კალა-უშგულში გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა და მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადამღები 30-კაციანი ჯგუფი მესტიაში გადაჰყავთ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, გზა სამაშველო და სასაზღვრო დეპარტამენტის დახმარებით გაიხსნა. მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადამღები 30-კაციანი ჯგუფი ღამეს მესტიაში გაათენებს, ხვალ კი თბილისში გამოემგზავრებიან. კალა-უშგულის დამაკავშირებელი გზა დიდთოვლობის გამო იყო დაკეტილი. დღეს გადამღები ჯგუფი მესტიის რაიონის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა ექიმებთან ერთად უშგულში მოინახულა, რამდენიმე საათში კი, გზის გახსნა მოხერხდა.