მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერეკლე დეისაძის და თიკო სადუნიშვილის მონასტერში დაწყებული ურთიერთობა - სად დაარიგა მომღერალმა "შეკეთებული" მარიხუანა
ერეკლე დეისაძის და თიკო სადუნიშვილის მონასტერში დაწყებული ურთიერთობა - სად დაარიგა მომღერალმა "შეკეთებული" მარიხუანა

ერეკ­ლე დე­ი­სა­ძი­სა და თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლის ერ­თად ყოფ­ნამ ბევ­რი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ ეს უბ­რა­ლოდ, ხუმ­რო­ბაა. ზო­გის აზ­რით, პრო­ვო­კა­ცი­აა და მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბი არი­ან, ზოგი კი მი­იჩ­ნევს, რომ ისი­ნი ერ­თად არი­ან... მომ­ღე­რალ­მა და მწე­რალ­მა "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ტე­ლე­წამ­ყვან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე ისა­უბ­რა:

- თიკო გა­ვი­ცა­ნი მო­ნას­ტერ­ში, სა­დაც ხან­და­ხან მივ­დი­ვარ, ან ვი­ღა­ცას ჩა­ვა­კი­თხავ ხოლ­მე. იქ ბევ­რი ძმა­კა­ცი მა­მაო მყავს, ბევრთან გა­მოვ­ნა­ხე სა­ერ­თო ენა - იმათ­თან, ვის­თა­ნაც უნდა გა­მო­მე­ნა­ხა. თიკო იქ თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ამო­ვი­და, დედა პა­რას­კე­ვას­თან მე­გობ­რობს. მერე, როცა დავ­მე­გობ­რდით, მივ­ხვდით, რომ ბევ­რი სა­ერ­თო იდეა, აზრი გვქონ­და და შე­იკ­რა რა­ღაც, ჩვე­ნი ახა­ლი სივ­რცე. ჩვენ­თან "სახ­ლში" მო­დი­ოდ­ნენ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი და ზა­ფხულ­ში მოხ­და ისე, მივ­ხვდით, ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან გვიყ­ვარს და უპირ­ვე­ლე­სად, ჩვენ ვართ ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რე­ბი. ჯვრის­წე­რა და ოფი­ცი­ა­ლო­ბე­ბი არ გვქო­ნია.

- ქუ­თა­ის­ში იყა­ვით ერ­თად, სა­დაც თი­კოს შენი ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­ა­ცა­ნი...

- ქუ­თა­ის­ში ვი­ყა­ვით ერ­თად. იქ თი­კომ თა­ვის გა­და­ცე­მა ჩა­წე­რა. იქი­დან წა­ვე­დით ლე­ჩხუმ­ში, სა­დაც მე­გობ­რის სახ­ლში, მთის ძი­რას ვი­ყა­ვით. იქ ერთი დღე გავ­ჩერ­დით, მა­რი­ხუ­ა­ნა მოვ­წი­ეთ... თი­კოს "კუბ­და­რე­ბი" მო­უნ­და და ვი­ცო­დი, რომ ლენ­ტეხ­შია კარ­გი კუბ­და­რი. იქ დე­ი­და­ჩე­მი ცხოვ­რობს. და­ვუ­რე­კე, მოვ­დი­ვარ, გაგ­ვიმ­ზა­დე-მეთ­ქი და წა­ვე­დით სვა­ნეთ­შიც. გვიყ­ვარს ასე, ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა რა­ი­ო­ნებ­ში, თი­კოს ჩემი ოჯა­ხი გა­ვა­ცა­ნი, ად­ვი­ლად და­მე­გობ­რდნენ.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­ი­სა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბას, ხე­ლო­ვა­ნი 2016 წელს მო­სავ­ლის აღე­ბის წელს უწო­დებს: "25 დე­კემ­ბერს მქონ­და პირ­ვე­ლი სოლო კონ­ცერ­ტი დიდ "გა­ლე­რი­ში", რო­მელ­მაც სრუ­ლი ანშლა­გით ჩა­ი­ა­რა. ეს კონ­ცერ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო იმით, რომ ზე­ვი­დან "შე­კე­თე­ბუ­ლი" მა­რი­ხუ­ა­ნა გად­მოვ­ყა­რეთ, რი­თაც ხალ­ხი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო. ამით გა­მო­ვეხ­მა­უ­რე დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცესს, რო­მე­ლიც და­წყე­ბუ­ლია და წინ ვე­ღა­რა­ფე­რი აღუდ­გე­ბა, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამის­თვის მზა­დაა. წინა პრე­მი­ერ­მა თქვა, რომ სა­ნამ ის იქ­ნე­ბო­და პრე­მი­ე­რი, ეს არ მოხ­დე­ბო­და. მაგ­რამ, ახლა აღარ არის პრე­მი­ე­რი, ეს პრო­ცე­სი და­წყე­ბუ­ლია. ასე­ვე, ახ­ლა­ხან გა­მო­ვი­და ჩემი ახა­ლი რო­მა­ნი, სა­ხე­ლად "რუ­სუ­ლი არ­და­დე­გე­ბი", რო­მე­ლიც 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომს უკავ­შირ­დე­ბა და ამ ომის ჩე­მე­უ­ლი ვერ­სი­აა. ამ წიგნ­ში ჯავ­შან­ტექ­ნი­კა თბი­ლი­სი­დან ორ­მოც კი­ლო­მეტრში კი არ გა­ჩერ­და, არა­მედ ქა­ლაქ­ში შე­მო­ვი­და და აი, რა ხდე­ბა ვაკე-ვე­რა­ზე. არი­ან პო­ლი­ტი­კოს­თა ცო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სე­ბუ­რად უმკლავ­დე­ბი­ან ამ ომს. რო­დე­საც ქა­ლაქ­ში და­დის მძი­მე ტექ­ნი­კა, ესე­ნი მო­ის­ყი­დი­ან ვი­ღაც მა­მა­ო­ებს, რომ­ლე­ბიც და­დი­ან და აკურ­თხე­ბენ კორ­პუ­სებს, რომ ბომ­ბე­ბის­გან და­იც­ვას ვაკე და ვერა..."

