პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ხუთ სკოლაში სასწავლო პროცესი ისევ შეჩერდა
თბილისის ხუთ სკოლაში სასწავლო პროცესი ისევ შეჩერდა

პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, თბი­ლი­სის ხუთ სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შე­ჩერ­და. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სამი დღით სწავ­ლა შე­წყდა დე­და­ქა­ლა­ქის #81, #152, #112, #21 და #53 სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გრი­პის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სკო­ლებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე, სა­მი­ნის­ტრო მო­ნი­ტო­რინგს უწყვე­ტად აგ­რძე­ლებს.

"2 და 3 თე­ბერ­ვალს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის თა­ნახ­მად, ავა­დო­ბის გამო, სკო­ლის გაც­დე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რი კლე­ბის­კენ მი­დის. თუმ­ცა, გა­მოკ­ვე­თი­ლია რამ­დე­ნი­მე სკო­ლა, სა­დაც გუ­შინ და დღეს 20%-ზე მეტი გაც­დე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­ფიქ­სირ­და.

მშობ­ლებ­თან ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბით დად­გინ­და, რომ მოს­წავ­ლე­თა ნა­წი­ლი სკო­ლა­ში ავა­დო­ბის გამო არ და­დის, მოს­წავ­ლე­თა ნა­წი­ლის გაც­დე­ნე­ბი კი, პოსტ გრი­პულ პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა. კერ­ძოდ, პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის სკო­ლა­ში გაშ­ვე­ბას, რომ­ლე­ბიც გა­მო­ჯან­მრთელ­დნენ, მშობ­ლე­ბი ერი­დე­ბი­ან.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­ით, იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც ავა­დო­ბის გამო გაც­დე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 20%-ს აღე­მა­ტე­ბა, სა­მი­ნის­ტრომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, 3 დღით სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბა­ზე. გაც­დე­ნი­ლი სა­ა­თე­ბი კი, შა­ბა­თი დღე­ე­ბის ხარ­ჯზე ანა­ზღა­ურ­დე­ბა.

(სკო­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იხი­ლეთ სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე: www.mes.gov.ge)", - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა დას­წრე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი კვლავ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

"სა­მი­ნის­ტრო სკო­ლებს ჯან­დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვის­კენ ისევ მო­უ­წო­დებს, რაც მოს­წავ­ლე­თა და­ა­ვა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა", - აღ­ნიშ­ნა­ვენ უწყე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თბილისის ხუთ სკოლაში სასწავლო პროცესი ისევ შეჩერდა

თბილისის ხუთ სკოლაში სასწავლო პროცესი ისევ შეჩერდა

პრევენციის მიზნით, თბილისის ხუთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამი დღით სწავლა შეწყდა დედაქალაქის #81, #152, #112, #21 და #53 საჯარო სკოლებში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, სამინისტრო მონიტორინგს უწყვეტად აგრძელებს.

"2 და 3 თებერვალს განხორციელებული მონიტორინგის თანახმად, ავადობის გამო, სკოლის გაცდენების რაოდენობა მკვეთრი კლებისკენ მიდის. თუმცა, გამოკვეთილია რამდენიმე სკოლა, სადაც გუშინ და დღეს 20%-ზე მეტი გაცდენების რაოდენობა დაფიქსირდა.

მშობლებთან ინფორმაციის გადამოწმებით დადგინდა, რომ მოსწავლეთა ნაწილი სკოლაში ავადობის გამო არ დადის, მოსწავლეთა ნაწილის გაცდენები კი, პოსტ გრიპულ პერიოდს უკავშირდება. კერძოდ, პრევენციის მიზნით, იმ მოსწავლეების სკოლაში გაშვებას, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ, მშობლები ერიდებიან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, იმ სკოლებში, სადაც ავადობის გამო გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება პრევენციის მიზნით, 3 დღით სასწავლო პროცესის შეჩერებაზე. გაცდენილი საათები კი, შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება.

(სკოლების ჩამონათვალი იხილეთ სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.mes.gov.ge)", - აცხადებენ სამინისტროში.

უწყების განმარტებით, სკოლებში მოსწავლეთა დასწრების მონიტორინგი კვლავ განხორციელდება.

"სამინისტრო სკოლებს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვისკენ ისევ მოუწოდებს, რაც მოსწავლეთა დაავადების შემცირების აუცილებელი პირობაა", - აღნიშნავენ უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია