება. მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე - თქვენ ქართველი ხალხი დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახელობას. მაშინ, ალბათ, არც საქართველოს პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ. ისიც უნდა გითხრათ, როდესაც პრეზიდენტი, ქვეყნის პირველი კაცი ლაპარაკობს და ამბობს, იმას ყველა უსმენს და მისი თითოეული სიტყვა კონტროლდება, ანალიზს უკეთებენ. თქვენ გამოაცხადეთ, რომ მე არ შევალ იმ საძაგელ სასახლეშიო, სადაც თქვენ დღეს ხართ. ამის განცხადების მერე, თქვენ დაგავიწყდათ, რომ ნათქვამი გქონდათ და ხალხმა დაიჯერა, რომ თქვენ იქ არ შეხვიდოდით", - განაცხადა თოფაძემ.

დეპუტატმა მარგველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ში ვიზიტის გამოც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყნის იმიჯს უცხოეთის ერთ ქვეყანაში ორი ხელმძღვანელის ერთად სიარული არ წაადგა.

თოფაძემ პრეზიდენტი უმადურობის გამოც გააკრიტიკა: "ქართველ ხალხს ერთი ძალიან კარგი თვისება ახასიათებს - მადლიერება. თქვენ ამ თანამდებობაზე მოხვდით, ალბათ, არც გქონდათ გააზრებული - პარლამენტში მარცხენა ფლანგზე რომ ზის, ამათმა გაგიყვანეს თქვენ. რა თქმა უნდა, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იყო ამის ინიციატორი და უნდა გითხრათ, რომ ეს თქვენ ნამდვილად არ გქონდათ მოაზრებული. ამის შემდეგ, ალბათ, არ გასულა ერთი თვე, როცა თქვენ უცნაური პოზიცია დაიჭირეთ, დაიწყეთ ხელისუფლების კრიტიკა, ეს კი არ ახასიათებს ქართველ კაცს. მადლიერების გრძნობა არის ჩვენთვის ყველაზე მისაღები და საქები", - დასძინა თოფაძემ.

იხილეთ ვიდეო: თოფაძის ბრალდება პრეზიდენტს და მარგველაშვილის მიმიკა

წაიკითხეთ: "ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება..." - მარგველაშვილის ნაშრომი, რომელიც თოფაძემ პრეზიდენტს პარლამენტში გაუხსენა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"