ხა­თუ­ნა კორ­თხონ­ჯია

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

ერეკლე დეისაძის და თიკო სადუნიშვილის მონასტერში დაწყებული ურთიერთობა - სად დაარიგა მომღერალმა "შეკეთებული" მარიხუანა

ერეკლე დეისაძის და თიკო სადუნიშვილის მონასტერში დაწყებული ურთიერთობა - სად დაარიგა მომღერალმა "შეკეთებული" მარიხუანა

ერეკლე დეისაძისა და თიკო სადუნიშვილის ერთად ყოფნამ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ, ხუმრობაა. ზოგის აზრით, პროვოკაციაა და მხოლოდ მეგობრები არიან, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ისინი ერთად არიან... მომღერალმა და მწერალმა "თბილისელებთან" ტელეწამყვანთან ურთიერთობასა და თავის შემოქმედებაზე ისაუბრა:

- თიკო გავიცანი მონასტერში, სადაც ხანდახან მივდივარ, ან ვიღაცას ჩავაკითხავ ხოლმე. იქ ბევრი ძმაკაცი მამაო მყავს, ბევრთან გამოვნახე საერთო ენა - იმათთან, ვისთანაც უნდა გამომენახა. თიკო იქ თავის მეგობრებთან ერთად ამოვიდა, დედა პარასკევასთან მეგობრობს. მერე, როცა დავმეგობრდით, მივხვდით, რომ ბევრი საერთო იდეა, აზრი გვქონდა და შეიკრა რაღაც, ჩვენი ახალი სივრცე. ჩვენთან "სახლში" მოდიოდნენ ჩვენი მეგობრები და ზაფხულში მოხდა ისე, მივხვდით, ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და უპირველესად, ჩვენ ვართ ძალიან ახლო მეგობრები. ჯვრისწერა და ოფიციალობები არ გვქონია.

- ქუთაისში იყავით ერთად, სადაც თიკოს შენი ოჯახის წევრები გააცანი...

- ქუთაისში ვიყავით ერთად. იქ თიკომ თავის გადაცემა ჩაწერა. იქიდან წავედით ლეჩხუმში, სადაც მეგობრის სახლში, მთის ძირას ვიყავით. იქ ერთი დღე გავჩერდით, მარიხუანა მოვწიეთ... თიკოს "კუბდარები" მოუნდა და ვიცოდი, რომ ლენტეხშია კარგი კუბდარი. იქ დეიდაჩემი ცხოვრობს. დავურეკე, მოვდივარ, გაგვიმზადე-მეთქი და წავედით სვანეთშიც. გვიყვარს ასე, ქალაქიდან გასვლა რაიონებში, თიკოს ჩემი ოჯახი გავაცანი, ადვილად დამეგობრდნენ.

რაც შეეხება დეისაძის შემოქმედებას, ხელოვანი 2016 წელს მოსავლის აღების წელს უწოდებს: "25 დეკემბერს მქონდა პირველი სოლო კონცერტი დიდ "გალერიში", რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა. ეს კონცერტი მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ზევიდან "შეკეთებული" მარიხუანა გადმოვყარეთ, რითაც ხალხი ძალიან ბედნიერი იყო. ამით გამოვეხმაურე დეკრიმინალიზაციის პროცესს, რომელიც დაწყებულია და წინ ვეღარაფერი აღუდგება, რადგან საზოგადოება ამისთვის მზადაა. წინა პრემიერმა თქვა, რომ სანამ ის იქნებოდა პრემიერი, ეს არ მოხდებოდა. მაგრამ, ახლა აღარ არის პრემიერი, ეს პროცესი დაწყებულია. ასევე, ახლახან გამოვიდა ჩემი ახალი რომანი, სახელად "რუსული არდადეგები", რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება და ამ ომის ჩემეული ვერსიაა. ამ წიგნში ჯავშანტექნიკა თბილისიდან ორმოც კილომეტრში კი არ გაჩერდა, არამედ ქალაქში შემოვიდა და აი, რა ხდება ვაკე-ვერაზე. არიან პოლიტიკოსთა ცოლები, რომლებიც თავისებურად უმკლავდებიან ამ ომს. როდესაც ქალაქში დადის მძიმე ტექნიკა, ესენი მოისყიდიან ვიღაც მამაოებს, რომლებიც დადიან და აკურთხებენ კორპუსებს, რომ ბომბებისგან დაიცვას ვაკე და ვერა..."

ხათუნა კორთხონჯია

ჟურნალი "თბილისელები"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება